ნია მოძმანაშვილი კოლეგასთან ერთად

როგორ აქციო შენთვის მნიშვნელოვანი დღე დაუვიწყარ მოგონებად - ივენთ მენეჯერის რჩევები

154
(განახლებულია 20:47 10.08.2018)
მერი ბლიაძე
ყველა ადამიანი ცდილობს, მისთვის მნიშვნელოვანი დღე ისე დაგეგმოს, რომ ის დაუვიწყარ მოგონებად აქციოს. თუმცა ეს არც ისე მარტივი საქმეა. ამ საქმეში შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამიტომ ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალური გახდა ივენთ კომპანიების მომსახურება.

„ლა ფეტ“ არის სწორედ ის ადგილი, სადაც თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვან წუთებს, დღეებს გაგიფერადებენ და დაუვიწყარ მოგონებად აქცევენ. „ლა ფეტ“ ორმა საუკეთესო მეგობარმა ნია მოძმანაშვილმა და ნუკა ორჯონიკიძემ შექმნეს. როგორ გაჩნდა „ლა ფეტის“ შექმნის იდეა და რას სთავაზობს ის ქართველ მომხმარებლებს, ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებლები გვესაუბრნენ. 

საქორწილო დეკორაციები
საქორწილო დეკორაციები

ნია: — პირველად დავფიქრდი… არ მახსოვს ის დღე, როცა ვთქვით —  მოდი, ივენთ კომპანია გავაკეთოთ. ძალიან სწრაფად მოხდა ყველაფერი: გავაკეთეთ  ფეისბუქ–გვერდი და დავიწყეთ შეხვედრები კომპანიებთან სხვადასხვა შეთავაზებებით. მახსოვს, დღეში 10-მდე პრეზენტაციას ვაკეთებდით და ყველაზე უპერსპექტივო შეხვედრებზეც კი არ ვამბობდით უარს იმ მოტივით, რომ მთავარია ხალხმა გაგვიცნოს, გაიგონ, რომ ვარსებობთ ამ ბაზარზე და მერე რა, რომ ახლები ვართ, ჩვენს გუნდს იდეალურად შეუძლია ყველა მასშტაბის ღონისძიების გაკეთება…

სახელზეც ბევრი არ გვიფიქრია. ვთქვით, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი დღესასწაულები. ასე გაჩნდა სლოგანი: „ჩვენ ვქმნით თქვენთვის მნიშვნელოვან დღესასწაულს“, აქედან გაჩნდა იდეა, რომ კომპანიას დავარქვათ შესაბამისი და მარტივი  სახელი —  ლა ფეტ (La fete) ფრანგულად დღესასწაულს ნიშნავს. ანუ ჩვენს შემთხვევაში ჯერ სლოგანი იყო და შემდეგ სახელი.

საქორწილო დეკორაციები
საქორწილო დეკორაციები

- ვისთან ერთად შექმენით „ლა ფეტ“ და როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია სანდო, კრეატიული, ენერგიული პარტნიორი საქმის სწორად წარმართვაში?

ნია: — ეს კომპანია ნუკა და ნიაა… ორი გოგო, რომელმაც სამი წლის წინ ტელევიზიაში გაიცნო ერთმანეთი და ისინი მუშაობის პირველივე დღეებიდან მიხვდნენ, რომ ერთად ყველა სირთულის დაძლევას შეძლებდნენ. ეს არ არის სიტყვები მხოლოდ სიტყვებისთვის, ჩვენ ორმა მართლა არაერთ კრიზისულ სიტუაციაში გამოვცადეთ ერთმანეთი და რატომღაც მარტივად გადავლახეთ. მგონი საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ თქვა: მე ჩემი ცხოვრების საქმიანი პარტნიორი ვიპოვე.

საქორწილო დეკორაციები
საქორწილო დეკორაციები

- ალბათ, მარტივი არ იყო იმ გზის გავლა, რომელმაც აქამდე მოგიყვანათ…

ნუკა: — სიტყვებით გადმოცემა რთულია რა რეჟიმში გვიწევს მუშაობა. უძილო ღამეები, ფიზიკური შრომა და მუდმივი სწავლა. სწავლა იმისთვის, რომ არ ჩამორჩე, განვითარდე, დაეწიო და გაუსწრო კომპანიებს, რომლებიც წლებია ამ სფეროში არიან. ჯერ ერთი წელიც კი არ არის, რაც ამ საქმეში ვართ და ვერ ვიტყვი, რომ შრომა შემსუბუქდა, პირიქით, იმატებს და იმატებს ჩვენ მიმართ დაინტერესება და შესაბამისად შეკვეთებიც. აქვე ცოტა უნდა ვიწუწუნო, ძალიან რთული ყოფილა კარგი კადრების პოვნა. მიუხედავად იმისა, რომ გვყავს რამდენიმე არაჩვეულებრივი ასისტენტი, რომელმაც ამ რეჟიმს და დინამიკას გაუძლო, მაინც დღემდე ვეძებთ ენერგიულ და შრომისმოყვარე გოგო-ბიჭებს, რომლებსაც არ ეზარებათ, საკუთარი ჯიბის ფული უნდათ რომ ჰქონდეთ და რაც მთავარია, რომლებსაც ეს სფერო აინტერესებთ.

