ექსკლუზიური ხელნაკეთი ჩანთები „ამარენა“ – ქართული ნაწარმი ქალბატონების გულებს იპყრობს

გამოწერა
გინდა გქონდეს ისეთი ჩანთა, როგორიც არ ექნება არავის შენ გარდა? მაშინ „ამარენას“ უნდა მიმართო.

„ამარენა“ ხელნაკეთი ჩანთების ქართული ბრენდია, რომელიც ჟურნალისტმა მარიამ სვანიძემ შექმნა. ხელნაკეთი ჩანთები ქართული ბაზრის ფავორიტი სულ მალე გახდა. მარიამი არ წყვეტს განვითარებას და მომხმარებელს გამუდმებით სთავაზობს სიახლეებს.

© photo: courtesy of Amarenaჩანთა
ჩანთა - Sputnik საქართველო
ჩანთა

— პროფესიით ჟურნალისტი ვარ. ყოველთვის მიყვარდა წერა. ახლაც ხშირად ვწერ როგორც ჩანახატებს, ასევე ლექსებს. პოეზია ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ზოგადად, ლექსი ადამიანის ემოციების და სულიერი მდგომარეობის გამოძახილად მიმაჩნია.

– როდის და რატომ გადაწყვიტეთ ჩანთების წარმოება დაგეწყოთ?

— ჩანთების წარმოება არც ისე დიდი ხნის წინ დავიწყე. ყოველთვის მქონდა რაღაც განსხვავებულის შექმნის ნიჭი და სურვილი. იდეებიც მრავლად მქონდა. მიმაჩნია, რომ ჩანაფიქრი თუ გაქვს და შესაფერის პირობებს ელოდები, ვერასდროს ვერ შეძლებ დაწყებას, უბრალოდ ის უნდა გააკეთო, რაც გსიამოვნებს და მორჩა.

© photo: courtesy of Amarenaჩანთა
ჩანთა - Sputnik საქართველო
ჩანთა

– პირველი მოდელი გაიხსენეთ…

— პირველი მოდელი ნახატიანი ჩანთა იყო – გოგონა ქოლგით. ნატურალურ ხეზე შესრულებულ ნახატს ნაჭერი შევუსაბამე. ბევრი ვიფიქრე თითოეულ დეტალზე. ჩემთვის პრიორიტეტულია მყიდველი იყოს კმაყოფილი, ეს ყველაზე კარგ რეკლამად მიმაჩნია.

© photo: courtesy of Amarenaჩანთა
ჩანთა - Sputnik საქართველო
ჩანთა

– მარტო უძღვებით ამ საქმეს?

— საქმეში მარტო ვარ. დიზაინიც, კონსტრუქციაც და შესრულებაც ჩემ თავზე მაქვს აღებული. ყველა ჩანთა თავიდან ბოლომდე ხელით არის გაკეთებული. საკერავი მანქანაც კი არ არის გამოყენებული. ვფიქრობ, განსაკუთრებულ ელფერსაც სწორედ ეს სძენს ჩემ ნამუშევრებს.

© photo: courtesy of Amarenaჩანთა
ჩანთა - Sputnik საქართველო
ჩანთა

– არც ისე მარტივია ბაზარზე თავის დამკვირდება, როცა ახალი ხარ და ჯერ არ გიცნობენ. თქვენი ჩანთები როგორ მიიღო ქართველმა მომხმარებელმა?

— საზოგადოებამ სიახლე ძალიან კარგად მიიღო. ხშირად ვეუბნები მათ ამისთვის მადლობას. ახლაც მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც არ იშურებენ კომპლიმენტებს, თბილ წერილებს. ძალიან ხშირად მომდის პოზიტიური შეტყობინება, დადებითი შეფასება. ეს იმხელა სტიმულს მაძლევს, იმდენად თავდაჯერებულს მხდის, რომ მზად ვარ შეუჩერებლად ვაკეთო ის, რასაც ასეთი სიყვარულით ვაკეთებ. ბაზარზე დამკვიდრებას რაც შეეხება, ქართულ ბაზარზე დამკვიდრებას სპეციფიკური მუშაობა სჭირდება. გაყიდვების სფეროში ბევრი პრობლემაა. ძალიან ბევრი პრობლემის გადალახვა უწევს დამწყებს და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ დროს რწმენის შენარჩუნებაა, რწმენის, რომ ღირს წვალება, ამაში კი, უკვე გითხარით, იმ ადამიანების სიტყვები მეხმარება, ვისაც უანგაროდ შეუძლია სითბოს გაცემა.

© photo: courtesy of Amarenaჩანთა
ჩანთა - Sputnik საქართველო
ჩანთა

– გახსოვთ პირველი ჩანთა ვინ შეიძინა?

