ჰონგ-კონგში სასტუმროს გარეშე დარჩენილი მოგზაური და ფილიპინებზე გატარებული ზღაპრული დღეები

© Photo: Courtesy of Soso Nebieridzeსოსო ნებიერიძე
სოსო ნებიერიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოსო ნებიერიძე ბერძნული ენის ფილოლოგია, თუმცა საკუთარი პროფესიით არასდროს უმუშავია. 18 წლიდან ბიზნესით არის დაკავებული. ამბობს, რომ მოგზაურობის გარდა მისი ჰობი სწორედ ბიზნეს–საქმიანობაა.

მოგზაურობას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მის ცხოვრებაში. წელიწადში ხუთჯერ მაინც კვეთს საქართველოს საზღვარს. უკვე 21 ქვეყანაშია ნამყოფი, თუმცა წინ უამრავი გეგმები აქვს. თვლის, რომ ეს ზღვაში წვეთია იმასთან, რაც მომავალში ელოდება.

© Photo: Courtesy of Soso Nebieridzeსოსო ნებიერიძე მეგობართან ერთად
სოსო ნებიერიძე მეგობართან ერთად - Sputnik საქართველო
სოსო ნებიერიძე მეგობართან ერთად

— მოგზაურობამ თავდაჯერებულობა შემმატა. ამ დროს ძალიან დიდ ცხოვრებისეულ გამოცდილებას იღებ, საკუთარი თავისადმი რწმენა გიღრმავდება. ზოგჯერ სპეციალურად ვირჩევ შორეულ ქვეყნებს რთული მარშუტით და საკუთარ თავს ვუმტკიცებ, რომ ბევრი შემიძლია.

© Photo: Courtesy of Soso Nebieridzeსოსო ნებიერიძე
სოსო ნებიერიძე - Sputnik საქართველო
სოსო ნებიერიძე

პირველად 2006 წელს 16 წლის ასაკში გავედი საქართველოს საზღვრებს გარეთ. ტრაპიზონში  ახლობლებთან ერთად გავემგზავრე. საოცრება იყო, არასდროს დამავიწყდება ის შეგრძნებები, რასაც მაშინ ვგრძნობდი. როგორც კი მანქანა სარფის საბაჟოს გასცდა, გიჟივით ვიყურებოდი ფანჯარაში, ვათვალიერებდი ირგვლივ ყველაფერს. განსხვავებული შენობები, ტროტუარები, მაღაზიები, ყველა დეტალს ვაკვირდებოდი და მსიამოვნებდა ის, რომ ეს გარემო ჩემთვის უცხო იყო. გზა ტრაპიზონამდე ბევრს გაგივლიათ და იქ განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ როცა 16 წლის ბიჭი პირველად კვეთს საზღვარს, მისთვის ყველაფერი სხვაგვარადაა.

© Photo: Courtesy of Soso Nebieridzeსოსო ნებიერიძე
სოსო ნებიერიძე - Sputnik საქართველო
სოსო ნებიერიძე

– პირველი მოგზაურობა ახდენს გავლენას შემდეგ მოგზაურობებზე?

— რა თქმა უნდა. გამიმძაფრდა მოგზაურობის სურვილი, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ სურვილის სიმძაფრეს არც მანამდე ვუჩიოდი. ბავშვობიდან ძალიან მინდოდა მემოგზაურა სხვადასხვა ქვეყნებში. მახსოვს, სკოლაში ილუსტრირებული გეოგრაფიის წიგნი მქონდა სხვადასხვა ქალაქების ფოტოებით, დღეში ათჯერ მაინც ვათვალიერებდი და ვნატრობდი ოდესმე რომელიმე ქალაქში მოვხვედრილიყავი.

© Photo: Courtesy of Soso Nebieridzeსოსო ნებიერიძე
სოსო ნებიერიძე - Sputnik საქართველო
სოსო ნებიერიძე

– რა პრიორიტეტებით არჩევთ ქვეყანას, სადაც უნდა იმოგზაუროთ?

— მნიშვნელოვანია თითქმის ყველაფერი. ბუნება ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით ტროპიკული ქვეყნები მომწონს. მაინტერესებს ნებისმიერი ქვეყნის კულტურა, მათი წეს-ჩვეულებები, როგორ ცხოვრობენ, როგორია მათი ყოველდღიურობა, როგორია მათი ხასიათი და ასე შემდეგ. დიდად გურმანი არ ვარ, თუმცა ნაციონალური კერძებითაც ვინტერესდები ხოლმე.

© Photo: Courtesy of Soso Nebieridzeსოსო ნებიერიძე
სოსო ნებიერიძე - Sputnik საქართველო
სოსო ნებიერიძე

– რამდენ ქვეყანაში ხართ ნამყოფი?

— ამ ეტაპზე 21 ქვეყანაში ვარ ნამყოფი. თუმცა განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ფილიპინებმა. ეს არის შთამბეჭდავი ქვეყანა. საოცარი კუნძულები აქვთ. კუნძულ პალავანზე ვიყავი და ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა ნანახმა, ჯერ კიდევ არ დაუმახინჯებია ცივილიზაციას იქაურობა. ხელუხლებელი ველური ბუნება და ულამაზესი პეიზაჟები, კამკამა ოკეანე და ლურჯი ლაგუნები, თეთრი, ქათქათა ქვიშის პლაჟები, პატარ-პატარა სოფლები, შიგადაშიგ ჯუნგლებში ჩაფლული მიწურები და მომღიმარი ფილიპინელები – ეს ის მცირედი ჩამონათვალია, რისი თქმაც ამ კუნძულზე შეიძლება. ასევე შთამბეჭდავი იყო იაპონია, საიდანაც რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი. ეს არის ძალიან დიდი კულტურის მქონე ქვეყანა, თავად იაპონელები კი საოცრად ზრდილობიანი, თავმდაბალი, მშრომელი და კულტურული ხალხია.

