ვიქტორ ჰიუგო

ბედნიერება საკმარისი არაა, კმაყოფილიც უნდა იყო...

240
(განახლებულია 12:13 12.04.2018)
მამაკაცი იქაა, სადაც მიწა მთავრდება... ქალი იქაა, სადაც ზეცა იწყება...

„სიბრძნის სიმფონია“ წარმოგიდგენთ ვიქტორ ჰიუგოს გამონათქვამებს.

ვიქტორ ჰიუგო (Victor-Marie Hugo, 1802–1885) – ფრანგი მწერალი, პოეტი, დრამატურგი, ფრანგული რომანტიზმის ერთ–ერთი მთავარი წარმომადგენელი, ფრანგული აკადემიის წევრი, ადამიანის უფლებათა დამცველი.

მისი ცნობილი რომანებია: „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“, „საბრალონი“ („განკიცხულნი“), „კაცი, რომელიც იცინის“, „ოთხმოცდაცამეტი წელი“; პიესები: „ერნანი“, „კრომველი“, „ლუკრეცია ბორჯია“ და სხვა. მისი ნაწარმოებების მიხედვით დაწერილია ოპერები (ვერდის „რიგოლეტო“, „ერნანი“, ბელინის „ერნანი“ და სხვა), გადაღებულია კინოფილმები.

ჭკუა მდიდრდება იმით, რასაც იღებს; გული – რასაც გასცემს.

ნამდვილი უთანასწორობა ქორწინებაში – ეს სულთა უთანასწორობაა.

მდიდრების სამოთხე ღარიბთა ჯოჯოხეთისგან არის შექმნილი.

ალმასი ტალახში არ დნება.

შეიძლება სულერთი იყოს მტრის მიერ დანით მოყენებული დარტყმები, მაგრამ მტანჯველია ახლობლის მიერ ქინძისთავით ნაჩხვლეტი…

ადამიანის ყველა საქციელს ორგვარად შეიძლება შეხედო: რისთვისაც ერთს შანთავენ, მეორე ამისთვის დაფნის გვირგვინს ადგამენ.

ქალებს საშინლად უყვართ, დაღუპვას გადაარჩინონ ის, ვინც მათ დაღუპავს.

ის, ვინც ყოველ დილით გეგმავს დღეს და ამ გეგმას მიჰყვება, ხელში უჭირავს ის ძაფი, რომელსაც ის დაძაბული ცხოვრების ლაბირინთებში გაჰყავს.

ორმოცი – ახალგაზრდობის სიბერეა; ორმოცდაათი – სიბერის ახალგაზრდობა.

ადამიანი რომ შეცვალო, მისი ბებიისგან უნდა დაიწყო.

მთის მწვერვალიდან უფსკრულს ვაკვირდებით. უფსკრულში რომ აღმოვჩნდებით, ზეცას ვუჭვრეტთ.

ხშირად მოფიქრალი ადამიანი ხშირად უმოქმედოა.

ბედი არასდროს ხსნის ერთ კარს, თუ მანამდე მეორე არ დახურა.

დუმილი სიბრძნის წესია.

უნდა იცოდე, რომ ქალს ხშირად დაემორჩილო, რათა ხანდახან მასზე მბრძანებლობის უფლება გქონდეს.

სიყვარული ხესავითაა; ის თავისთავად იზრდება, ღრმად უშვებს ფესვებს მთელ ჩვენს არსებაში და არცთუ იშვიათად განაგრძობს ყვავილობას, თუნდაც ჩვენი გულის ნანგრევებზე.

იყო წმინდანი – გამონაკლისია; იყო სამართლიანი – წესია. შეცდით, დაეცით, ჩაიდინეთ ცოდვა, მაგრამ იყავით სამართლიანი. რაც შეიძლება ნაკლებად შესცოდო – აი, კანონი ადამიანისთვის. საერთოდ არ შესცოდო – ეს ანგელოსის ოცნებაა.

იყო კეთილი, სულ არაა ძნელი. ძნელია, იყო სამართლიანი.

ქალი სუსტია, მაგრამ დედაა ძლიერი.

ვიბადებით ყვირილით, ვკვდებით კვნესით. ისღა დაგვრჩენია, სიცილით ვიცხოვროთ.

მამაკაცი ქალის გარეშე იგივე, რაც პისტოლეტი ჩახმახის გარეშე; მხოლოდ ქალს მოჰყავს ის მოქმედებაში.

მოკვდე – ეს არაფერია; საშინელებაა, არ იცხოვრო.

მამაკაცს იმონებს არა მხოლოდ ქალის სული, არამედ მისი სხეულიც, და უფრო ხშირად სხეული, ვიდრე სული. სული – შეყვარებულია, სხეული – საყვარელი.

მაქვს ბედნიერება, დრო დილიდან საღამომდე გავატარო გენიალური ადამიანის საზოგადოებაში, ანუ ჩემს თავთან, და ეს ძალიან სასიამოვნოა.

მამაკაცი იქაა, სადაც მიწა მთავრდება… ქალი იქაა, სადაც ზეცა იწყება…

ინსტინქტი ქალებს ბევრად უფრო სწრაფად აერთიანებს, ვიდრე გონება – მამაკაცებს.

არიან ხოლმე ბანდიტური მთავრობები, მაგრამ არ შეიძლება იყოს ბანდიტური ხალხი.

იყო ცოცხალი ქალის სხეულში და იყო ქალი – ორი სრულიად განსხვავებული რამაა.

სიყვარული – კანონია. აღვირახსნილობა – ხაფანგი. შეთრობა და ლოთობა ორი სხვადასხვა რამაა. გსურდეს ერთი განსაზღვრული ქალი – შეთრობაა. გინდოდეს ქალი საერთოდ – ლოთობა.

ღირსებას ფარდა აქვს, ნაკლს – ნიღაბი.

ერთმანეთთან მარტო დარჩენილი მამაკაცი და ქალი „მამა ჩვენოს“ წაკითხვაზე არ იფიქრებს.

უსირცხვილობა ხანდახან სირცხვილს მალავს.

საკმარისი არაა, ბედნიერი იყო… კმაყოფილიც უნდა იყო…


240
თემები:
სიბრძნის სიმფონია (59)