ქართველი ბავშვები გერმანელ მერთან ვიზიტზე, N 73 ავტობუსი და წლების მერე დაბრუნებული სიკეთე

© photo: courtesy of Grigol Chigogidzeგრიგოლ ჩიგოგიძე მოსწავლეებთან ერთად გერმანიაში
გრიგოლ ჩიგოგიძე მოსწავლეებთან ერთად გერმანიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც წესი, არდადაგების მერე, სკოლებში, პირველ დავალებად მოსწავლეებს აძლევენ თავისუფალ თემას „სად გავატარე ზაფხული“.  სტუდია „პიონერფილმის“ მოსწავლეებს ალბათ ბევრი ფიქრი არ დასჭირდებათ და ზაფხულის ათ დღეს გამორჩეულად და სიამოვნებით გაიხსენებენ.

საქმე ისაა, რომ „პიონერფილმელები“ და სტუდიის უცვლელი პედაგოგი, ბატონი გრიგოლ ჩიგოგიძე, სულ ახლახან, გერმანიაში მიწვევით იმყოფებოდნენ. ამ ვიზიტის ოფიციალურ და არაოფიციალურ მხარეზე, საინტერესო და სახალისო ამბებზე, როგორც ბავშვები სიყვარულით ეძახიან - თავად „გრიშა მასწი“ მოგვითხრობს.

© photo: courtesy of Grigol Chigogidzeგრიგოლ ჩიგოგიძე
ქართველი ბავშვები გერმანელ მერთან ვიზიტზე, N 73 ავტობუსი და წლების მერე დაბრუნებული სიკეთე - Sputnik საქართველო
გრიგოლ ჩიგოგიძე

- ბატონო გრიგოლ, ვისი მიწვევით იყავით გერმანიაში?

- ჩვენი მოგზაურობის ამბავს ცოტა შორიდან დავიწყებ: საბჭოთა კავშირში დაახლოებით 3 000 კინომოყვარულთა სტუდია იყო.1987 წელს მხოლოდ ჩვენს სტუდიას, ანუ ბორის ძნელაძის სახელობის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის სტუდიას „პიონერფილმი“ მიენიჭა ლენინური კომკავშირის პრემია. მაშინ კომკავშირის ცეკაში კარგი ხალხი მუშაობდა, ჩვენ საგზურებით დაგვაჯილდოეს და გდრ-ში ქალაქ დრეზდენში გაგვიშვეს. 25 ბავშვი შევიკრიბეთ და გავემგზავრეთ. ადგილზე ძალიან კარგი შეხვედრა მოგვიწყვეს. ჩვენს ჯგუფში ერთი ნიჭიერი და ლამაზთვალება გოგონა, ნათია ხურცია იყო. გავიდა წლები და ისე მოხდა, რომ ნათია გერმანიაში გათხოვდა. თუმცა ის დიდი სიყვარული და სითბო, რომელიც მას ვაგრძნობინეთ არ დავიწყებია... ხომ იცით, სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს?! ნათია (დღეს უკვე მეუღლის გვარითაა- NATIA ROTH) გერმანიაში, ქალაქ კარლსრუეში ცხოვრობს, ჰყავს მეუღლე, ეგონი, ქალიშვილი ქეთი და ბიჭი, იონა. საბავშვო ბაღში პედაგოგად მუშაობს, მან იქ ჩამოაყალიბა პატარა საბავშვო კინოსტუდია, სადაც ფილმი გადაიღო და ერთ დღესაც, 12 გერმანელი ბავშვით საქართველოში ჩამოვიდა კინოფესტივალზე „თბილისური აისი“, რომელიც 2017 წელს ჩავატარეთ. მასზე 12 ქვეყნიდან 51 ბავშვი იღებდა მონაწილეობას. საქართველოში ყოფნის დროს ნათიამ სურვილი გამოთქვა, რომ ე. წ. საპასუხო ვიზიტით ზაფხულში მასთან ჩავსულიყავით.

