მაიკო მიქაიას სულისცალი, „პაემანი ბლოკპოსტზე“ და შეხვედრა 27 წლის დაკარგულ ბიძასთან

გამოწერა
შეიძლება ითქვას, რომ პროფესიით იურისტი და ჟურნალისტია, მოწოდებით-პოეტი. წლების წინ სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში მუშაობდა, დღეს გამომცემლობებთან თანამშრომლობს.

 მაიკო მიქაიაზე მოგახსენებთ - სამი პოეტური კრებულის ავტორია. მისი ცხოვრების ამბავი მთელი თაობის ბიოგრაფიასთან თანხვედრაშია... პირველი კრებული „მონოლოგი ტკივილთან“ 1995 წელს გაზეთ „შანსის“ რედაქციის თანამშრომლებმა უსასყიდლოდ გამოუცეს. მეორე წიგნი, „შურიმშინე“ 2013 წელს გამოსცა. ამ ლექსზე დაწერილი სიმღერის პრეზენტაცია ბათუმის ფესტივალზე შედგა.

© courtesy of Maiko Mikaiaმაიკო მიქაია პოეზიის საღამოზე
მაიკო მიქაიას სულისცალი, „პაემანი ბლოკპოსტზე“ და შეხვედრა 27 წლის დაკარგულ ბიძასთან - Sputnik საქართველო
მაიკო მიქაია პოეზიის საღამოზე

-ქალბატონო მაიკო, მესამე კრებულს თქვენს მიერ გამოგონილი ქართული სიტყვა აქვს სახელწოდებად, რატომ სულისცალი?

- დიახ, მესამე კრებულს „სულისცალი“ ჰქვია და ეს სიტყვა მართლა მე მოვიგონე, ერთად იწერება, ისევე როგორც ტყუპისცალი. საკმაოდ რთულია ცხოვრებაში სულისცალს მიაგნო, ისიც თუ გაგიმართლა. ამ სიტყვას დღეს ბევრი იყენებს და ისე გავრცელდა, რომ ხშირად მესმის. ამ ლექსიდან ერთ სტროფს გეტყვით:

„გზააბნეულ და სულმბორგავ მონადირეს,

გზად დაგიხვდი მარტოსული ალი,

შენ მე - ცრემლი, მე კი სისხლი მოგადინე,

ერთად - მწარე სიმარტოვე ვცალეთ...

მხოლოდ თვალის გაწვდენაა ეს მანძილი

და მიცანი შენი სულისცალი!“

საერთოდ, ლექსი სანამ არ დაიბადება მანამდე ძალიან გაწუხებს.

© photo: courtesy of Maiko Mikaiaმაიკო მიქაია
მაიკო მიქაიას სულისცალი, „პაემანი ბლოკპოსტზე“ და შეხვედრა 27 წლის დაკარგულ ბიძასთან - Sputnik საქართველო
მაიკო მიქაია

-რომელია ლექსი, რომელმაც რაიმე ამბის შემდეგ „შეგაწუხათ“?

- მაქვს ერთი ლექსი, რომელსაც ჰქვია „პაემანი ბლოკპოსტზე“, რომელიც ერთ ნამდვილ ამბავზეა. ლექსში ჩემი ბიძის ამბავია მოთხრობილი. ის 27 წელი უკრაინაში ბერი იყო და ყველას გარდაცვლილი გვეგონა. როდესაც საქართველოში სამოქალაქო ომი მოხდა, მაშინ გაიხიზნა უკრაინაში.  მერე უსაბუთოდ დარჩენილი ბერებმა შეიფარეს. ცოტა ხნის მერე თვითონაც გახდა მნათე და ბერი. მოხდა ისე, რომ ინსულტი დაემართა და ფსიქიკური პრობლემები შეექმნა. რის შემდეგ მეხსიერება დაკარგა. აღარავინ და არაფერი ახსოვდა, ჩემს გარდა...

© photo: courtesy of Maiko Mikaiaმაიკო მიქაია ტარიელ ხალხელაურთან ერთად
მაიკო მიქაიას სულისცალი, „პაემანი ბლოკპოსტზე“ და შეხვედრა 27 წლის დაკარგულ ბიძასთან - Sputnik საქართველო
მაიკო მიქაია ტარიელ ხალხელაურთან ერთად

- როგორ ფიქრობთ, რატომ მაინცდამიანც თქვენ?

- არ ვიცი, ეტყობა იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან ვმეგობრობდით. ის ძალიან განათლებული ადამიანი იყო. ჩემი სახელი ახსოვდა და ის, რომ ჰყავდა ძმისშვილი, რომელიც პოეტი იყო. მისი უკრაინელი მეგობრები თურმე დიდხანს მეძებდნენ. ამ სახელით და გვარით ექვსი ადამიანი აღმოაჩინეს, ყველას სკაიპში გაუგზავნეს შეტყობინება, რომ აქ ასეთი ადამიანია და თქვენი ბიძა ხომ არ არისო? მივხვდი, რომ ბიძაჩემი იყო და რა თქმა უნდა გამოვეხმაურე. მერე ვიდეოთვალით ვესაუბრებოდით ერთმანეთს. შარშან შემახვედრეს. საბუთების მომზადებას ექვსი თვე დასჭირდა, ამ ამბავში უკრაინაში ჩვენი ელჩიც ჩავრთეთ. მადლობელი ვარ, ის რომ არა, ბიძის ჩამოსვლა გამორიცხული იყო. აქ ჩამოსულმა რაღაცეები აღიდგინა გონებაში და ამოჩემებული ჰქონდა: აფხაზეთში, ჩემი მშობლების საფლავზე უნდა წამიყვანოთო. იქ წასვლა გამორიცხული იყო, თუმცა ესეც შევძელით და ერთ კაცს ჩავაბარეთ. აი, ეს მაქვს აღწერილი ამ ლექსში... ეს სტროფია ლექსიდან:

„მიკვირს,  სუნთქვა  რომ  მიგუბდება  და  მჩხვლეტს  ლავიწთან

და  ისიც  მიკვირს,  რატომ ვბრაზობ,  რატომ მოველი,

რომ  ყველა  იგრძნობს,  რა  უზომო  ტკივილს  განვიცდი

ერთი  დევნილი და  რიგითი  წუთისოფლელი?!. .“

© photo: courtesy of Maiko Mikaiaმაიკო მიქაია გურამ დოჩანაშვილთან ერთად
მაიკო მიქაიას სულისცალი, „პაემანი ბლოკპოსტზე“ და შეხვედრა 27 წლის დაკარგულ ბიძასთან - Sputnik საქართველო
მაიკო მიქაია გურამ დოჩანაშვილთან ერთად

-  როგორ დასრულდა „რიგითი წუთისოფლელის” ამბავი?

- ბიძაჩემი აქ ჩამოსვლიდან სამ-ოთხ თვეში გარდაიცვალა, თუმცა სიკვდილის წინ მაინც აისრულა სურვილი და მშობლების საფლავზე გავიდა...

- რთული გზა გამოიარა ჩვენმა თაობამ და რაიმე დასკვნა თუ გამოიტანეთ თქვენთვის?

- არ უნდა დამორჩილდეს იმას, რასაც ბედისწერა გიმზადებს. ჯობია, შენში იპოვო ძალა და სიმშვიდე შეინარჩუნო, ალბათ უფრო სხვებისთვის, ვიდრე საკუთარი თავისთვის....

 

ყველა ახალი ამბავი
0