რატომ აღარ აპირებს გინესის რეკორდსმენი ანა ლომინაძე საქართველოს სახელით ასპარეზობას

© Photo: Courtesy of Anuki Lominadzeანუკი ლომინაძე
ანუკი ლომინაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
23 წლის ანა ლომინაძემ გინესის რეკორდი დაამყარა, მან შეძლო და ხელ-ფეხშეკრულმა მოკლე დროში გადაცურა დარდანელის სრუტე.

პირველად საქართველოს ჩემპიონი რვა  წლის ასაკში გახდა და მას შემდეგ ცდლობს მუდმივად  ფორმაში იყოს და ახალი რეკორდები დაამყაროს.

–ანა, რამდენი ხანია რაც  ცურვა შენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა?

–ორი წლის ვიყავი, როდესაც  ცურვა დავიწყე.  ცურვის წრეზე ოჯახის ახლობელმა მიმიყვანა, ძალიან მიყვარდა წყალი…  პირველად, როდესაც შეჯიბრზე ვიასპარეზე,  ხუთი წლის ვიყავი. ჩემს ასაკობრივ კატეგორიაში  ყოველთვის წამარმატებას ვაღწევდი. საქართველოს ჩემპიონი პირველად რვა წლისა  გავხდი  და  საქართველოს ნაკრებში აღმოვჩნდი. ზოგადად, როდესაც  დიდი  სპორტით ხარ  დაკავებული, გამოდის,  რომ  მას შენი ცხოვრების დიდ ნაწილს უთმობ. 

–რა იყო დარდანელის სრუტემდე?

–როდესაც საქართველოს ნაკრებში ვიყავი, გამოჩენილი ქართველი მოცურავე  ჰენრი კუპრაშვილი მოვიდა ჩვენთან, რომელმაც შემოგვთავაზე ხელ-ფეხშეკრულებს გვეცურა. რამდენიმე ჩემპიონატი ჩატარდა, რატომღაც მე უფრო მეტად დავინტერესდი ამ სახეობით, სხვებთან შედარებით კარგად გამომივიდა, რადგან ლიდერი ვიყავი. წამოვედი საქართველოს ნაკრებიდან, დავიწყე მარათონული ცურვა, შემდეგ  გადავცურე დარდანელის სრუტე და დავამყარე გინესის რეკორდი, ეს იყო  ურთულესი, უნდა გადამეცურა დიდი მანძილი ძალიან ცოტა დროში. ეს ჩემთვის უდიდესი მიღწევა იყო.

© Photo: Courtesy of Anuki Lominadzeანუკი ლომინაძე
ანუკი ლომინაძე - Sputnik საქართველო
ანუკი ლომინაძე

–მეორე რეკორდიც გაქვს დამყარებული..

–დიახ,  გინესმა შემომთავაზა აუზი ბორკილებით ხელ-ფეხშეკრულს გადამეცურა.

–როგორ ემზადებოდი სრუტის გადასაცურად?

–წარმატებამდე საკმაოდ შრომატევადი დღის განრიგი მქონდა – დღეში ორჯერ  ვარჯიში, ძალიან რთული იყო ის პერიოდი, ვცურავდი სიმძიმეებით,  ვიტვირთებოდი ფიზიკურად. ფსიქოლოგიურადაც ძალიან რთული იყო, რადგან მე სტარტი კი არ უნდა ამეღო და მივსულიყავი ფინიშთან, არამედ უნდა გადამეცურა სრუტე, სადაც არასდროს მიცურია. იქ არის სხვადასხვა დინებები და აბსოლუტურად განსხვავებულია აუზისგან, შესაბამისად,  აბსოლუტურად სხვა მომზადება მქონდა გავლილი.

–მოგვიყევი სრუტის გადაცურვის შესახებ….