© photo: courtesy of Grigol Chigogidzeგრიგოლ ჩიგოგიძე მოსწავლეებთან ერთად გერმანიაში
ქართველი ბავშვები გერმანელ მერთან ვიზიტზე, N 73 ავტობუსი და წლების მერე დაბრუნებული სიკეთე - Sputnik საქართველო
გრიგოლ ჩიგოგიძე მოსწავლეებთან ერთად გერმანიაში

- როგორ ჩაიარა გერმანულმა არდადაგებმა, სად და როგორ ცხოვრობდნენ „პიონერფილმელები“?

- ჯერ იმას გეტყვით, რომ გერმანიის აეროპორტში სიმღერით და გაშლილი დროშით შევედით. ნათიასთან ერთად დაგვხვდა ძალიან კარგი ქალბატონი, სუზანა კესლერი, (Suzane Kesler), რომელიც გერმანიაში პედაგოგია და პარალელურად საქართველოში ინკლუზიური განათლების შესახებ პროექტს ამზადებს. ის სულ ჩვენთან იყო და ბავშვებს ძალიან შეაყვარა თავი. ჩვენთან ერთად „პიონერფილმის“ პედაგოგი, ბავშვობაში ასევე ჩემი მოსწავლე მაია ლანდიაც იყო. მოკლედ, მე არ ვიცი, მათ როგორ მოახერხეს, მაგრამ ფაქტია, რომ ათი დღის მანძილზე ჩვენ ზღაპარში ვიყავით. იმ ადგილს, სადაც ვცხოვრობდით საინტერესო სახელი -კირხელფელდი ჰქვია. იქ სულ სამსართულიანი სახლებია. ჩვენ სხვადასხვა ოჯახებში, სამეზობლოში გაგვანაწილეს, ყველა ბავშვი ძალიან კარგ პირობებში ცხოვრობდა.

© photo: courtesy of Grigol Chigogidzeგრიგოლ ჩიგოგიძე მოსწავლეებთან ერთად გერმანიაში
ქართველი ბავშვები გერმანელ მერთან ვიზიტზე, N 73 ავტობუსი და წლების მერე დაბრუნებული სიკეთე - Sputnik საქართველო
გრიგოლ ჩიგოგიძე მოსწავლეებთან ერთად გერმანიაში

- თქვენი შემოქმედებითი ნატურიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, პატარა პროგრამით მაინც წარდგებოდით გერმანელების წინაშე?

- მართლაც ასე იყო. ჩვენი ბავშვებიდან თითქმის ყველა უკრავს და მღერის. იქ წასვლამდე შევისწავლეთ ქალაქ კარლსრუეს (ბადენის მხარეში მდებარეობს) ჰიმნი, დავამზადეთ სამკერდე ნიშნები, პატარა დროშები და საქართველოს დიდი დროშა. ქალაქის ერთ-ერთ დარბაზში ძალიან ლამაზი ქართული საღამო გავმართეთ. პროგრამაში ქართული სიმღერები და ცეკვები გვქონდა. ოფიციალური შეხვედრაც გვქონდა: ჩვენ ქალაქის მერმა, დოქტორ ალბერტ კოიფლაინმა მიგვიღო. ეს მისი მხრიდან პატივისცემის ჟესტი იყო და ბავშვები ძალიან ბედნიერები იყვნენ. ერთ დღეს, გერმანელ მასპინძლებს ვთხოვე, რახან საფრანგეთის საზღვართან ახლოს ვართ, თუ შეიძლება, იქ გადაგვიყვანეთ მეთქი. ასე გადავედით ქალაქ ვისსემბოურგში, სადაც მომავალი ფილმისთვის გადავიღეთ კადრები. ამით „პიონერფილმის“ რუქას საფრანგეთიც დაემატა.

