ქართველი, რომელმაც ამერიკაში მუსიკალური ფესტივალი „ნიუ-იორკის მარგალიტი“ დააფუძნა

© courtesy of Tamriko Gogoberidzeთამრიკო ღოღობერიძე რიგის ფესტივალზე
თამრიკო ღოღობერიძე რიგის ფესტივალზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ გაგაცნობთ ამერიკაში მცხოვრებ თამრიკო ღოღობერიძეს, რომელმაც იქ ფესტივალი „ნიუ-იორკის მარგალიტი“ დააფუძნა.

პროფესიით უცხო ენების სპეციალისტია, ამასთან განათლება ბიზნესის მენეჯმენტის განხრით აქვთ მიღებული. მის მიერ დაარსებული ფესტივალის წყალობით, უცხოეთში მცხოვრები არა ერთი ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდა გამოვლინდა. თუმცა მსგავსი საქმიანობა მან ჯერ კიდევ საქართველოში დაიწყო, როდესაც დააარსა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანიც ასევე ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა და მათი მხარდაჭერა იყო. კორპორაცია „პრაგმა არტ ჯგუფის“ პრეზიდენტს, ქალბატონ თამრიკო ღოღობერიძეს ნიუ-იორკში დავუკავშირდით.

© courtesy of Tamriko Gogoberidzeთამრიკო ღოღობერიძე
თამრიკო ღოღობერიძე - Sputnik საქართველო
თამრიკო ღოღობერიძე

- ქალბატონო თამრიკო, „ნიუ-იორკის მარგალიტამდე“ თქვენ ჩატარებული გაქვთ ფესტივალი „ბათუმის მარგალიტი”, რას მოგვიყვებით საქართველოში თქვენს ცხოვრებასა და საქმიანობაზე?

— საქართველოში, კერძოდ ბათუმში, ჩატარებული მაქვს საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „ბათუმის მარგალიტი”. მაქვს საერთაშორისო ჟიურის ტიტული. ჟიურის რანგში 10 სხვადასხვა ქვეყნის პრესტიჟულ მუსიკალურ კონკურში მაქვს მონაწილეობა მიღებული. პროფესიით უცხო ენებისა და ბიზნეს მენეჯმენტის განხრით სპეციალისტი გახლავართ. უმაღლესი განათლება მოსკოვში მაქვს მიღებული. ხელოვნებასთან შეხება ოჯახიდან გამომდინარე პატარაობიდანვე მქონდა. ბიძა, დავით ბალანჩივაძე —დირიჟორი გახლდათ, დეიდა —დარეჯან ბალანჩივაძე პიანისტი. თავად მე მუსიკალურ ათწლედში ვსწავლობდი და მუდმივად ხელოვნების ამ სფეროში ვიყავი. უცხო ენების განხრით ათწლეულების მანძილზე სავაჭრო პალატაში ვმუშაობდი. პარალელურად მქონდა ჩამოყალიბებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანიც ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა და მათი მხარდაჭერა იყო.

© courtesy of Tamriko Gogoberidzeთამრიკო ღოღობერიძე პრეს-კონფერენციაზე
თამრიკო ღოღობერიძე პრეს-კონფერენციაზე - Sputnik საქართველო
თამრიკო ღოღობერიძე პრეს-კონფერენციაზე

- გაიხსენეთ პირველი ქართული პროექტი, რაც უცხოეთში ყოფნის დროს განახორციელეთ?

— ამერიკაში ერთ-ერთი პირველი პროექტი, რომელშიც მონაწილეობა მივიღე ლას-ვეგასში ჩატარებული “Golden dream” გახლდათ. აქ საქართველოს სახელით, კასპიდან და ამერიკაში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდა ემიგრანტები გამოვიყვანე. მიუხედავად იმისა, რომ ჟიურის წევრი გახლდით, ყველანაირი მიკერძოების გარეშე, ფესტივალის მთავარი ჯილდოები ჩვენმა თანამემამულეებმა დაიმსახურეს. თათა ხორგუაშვილს — გრან-პრი, ხოლო მარიამ გოდერძიშვილს — პირველი ადგილი მიენიჭათ.