–როცა ჩვენ ჩავედით და ერთი ნაპირიდან მეორეზე კატერით გადავდიოდით, ვუყურებდი სრუტეს და შოკში ვიყავი,  ისეთი დიდი ტალღები იყო. სრუტე 30 აგვისტოს  პირველიდან სამის ნახევრამდე პერიოდში იკეტებოდა, ამ დროში უნდა მომესწრო გადაცურვა. როდესაც ამაზე ფიქრი დავიწყე,  ცოტა წარმოუდგენალად მეჩვენებოდა. სრუტეში სხვადასხვა ქვეყანა ატარებს მარათონულ ცურვას და მსურველებიც ბევრი არიან. როდესაც მე  მივედი,  ნება არ დამრთეს მეცურა, იმიტომ რომ შეეშინდათ. ამის გამო არაკნონიერად დავიქირავეთ კატარებები და სხვა ადგილიდან ავიღე სტარტი. 47 წუთში ხელ-ფეხშეკრულმა გადავცურე 5,5 კილომეტრი. როდესაც წყალში გადავხტი,  პირველი სამი ამოსუნთქვა ჰაერიც ვერ ჩავისუნთქე,  ტალღები  ისე მეჯახებოდა.  თავიდან  ვფიქრობდი,  რომ ვერ შევძლებდი,  საბედნიეროდ, დრო ისე გავიდა ვერც გავიგე.

–რამდენად გქონდა საკუთარი თავის იმედი, რომ გინესის რეკორდს დაამყარებდი? 

–ყოველთვის ძალიან მშიშარა ვიყავი, მაგრამ როდესაც წყალში ვხტები, ეს შიში მომენტალურად მიქრება. სპორტსმენისთვის ნებისმიერი შეჯიბრი, მით უმეტეს, რეკორდის დამყარება რთულია, შეიძლება კარგ ფორმაში იყო, მაგრამ ფსიქოლოგიურად არ იყო მზად და ეს ვერ შეძლო.  მქონია შემთხვევა,  როდესაც ისე შემშინებია, რომ  სტარტზეც არ გავსულვარ, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ქვს განყობას.

© Photo: Courtesy of Anuki Lominadzeანუკი ლომინაძე
ანუკი ლომინაძე - Sputnik საქართველო
ანუკი ლომინაძე

–რა ემოცია დაგეუფლა  როცა წყლიდან ამოხვედი?

–ამ განწყობის გადმოცემა ძალიან რთულია. ვიყავი ძალიან ბედნიერი და მახსოვს იმ დღეს ვიძახდი,  ნეტა ცხოვრებაში კიდევ ერთხელ ვიყო ასეთი ბედნიერი–თქი. აბსოლუტურად სხვა შეგრძნება იყო, ალბათ, იმ დღეს მთელ დედამიწაზე  ყველაზე ბედნიერი ვიყავი. ვისურვებ რომ მომავლში უფრო დიდი რეკორდი დავამყარო და ეს შეგრძნება კიდევ  განვიცადო. 

–ანა, რა არის შენთვის ცურვა?

–ცურვა ჩემთვის მთელი სამყაროა, ჩემთვის ყველაფერი ცურვით იწყება. ეს არის ბედნიერება,  თვისუფლება, სიძლიერე და ამოუხსნელი სიყვარული.

–მოცურავის ცხოვრება რა სირთულებთაან არის დაკავშირებული?

–ზოგადად, ვფიქრობ, რომ  ყველაზე რთული გადატეხის ასაკია. როდესაც შენი მეგობრები მიდიან გასართობად, დასასვნებლად, შენ მათთან ერთად  ვერ მიდიხარ, იმიტომ რომ დილით ვარჯიში გაქვს და ფორმაში უნდა იყო. როცა სპორტი სერიოზულად შემოდის ადამიანის ცხოვრებაში, მისი ყოველდღიურობა რადიკალურად იცვლება. 

–ცურვის  გარდა,  კიდევ რით  ხარ დაკავებული?

–ცხოველები მიყვარს ძალიან, კინოლოგიით ვარ გატაცებული და მყავს ძალიან ბევრი ძაღლი.

–როგორ წარმოგიდგენია შენი ხვალინდელი დღე?

–მინდა კიდევ გავაგრძელო მანათონული ცურვა. ორი რეკორდი საქართველოს სახელით ვიასპარეზე, მაგრამ საზოგადოებისგან შესაბამისი ყურადღება და დაფასება ვერ ვიგრძენი. ამ შემთხვევაში მხოლოდ მატერიალურ მხარეს არ ვგულისხმობ.   სანამ სათანადო ყურადღება არ იქნება, არ ვაპირებ საქართველოს სახელით ვიასპარეზო. ჩვენით უცხოლები უფრო ინტერესდებიან. ჯერ-ჯერობით სხვა საქმით ვარ დაკვებული, შემდეგი წლიდან კი განვაგრძობ ვარჯიშს,  იმიტომ რომ  წყალი ძალინ მომენატრა და მის გარეშე არ შემიძლია.

 

ნინი რაზმაძე

 

ყველა ახალი ამბავი
0