კომბლე სპაიდერმენის ნაცვლად და შეყვარებული ქართული პომიდვრები

© Photo: courtesy of Animation Developmentანიმაციის ფონდის მოსწავლეები ვარნაში
ანიმაციის ფონდის მოსწავლეები ვარნაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც დავრწმუნდით, ყველანი მართლა ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ, კიდევ – იმ ანიმაციური ფილმებიდან, რომლებიც იმ წლებს უფრო დაუვიწყარს ხდის. ანიმაციური ფილმების მხატვრული პერსონაჟები ავტომატურად ხდებოდნენ ჩვენი მიბაძვის ობიექტები, ამიტომ მათი აღმზრდელობითი ფუნქცია და მნიშვნელობა გვიან გავაცნობიერეთ.

სასიხარულოა, რომ ბოლო წლებში საქართველოში ქართული ანიმაციის განვითარებისთვის ბევრი რამ კეთდება. თანაც, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ საქმეში მოზარდებიც აქტიურად არიან ჩაბმული, მაშინ საქმე არც ისე უიმედოდაა. ამის ერთ-ერთ არგუმენტად საქართველოში მოქმედი ანიმაციის განვითარების ფონდის საქმიანობაც გამოდგება.

ანიმაციის განვითარების ფონდი 2007 წელს თბილისში დაარსდა. მისი ხელმძღვანელი ბატონი ზურაბ დიასამიძეა. ფონდის ინიციატივით არაერთი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტი ხორციელდება, რეგიონებში დაარსებულია ანიმაციური სკოლები. ფონდის ბაზაზე 50-ზე მეტი ანიმაციური ფილმია შექმნილი. მის მოსწავლეებს სხვადასხვა ფესტივალებზე, მათ შორის, უცხოეთშიც პრიზები აქვთ აღებული.

ვესაუბრებით ანიმაციის განვითარების ფონდის პროექტების კოორდინატორს მარისკა დიასამიძეს.

© Photo: Courtesy of Animation Developmentპროექტების კოორდინატორი მარი დიასამიძე
პროექტების კოორდინატორი მარი დიასამიძე - Sputnik საქართველო
პროექტების კოორდინატორი მარი დიასამიძე

– მარი, იქნებ სრულად ჩამოთვალოთ ის პროექტები, რაც ფონდის მიერ ხორციელდება?

— გმადლობთ, რომ ამ თემის მიმართ დაინტერესებას იჩენთ. თქვენ მკითხველს ვეტყვი, რომ ჩვენი ფონდი ახორციელებს ბევრ პროექტს: ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი", ანიმაციური ფილმების რეგიონული ფესტივალი „ექო თოფუზი", ანიმაციის სასწავლო სტუდიები, რომლებიც რეგიონებში ფუნქციონირებს, იმართება ანიმაციის ვორკშოფები „ანიმაცია – ურთიერთობის მხატვრული ფორმა“. ყოველივე აქედან გამომდინარე, ფონდის მიზანია ხელი შევუწყოთ ანიმაციის განვითარებას საქართველოში და მის ინტეგრაციას მსოფლიოში.

© Photo: Courtesy of Animation Developmentანიმაციის ფესტივალის სარეკლამო ლოგო და პლაკატი
ანიმაციის ფესტივალის სარეკლამო ლოგო და პლაკატი - Sputnik საქართველო
ანიმაციის ფესტივალის სარეკლამო ლოგო და პლაკატი

ჩვენი პრიორიტეტებია საგანმანათლებლო, საფესტივალო და ფილმწარმოებასთან დაკავშირებული საქმიანობა. როგორც იცით, წელს ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წელია, ამასთან დაკავშირებით ფონდის რეჟისორებმა და ანიმატორებმა მწერლის ლექსების გაცოცხლება დაიწყეს.

© Photo: Courtesy of Animation Developmentანიმაციის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ზურაბ დიასამიძე მოსწავლეებთან და ფონდის სტუმრებთან ერთად
ანიმაციის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ზურაბ დიასამიძე მოსწავლეებთან და ფონდის სტუმრებთან ერთად - Sputnik საქართველო
ანიმაციის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ზურაბ დიასამიძე მოსწავლეებთან და ფონდის სტუმრებთან ერთად

– რომელ რეგიონებში გაქვთ გახსნილი ანიმაციის შემსწავლელი სკოლები?

— თბილისის გარდა ასეთი სკოლები გახსნილია ფოთში, ხულოში, თელავსა და ზუგდიდში. ძალიან გვახარებს ის ამბავი, რომ ამ სკოლების ყველა მოსწავლე გამორჩეულია. თუმცა მინდა ორი მათგანი მაინც გაგაცნოთ, ესენი არიან სოფო ბორძიკიძე, რომელმაც ფესტივალზე „ოქროს პეპელა“ პრიზი აიღო, და ეკა შავთელი, რომლის ნამუშევარიც ბულგარეთში აღინიშნა პრიზით. ამას გარდა, ხულოს სკოლის ბავშვებიც დაჯილდოვდნენ ფესტივალზე „თბილისური აისი“. ხულოს სტუდიის ბავშვები ჩასული იყვნენ ვარნაში, სადაც ჩაიტანეს ანიმაციური ფილმი „ციყვები“. ფოთის სამხატვრო სკოლის ბავშვებმა მათ მიერ შექმნილი ფილმი გერმანიის ფესტივალზე გაიტანეს. ლისაბონის მაყურებელმა ნახა ფილმი „პომიდორი“, რომლის რეჟისორია პეტრე თომაძე, მხატვარი – მიშა სულაკაური. ფილმმა ექვსი თვის განმავლობაში იმოგზაურა საფრანგეთის, ესპანეთის და პორტუგალიის ქალაქებში, ივლისში მას ფესტივალზე წარადგენენ. ანიმაციური ფილმების ფესტივალი „თოფუზი“ წელს, ოქტომბერში საქართველოში, ბათუმში მეათედ გაიმართება. გვიხარია, რომ ბოლო ფესტივალზე ათასზე მეტი ფილმი ჩამოვიდა.

– ვიცი, რომ ახალი ქართული ანიმაციური გმირების შექმნაზე ფიქრობთ…

— ქართულ ზღაპრებში საკმაოდ საინტერესო პერსონაჟებია, რომლებსაც ახალი რეალობის მორგება სჭირდებათ, ანუ ამ პერსონაჟებით ახალი სიუჟეტების მოგონება–გადაღებაა საჭირო. მხედველობაში მყავს ჩვენი ქართული გმირები, მაგალითად, წიქარა, კომბლე, ნაცარქექია და სხვ. სიუჟეტის მოგონებაზე მეტად თვითონ პერსონაჟების და უკვე არსებული ისტორიების გათანამედროვება და მათი თანამედროვე კონტექსტში დანახვაც საინტერესო იქნება არა მარტო ბავშვებისთვის, უფროსებისთვისაც. ანიმაცია ხომ ყველა ასაკის ადამიანის ცხოვრებას ახალისებს და სხვა შინაარსით ავსებს მას…

 

ყველა ახალი ამბავი
0