რა არის „მინდა“ და რა სიახლეები ელოდებათ წინ ქართველ ქალბატონებს

© Photo: Courtesy of MINDAსალომე მიქაუტაძე
სალომე მიქაუტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სულ ერთი თვეა ქართულ ბაზარზე მაისურების ახალი ბრენდი „მინდა“ გამოჩნდა, რომელიც ორმა მეგობარმა სალომე მიქაუტაძემ და ნათია დოლიძემ შექმნეს.

მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი ახალია, მას უკვე ბევრი მომხმარებელი და გულშემატკივარი ჰყავს. მეგობრებს წინ დიდი გეგმები აქვთ. ბრენდის შესახებ „მინდას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი სალომე მიქაუტაძე გვესაუბრა.

— ბოლო ხუთი წელია სამკერვალო—სარეკლამო სფეროში ვარ ჩართული და კორპორატიულ კლიენტებს ვემსახურები. მე და ჩემმა მეგობარმა დიდი ხნის წინ გაჩენილი იდეა ერთი თვის წინ განვახორციელეთ. გავაკეთეთ ტანსაცმლის ახალი ბრენდი, რომელიც მზადდება საქართველოში და აბსოლუტურად ყველა სეგმენტზეა გათვლილი. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც ტექნიკურ საკითხებს ეხება, და ჩემი მეგობარი ნათიას დახმარებით, მისი ხედვიდან და იდეებიდან გამომდინარე შევქმენით პირველი კოლექცია, რომელმაც საკმაოდ მალე მოიპოვა პოპულარობა.

© Photo: Courtesy of MINDAნათია დოლიძე
ნათია დოლიძე - Sputnik საქართველო
ნათია დოლიძე

 

– რატომ აირჩიეთ ეს ხაზი?

— თავდაპირველად გვინდოდა ისეთი პროდუქტი შეგვექმნა, რაც ყველასთვის მისაღები იქნებოდა. მაისური არის ყველა ადამიანისთვის საჭირო სამოსი. ჩვენ მისი დამზადების დროს გამოვიყენეთ სხვადასხვა დეტალები, რათა ის ყოფილიყო სხვა მაისურებისგან გამორჩეული, მოდური და პრაქტიკული. ყოველთვე განვაახლებთ კოლექციას და დავამზადებთ სხვადასხვა სახის ტანისამოსს, რომლის ტარებაც ყველას მოუნდება.

© Photo: Courtesy of MINDAბრენდ "მინდას" პროდუქცია
ბრენდ მინდას პროდუქცია - Sputnik საქართველო
ბრენდ "მინდას" პროდუქცია

– რატომ შეურჩიეთ სახელი „მინდა"?

— სახელზე ბევრი არ გვიფიქრია. ავარჩიეთ სიტყვა, რომელსაც ყოველღიურად თითქმის ყოველი ჩვენგანი იყენებს მაშინ, როცა რაღაც ძალიან მოგვწონს. აქედან გამომდინარე ჩვენი ბრენდის სახელი აღმოჩნდა ყველასთვის მარტივად დასამახსოვებელი და, ჩვენი აზრით, ორიგინალური. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, უზომოდ გვახარებს ის, რომ მომხმარებლებისგან ვიღებთ ძალიან ბევრ სასიამოვნო შეტყობინებას. მათი აზრი და დამოკიდებულება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

© Photo: Courtesy of MINDAბრენდ "მინდას" პროდუქცია
ბრენდ მინდას პროდუქცია - Sputnik საქართველო
ბრენდ "მინდას" პროდუქცია

– ვის ეკუთვნის მაისურების დიზაინი?

— დიზაინის ავტორი ძირითადად ნათიაა, თუმცა კოლექციაზე მუშაობის დროს ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე ვქმნით პროდუქტს. გვაქვს სამკერვალო  ატელიე. ყველაფერი მზადდება ერთ სივრცეში და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს ჩვენ შოურუმ ატელიეში, რომელიც მდებარეობს კანდელაკის 61 ნომერში, შეუკვეთოს სასურველი დიზაინის პროდუქტი და დაესწროს მისი შექმნის პროცესს.

© Photo: Courtesy of MINDAბრენდ "მინდას" პროდუქცია
ბრენდ მინდას პროდუქცია - Sputnik საქართველო
ბრენდ "მინდას" პროდუქცია

– სულ ახლახან გამოჩნდა თქვენი ბრენდი. რამდენად რთული იყო ქართულ ბაზარზე თავის დამკვიდრება?

— იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ სულ ერთი თვეა, რაც ბაზარზე ვარსებობთ, ვფიქრობთ, რომ პროდუქტი ქართველი მომხმარებლისთვის სასურველი აღმოჩნდა, რაც მისი გაყიდვებით გამოიხატება. ვიმედოვნებთ, რომ შემდეგი კოლექციებიც ასეთივე მოწონებას დაიმსახურებს. ჩვენ ამისთვის ძალისხმევას არ ვიშურებთ.

– სარეკლამო ფოტოებსაც თქვენ იღებთ?

—  ჩევნ გვყავს ჩვენი პირადი ფოტოგრაფი, ძალიან ნიჭიერი ლიზა გაბუნია, რომელსაც აქვს განსხვავებული ხედვა და არის თავისი საქმის პროფესიონალი. ვარჩევთ მოდელებს კონკრეტული კოლექციის შესაბამისად. გადავწყვიტეთ, რომ პირველი კოლექცია წარმოედგინა მომღერალ და ტელეწამყვან მაკო კვიტაიშვილს. ფოტოსესია საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. „მინდას" შემდეგ მოდელებს მოირგებს ჩემი პარტნიორი ნათია, რომელიც თავად მოდელია. ყველა კოლექციას გადავუღებთ განსხვავებულ ფოტოებს, რომელიც იქნება ორიგინალური და, რაც მთავარია, მიმზიდველი.

© Photo: Courtesy of MINDAბრენდ "მინდას" პროდუქცია
ბრენდ მინდას პროდუქცია - Sputnik საქართველო
ბრენდ "მინდას" პროდუქცია

– მომავალში რა იქნება?

— სამომავლოდ „მინდა" მომხმარებლებს ბევრ სიახლეს შესთავაზებს. ეს იქნება ტანსაცმლის ხაზი, რომელიც დამზადდება საქართველოში, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვმუშაობთ ახალ საზაფხულო კოლექციაზე, რომელსაც ჩვენი მომხმარებელი ძალიან მალე იხილავს ჩვენ ფეისბუქ-გვერდზე და, შესაბამისად, ჩვენ მაღაზიაში. კოლექცია იქნება პრაქტიკული და ხარისხიანი. ჩვენთვის ხარისხი  უმთავრესია.

ყველა ახალი ამბავი
0