საქორწილო დეკორაციები
საქორწილო დეკორაციები

-  ასეთი მრავალფეროვანი და სრულიად განსხვავებული იდეები როგორ იბადება?

ნუკა: — ინსპირაცია ძირითადად ინტერნეტში ქექვით და სხვადასხვა ქვეყნების  ივენთ–კომპანიების გამოცდილების გაზიარებით მოდის. ასევე ძალიან ბევრს დავდივართ ძველმანების ბაზრობებზე და ვათვალიერებთ ანტიკვარულ ნივთებს. ეს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა შექმნა რაღაც უნიკალური, ის, რაც ყველასგან გამოგარჩევს.

- რა ყვავილებს, ფერებს, სტილს, დიზაინს ანიჭებთ უპირატესობა? რას ითვალისწინებთ ღონისძიების დაგეგმვამდე, გაფორმებამდე?

ნია: — ჩვენ თავისუფლება გვიყვარს. ამიტომ გვიყვარს ყველა ფერი, მოგვწონს ყველა სტილი და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მუშაობის დროს არ არსებობდეს შეზღუდვები, არ არსებობდეს ჩარჩოები. თუ დამკვეთი მოგვყვება ჩვენს ყველა ექსპერიმენტზე, მით უკეთესი, მაგრამ მაინც მთავარი მისი გემოვნება და სურვილებია.

საქორწილო დეკორაციები
საქორწილო დეკორაციები

- რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ დღესასწაულის დაგეგმვა მივანდოთ პროფესიონალებს? რა დეტალებია ამ დროს გასათვალისწინებელი, რასაც არაპროფესიონალი ვერ გათვლის?

ნია: — უფ, რატომ არის მნიშვნელოვანი კი არა, ამის გარეშე არც კი იფიქროთ დღესასწაულის მოწყობა. დიზაინის გარდა უამრავი დეტალია, რასაც დაგეგმვა და შემდეგ სისრულეში მოყვანა სჭირდება: დროის მენეჯმენტი, მენიუს გაკონტროლება, სტუმრების მიღება, საკონცერტო პროგრამა, ვიდეო, ფოტო გადაღება, ნუ დიზაინი თავისთავად… ყველაფერი საათივით უნდა იყოს აწყობილი, თუ გინდა, რომ ეს დღე ნამდვილ დღესასწაულად იქცეს, არ იყოს უაზრო და უხერხული პაუზები… ორგანიზატორი პირდაპირი მნიშვნელობით არის განმსაზღვრელი, როგორი გამოვა შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე.

- საქართველოში რამდენად აქტუალურია ივენთ-მენეჯერის მომსახურება?

ნუკა: — არ ვიცი, რა იყო წინა წლებში, სამაგიეროდ ვიცი, რა ხდება დღეს… დღეს ჩვენს კომპანიას არც ერთი თავისუფალი შაბათ-კვირა არ აქვს და ასე გრძელდება უკვე რვა თვეა. ეს ყველაფერზე მეტყველებს.

საქორწილო დეკორაციები
საქორწილო დეკორაციები

- რა სიახლეებს სთავაზობთ ქართველ მომხმარებლებს და რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

ნუკა: — სულ ახლახან ჩვენი მომსახურებების ნუსხას დაემატა ვიდეორგოლის გადაღება. ანუ, შეიქმნა  „la fete Production”-ი, რომელიც, თავმდაბლობის გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ სრულიად განსხვავებულ და ყველაზე ხარისხიან ვიდეორგოლებს იღებს ამ სფეროში. წინ კიდევ უამრავი გეგმა გვაქვს, მაგრამ მაინც ჯობია, ჯერ განვახორციელოთ და მერე მოგიყვეთ, ხომ ხედავთ იმაზე, რაც ფაქტია და რაც „ჩვენს ანგარიშზე წერია“, არ მიჭირს საუბარი, ამიტომ ჯერ საქმე და შემდეგ „თავის მოწონება“.
ყოველი დღე, რომელიც ჩვენთან მოსული ადამიანებისთვის დღესასწაულად იქცევა, არის განსაკუთრებული და ჩვენთვის უდიდესი ბედნიერების მომტანი.

154