ქალის ანარეკლი მამაკაცის თვალებში

© Photo: Courtesy of Anastasia Guzელჩინ საფარლი
ელჩინ საფარლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველა ქალი თავის ანარეკლს მამაკაცის თვალებში ეძებს. და ის, ვინც იტყვის, რომ თავისი დანიშნულება იპოვა სამსახურში, ბავშვებში, ფსიქოლოგიაში ან ქსოვაში – გვატყუებს, ან თავს იტყუებს...

„სიბრძნის სიმფონია“ წარმოგიდგენთ ელჩინ საფარლის გამონათქვამებს. 

ელჩინ საფარლი (აზერბ. Elçin Səfərli. 1984) — თანამედროვე აზერბაიჯანელი მწერალი, ჟურნალისტია. მას აღმოსავლეთის ყველაზე გულშიჩამწვდომ მწერალს უწოდებენ. დიდხანს ცხოვრობდა სტამბულში, რამაც მის შემოქმედებაზე გავლენა მოახდინა.

მისი ცნობილი ნაწარმოებებია: „ბოსფორის ტკბილი მარილი“, „მიამბე ზღვაზე“, „როდესაც დავბრუნდები, სახლში დამხვდი“, „შინ მინდა“ და სხვა.

ოსკარ უაილდის ძეგლი დუბლინის Merrion Square park-ში - Sputnik საქართველო
რატომ თხოვდება ქალი მეორედ და რატომ ქორწინდება მეორედ მამაკაცი

გაუშვა — არ ნიშნავს, რომ დანებდი. ხშირად ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, გამარჯვება ვითარებებზე.

ნამდვილ სიყვარულს წერტილები არა აქვს. შეიძლება დაშორდე, იჩხუბო, იმედი გაგიცრუვდეს – ყველაფერია შესაძლებელი. მაგრამ რა მიზეზებიც არ უნდა იყოს, ნამდვილი სიყვარული მაინც ცოცხლობს გულში… ამ სიყვარულს ვერაფერს უხერხებ და უბრალოდ შენში ინახავ.

ამ განშორებას მიზეზი არ ჰქონია. მათი სიყვარული, უბრალოდ, ცხოვრებას შეეჯახა.

მთავარია, ლოდინი ჩვენი ცხოვრების მხოლოდ მონაკვეთი იყოს და არა მთელი ცხოვრება.

ადამიანები ძალიან ბევრ რამეს უკავშირებენ სექსს მაშინ, როცა ნამდვილი სიახლოვე უფრო ღრმაა. ის ალერსიან შეხებაში, მშვიდ მზერასა და გვერდით თანაბარ სუნთქვაშია.

მაინც არაფერს ვნანობ – თუნდაც იმიტომ, რომ ეს უაზრობაა.

ქალი ყვავილებში - Sputnik საქართველო
ნუ გექნება ქალის სისულელის იმედი – სიყვარულში ყველა ქალი ჭკვიანია

განა არ იცი, რომ ყველაფერი უკეთესობისთვის კეთდება? უბრალოდ, ძალიან ნელა. უნდა განაგრძო სიარული და თან არ უნდა ათრიო წარსულით გამოტენილი ჩემოდანი. ხელები არ გეყოფა და ნახევარ გზაზე გამოგეცლება არაქათი.

ცხოვრება პატარა საბანივითაა: ზევით აწევ – ფეხები გეყინება, ქვევით დაწევ – თავი. ცხოვრება მას შეუძლია, ვისაც მოკუნტულს შეუძლია გადაბრუნება.

ხანდახან საჭიროა, რამე არ იცოდე, ან რაიმე გამოტოვო, რომ ბედნიერება შეინარჩუნო.

ქალი ყველაფერს პატიობს, მაგრამ არასდროს არაფერს ივიწყებს.

ჩვენ, დიდი ქალაქების ქალები ზედმეტად მამაკაცები გავხდით. ჩვენგან განვდევნეთ სურვილი, ვენდოთ საწინააღმდეგო სქესს, ვაჩვენოთ სისუსტე, რომელიც ბუნებამ გვიბოძა, როგორც არ უნდა ვიკამათოთ ამაზე. გვეშინია გამოვუტყდეთ საკუთარ თავს, როგორ გვინდა ხანდახან ვინმეს ჩავეხუტოთ და მის ღაწვებში ჩავრგოთ ცხვირი. ცხოვრება ხომ მშვენიერია, როცა ვიღაცის ლოყას შენი ცხვირი სჭირდება.