© Photo: Courtesy of Soso Nebieridzeსოსო ნებიერიძე
სოსო ნებიერიძე - Sputnik საქართველო
სოსო ნებიერიძე

– ყველაზე უცნაური კანონებით და ადათ-წესით რომელი ქვეყანა გამოირჩეოდა?

– ყველაზე უცნაური ალბათ ნარკოდანაშაულისთვის  სიკვდილით დასჯა იყო. სინგაპურში და მალაიზიაშია ეს კანონი. სანამ სინგაპურის აეროპორტში დავფრინდებოდით, თვითმფრინავში დაგვირიგეს ფურცლები, სადაც დიდი წითელი ასოებით ეწერა, რომ ნარკოდანაშაული სიკვდილით ისჯება. კიდევ ერთი ასეთი უცნაური კანონი აქვთ სინგაპურში: არ შეიძლება საღეჭი რეზინის ღეჭვა და არც არსად იყიდება, შემოტანა კი კონტრაბანდად ითვლება.

© Courtesy of Soso Nebieridzeსოსო ნებიერიძე
სოსო ნებიერიძე - Sputnik საქართველო
სოსო ნებიერიძე

– მოგზაურობის დროს ხშირად ვაწყდებით მოულოდნელობებს, ხშირია გაუთვალისწინებელი შემთხვევები. თქვენ თუ ჩავარდნილხართ უცნაურ სიტუაციაში?

— ჰონგ-კონგში გადაგვხდა პატარა ისტორია მე და ჩემ მეგობრებს. დავფრინდით ჰონგ-კონგის აეროპორტში, ბედნიერი ვარ, ერთი სული მაქვს გავიდე აეროპორტიდან და ვნახო ეს საოცარი ქალაქი, რომელიც ბავშვობაში იმდენად შორეული და მიუღწეველი მეგონა, რომ ახლაც არ მჯერა აქ რომ ვარ. ასეთ ფიქრებში გართული, პასპორტების კონტროლიდან მესაზღვრეებმა დაკითხვის ოთახში გადაგვიყვანეს, სრულიად უმიზეზოდ, სადაც ჩვენ გარდა აფრიკის ქვეყნებიდან იყო რამდენიმე ადამიანი. დაგვკითხეს სათითაოდ, სად მივდიოდით, საიდან, რატომ, რამდენი გვქონდა თანხა (დამათვლევინეს), მობილურში ნახეს ფოტოები და ასე შემდეგ. არადა, ყველაფერი წესრიგში გვქონდა, არაერთი შენგენის ვიზა, ჩინეთის ვიზები, სხვადასხვა ქვეყნის ბეჭდები, არსად ასეთი რამ არ მომხდარა. გვექცეოდნენ ძალიან ცივად, აგდებულად და არაადამიანურად. ბოლოს, როგორც იქნა, გამოგვიშვეს. დაქანცულები და გაღიზიანებულები ვართ, მეტროში ნელ-ნელა ვმშვიდდებით და ღამის ჰონგ-კონგს ვათვალიერებთ. მივაღწიეთ ორი კვირის წინ დაჯავშნილ, საგულდაგულოდ არჩეულ სასტუმრომდე და, აი, მეორე იმედგაცრუება: მიხატული ღიმილით გვეუბნებიან სასტუმროში, რომ ჩვენი ჯავშანი გუშინ გაუქმდა, რადგან თანხა არ ჩამოეჭრა ბარათიდან (არადა მითითებული მქონდა, რომ „ქეშად“ გადავიხდიდი ადგილზე), სასტუმრო სავსეაო. I am sorry – რაღაც საზიზღარი ტონით და ხელოვნური ღიმილით გვითხრეს. რა უნდა გვექნა, იქვე „ბუქინგზე“ ძლივს რაღაც თავისუფალი სასტუმრო ვნახე, რა თქმა უნდა, ძვირად, მაგრამ მთავარი იყო სადმე დაგვეძინა, ისეთ დღეში ვიყავით, ფასს ვინ დაეძებდა.

© Photo: Courtesy of Soso Nebieridzeსოსო ნებიერიძე
სოსო ნებიერიძე - Sputnik საქართველო
სოსო ნებიერიძე

– რომელი ქვეყნის სამზარეულოს გამოარჩევდით?

— სიმართლე გითხრათ, ქართულ სამზარეულოზე მეტად ჯერ არსად არაფერი მომწონებია, ხაჭაპურია ის კერძი, რომელსაც მსოფლიოში ბადალი არ ჰყავს. უცნაური და ეგზოტიკური კერძებიც გამისინჯავს, გამისინჯავს ლოკოკინა, რვაფეხა, მოლუსკი.

© Photo: Courtesy of Soso Nebieridzeსოსო ნებიერიძე
სოსო ნებიერიძე - Sputnik საქართველო
სოსო ნებიერიძე

– ახლო მომავალში სად გეგმავთ გამგზავრებას, რის მონახულებას აპირებთ?

— ერთ კვირაში მივდივარ კაპადოკიის მოსანახულებლად, ზაფხულში კი ნორვეგია, პოლონეთი, ხორვატია და ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანა მაქვს გეგმაში. ამჯერად თანხების დაზოგვის მიზნით და მეტი თავგადასავლებისთვის კარავი მიმაქვს თან და ვაპირებ „ავტოსტოპით“ სარგებლობას.

 

ყველა ახალი ამბავი
0