— ახალ პროდუქციას ხშირად ეჭვის თვალით უყურებს მომხმარებელი. სამწუხაროდ, არ მახსოვს ჩემი პირველი ჩანთა ვინ შეიძინა, თუმცა დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მას ამისთვის.

– ერთი კონკრეტული მასალისგან არ იქმნება თქვენი ჩანთები. რა მასალებს იყენებთ მათ შესაქმნელად?

— ჩანთების შექმნაში ძირითადად ვიყენებ ხის და ნატურალური ტყავის მასალას. ასევე ვიყენებ  ულამაზეს ნაჭრებს, რაც, ჩემი აზრით, ძალიან ეფექტურს და პრაქტიკულს ხდის ჩანთას. ტყავის შემცვლელს ნაკლებად ვიყენებ, რადგან საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, რა ცუდია, როცა ულამაზეს მოდელს ყიდულობ და მალე გიფუჭდება. არსებობს ძალიან კარგი ხარისხის შემცვლელები, მაგრამ პირადად მე მათ გამოყენებასაც ვერიდები.

© photo: courtesy of Amarenaჩანთა
ჩანთა - Sputnik საქართველო
ჩანთა

– რამდენად პრაქტიკული, კომფორტული და მოსახერხებელია თქვენ მიერ შექმნილი ჩანთები?

— ჩემი ჩანთები ძირითადად ისეთი ადამიანებისთვისაა, ვისაც განსხვავებული სტილი მოსწონს და ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს. ჩემი ჩანთები პრაქტიკული და მოსახერხებელია. რა თქმა უნდა, მეც ხშირად ვატარებ საკუთარი ხელით შექმნილ ჩანთებს და არც ერთი მათგანი არ ქმნის დისკომფორტს და მოუხერხებლობის შეგრძნებას, პირიქით, ძალიან იქცევს ყურადღებას და ეს ჩემთვის სასიხარულოა.

– ჩანთების გარდა სხვა აქსესუარებსაც ქმნით?

— ჯერჯერობით ჩანთების გარდა არ შემიქმნია სხვა აქსესუარი, თუმცა ეგეც საკმაოდ საინტერესო საქმიანობად მიმაჩნია და ნამდვილად არ არის გამორიცხული, რომ ვცადო.

© photo: courtesy of Amarenaჩანთა
ჩანთა - Sputnik საქართველო
ჩანთა

– მხოლოდ საქართველოში იყიდება თქვენი პროდუქცია, თუ საზღვარგარეთაც გაგაქვთ?

— ჯერჯერობით ჩემი პროდუქცია საზღვარგარეთ არ გასულა, მაგრამ არის სამომავლო გეგმაში უცხოურ ბაზარზე გასვლა, რაც უფრო მეტ გასაქანს და თვითრეალიზაციის საშუალებას იძლევა.

– როცა ამ საქმიანობას იწყებდით, იფიქრებდით, რომ ასეთი წარმატებული იქნებოდა ჩანთების ბიზნესი?

— თუ ადამიანი აკეთებს იმას, რაც სიამოვნებას ანიჭებს, მაშინ მის მიერ შესრულებულ სამუშაოს ან ნამუშევარს აუცილებლად აქვს რაღაც სხვანაირი ხიბლი. ასეთი საქმე კი, ჩემი აზრით, არ შეიძლება იყოს წარუმატებელი.

© photo: courtesy of Amarenaჩანთა
ჩანთა - Sputnik საქართველო
ჩანთა

– როგორ ფიქრობთ, რა არის წარმატების მისაღწევად მთავარი?

— წარმატება ყველასთვის ინდივიდუალურია. ზოგისთვის წარმატება ფულია, ზოგისთვის პოპულარობა. როცა რაიმე საქმეს აკეთებ, მთავარია იმ დროს იყო ბედნიერი, გიხაროდეს ყოველი დღის გათენება, რომ აკეთო შენი საქმე და არ იფიქრო ის, რომ რასაც აკეთებ, მხოლოდ მოვალეობაა. წარმატების მისაღწევად საჭიროა საქმის სიყვარული და ბევრი შრომა.

– რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

— ეს ცოტა რთული სათქმელია. დიდი სურვილი მაქვს ვიმოგზაურო. ასევე ძალიან მინდა შემეძლოს აქტიურად ვიყო ჩართული სხვადასხვა საქველმოქმედო საქმიანობაში. ძალიან კარგია მომავლის მოწყობაზე ზრუნვა, მაგრამ ეს ხშირად გვავიწყებს ვიცხოვროთ დღევანდელი დღით.

 

ყველა ახალი ამბავი
0