როგორ ხატავს სხვადასხვა პროფესიის ხალხი, ანუ შესაძლებელია თუ არა ხატვის სწრაფად სწავლა

© Courtesy of Anuka Mamisashviliანუკა მამისაშვილი ხატვისას
ანუკა მამისაშვილი ხატვისას - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ დააკვირდით, არც ისე სახარბიელო სოციალურ ფონზე რამდენმა ადამიანმა დაიწყო ჩვენში ხატვა, თვითნასწავლი მხატვრების რიცხვი ლამის უმუშევრობის პარალელურად იზრდება. ხელოვნებისადმი ამგვარი, ხშირ შემთხვევაში, არამარკეტინგული დამოკიდებულება, დამეთანხმებით, რომ ნეგატიური დასკვნის გაკეთების საშუალებას არ იძლევა...

 მხატვარ ანუკა მამისაშვილს, რომელსაც ახლა გაგაცნობთ, ამაზე უკვე ნაფიქრი აქვს. ის არა ერთ ადამიანს დაეხმარა ხატვის შესწავლაში, თვლის, რომ ისევე როგორც ჯანმრთელობისთვისაა საჭირო სუფთა ჰაერზე სეირნობა და ჯანსაღი კვება, ასეთივე აუცილებლობაა ხელოვნებასთან შეხებაც…

© Courtesi of Anuka Mamisashviliანუკა მამისაშვილი
ანუკა მამისაშვილი - Sputnik საქართველო
ანუკა მამისაშვილი

  - ქალბატონო ანუკა, დღეს ხელოვანის წარმატების მთავარ წინაპირობად მისი ნამუშევრების უცხოეთში გატანა ითვლება, თქვენ შემთხვევაში როგორ მოხდა?

— სამხატვრო აკადემია 2007-ში დავამთავრე და ჩემი ყველაზე დიდი წარმატება დაკავშირებულია გერმანიასთან, სადაც ნახატების გატანა პირველ წელსვე წარმატებული აღმოჩნდა. გამოფენაზე, რომელიც გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში იყო, თავისუფალ სტილში დახატული ჩემი „ბალერინები“ გაიყიდა. ეს ძალიან განსხვავებული სტილით შესრულებული  ნამუშევარი გახლდათ. საერთოდ ბალერინების თემაზე საკმაოდ ბევრი ნახატი მაქვს. მათ ალბათ ამ ნახატის ჰაეროვნება მოეწონათ. 

- როგორც ჩანს, ცოტა მკაცრ და პედანტ გერმანელ შემფასებელს სწორედ  ეს ჰაეროვნება და რომანტიზმი დააკლდა…

— შესაძლოა, საერთოდ გერმანული ნამუშევრები ძალიან სწორხაზოვანია და ალბათ ამიტომ მოხდა, რომ ჩემი ნახატები აირჩიეს. ამის მერე ხატვა აქტიურად დავიწყე. დღეს კი სიმართლე გითხრათ, სიტუაცია არ მაქვს შესაფერისი, რომ ამ საქმეში ჩავება, რადგან ბავშვი შემეძინა და დროებით გავჩერდი, შემდეგ ისევ გავაგრძელებ ხატვას. როცა აკადემია დავამთავრე, ჩემი მთავარი მიზანი ის იყო, რომ ხატვა ყველა მსურველისთვის მესწავლებინა. როგორც გითხარით, ამ ეტაპზე ბავშვის გამო შევწყვიტე, თუმცა მომავალში ვაპირებ მსგავსი საქმიანობა ისევ გავაგრძელო.

© Courtesy of Anuka Mamisashviliანუკა მამისაშვილის ნახატი
ანუკა მამისაშვილის ნახატი - Sputnik საქართველო
ანუკა მამისაშვილის ნახატი

- ქალბატონო ანუკა, რამდენად შესაძლებელია, რომ ყველა ასაკის არაპროფესიონალს, ფუნჯიც რომ არ სჭერია ხელში, ხატვა დააწყებინოთ?

— აკადემიაში სწავლის პერიოდში მსურდა ისეთი მეთოდები შემექმნა, რომ ხატვა ყველა მსურველს შეძლებოდა. აკადემიამ საამისოდ მყარი საფუძველი და ცოდნა მომცა. მინდოდა მქონოდა სტუდია, სადაც შეიძლებოდა ჩემი იდეა განმეხორციელებინა. ამისთვის გარკვეული მეთოდების შექმნა და შემუშავება გახდა საჭირო. ეს ჩვეულებრივი გაკვეთილი არ უნდა ყოფილიყო, ადამიანს კონკრეტული მითითებების საშუალებით თავად უნდა ესწავლა ხატვა. ზოგს სურდა სწრაფად დაეწყო ხატვა, საამისოდ მოვიფიქრე გარკვეული მეთოდი, რის შემდეგაც ეს შესაძლებელი გახდებოდა. არის ტექნიკური ხატვა და მეორე ეტაპი, როდესაც უკვე ერკვევი ხელოვნებაში და შეგიძლია ხატვის დროს ფანტაზიაც ჩართო.

