ბესო კალანდაძე: ბიზნესი ცხოვრებას მიადვილებს, სიმღერა - მილამაზებს

© Photo: Сourtesy of Beso Kalandadzeბესო კალანდაძე
ბესო კალანდაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
წლების წინ ფილარმონიის გამოსასვლელთან იმდენი თაყვანისმცემელი ჰყავდა ჩასაფრებული, რომ გარეთ გამოსვლას ვერ ახერხებდა.

დღეს პოპულარული მომღერალი, ვია „75“-ის სოლისტი, ბესო კალანდაძე თავის პირვანდელ პროფესიას დაუბრუნდა, ამიტომ ამჯერად მასთან, როგორც ბიზნესმენთან ინტერვიუს გთავაზობთ.

ბატონ ბესოს დღეს საკუთარი ფირმა აქვს-ესაა ლოჯისტიკური ცენტრი, სადაც სამაცივრე და სასაწყობო მეურნეობაა. მისი მეშვეობით შესაძლებელია ხილისა და ბოსტნეულის ცოცხლად შენახვა. ბატონ ბესოს სამსახურის შემდეგ დავუკავშირდით.

© Photo: Сourtesy of Beso Kalandadzeბიზნესმენი ბესო კალანდაძე ერთ-ერთ წარმატებულ ქართველ ბიზნესმენთან,ზაზა ოქუაშვილთან ერთად
ბიზნესმენი ბესო კალანდაძე ერთ-ერთ წარმატებულ ქართველ ბიზნესმენთან,ზაზა ოქუაშვილთან ერთად - Sputnik საქართველო
ბიზნესმენი ბესო კალანდაძე ერთ-ერთ წარმატებულ ქართველ ბიზნესმენთან,ზაზა ოქუაშვილთან ერთად

- ბატონო ბესო, როგორი მომღერალს გიცნობთ, მაგრამ როგორი ბიზნესმენია ბესო კალანდაძე?

—  შეიძლება ყველამ არა, მაგრამ ბევრმა იცის, რომ დღეს ჩემი სპეციალობით ვმუშაობ. პროფესიით ეკონომისტი, ფინანსისტი ვარ და ამჟამად ჩემი ფირმა მაქვს. მარტო მომღერალი არასოდეს ვყოფილვარ, ჯერ კიდევ კომუნისტების დროს სამეურნეო მაღაზიის დირექტორი ვიყავი. შემდეგ იგივე სისტემაში სარევიზიოში გადავედი. რის შემდეგაც  11 წელი საგადასახადოში ვიმუშავე.

- იქნებ, ჩვენს მკითხველს უფრო კონკრეტულად უთხრათ, რა სახის ბიზნესი გაქვთ?

— ესაა ფირმა, ლოჯისტიკური ცენტრი, სადაც სამაცივრე და სასაწყობო მეურნეობაა. დიდი მაცივრებია, სადაც ხილი და ბოსტნეული ცოცხლად ინახება. მსგავსი რამ ყველა ნორმალურ ქვეყანაში დიდი ხანია, არსებობს. მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი ხილი და ბოსტნეული იყრება ხოლმე, არადა, ეს ხომ ოქროა?!. სამაცივრე-სასაწყობო მეურნეობა სომხეთს ჩვენზე კარგად აქვს აწყობილი. ჩვენთან კი ძალიან ცოტაა გადამამუშავებელი ქარხნები, რომლებიც ადრე მუშაობდა. მაშინ კავშირის დროს რეალიზაციის ბაზარი არსებობდა და ყველაფერი ცენტრალიზებული იყო. ახლა ეს აღარ არის, ამიტომ ამ საქმეს პროფესიონალი და ცოდნა სჭირდება. ჩვენში ხალხს წიგნის კითხვა არ უყვარს, არადა, ამბიციები დიდი აქვთ. საქმეს გაანგარიშებისა და მარკეტინგული კვლევის გარეშე იწყებენ. ახალგაზრდებზე არ მაქვს საუბარი, ისინი ყველაფერს უფრო საღად უყურებენ, ჩემზე ახალგაზრდა სპეციალისტებზე მოგახსენებთ.

© Photo: Сourtesy of Beso Kalandadzeბესო კალანდაძე- ნადირობის შემდეგ
ბესო კალანდაძე- ნადირობის შემდეგ - Sputnik საქართველო
ბესო კალანდაძე- ნადირობის შემდეგ

- ბატონო ბესო, საქართველოში ამ სფეროში კონკურენტები თუ გყავთ და კუსტარულად თუ ხდება მსგავსი რამ?

— რათქმაუნდა მსგავსი მეურნეობა სხვებსაც აქვთ. მაცივრები კი ხშირ შემთხვევაში უფრო კუსტარულია. ხილის შენახვა მიწაშიც შეიძლება, ვისაც სოფელში ან რაიონში ამის საშუალება აქვს მიწას ამოთხრის და იქ ღრმად შეიძლება მათი კარგად შენახვა. თუმცა ქალაქის პირობებში ეს ძალიან რთულია. რესტორნებში, იანვრის თვეში ყურძენს რომ მიირთმევთ ან მსხალს, ეს ხომ ყველაფერი მაცივარშია შენახული. ყველა ხილს თავისი შენახვის ვადა გააჩნია და შესაბამის პირობებში თუ არ მოხდა მათი შენახვა- ფუჭდება და საკვებად უვარგისი ხდება. ბაზარში რასაც ყიდულობთ ზამთრობით ეს ყველაფერი სწორედ იმ მაცივარში შენახულია.

- თქვენი, როგორც მომღერლის პოპულარობა თუ „მუშაობს“ ბიზნესის საკეთილდღეოდ?

— პიროვნული ურთიერთობების დროს როგორ არ მუშაობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ჟარგონის ენაზე რომ ვთქვა, ამის ხარჯზე რაღაცას მუქთად მივიღებ- ყველაფერს შრომა სჭირდება. ადამიანური ურთიერთობები ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს სხვა მომენტებია. საქმე კი ცოდნას და სპეციფიურ მიდგომას მოითხოვს. ასე რომ, მთლად მარტო ურთიერთობებსა და სახელზე დაყრდნობა სწორი არ იქნება.

© Photo: Сourtesy of Beso Kalandadzeბესო კალანდაძე და კაკო ვაშალომიძე სცენაზე
ბესო კალანდაძე და კაკო ვაშალომიძე სცენაზე - Sputnik საქართველო
ბესო კალანდაძე და კაკო ვაშალომიძე სცენაზე

- როგორც მომღერალი ბიზნესმენმა ბესიკ კალანდაძემ სულ „ჩააჩოჩა“?

— არა, ხელოვნებასთან დღესაც მაქვს კავშირი. —თუმცა რომ გითხრათ, ხელოვნება დღეს ჩემი ძირითადი საქმიანობაა მეთქი, არ ვიქნები მართალი. ახალ წელს შემომთავაზეს გამოსვლა და მერიის ღონისძიებაზე გამოვდივარ. სხვა შემოთავაზებებიც მაქვს, მაგრამ ეს ჩემი ყოველდღიური საქმიანობა არ არის და ასეთი რამ პერიოდულად ხდება. საქმე ისაა, რომ სიმღერა ცხოვრებას მილამაზებს, ბიზნესი- მიადვილებს…

 

ყველა ახალი ამბავი
0