ბედნიერება ისაა, როცა არაფერი გჭირდება მოცემულ მომენტში გარდა იმისა, რაც უკვე გაქვს.

ცხოვრება ზღვის ნაპირზე - Sputnik საქართველო
სიყვარული განშორებასაც უძლებს და სიკვდილსაც, მაგრამ ვერ უძლებს...

პასუხად დუმილი ყველაზე მტკივნეულია ქალისთვის. სჯობს, მან თქვას, რომ აღარ უყვარს. სჯობს, საწყენი რამ უთხრას, დაიყვიროს: „დავიღალე შენი სიყვარულით!“ ყველაფერი, გარდა დუმილისა. ეს კლავს.

ოცნებას ვარგისიანობის ვადა არა აქვს.

ბედნიერება – ეს ხასიათის თვისებაა. ზოგს ხასიათში აქვს, მას მუდამ ელოდოს, ზოგს – მუდამ ეძებოს, ზოგს – ყველგან იპოვოს.

მიყვარს ღამით ცხოვრება. ღამე თავისუფლების სხვა ხარისხია…

ყველა ქალი თავის ანარეკლს მამაკაცის თვალებში ეძებს. და ის, ვინც იტყვის, რომ თავისი დანიშნულება იპოვა სამსახურში, ბავშვებში, ფსიქოლოგიაში ან ქსოვაში – გვატყუებს, ან თავს იტყუებს. ასე დააწესა შემოქმედმა, რომ ქალი იბადება და გრძელდება უსასრულოდ – მამაკაცის მკლავებში.

ძალიან ხშირად უთქვამთ ჩემთვის „გაუფრთხილდი თავს“, მაგრამ არავის – „მე ვიზრუნებ შენზე“.

Влюбленная пара перед свадьбой в поселке Степанцминда в Казбеги - Sputnik საქართველო
ნამდვილი სიყვარული ისაა, რომელიც მრავალწლიან არა განშორებას, არამედ სიახლოვეს უძლებს

იცი, რა არის ცხოვრება? ცხოვრება – ეს სიყვარულია.

არ არის აუცილებელი, მთელი სიყვარული ამოთქვა – რაღაც შენში შეინახე, სათუთად. სიტყვებით ნუ გამოხატავ. სჯობს – ქცევით, შეხებით, ალერსით, კოცნით. ერთი ვნებიანი კოცნით ნებისმიერ სიტყვაზე მეტი შეიძლება თქვა. ერთი ნაზი შეხება ხანდახან დაუჯერებელს დაგაჯერებს. ერთი ცეცხლოვანი ალერსი აუხსნელს ხსნის… სიყვარულში არ არის თეორემები, განტოლებები, სიყვარულს სწავლა არ სჭირდება, უბრალოდ, შიგნიდან უნდა იგრძნო. სადღაც გულის არეში…

შეიცვალე ფოთლები, მაგრამ ფესვები შეინარჩუნე.

ბავშვები ყოველთვის ნამდვილი რჩებიან – ჩვენგან, უფროსებისგან განსხვავებით, რომლებსაც ნიღბების მორგება გვიყვარს…

სიყვარულს ოქროს შუალედი არა აქვს: ის ან ყვავის, ან ჭკნება. როცა სიყვარულს განსაცდელი აქვს, ის არ ჭკნება. კვლავ ყვავის, მაგრამ არომატს კარგავს. მისი დაბრუნება შეიძლება. დროთა განმავლობაში…

არაფერს ვიღებთ უსასყიდლოდ. ღიმილისთვის ცრემლით ვიხდით. სიხარულისთვის – სევდით. სიტკბოსთვის – სიმწრით. რწმენისთვის – სასოწარკვეთით. სიყვარულისთვის – მარტოობით…

მწერალი ელჩინ საფარლი - Sputnik საქართველო
ელჩინ საფარლი - თბილისში ჩაკარგვის ოცნება

მთისკენ მრავალი გზა მიდის, ხოლო ხედი მთიდან მაინც ერთნაირია.

აღარ დავდივარ სხვების რჩევების კომპასით…

ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე მსჯელობენ, როგორც წესი, საკუთარ ცხოვრებაში ვერ გარკვეულან…

რაც არ უნდა ძლიერი იყოს ქალი, მას სისუსტის უფლება აქვს…

ჩემი ცხოვრება სქელ ფოტოალბომს დაემსგავსა შავ–თეთრი ფოტოებით. ყველა ერთნაირია, მოსაწყენი და ერთფეროვანი…

ყველაზე მძიმე ჭრილობებს ერთმანეთს ენით ვაყენებთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0