ქვებზე დახატული ამბები და ხატვით „მოყოლილი“ გაკვეთილები

გამოწერა
ეს ამბავი ბათუმში მცხოვრებ 19 წლის მხატვარ გოგოზეა. ხატვა ბავშვობიდან დაიწყო და ხატავდა ყველაფერზე, რაზეც და სადაც ხელი მიუწვდებოდა.

ხატავდა: ფრჩხილის ლაქით, ცარცით, ფანქრებით — კედელზე, ფურცელზე, ქვებზე… ხატვა დღემდე ერთადერთია, რითიც ყველაფრისადმი თავის დამოკიდებულებას გამოხატავს. ანა ჭყონიას სმენის პრობლემები დაბადებიდან აქვს და ამიტომ სამყაროს მხოლოდ ფერებით აღიქვამს.

© photo: courtesy of Anna Chkoniaანა ჭყონია
ანა ჭყონია - Sputnik საქართველო
ანა ჭყონია

ანამ სამხატვრო კოლეჯი დაამთავრა, გაიარა სცენის დიზაინი და დღეს სამხატვრო კლუბ „პალიტრაში" ხატავს. კიდევ კულინარიულ კოლეჯში შევიდა, რათა კერძებისა და სუფრის გაფორმება შეისწავლოს. ანაზე უფრო მეტი ამბის გასაგებად მის დედას და შეიძლება ითქვას, უახლოეს მეგობარს, ქალბატონ ირმა თოდრიას დავუკავშირდით.

© photo: courtesy of Anna Chkoniaანა ჭყონიას შემოქმედება
ანა ჭყონიას შემოქმედება - Sputnik საქართველო
ანა ჭყონიას შემოქმედება

- როგორი ბავშვი იყო და რომელი ასაკიდან დაიწყო ხატვა ანამ?

— ანას დაბადებიდან პრობლემა ჰქონდა და ამიტომ სმენის აპარატით სარგებლობს. ხატვით გადმოსცემს ყველაფერს, სკოლაში გაკვეთილებსაც თავისებურად, ხატვით „ჰყვებოდა“. პირველად წლინახევრის წლის იყო, როცა მის ნახატებს აჭარის ტელევიზიამ სიუჟეტი მიუძღვნა. მაშინ სახატავ მასალად ქვებს იყენებდა. სკოლაში ექვსი წლის ასაკიდან მივიყვანეთ. ყველაფერს, ყველა მოთხრობას თუ ზღაპარს, რასაც ვუკითხავდით — ნახატებად აქცევდა, ამიტომ მის სამყაროს კარგად დაინახავთ მისი ნახატებიდან… „მომავლის სკოლის" მერვე კლასში იყო, როცა აჭარის მასშტაბით განათლების სამინისტრომ ჩაატარა ხატვის კონკურსი, რომელზეც ანამ პირველი ადგილი დაიკავა, ეს მისი პირველი გამარჯვება იყო.

© photo: courtesy of Anna Chkoniaანა ჭყონიას შემოქმედება
ანა ჭყონიას შემოქმედება - Sputnik საქართველო
ანა ჭყონიას შემოქმედება

სამხატვრო სტუდიაში სწავლის დროს ანამ ერთი მასწავლებელი „ამოიჩემა“, მარტო მას უჯერებდა, რადგან ავთო ბოლქვაძე ყველაზე კარგად უგებდა და ჟესტებით აგებინებდა სათქმელს. გოგონას ნიჭს და შესაძლებლობას სწორი მიმართულებაც მან მისცა. როცა ბათუმში ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ შშმ ბავშვებზე წიგნი გამოსცა, ის ანას ნახატებით გაფორმდა.

© photo: courtesy of Anna Chkoniaანა ჭყონიას შემოქმედება
ანა ჭყონიას შემოქმედება - Sputnik საქართველო
ანა ჭყონიას შემოქმედება

ირმა თოდრია: ანა ძალიან კომუნიკაბელური და ღია თბილი ადამიანია, ზედმეტად აქტიურია სოციუმში, არადა, თავიდან გვეგონა, რომ ჩაკეტილი და უკონტაქტო იქნებოდა. ფუნჯი მისი საუკეთესო მეგობარია, რადგან მისი უსიტყვოდ ესმის. ჩვენ ყოველ დღე ვხედავთ ყველა მისი ოცნება თანდათან როგორ გადადის ფურცელზე…

© photo: courtesy of Anna Chkoniaანა ჭყონიას შემოქმედება
ანა ჭყონიას შემოქმედება - Sputnik საქართველო
ანა ჭყონიას შემოქმედება

ხატვა ღია ცის ქვეშ უყვარს. მას შემდეგ რაც სმენის აპარატი მოირგო, ხატვის დროს ყოველთვის უსმენს მუსიკას და ამბობს, რომ მის ნახატებს მუსიკის გარეშე ვერ წარმოიდგენს. მისი ცხოვრება გამოფენიდან გამოფენამდეა, რაც ძალიან აბედნიერებს. ახლა პერსონალური გამოფენისთვის ემზადება. კიდევ, ანას მოგზაურობა უყვარს. მისი ნახატების უმრავლესობა სწორედ მოგზაურობის შთაბეჭდილებებია. თუმცა მთავარი და ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილებები ჯერ კიდევ წინ აქვს…

© photo: courtesy of Anna Chkoniaანა ჭყონია
ანა ჭყონია - Sputnik საქართველო
ანა ჭყონია

ამბავი ანას დედის სიტყვებით გვსურს დავასრულოთ, რაც ბევრის მთქმელი და ბევრისთვის ჭკუის სასწავლებელია:

„ეს გოგო ჩემთვის უფლის წყალობაა და ბედნიერებაა, რომ მე ასეთი ანას დედა ვარ“…

ყველა ახალი ამბავი
0