სამყარო, რომელიც ბედნიერებას განიჭებს და ფერადკანიანთა პორტრეტები მინანქარში

© photo: courtesy of Natali Zurabishviliნატალი ზურაბიშვილი
ნატალი ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული ტიხრული მინანქრის კოლორიტი ძალიან განსხვავდება სხვა ქვეყნების ტიხრული მინანქრისგან. ქართული მინანქრის ფერებს შორის ტრადიციულად ჭარბობდა ე.წ. ღვინისფერი და გამჭვირვალე მწვანე. თანამედროვე ნამუშევრებში კი სამყაროს ყველა ფერია ჩაღვრილი. დღეს ამ სფეროში მოღვაწე კიდევ ერთ ქალბატონს გაგაცნობთ.

მხატვარ-დიზაინერი ნატალი ზურაბიშვილი თავის საოცარ ნამუშევრებს ქმნის მინანქარში, სადაც თავის დროზე ბავშვობისდროინდელი პლასტილინით ნაძერწი ზღაპრული სამყარო გადმოიტანა. შემდეგ გაიტაცა პორტრეტების კეთებამ, სადაც ფერადკანიანთა სახეები ჭარბობს. ერთ მშვენიერ დღეს კი ავტოპორტრეტი შექმნა და ეს საკუთარი თავის გამოწვევად ჩათვალა...

© courtesy of Natali Zurabishviliნატალი ზურაბიშვილი
სამყარო, რომელიც ბედნიერებას განიჭებს და ფერადკანიანთა პორტრეტები მინანქარში - Sputnik საქართველო
ნატალი ზურაბიშვილი

- ნატალი, ზღაპრული სახლების კეთების სურვილი ალბათ ამ სამყაროსადმი სიყვარულის გამოა და ბავშვობიდანაა გამოყოლილი?

- სახლი ჩემთვის სიმყუდროვესთან, სითბოსა და სიყვარულთან ასოცირდება და, მით უმეტეს, როდესაც ის ჯადოსნურია, ყოველთვის ბავშვობაში მაბრუნებს. იქ, სადაც ნათელი ფერებია და არ არის უსამართლობა და ბოროტება. სწორედ ასეთი სამყარო მიყვარს უზომოდ და ბედნიერებას მანიჭებს. დაახლოებით 3-4 წლის ასაკიდან დავიწყე ძერწვა. მამა მოქანდაკეა და როდესაც სახელოსნოში მუშაობდა, ყოველთვის დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი. მის გვერდით ვიჯექი და პლასტილინისგან ვაკეთებდი პატარა სახლებს ოთახებით, ყველა საჭირო ნივთითა და, რა თქმა უნდა, ადამიანებით სავსე. იმავეს გადმოვცემდი სახატავ ფურცლებზე ფერადი ფანქრებითა და საღებავით. მინანქრის ხელოვნებას როცა დავეუფლე, შემდეგ ჩემი ზღაპრული სახლები უკვე აქ გადმოვიტანე. 

© photo: courtesy of Natali Zurabishviliნატალი ზურაბიშვილის ნამუშევარი
სამყარო, რომელიც ბედნიერებას განიჭებს და ფერადკანიანთა პორტრეტები მინანქარში - Sputnik საქართველო
ნატალი ზურაბიშვილის ნამუშევარი

 - მინანქარი ჩვენში ტრადიციული დარგია და დღეს ძალიან პოპულარული, თქვენ როდის დაინტერესდით?

- სამხატვრო აკადემიის ინტერიერის დიზაინის ფაკულტეტის დამთვარებიდან მალევე, მეგობრის რჩევით მოვხვდი მინანქრის სტუდიაში, სადაც ეძებდნენ თანამშრომელს, რომელსაც შეასწავლიდნენ და დაასაქმებდნენ. პირველივე დღიდან მივხვდი, რომ ჩემ სფეროში მოვხვდი, თუმცა იქ სამინანქრო საქმის მხოლოდ 10% მასწავლეს. დანარჩენი წლების შრომის და პრაქტიკის საფუძველზე ჩემით შევისწავლე. განსაკუთრებით მიყვარს ზღაპრული სახლებისა და პორტრეტების კეთება.

© photo: courtesy of Natali Zurabishviliნატალი ზურაბიშვილის ნამუშევარი
სამყარო, რომელიც ბედნიერებას განიჭებს და ფერადკანიანთა პორტრეტები მინანქარში - Sputnik საქართველო
ნატალი ზურაბიშვილის ნამუშევარი

- თქვენი მინანქრის პორტრეტებიდან ძირითადად შავკანიანები არიან...

- დიახ, განსაკუთრებით მიყვარს მულატი და შავკანიანი ქალის პორტრეტების შექმნა. აქ მეტი საშუალება მეძლევა, რომ უფრო კარგად გამოვკვეთო შუქ-ჩრდილები, სახის ნაკვთები, ფერები და ხასიათი. იყო შემთხვევა, როცა უცხოელმა ტურისტმა მისი საცოლის პორტრეტი დამიკვეთა და შემდეგ დიდი სიხარულით წაუღო საჩუქრად. ძალიან სასიამოვნოა და საპასუხისმგებლოც ჩემთვის წმინდანების გამოკვეთა, სადაც ხასიათის გადმოცემაა მნიშვნელოვანი.   