© courtesy of Tamriko Gogoberidzeთამრიკო ღოღობერიძე ნიუ-იორკის ფესტივალის სცენაზე
თამრიკო ღოღობერიძე ნიუ-იორკის ფესტივალის სცენაზე - Sputnik საქართველო
თამრიკო ღოღობერიძე ნიუ-იორკის ფესტივალის სცენაზე

- ქალბატონო თამრიკო, რამდენადაც ვიცი, თქვენ უცხოეთში მხოლოდ ნიჭიერ ქართველებს არ აძლევთ სტიმულს…

— დიახ, ჩემთვის მთავარი ამოცანა არ გახლავთ მხოლოდ ქართველი ახალგაზრდების წახალისება, თუმცა განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდები ჩვენი თანამემამულეების წინსვლასა და წარმატებას საერთაშორისო ასპარეზზე. რაც შეეხება ჩემს მიერ დაარსებულ „ნიუ-იორკის მარგალიტს”, ის ამერიკელ პროდუსერთან, კატერინა მეიერთან ერთად ჩამოვაყალიბე. მისი მთავარი ამოცანა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მომღერლებისთვის უპრეცედენტო შანსის მიცემაა. ღონისძიების მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა წარმდგარიყვნენ მანჰეტენის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ ცენტრში —კაუფმანი. წელს ფესტივალში მონაწილეობა ამერიკელმა, ქართველმა და ყაზახმა მომღერლებმა მიიღეს. სამომავლოდ ვაპირებთ, რომ ღონისძიების მასშტაბები ყოველწლიურად გავზარდოთ და რაც შეიძლება ბევრი ახალგაზრდა მოვიწვიოთ. რაც შეეხება გამარჯვებულებს, მათ ფულადი ჯილდოები, სამახსოვრო საჩუქრები და ლას ვეგასის მუსიკალურ ფესტივალში საგზური  მიიღეს, რომელშიც 11 თებერვალს 7 ამერიკელ ჟიურის წევრთან ერთად გამარჯვებულს მეც გამოვავლენ.

© courtesy of Tamriko Gogoberidzeთამრიკო ღოღობერიძე თბილისობაზე ნიუ-იორკში
თამრიკო ღოღობერიძე თბილისობაზე ნიუ-იორკში - Sputnik საქართველო
თამრიკო ღოღობერიძე თბილისობაზე ნიუ-იორკში

- რომელიმე უჩვეულო მოულოდნელი შეხვედრა ხომ არ გახსენდებათ?

— ნიუ-იორკი ამოუცნობი ქალაქია, სადაც ყველგან მოულოდნელი შეხვედრები გელის. აქ შესაძლოა, რესტორანში, სრულიად შემთხვევით, ტომ ჰენქსთან და ჯონი დეპთან ერთად ისაუზმო. ალბათ არასდროს დამავიწყდება ცნობილ ამერიკელ მსახიობთან, რონ რიფკინთან შეხვედრა. ის ჩემმა ახლო მეგობარმა, მარია ტოლეფსენმა გამაცნო. ჩვენ მანჰეტენზე, ცნობილ რესტორანში ერთად ვივახშმეთ. ვახშმობის დროს მას ჩვენი ფესტივალის შესახებაც მოვუყევი. ის ძალიან დაინტერესდა და წარმატებები გვისურვა.

© courtesy of Tamriko Gogoberidzeთამრიკო ღოღობერიძე გია ჯაჯანიძესთან ერთად
თამრიკო ღოღობერიძე გია ჯაჯანიძესთან ერთად - Sputnik საქართველო
თამრიკო ღოღობერიძე გია ჯაჯანიძესთან ერთად

- როგორ ცხოვრობს თქვენი ქართული ოჯახი ამერიკაში?

— რაც შეეხება პირად ცხოვრებას, მყავს შვილები: დავით ტვილდიანი და ქაქუცა კლდიაშვილი. ჩემი პროექტების გახორციელებაში სწორედ ისინი მიდგანან გვერდში და მეხმარებიან. მყავს ასევე 2 შვილიშვილი საქართველოში — ქეთი და თიკუნა ტვილდიანები, რომლებთანაც შეხვედრას მოუთმენლად ველი ხოლმე. ამერიკამ დიდი ბიძგი მომცა, რომ  ჩემი საქმე მეკეთებინა და ქართველი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის შესაძლებლობა მიმეცა. ვისურვებდი, რომ საქართველოში ახალგაზრდა თაობის წასახალისებლად უფრო ბევრი ფესტივალი ჩატარდეს. მენატრება ჩემი თბილისი, მისი თბილი ადამიანებით, კოლორიტითა და ფერებით…

 

 

ყველა ახალი ამბავი
0