© photo: courtesy of Grigol Chigogidzeგრიგოლ ჩიგოგიძე მოსწავლეებთან ერთად
ქართველი ბავშვები გერმანელ მერთან ვიზიტზე, N 73 ავტობუსი და წლების მერე დაბრუნებული სიკეთე - Sputnik საქართველო
გრიგოლ ჩიგოგიძე მოსწავლეებთან ერთად

- ბავშვებს გერმანული ჰიმნი შეუსწავლიათ და თქვენ რაიმე ქართული ლექსი ან სიმღერა ხომ არ ასწავლეთ მასპინძლებს?

- მათ ერთი ქართული სიმღერა ვასწავლეთ, ესაა „საქათმეში შეპარულა მელა“, მისი ტექსტი დავწერე და დიდ ეკრანზე გავუშვით. თან ეს სიმღერა, ფაქტობრივად, დავდგით, ანუ ნათია ქართველი ქათამი იყო, მისი ქმარი, გერმანული მელა. მისამღერი: „არაო, არაო, მელა მატყუარაო“- ყველამ ერთად იმღერა. მოკლედ ისეთი კარგი ნომერი გამოგვივიდა, რომ ყველამ იხალისა. საფრანგეთიდან სპეციალურად ჩამოვიდა და საღამოში მონაწილეობა მიიღო ასევე ჩვენი სასახლის აღზრდილმა, ირაკლი თურმანიშვილმა. მე მგონი, იმ საღამოს შთამბეჭდავი ფინალი ყველას დაამახსოვრდება. „პიონერფილმელმა“ ნატა არღანაშვილმა, რომელიც ბრწყინვალედ ფლობს გერმანულ ენას და თან მიქელაძის მუსიკალური სასწავლებლის მოსწავლეა, დაუკრა ვაჟა აზარაშვილის მელოდია „ნოსტალგია“. მერე მის ფონზე, გერმანულად გულისმაჩუყებელი ტექსტი წარმოთქვა: გავა რამდენიმე დღე და ჩვენ გაგვახსენდება აქ გატარებული დღეები, მოგვაგონდება ახალი მეგობრები და აქ ყველას სახელები და გვარები ჩამოთვალა. არ დაგვავიწყდება აქაური ამბები და N 73 ავტობუსი... ამაზე ატყდა აპლოდისმენტები, მთელი დარბაზი ტიროდა...

© photo: courtesy of Grigol Chigogidzeქართველი მოსწავლეები გერმანიაში გამოსვლის დროს
ქართველი ბავშვები გერმანელ მერთან ვიზიტზე, N 73 ავტობუსი და წლების მერე დაბრუნებული სიკეთე - Sputnik საქართველო
ქართველი მოსწავლეები გერმანიაში გამოსვლის დროს

- რატომ N 73 ავტობუსი?

- ეს იყო ავტობუსი, რომელსაც ჩვენ იმ დღეების მანძილზე ქალაქში დავყავდით. ვისარგებლებ შემთხვევით და აქვე, ჩვენს ბავშვებსაც დავასახელებ: ნატა არღანაშვილი, ანასტასია გორგილაძე, თეკლა გველესიანი, ავთანდილ მეურმიშვილი, ნიკა ჩიგოგიძე, ანასტასია დარჯანია, კესარია და ქრისტინე ელიოზიშვილები, ნიკა ფურცელაძე, და ფროილაინ მაია ლანდია. მომავალში შეიძლება ეს ბავშვები აკადემიკოსები, ელჩები, მეცნიერები, მსახიობები და პედაგოგები გახდნენ, მაგრამ მჯერა, რომ გერმანიაში გატარებული დრო არასოდეს დაავიწყდებათ. რაც შეეხება ნათიას, აქ მთავარია, რომ მან 30 წლის წინანდელი სიკეთე სიკეთით დაგვიბრუნა. მისი მადლობელი ვართ, კიდევ, დიდი მადლობა ჩვენს გერმანელ მასპინძლებსაც- დიიდი Danke...

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0