დაშიფრული ინფორმაცია ნახატებში, დედალი და მამალი ქართული ასოები და სიზმრის პასუხი

© Photo: Courtesy of Lali Gelashviliლალი გელაშვილი
ლალი გელაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როცა ხატავს ასტრალში გადის, საკუთარი ნახატებიდან მისთვის უცნობ, დაშიფრულ ინფორმაციებს იღებს. ამბობს, რომ „ხატვის დროს ცარიელია და მხოლოდ გამტარია“...

 ქართულ ასოებს სქესის მიხედვით არჩევს. ძლიერი შეგრძნებები და სიყვარული მასში „ცვლილებებს დნმ-ის დონეზე იწვევს“. ასეთია მხატვარი ლალი გელაშვილი, რომელსაც ამ მასალით ახლოს გაიცნობთ.

© Photo: Courtesy of Lali Gelashviliლალი გელაშვილი
ლალი გელაშვილი - Sputnik საქართველო
ლალი გელაშვილი

- ქალბატონო ლალი, როგორია თქვენი ბავშვობის „აკვარელი“, რა შეგრძნებები მოგყვებათ იქიდან?

— პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ვარ, ბავშვობაში შემოქმედებით წვაში რომ ვიყავი, არაფერი მაფერხებდა, ჩემს „ხელოვნებას“ეწირებოდა სახლის ფარდები თუ დედის ახალი ქურქი. დედა ყოველთვის მაქებდა, ყველაფერს მიწონებდა და ჩემი ნამუშევარით ამაყობდა. ზუსტად მახსოვს, რომ ცუდი სმენა მქონდა, ის კი მამღერებდა და მერე მაქებდა და მადიდებდა. ამის შედეგი კი ის იყო, რომ სიმღერების წერა დავიწყე და გიტარაზე ჩემით ვისწავლე დაკვრა. დედას ახლაც უკიდია ჩვენი სახლის ცენტრალურ ადგილას ჩემი ბავშვობისდროინდელი ზეთის საღებავებით ნათითხნი ნახატი. ყველა ბავშვობიდან მოვდივართ, ხატვით მაშინაც ვხატავდი.  ბავშვობის რა პროცენტსაც გადავარჩენთ ჩვენში ზრდასრულნი, ზუსტად იმდენი პროცენტით ვართ ახლოს უფალთან…

© Photo: Courtesy of Lali Gelashviliლალი გელაშვილი გამოფენაზე ფოტოხელოვან გოგა ჩანადირთან ერთად
ლალი გელაშვილი გამოფენაზე ფოტოხელოვან გოგა ჩანადირთან ერთად - Sputnik საქართველო
ლალი გელაშვილი გამოფენაზე ფოტოხელოვან გოგა ჩანადირთან ერთად

- შეგიძლიათ ამიხსნათ, რა ხდება მაშინ, როცა ხატვას იწყებთ?

— როცა ვხატავ ამ ქვეყანას „ვტოვებ“ და ასე ვთქვათ, ასტრალში გავდივარ… ანუ დროის და სივრცის მიჯნას გავდივარ, მაშინ ეგოც იკარგება და ყოველივეს კონტურიც, მე კი თეთრ ნისლში ვეხვევი. ასეთ მდგომარეობაში მხოლოდ სამყაროს ბიოგრაფიას თუ დავხატავ. არასოდეს ვიცი, რა დაიხატება საბოლოოდ. რათქმაუნდა მანამდე დამუხტვის და ავსების პროცესია. ჩემი შთაგონების წყარო გამხდარა ორსული დაქალი ან ხილვა, ან დილის მზის სხივებისგან მიღებული ემოცია. მავანნი ამბობენ, რომ ჩემს ნახატებში უამრავი დაშიფრული ინფორმაციაა და ვისაც შიფრის გასაღები აქვს, ის კითხულობს. ხატვა არაფერს შეედრება. ყოველთვის ვიტყვი და მჯერა, რომ ხატვა შეუძლია ყველას. მთავარია, გაბედო, გათავისუფლდე და ნაბიჯი გადადგა…

© Photo: Courtesy of Lali Gelashviliლალი გელაშვილის შემოქმედება
ლალი გელაშვილის შემოქმედება - Sputnik საქართველო
ლალი გელაშვილის შემოქმედება

-როდის დაიწყეთ „ჩარჩოში  ჩასმული" ნახატების ხატვა?