© Courtesy of Anuka Mamisashviliანუკა მამისაშვილის ნახატი
ანუკა მამისაშვილის ნახატი - Sputnik საქართველო
ანუკა მამისაშვილის ნახატი

-ანუ პირველ ეტაპზე მსურველი ტექნიკურ მხარეს ითვისებს?

— დიახ, სწავლობს იმას, თუ რა და როგორ უნდა დახატოს. ეს პირველი ეტაპი ხალხს ასწავლის, როგორ უნდა შესრულდეს ნახატი ტექნიკურად, მეორე ეტაპზე კი, როგორც უკვე ვთქვი, ფანტაზიაც შეუძლია, რომ ჩართოს. არის კატეგორია ადამიანებისა, რომელსაც მხოლოდ ტექნიკური მხარე აინტერესებთ და აკმაყოფილებთ. მაგალითად, როგორ გადაიხატონ ბუნება ტილოზე, როგორ შეიძლება პორტრეტის კოპირება, ანუ მიმსგავსება. მსგავსი რამ შესაძლებელია, ამისთვის შევიმუშავეთ სპეციალური კურსები, რაც სხვებს ვასწავლე და ახლა ჩემი მოსწავლეები ასწავლიან თავის მოსწავლეებს. დაწყებული მაქვს ხატვის თვითმასწავლებელი, რომლის გამოცემა გეგმაშია, წიგნის ნახევარი უკვე დასრულებულია. მას ზოგადად ალბათ ასე ვუწოდებ: „ხატვა ყველას შეუძლია“.

-თქვენ კოპირება და მიმსგავსება ახსენეთ, შესაძლოა, ვინმემ მსგავსი რამ გააკრიტიკოს…

— ახლავე აგიხსნით რაშია საქმე: გაკვეთილებზე „ვან გოგის დღეები“ მქონდა, რადგან მოსწავლეებს უნდოდათ ვან გოგის „მზესუმზირები“ დაეხატათ. ამაზე ადრე სოციალურ ქსელებში დაწერეს: რატომ ეხებით ვან გოგსო? მე ვფიქრობ, რომ მოსწავლეებს ამით პირველ რიგში უნდოდათ მის სამყაროსთან შეხება და არა მისი მიბაძვა ან კოპირება. ვთვლი, რომ ეს არ არის ცუდი, როცა ადამიანს საშუალება მიეცა რომ ამ ფორმით გენიალურ ვან გოგს შეხებოდა.

© Courtesy of Anuka Mamisashviliანუკა მამისაშვილის ნახატი
ანუკა მამისაშვილის ნახატი - Sputnik საქართველო
ანუკა მამისაშვილის ნახატი

- ხატვის დროს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს თუ აქვთ მსგავსი ხელწერა?

— საინტერესოა, უკვე 15 წელია ვაკვირდები თუ როგორ მსგავსად ხატავენ ამა თუ იმ პროფესიის ადამიანები. ფიზიკოსებს თავიანთი სტილი აქვთ, მათემატიკოსებს —თავისი და ასე  შემდეგ. ბედნიერებაა, როდესაც მათ გახარებულ სახეებს უყურებ და რამდენიმე მასტერ-კლასის შემდეგ ხედავ, როგორ ხატავენ დამოუკიდებლად.

- ქალბატონო ანუკა, ამგვარი სწავლების ყველაზე კარგი შედეგი რაში გამოიხატა?

— მქონდა შემთხვევა, როცა მაქსიმალურად სწრაფად, ანუ სამ დღეში ვასწავლე ადამიანს რთული ნახატის დახატვა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ვორქ-შოფების დამკვიდრებული ფორმა არსებობს, ანუ მოყვარულთათვის ტარდება ხატვის ვორქ-შოფები, სადაც მხატვრის მითითებებით ყველა ერთ ნახატს ხატავს და ორ საათში ასრულებენ. მე შევიმუშავე მარტივი გზები, რათა ორ საათში მარტო მექანიკურად კი არ გადაეხატათ ნახატი, არამედ ესწავლათ ხატვის ძირითადი პრინციპები, მასალასთან მუშაობა. ყველაფერი ეს უშუალო და მხიარულ გარემოში ხდებოდა. თავიდან მარტივი ნახატებით დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა გავართულე და ცნობილი მხატვრების ნამუშევრებზეც გადავედი. ასეთი სწავლა ძალიან სახალისო იყო.  2007 წლიდან "თავისუფალი ხატვის დღეებს" ვატარებდი.

© Courtesy of Anuka Mamisashviliანუკა მამისაშვილის ნახატი
ანუკა მამისაშვილის ნახატი - Sputnik საქართველო
ანუკა მამისაშვილის ნახატი

-რას ნიშნავს "თავისუფალი ხატვის დღეები"?

