მარკუს მეტრეველი

მარკუს მეტრეველის ახალი წელი რიკოთის გვირაბში და „საიდუმლო" სანტა

682
(განახლებულია 16:48 29.12.2017)
მერი ბლიაძე
სულ რამდენიმე დღე დარჩა ახალი წლის დადგომამდე. თოთოეულ ოჯახში სადღესასწაულო განწყობა, მხიარული გარემო და პოზიტიური ატმოსფერო სუფევს.

ახალი წლისთვის უკვე ემზადება მომღერალი მარკუს მეტრეველი. ნაძვის ხე დიდი ხანია დადგა. სად და როგორ შეხვდება 2018 წელს უკვე დაგეგმილი აქვს, თუმცა იმედს გამოთქვამს შარშანდელი წელივით გაუგებრობაში არ აღმოჩნდება და კვლავ უცნაურ სიტუაციაში არ შეხვდება ახალ წელს.

,

— საახალწლო განწყობა უკვე დიდი ხანია მაქვს. ამ დღესასწაულისთვის სპეციალურად ვემზადები ამაღლებული განწყობით, პოზიტივით და დადებითი ბრჭყვიალა ენერგეტიკით. რა თქმა უნდა ნაძვის ხეც მოვრთე უკვე.

მარკუს მეტრეველი
მარკუს მეტრეველი

- უხვი ფერებით გამოირჩევა თქვენი ნაძვის ხე… თქვენი გემოვნებით მორთეთ თუ დედათქვენიც იყო ჩართული ამ პროცესში?

— ზოგადად ცხოვრებაც მრავალფეროვანი მხიბლავს და უფრო საინტერესოა ჩემთვის, ვიდრე მონოტონური. შესაბამისად ჩემი ნაძვის ხეც არის ფერადი, ჭრელი, როგორც ჩემი ხასიათი და შინაგანი განწყობის ფერებითაა მორთული. მე და დედას გვიყვარს, როცა ნაძვის ხეს ერთად ვრთავთ. ყოველთვის ასეა, მე ვაწყობ, დედა კი შლის, მე ყოველთვის მეზარება დაშლა.

მარკუს მეტრეველის ნაძვის ხე
მარკუს მეტრეველის ნაძვის ხე

- რა გეგმები გაქვთ საახალწლოდ, სად შეხვდებით ახალ წელს?

— რაც შეეხება ახალ წელს ვიწყებ ჩემი უსაყვარლესი კახეთიდან, სიღნაღიდან. შემდეგ გადმოვინაცვლებ დედაქალაქში. თბილისში მიწვეული ვარ სხვადასხვა კლუბსა და რესტორანში და იქ გავაგრძელებთ გართობას, ყველა ერთად საზეიმო განწყობით.

- ბედობის და მეკვლეობის თუ გჯერათ?

— კი, მჯერა. ზოგადად ვცდილობ, რომ ჩემი მეკვლე იყოს ის ადამიანი, ვისაც კარგად ვიცნობ, ვისაც არ აქვს გულში სიბოროტე, შური, ღვარძლი. მინდა პოზიტიურად შევხვდე ახალ წელს. უმეტეს შემთხვევაში მე თვითონ ვარ მეკვლე, რადგან როცა ყველას სძინავს, გამთენიისას მაშინ მიწევს სახლში დაბრუნება. რას ვიზამთ, მოგეხსნებათ როგორი სამსახური მაქვს.

მომღერალი მარკუს მეტრეველი პირველ სამოდელო კოლექციას ამზადებს
მომღერალი მარკუს მეტრეველი პირველ სამოდელო კოლექციას ამზადებს

- საჩუქრები თუ მიიღეთ უკვე, ან თქვენ თუ გაახარეთ მეგობრები და ოჯახის წევრები?

— კი, სხვათა შორის ძალიან მაგარი საჩუქარიც მივიღე. წელს სუპერ სანტა მყავდა. მე ჯერ ვფიქრობ რა ვაჩუქო მეგობრებს და ოჯახის წევრებს.

- გაგვიმხელთ ვისგან მიიღეთ საჩუქარი, თუ საიდუმლო სანტაა?

— მაპატიეთ, თავს შევიკავებ. საიდუმლო სანტაა.

- ახალ წელს უცნაურ ან კურიოზულ სიტუაციაში თუ შეხვედრილხართ?

— წინა წელს შევხვდი რიკოთზე გვირაბში, ჩურჩხელით და შამპანიურით ხელში.

მარკუს მეტრეველი
მარკუს მეტრეველი

- როგორ აღმოჩნდით იქ?

— კონცერტიდან მოვდიოდი და ვერ მოვასწარით თბილისში ჩამოსვლა. გვირაბში, რომ ვიყავით მაშინ ჩამოკრა საათმა თორმეტს. იმედია წელს იგივე არ მოხდება და ისევ გვირაბში არ შევხვდები ახალ წელს.

- როგორი იყო თქვენთვის 2017 წელი?

— ო, მართლა საოცარი! 2017 წელი იყოს ძალიან ნაყოფიერი.  ჩემი თავი მოვსინჯე სხვადასხვა პროექტებში, ბევრი ვიმოგზაურე. ჩავწერე ახალი სიმღერები, მქონდა საკმაოდ დატვირთული გრაფიკი, კონცერტები საზღვარგარეთ, საერთაშორისო დონეზე. ძალიან კმაყოფილი ვარ მამლის წლით. იმედია ყვითელი ძაღლის წელი იქნება უფრო საინტერესო, გრანდიოზული გამოწვევებით და ახალი პროექტებით. და რაც მთავარია პოზიტივით დატვირთული, სიხარულით სავსე, როგორიც ჩვენი ოთხფეხა მეგობრები არიან (მათ ძაღლებს ვერ ვეძახი).

მარკუს მეტრეველი
მარკუს მეტრეველი

- რას უსურვებთ ქართველ ხალხს 2018 წლისთვის?

— ქართველ ხალს რას ვუსურვებ? ვართ ძალიან მდიდარი ერი, თავისი კულტურით, პოლიფონიით, ფოლკლორით, ძირძველი ისტორიით და ულამაზესი კუთხეებით. იცით მხოლოდ რა გვაკლია? ერთმანეთის სიყვარული, გატანა, ნაკლები შური, ბოღმა, ღვარძლი. მინდა უანგაროდ გვიყვარდეს ერთმანეთი. ცხოვრების აზრი, ხომ სწორედ სიყვარულია. ვისურვებ, რომ არცერთ ოჯახში არ იყოს შიმშილი. ყველგან იყოს სითბო, სიხარული და ბედნიერი 2018 წელი დამდგარიყოს თითოეული ქართველის ოჯახში.

 

682