ყავა ველოსიპედზე, ანუ „იდეებ რა ვუყოთ?!“

© FB / Tsotne Kalichavaცოტნე ყალიჩავა ყავა ველოსიპედზე
ცოტნე ყალიჩავა ყავა ველოსიპედზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცოტნე ყალიჩავა 20 წლის სტუდენტია. თსუ-ში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სწავლობს. 19 წლის იყო, როცა საკუთარი ბიზნესი წამოიწყო. ცოტნემ სამთვლიან ველოსიპედზე მოსიარულე საწარმო შექმნა, სადაც თურქულ ყავას ცხელ ქვიშაზე ადუღებს და გამვლელებს არომატულ ყავას სთავაზობს.

ცოტნემ ამ პროექტის გარდა, კიდევ ერთი ახალი და საინტერესო პროექტი წამოიწყო მეგობრებთან ერთად, თუმცა ამ ეტაპზე დეტალების გამხელისგან თავი შეიკავა.

© FB / Nino Mamaiashviliცოტნე ყალიჩავა ყავა ველოსიპედზე
ცოტნე ყალიჩავა ყავა ველოსიპედზე - Sputnik საქართველო
ცოტნე ყალიჩავა ყავა ველოსიპედზე

- როგორ გაგიჩნდათ იდეა შეგექმნათ „ყავა ველოსიპედზე“?

— პირველ რიგში აღსანიშნავია, თუ სად გამიჩნდა ეს იდეა — ფონდ „კრისტალის" მიერ წამოწყებულ ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში გავიარე ტრენინგები. ეს არის ადგილი, სადაც ახალგაზრდას შეუძლია ისწავლოს, როგორ აკეთოს ბიზნესი, ჰქონდეს კარგი იდეა, მიიღოს ინვესტიცია და სისრულეში მოიყვანოს თავისი პროექტი.

იდეის დაბადება ყავის უზომო სიყვარულმა განაპირობა. ვფიქრობდი გამეკეთებინა ისეთი რამ, რაც იქნებოდა ახალი, ამავე დროს საინტერესო, განსხვავებული და რაც მთავარია, ახლოს ყოფილიყო „ყავის სფეროსთან".

- რა მომსახურებას სთავაზობ ადამიანებს?

—  ეს არის სპეციალური ველოსიპედი, რომელიც მე და ჩემმა ნათესავმა გადავაკეთეთ. ველოსიპედი არის სამთვლიანი და მასზე დამონტაჟებულია ყავის ბარი. ყავა იხარშება ქვიშაზე, ძველი თურქული ტრადიციული მეთოდით, მომხმარებლის თვალწინ. მომხმარებლებს ვთავაზობ სამი სახეობის წმინდად დაფქულ და ადგილზე მოხარშულ საუცხოო არომატის მქონე ყავას. რაც მთავარია, ეს საწარმო არის მოძრავი და გადაადგილდება ერთი ობიექტიდან მეორეზე. ჩემი ძირითადი მომხმარებლები არიან ტურისტები და ნაწილობრივ ქართველები. უფრო მეტად ინტერესი ტურისტების მხრიდან მოდის. ჩერდებიან, აკვირდებიან და აღტაცებას გამოთქვამენ, თუ როგორ შეიძლება დაამონტაჟო ყავის ბარი ველოსიპედზე.

© FB / Tsotne Kalichavaცოტნე ყალიჩავა ყავა ველოსიპედზე
ცოტნე ყალიჩავა ყავა ველოსიპედზე - Sputnik საქართველო
ცოტნე ყალიჩავა ყავა ველოსიპედზე

ჩვენმა ბიზნესმა 19 მარტს დაიწყო ფუნქციონირება. თუ გადავხედავთ შედეგებს, ვნახავთ, რომ გაყიდვები მეტწილად იზრდებოდა ტურისტული ბუმის პერიოდში, აგვისტოსა და სექტემბრის დასაწყისში. ზაფხულის პერიოდში  მომხმარებელს ვთავაზობ ცივ ყავას და პარალელურად ესპრესოს, არაბიკასა და ნაზავს. ასევე ქართულ ჩაის.

- თავად უძღვებით ამ საქმიანობას და ყავასაც თქვენ ამზადებთ?

— თავად ვარ როგორც ამ იდეის ავტორი, ისე ბიზნესის დამფუძნებელი, მიმწოდებელი, კონსულტანტი და მენეჯერი, თავად ვხარშავ ყავას და ვუძღვები ბიზნესს.

- რით განსხვავდება თქვენი ყავა სხვებისგან?

— მე არ ვყიდი უბრალოდ ცივ ან ცხელ, შავ ან ყავისფერ ყავას, მე ვყიდი საჭიროებას და ფასეულობას, ვყიდი მომხმარებლისათვის აუცილებელ ელექსირს, ენერგიას, შთაბეჭდილებებს, ბედნიერებას. მომხმარებელთა თვალწინ ვხარშავ ყავას და ვყიდი ნდობას, რომ ეს ყავა ნამდვილია. ყავის ხარშვის პროცესში ტურისტს ინფორმაციულად ვამოგზაურებ საქართველოში, რათა მისთვის ლოდინი სასიამოვნო იყოს.

