კასპელი გოგონას წარმატება ამერიკის ფესტივალზე და მისი ორი „ტკბილი ბებო“

© FB / Tata Khorguashviliხორგუაშვილი თათა
ხორგუაშვილი თათა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ამერიკაში მცხოვრები თათა ხორგუაშვილის მორიგ წარმატებაზე მოგითხრობთ.

დაიბადა კასპში, 3 წლის იყო, სიმღერა რომ დაიწყო. სცენაზე ხშირად გამოდიოდა, ამიტომ მის ქალაქში თითქმის ყველა იცნობს. 2016 წელს მოუვიდა მოწვევა ლას-ვეგასის საერთაშორისო ფესტივალიდან, სადაც წარმატებით გამოვიდა და უმაღლესი ჯილდო, გრან-პრი დაიმსახურა. სულ ახლახან კი მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ ფესტივალში Pearl of NY, სადაც მეორე ადგილი დაიმსახურა. ამერიკული ფესტივალი კაუფმანის მუსიკალურ ცენტრში ჩატარდა. თათას ნიუ-იორკში დავუკავშირდით:

© FB / Tata Khorguashviliთათა ხორგუაშვილი
თათა ხორგუაშვილი - Sputnik საქართველო
თათა ხორგუაშვილი

– თათა, გილოცავ მორიგ გამარჯვებას, კმაყოფილი თუ ხარ?

— მუსიკალური ფესტივალი Pearl of NY ჩატარდა კაუფმანის მუსიკალურ ცენტრში, სადაც გამოვედი და შევასრულე უიტნი ჰიუსტონის run to you და ნინო ქათამაძის "ქუჩაში ერთხელ". ავიღე მეორე ადგილი, რითიც, ცოტა არ იყოს, უკმაყოფილო დავრჩი, რადგან უფრო მეტს ველოდი. ჩემ გარდა მოლოდინი დარბაზში მსხდომ მაყურებელს და ჩემ გულშემატკივარსაც გაუცრუვდა. თუმცა მაინც მადლობელი ვარ, რომ მეორე ადგილი მომანიჭეს.

© FB / Tata Khorguashviliთათა ხორგუაშვილი
თათა ხორგუაშვილი - Sputnik საქართველო
თათა ხორგუაშვილი

– ამ ფესტივალზე როგორ მოხვდი?

— როდესაც ინტერნეტში ავტვირთე ჩემი სიმღერის ვიდეო, ამის მერე ლას-ვეგასის ფესტივალის ორგანიზატორები დამიკავშირდნენ. ამ ფესტივალის ჟიურის ერთ-ერთმა ქართველმა წევრმა, თამარ გოგობერიძემ ფესტივალზე პირადად მიმიწვია. საკმაოდ დიდი კონკურენცია იყო. ამ ფესტივალმა მოტივაცია მომცა და ჩემ თავს შევძახე: შემდეგში უფრო მეტს მივაღწევ და ეს "წაგება" გახდება ჩემი წარმატებების დასაწყისი–მეთქი.

– მგონი, უკვე აუწყვე ფეხი ამერიკულ ცხოვრებას?

— მიხარია, რომ ამერიკული ცხოვრების ტემპის ფონზე სცენაზე გამოსვლას მაინც ვახერხებ. ჩემი ცხოვრება საკმაოდ საინტერესოა: ვმუშაობ და თან ვსწავლობ lyndhurst high school-ში, რომელიც ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ლინდჰარსტშია. დავდივარ სკოლაში, სადაც საუკეთესო გარემოა, პირველ სემესტრში დიდი ქულები გამომყვა, რითიც ყველა ჩემი ახლობელი გავახარე. თავიდან გამიჭირდა, რადგან იქ ყველაფერი – გარემო და ადამიანები უცხო მეჩვენებოდა. ახლა კი ისე მივეჩვიე ყველას და ყველაფერს, რომ ასე აღარ ვფიქრობ.

© FB / Tata Khorguashviliთათა ხორგუაშვილი
თათა ხორგუაშვილი - Sputnik საქართველო
თათა ხორგუაშვილი

 

– გავიგე, სკოლის გუნდშიც მღერი…

— დიახ, სკოლის ბენდში, სადაც მუსიკალური ნიჭის მქონე მოსწავლეები არიან, მე სოლო პარტიებს ვასრულებ. ყოველთვის მინდოდა, რომ საყვირზე დაკვრა მესწავლა და ახლა ამის საშუალება მომეცა. მეცადინეობას დიდი ინტერესით შევუდექი და იმედია, მალე ბენდშიც დავუკრავ.

© FB/ Tata Khorguashviliთათა ხორგუაშვილი
თათა ხორგუაშვილი - Sputnik საქართველო
თათა ხორგუაშვილი

 

– ვიცი, რომ ახლობლები ყველანაირად გვერდში გიდგანან და შენი ორი ბებო გამორჩეულად გიყვარს…

— ნამდვილად ასეა. ორივე ბებოსთან ყოველთვის ვდაქალობდი, მიყვარდა მათი ყურადღების ცენტრში ყოფნა და მათი ზრუნვაც მსიამოვნებდა. ძალიან განსხვავებული ბებოები მყავს: ნაირა ბებო ისეთი მშვიდია, რომ მოინდომო, მაინც ვერ გააბრაზებ. ნათელა ბებომ კი გამზარდა, დედას ჩემ აღზრდაში ძალიან ეხმარებოდა. აქვე გულშემატკივრობისა და დახმარებისთვის მინდა მადლობა გადავუხადო: ჩემს ტკბილ ბებოებს, მშობლებს, ჩემს დაიკოს, რომელიც მუდამ საჭირო რჩევებს მაძლევს ხოლმე, გიაკო პაპას, ყველა ახლობელს და ნაცნობს, მადლობა ჩემს მეგობრებს იმისთვის, რომ არასდროს მტოვებენ. ყველას, ვისაც ჩემი წარმატება გულით ახარებს. მინდა ისინი გავახარო და ვუთხრა, რომ ვაშინგტონშიც ვარ მიწვეული, რისთვისაც აქტიურად ვემზადები. ვნახოთ, ყველაფერი წინაა და მაქსიმალურად ვეცდები, რომ ჩემი გულშემატკივარი ისევ გავახარო…

 

ყველა ახალი ამბავი
0