— „ჩარჩოში  ჩასმული" ნახატების ხატვა დავიწყე მაშინ, როცა ჩემი ყოფილი  მეუღლე გავიცანი და ერთი ნახვით შემიყვარდა… ეს ისეთი ძლიერი გრძნობა იყო, რომ მან ჩემში ცვლილებები ალბათ დნკ-ს დონეზე გამოიწვია. მეუღლე წავიდა, ხატვის ვნება კი დარჩა, ხელოვნება მარადიულია… შემოქმედებითი პროცესის დროს აბსოლუტურად ცარიელი ვარ- ერთგვარი გამტარი ვარ. ზოგჯერ მგონია, რომ უკვე დახატულს ვხატავ. პირველი პერსონალური გამოფენა ფოლკლორის ცენტრში ან ივნისის დასაწყისში მექნება ან დეკემბერში და ის მინდა, რომ დედას მივუძღვნა…

© Photo: Courtesy of Lali Gelashviliლალი გელაშვილის შემოქმედება
ლალი გელაშვილის შემოქმედება - Sputnik საქართველო
ლალი გელაშვილის შემოქმედება

- ლექსი იმის საშუალებაა, რასაც ფერებით ვერ გადმოსცემთ?

— სანამ პასუხს გაგცემდეთ, ამონარიდი მინდა გაგაცნოთ ჩემი ერთი ლექსიდან, რაც ფაქტობრივად, თქვენი კითხვის პასუხიცაა:
„შავით ვხატადი, როგორც ნახშირით…
საუკუნეებს ითვლის ეს ფერი
და ჩემთვის იყო საოცრად ნაზი, მოქნილი, ღრმა და….
ცოტათი ჭრელი….
და იმდენ რამეს ვამბობდი შავით…
და იმდენ ფერებს ვუდებდი ლაგამს….
როგორც ღამურა უკუნში დაქრის…
ღამეს ნათელით უქარგავს ფარდაგს…
და მერე უფრო მარტივი გავხდი…
დავიწყე ჭრელი ფერებით ხატვა…
მხოლოდ იმიტომ რომ უკეთ მეთქვა..
სამყარომ რა თქვა!
სამყარომ რა თქვა?!
სამყარომ თქვა- შავი თუ ჭრელი…
— ლექსის წერა საბავშვო ბაღში დამიწყია. ჩემს პირველ ლექსს დღესაც იხსენებენ: „ამოვიდა მზე კაშკაშა… კაშკაშა და კაშკაშა. აელვარებს არემარეს  კაშკაშა და კაშკაშა“-. მამაჩემს უთქვამს ძალიან კაშკაშა ლექსი დაგიწერიაო. ახლა უცებ ბავშვობაში გადავეშვი. ძალიან ფერადი და ლამაზი ბავშვობა მაჩუქეს მშობლებმა. საზღვრებს გარეთაც მიშვებდნენ და შემოსაზღვრულ ქვეყნებშიც, ხან ერთად, ხან დამოუკიდებლად. ყოველთვის მინდა, რომ მადლობა გადავუხადო მათ ამის გამო…

© Photo: Courtesy of Lali Gelashviliლალი გელაშვილის შემოქმედება
ლალი გელაშვილის შემოქმედება - Sputnik საქართველო
ლალი გელაშვილის შემოქმედება

- რა არის ის, რაც ნახატების მიღმა რჩება?

— ნახატების მიღმა ალბათ მე ვრჩები, თორემ „ესენი“ გამოღმა შობილ- დაბადებულნი არიან. ჩემი ნახატებიდან მე თვითონ ვსწავლობ ხოლმე ბევრ რამეს. აქ სულ სხვა ინფორმაციაა, ადრე როცა ასოებს ვხატავდი, მათ ბორჯღალოსთან დამოკიდებულებაში განვიხილავდი და მივხვდი, რომ არსებობს დედალი და მამალი ასოები…

© Photo: Courtesy of Lali Gelashviliლალი გელაშვილის შემოქმედება
ლალი გელაშვილის შემოქმედება - Sputnik საქართველო
ლალი გელაშვილის შემოქმედება

- რა საინტერესოა… როგორ ხვდებით რომელია დედალი და მამალი ასოები?