© photo: courtesy of Natali Zurabishviliნატალი ზურაბიშვილის ნამუშევარი
სამყარო, რომელიც ბედნიერებას განიჭებს და ფერადკანიანთა პორტრეტები მინანქარში - Sputnik საქართველო
ნატალი ზურაბიშვილის ნამუშევარი

- ბავშვთა კლინიკის მოხატვა სპეციფიური დაკვეთაა, როგორი გამოგივდათ?

- მოგეხსენებათ, როგორი სპეციფიკური მუშაობა სჭირდება ტიხრულ მინანქარს, ხანდახან მიკროსკოპული სათვალეცაა საჭირო, იმდენად რთული გასაკეთებელია. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო კედლის მხატვრობა, სადაც სახატავად უზარმაზარი სივრცეა. ასეთი დაკვეთა ასევე სასიხარულოცაა, რადგან საშუალება მომეცა ჩემი პატარა წვლილი შემეტანა საავადმყოფოში მყოფი ბავშვების ცხოვრების გახალისებაში. ჩემმა მეგობარმა, პროექტის ავტორმა ლელი შევჩენკომ რამდენიმე მხატვარი შეგვკრიბა, ესკიზები ყველამ ჩვენი წარმოდგენით დავხატეთ. მგონი, ძალიან ლამაზი და საინტერესო გამოგვივიდა. 

© photo: courtesy of Natali Zurabishviliნატალი ზურაბიშვილის ნამუშევარი
სამყარო, რომელიც ბედნიერებას განიჭებს და ფერადკანიანთა პორტრეტები მინანქარში - Sputnik საქართველო
ნატალი ზურაბიშვილის ნამუშევარი

- რომელია ნახატი ან დეკორატიული ნივთი, რომლის დამზადებას წინ რაიმე ისტორია უძღოდა?

- მახსოვს ერთი დამკვეთი, რომელმაც მისივე დაწერილი ორსტროფიანი სასიყვარულო ლექსი დამაწერინა გულის ფორმაზე. რამდენიმე წლის წინ ავტოპორტრეტის დახატვა გადავწყვიტე, ეს ჩემივე თავის ერთგვარი გამოწვევა იყო. აუცილებელი იყო გადმომეცა საკუთარი შინაგანი სამყარო. მგონი, გაამართლა და ზუსტად ის კომენტარები მივიღე, რისი მოსმენაც მინდოდა.

© photo: courtesy of Natali Zurabishviliნატალი ზურაბიშვილის ნამუშევრები
სამყარო, რომელიც ბედნიერებას განიჭებს და ფერადკანიანთა პორტრეტები მინანქარში - Sputnik საქართველო
ნატალი ზურაბიშვილის ნამუშევრები

- მუშაობის დროს განწყობის გარდა რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი?

- განწყობის გარდა აუცილებელია იმ ადამიანის ნდობა, რომელმაც დამიკვეთა. მოლოდინი ამართლებს ხოლმე და ყოველთვის თბილ, სამადლობელ წერილებს ვიღებ. ჩემთვის, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა და დამატებითი სტიმული მეძლევა იმისთვის, რომ მეტი შევქმნა. ცუდი ისაა, რომ ფოტოზე კარგად ვერ აღიქმება ნამუშევარი. ამიტომ ჩემი დიდი სურვილია მქონდეს სტუდია-სახელოსნო, სადაც ნებისმიერი მსურველი შეძლებს მოსვლას, დათვალიერებას და რაიმეს შეძენას. ასევე, თუ სურვილი ექნება, ხელოვნების იმ დარგის შესწავლას, რომელიც ძალიან მიყვარს და რომლის კეთება სიამოვნებას მანიჭებს, იქნება ეს დეკორატიული ნივთები თუ ნახატები. ისეთი გარემო მინდა შევქნა, რომ იქიდან გამოსულ ადამიანს დიდხანს გაჰყვეს შთაბეჭდილება.

© photo: courtesy of Natali Zurabishviliნატალი ზურაბიშვილის ნამუშევარი
სამყარო, რომელიც ბედნიერებას განიჭებს და ფერადკანიანთა პორტრეტები მინანქარში - Sputnik საქართველო
ნატალი ზურაბიშვილის ნამუშევარი

- რა არის თქვენთვის ხელოვნება და ლამაზ ნივთებს თუ შეუძლია ცხოვრების გალამაზება?

- ხელოვნება ჩემთვის მთლიანი სამყაროა, ბუნებასთან კავშირში რაცაა, ყველაფერი საოცრებაა. ალბათ არ არსებობს ხელოვანი, ვისაც ბუნება არ უყვარს. ძალიან კარგი შეგძნებაა, როდესაც შეგიძლია ხელოვნებით გადმოსცე ის, რასაც გრძნობ და შენ მერე დატოვო. ალბათ ხმამაღლა ნათქვამში ჩამეთვლება, მაგრამ ამაყი ვარ, რადგან ჩემ მიერ შექმნილ სამკაულებს უამრავი ადამიანი ატარებს. ისინი მათ უყვართ, მოსწონთ და მათთვის ძვირფასია...

 

ყველა ახალი ამბავი
0