- სად შეიძლება შეგვხვდეს ყავა ველოსიპედზე?

— ყავის ველოსიპედი შეგხვდებათ ძველი თბილისის მიდამოებში, მეტეხის ხიდსა და ევროპის მოედანზე.

© FB / Tsotne Kalichavaცოტნე ყალიჩავა ყავა ველოსიპედზე
ცოტნე ყალიჩავა ყავა ველოსიპედზე - Sputnik საქართველო
ცოტნე ყალიჩავა ყავა ველოსიპედზე

- როგორ უნდა მოადუღო ყავა, რომ ძალიან არომატული იყოს? რამე განსხვავებული მეთოდი ხომ არ იცით ყავის მოდუღების?

— უბრალოდ სიყვარულით უნდა მოხარშო. ყავას, როგორც კარგ მეგობარს, ისე უნდა იცნობდე. მეტი არაფერი განსაკუთრებული —  იცოდე ის აუცილებელი წესი, რაცაა აუჩქარებლობა და მზაობის შეგრძნება.

- თქვენ თავად ყველაზე მეტად რომელი ყავა გიყვართ?

— ყველაზე მეტად ქვიშაზე მოხარშული, ახლად დაფქული „არაბიკა" მიყვარს.

- საქმიანობა სწავლაში ხელს არ გიშლით?

— სწორედ მიღებული განათლება დამეხმარა ამ საქმიანობაში და ვფიქრობ, შესანიშნავად ვუთავსებ ამ ორ სფეროს ერთმანეთს. თავის ქებაში არ ჩამითვალოთ და შიდა დაფინანსების ორგზის სტიპენდიანტიც ვარ.

- რა სირთულეები იყო ამ ხნის განმავლობაში?

— გარე ვაჭრობასთან დაკავშირებით მქონდა პრობლემა. თბილისი მერიამ ამიკრძალა ვაჭრობა, რადგან ჩათვალეს, რომ ეს კონსტრუქცია არ უხდება თბილისს და კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაა. სინამდვილეში კი ეს არის მოძრავი საწარმო. ვფიქრობ, რომ თუ გვინდა ნაბიჯი გადავდგათ ევროპისკენ, მაშინ ბევრი რამე უნდა ვისწავლოთ, პირველ რიგში ეს არის კანონმდებლობის სრულყოფა. ბევრ ახალგაზრდას აქვს იდეა და ბიზნესი და უფრო მეტს სჭირდება დახმარება, ვინაიდან თავად ეს ახალგაზრდები სჭირდება საქართველოს. ვცდილობ, ყველანაირად მოვაგვარო ეს პრობლემა, ინტენსიური მოლაპარაკებებით, რაშიც ძალიან მეხმარება ფონდი „კრისტალი", ჩემი ინვესტორი, ამერიკის საელჩო და  USAID, Yes Georgia,  ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის პარტნიორები და მეგობრები.

© FB / Tsotne Kalichavaცოტნე ყალიჩავა ყავა ველოსიპედზე
ცოტნე ყალიჩავა ყავა ველოსიპედზე - Sputnik საქართველო
ცოტნე ყალიჩავა ყავა ველოსიპედზე

- რამე კურიოზული ან სახალისო ამბავი ხომ არ გადაგხდენიათ თავს Bicycle Coffee-სთან ერთად?

— ყოველი დღე სახალისოა ყავასთან და ველოსიპედთან ერთად. მახსენდება ერთი შემთხვევა — ერთ-ერთმა მეგობარმა დუბაიდან ძალზე ძვირადღირებული ყავა ჩამომიტანა, მეც შემეშალა და სარეალიზაციო ქილაში ჩავყარე და შემდეგ ყველა გავყიდე. საღამოს, რომ გავიაზრე, თუ რა მოხდა, უკვე გვიანი იყო. მართალია მაშინ არ მეცინებოდა, მაგრამ ახლა მახალისებს ეს ამბავი.

- აღნიშნეთ, რომ თქვენი ბიზნესი სეზონურია. ამინდთან „საბრძოლველად“ არ გინდათ რამე გამოიგონოთ?

— კი, რა თქმა უნდა, ვფიქრობ კონსტრუქციის განვითარებასა და გადაკეთებას.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

— მომავალში ვაპირებ ყავა იყოს ყველგან და ყველასთვის ხელმისაწვდომი. დავამატო ახალი პროდუქცია და შევთავაზო მომხმარებელს ის, რაც არ უნახავს, ან ის, რაც უნახავს, მაგრამ ინოვაციურია.

 

ყველა ახალი ამბავი
0