— ბორჯღალოს დატრიალების დროს ვხვდებოდი, რომ ასოები: დ, ლ, ღ — დედალი ასოები არიან…

- მამალი, ან მამრობითი რომლებია? ან როგორ არკვევთ ამას?

— მამალ ასოებს როგორ ვხვდები?— როცა ბორჯღალოს დაატრიალებ, ეს მაშინ ირკვევა, დედალი ასოები დედმიწას, ანუ სიმრგვალეს გამოხატავენ. ეს იგივეა, რაც 6-იანი დაატრიალო და ის ცხრად გადაიქცევა. 6-იანი მიწიერი ნიშანია და  9 იანი-ზეციური. მაგალითად, როცა ასო ჩ დავატრიალე, ტრიალში გამოვიდა- ასო ყ, ანუ მამრობითი, მამალი ასო. ანუ ჩ —არის ზეციერი და დატრიალებისას —ყ ასოდ გადაიქცევა. ყ —არის მიწიერი ნიშანი. სულ ასეთ აღმოჩენებში ვარ…

© Photo: Courtesy of Lali Gelashviliლალი გელაშვილის შემოქმედება
ლალი გელაშვილის შემოქმედება - Sputnik საქართველო
ლალი გელაშვილის შემოქმედება

-თქვენი ნახატებიდან ყოველთვის რაღაც ინფორმაცია მოდის…

— როცა ნახატი პაზლივით აეწყობა ხოლმე, ინფორმაცია ფრაზების და ფერების სახით მოდის. ზოგჯერ რაღაც დეტალი სულ მეჩხირება თვალში. მაგალითად, ყაყაჩო რომ უნდა დამეხტა, ყველგან ყაყაჩოს ვხედავდი, ჩემთან სულ ყაყაჩოს გამოსახულება მოდის. ასე  ვხვდები, რომ ის უნდა დავხატო. ხატვის დროს კი, როგორ გითხრათ, კაიფს ვიჭერ ხოლმე. ყველაზე უცნაურს და ამოუხსნელს ამბებს ვერ გავამხელ — ეს ძალიან ინტიმურია.

© Photo: Courtesy of Lali Gelashviliლალი გელაშვილის შემოქმედება
ლალი გელაშვილის შემოქმედება - Sputnik საქართველო
ლალი გელაშვილის შემოქმედება

- ძალიან უცნაური ხართ… ყველა ასეთად გთვლის?

— მგონი, ყველა უცნაურად მთვლის, ან რატომ უნდა ვიყო საცნაური? ეგ უნარი ალბათ ყველას გვაქვს, ზოგს მეტად, ზოგს ნაკლებად და ამაში არაფერია უჩვეულო… ჩემი ყველაზე დიდი უცნაურობები სიზმრებს უკავშირდება. აი, მაგალითად ახლახან გავიცანი ადამიანი, რომელიც ბავშვობაში კარგად დამახსოვრებულ სიზმარში ვნახე და მთელი ცხოვრება კითხვის ნიშნად მყავდა ქცეული. ახლა კი მივიღე იმ სიზმრის პასუხი… ჩემი სიცოცხლის ყველაზე დიდი სასწაული დედობაა- ჩემი სამი სასწაული- სამი შვილი: ლაზარე, დუდა და ლილეა… როცა ძალიან მიჭირს ჩემი უსაყვარლესი მეგობრებია ჩემი თავშესაფარი. სიყვარული ყველაფერს კურნავს… შარშან ზაფხულს ცხოვრების უმძიმესი პერიოდი მქონდა, დედა ეფემიამ მამა გაბრიელის წიგნი მაჩუქა და ის იქცა ჩემს თავშესაფრად, მან გადამარჩინა. როცა ნებისმიერ გასაყართან ვდგები, ამ წიგნს ვიხუტებ გულში და რწმენითა და იმედით ვივსები…

ყველა ახალი ამბავი
0