— მას პატარა სტუდიებში ვაკეთებდი. ჯგუფში 10-15 ადამიანი ხატავდა იმას, რაც სურდა. ზოგი ირჩევდა ცნობილი მხატვრის ნახატს, ზოგი სხვადასხვა სურათის თავისებურ ვარიანტს აკეთებდა. ამ პროცესში ჩაბმა არ მოითხოვდა ხატვის ცოდნას, ყველაფერს ადგილზე სწავლობდნენ- ეს განსაკუთრებით თამამებისთვის იყო. მერე შედარებით გაუბედავებიც მოდიოდნენ. თავისუფალი ხატვის დღეები თავიდან სამი-ოთხდღიანი იყო. ამ პერიოდში ისწავლებოდა მასალასთან მუშაობა და ერთი ნახატი იხატებოდა. ზოგიერთი მსურველის თხოვნით ეს ყველაფერი ოთხ საათშიც ხდებოდა. შედეგი საოცარი და სასიხარულო იყო, როდესაც იგებდნენ, რომ ერთი შეხედვით, რთული ამოცანის ამოხსნა თურმე მარტივადაც შეიძლებოდა.

- მარტივში რას გულისხმობთ?

— ყველაზე მარტივი რითიც ვიწყებთ, ესაა იმპრესიონიზმი, მარტივი იმ გაგებით, რომ ეს სტილი საშუალებას გვაძლევს ფანტაზიის ფრთები გავშალოთ, აქ შებოჭილები არ ვართ. შეგვიძლია, რომ ერთი ხელის მოსმით დავხატოთ ღრუბელი, ხე, ყვავილი… თუმცა უნდა გავითვალისწინოთ კონკრეტული კანონები, რომელსაც მითითების სახით ვაძლევ. ვცდილობ, პროცესში ზედმეტად არ ჩავერიო, ვაფასებ ინდივიდუალიზმს. რადგან დღეს უკვე ბევრი რამაა ნათქვამი და ჩვენ ახალს ვერაფერს გამოვიგონებთ. ჩემს სტილს თავზე არავის ვახვევ, ვასწავლი პრინციპებს და მერე ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. იმედს ვიტოვებ, რომ სიახლეს ჩემს შემოქმედებაშიც შევიტან.

© Courtesy of Anuka Mamisashviliანუკა მამისაშვილი სტუდიაში
ანუკა მამისაშვილი სტუდიაში - Sputnik საქართველო
ანუკა მამისაშვილი სტუდიაში

-გაიხსენეთ მოსწავლე, ვინც გაგაოცათ…

— ასეთები ბევრი მყავდა. მოსწავლეებში ყველაზე პატარა სამი წლის იყო და უფროსი 75-ის. მყავდა სამი წლის ბავშვი, რომელიც ძალიან კარგად ხატავს და საოცრება მოახდინა. ახლა ის მშობლებთან ერთად თურქეთში ცხოვრობს, ქართველები არიან. როცა პატარა გოგონას მივეცი დავალება, პირველივე გაკვეთილზე თითქმის იმპრესიონისტული ნახატი შექმნა. ისეთი, პროფესიონალსაც რომ გაუკვირდებოდა. ბუნება დახატა, ეს პირველივე ნახატი იყო და კარგი შედეგი. მის მშობელს უნდოდათ, რომ ბავშვს ზეთის საღებავში დაეხატა, მაგრამ მე უარი ვთქვი, რადგან ვცდილობ, რომ ბავშვს საღებავებით არ ვახატვინო. ჩვენთან, საქართველოში, არ არის ხარისხიანი საღებავები და ისინი მავნეა ჯანმრთელობისთვის, ამიტომ ვცდილობ, ბავშვებს არ გავაკარო. მყავდა 65 წლის ძალიან მონდომებული მოსწავლე, რომელმაც მოკლევადიანი კურსები გაიარა და ახლა დამოუკიდებლად ხატავს.

- გარდა იმისა, რომ ხატვას სწავლობენ, იცვლება თუ არა გარემოსა და სამყაროსადმი მათი დამოკიდებულება?

— რასაკვირველია, იცვლება, რადგან მეუბნებიან, რომ ახლა სამყაროს სულ სხვანაირად ვუყურებთო, ფოტოებსაც კი სხვანაირად იღებენ. ბევრ რამეს აკვირდებიან და უფრო ხვდებიან რა და როგორ დახატონ. დღეს ყველას უნდა, რომ ხელოვნებასთან ჰქონდეს შეხება, რაც იმის მაჩვენებელია, რომ სულიერი საზრდო დააკლდათ. დღეს ხალხს მეტი ინფორმაცია აქვს იმისთვის, რომ შეიგნოს, ეს მათთვის რა კარგია. თუ გინდა ბედნიერი იყო, ხელოვნებასთან უნდა გქონდეს კავშირი. ადამიანი მიხვდნენ, რომ ხელოვნებაც ისევე სჭირდება ადამიანს, როგორც ჯანმრთელად ყოფნისთვის ჰაერზე დიდხანს სეირნობა და ჯანსაღი კვება…

ყველა ახალი ამბავი
0