ხელნაკეთი საპნების თბილისელი დედოფალი

გამოწერა
არავის გაუკვირდება, როცა ადამიანი ფუნჯით, ფანქრით, საღებავებით ხატავს ან თიხაში ძერწავს, მაგრამ როცა ამ ყველაფერს ერთ პროდუქტში - საპონში აერთიანებ, თან სასარგებლო და სურნელოვანი ნაზავით აჯერებ - ეს უკვე განსაკუთრებული შემოქმედებაა. დღეს ასეთი შემოქმედების ავტორს - მაია მაისურაძეს წარმოგიდგენთ.

ქალბატონმა მაიამ, ინტერნეტ სივრცეში რამდენიმე წლის წინ ნახა ხელნაკეთი საპნები და ძალიან მოიხიბლა. გაუჩნდა სურვილი თავადაც ეცადა და დაეწყო ხელნაკეთი საპნის დამზადება. მხოლოდ  4-5  წლის მერე შეძლო ამ სურვილის განხორციელება. იდეამ გაამართლა!

— დავიბადე და გავიზარდე თბილისში. პროფესიით ეკონომისტი ვარ, ვფლობ სადღესასწაულო და საქორწილო დიზაინს, ვეუფლები ღვინოთმცოდნეობას, ძალიან მიყვარს ყვავილები და მაქვს უზამბარული იების საკმაოდ დიდი კოლექცია, მიყვარს ცხოველებიც და გატაცებული ვარ ხელნაკეთი საპნების დამზადებით, თუმცა ეს ყველაფერი არ არის…

© FB / Maia Maisurazeმაია მაისურაძე
მაია მაისურაძე - Sputnik საქართველო
მაია მაისურაძე

- ამჯერად ყურადღება ხელნაკეთ საპნებზე შევაჩეროთ. როდის დაინტერესდით მათი დამზადებით?

— ბავშვობაში ვიყავი გატაცებული ხატვით, მაგრამ არასოდეს პროფესიულ დონეზე არ დავკავებულვარ ამ საქმიანობით. ყოველთვის მიტაცებდა ხელსაქმე, ბუნება, სილამაზე. ალბათ ერთ-ერთი დიდი მოტივაცია ესეც იყო, რომ დავინტერესებულიყავი ხელნაკეთი საპნებით. ეს საქმიანობა ჩემთვის რამდენიმე ინტერესს აერთიანებს — იმას, რომ ვამზადებ ბუნებრივ და სუფთა პროდუქტს, მეორე — ყოველ მათგანს ვხატავ და მესამე — ხელით ვძერწავ ამ სილამაზეს.

- რამდენად რთული და საინტერესო პროცესია საპნის დამზადება და რა დრო სჭირდება?

— მე ვიტყოდი ძალიან საინტერესო პროცესია. სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ მოითხოვს დიდი დროს და მოთმინებას, საკმაოდ შრომატევადი საქმეა. დროის ფაქტორი დამოკიდებულია ფერების სიმრავლეზე და ნახატის სირთულეზე, რადგან ყოველი ფერი სათითაოდ კეთდება და შემდგომ ხდება საბოლოო დაგვირგვინება, შეერთება. მინიმალური დრო რომ განვსაზღვროთ, დაახლოებით ორი საათი მაინც სჭირდება ერთ საპონს.

© Courtesy of Maia Maisurazeსაპნები
საპნები - Sputnik საქართველო
საპნები

- რა ეტაპებს გადიხართ, სანამ საპონი ბოლო სახეს მიიღებს?

— პირველი ეტაპი ალბათ განწყობაა, რომლის გარეშეც ვერ გავაკეთებ. შემდგომ ხდება ყველა საჭირო დეტალის მომარაგება და დალაგება. როდესაც ვიწყებ მზადებას არ ვიცი წინასწარ რას გავაკეთებ, რა შემცველობის საპონს, რა თქმა უნდა, თუ კონკრეტული საპონი უკვე შეკვეთილი არაა. შემდგომ ვადნობ საპნის ფუძეს გარკვეულ ტემპერატურაზე და ამის შედგეგ ვაზავებ სასურველი ზეთებით, ეთერზეთებით, სურნელით, ფერებით და ვიწყებ ხატვას. როცა ყველაფერი მოვა სისრულეში, ველოდები საპნის გაციებას, რომ შევძლო მისი ყალიბიდან გადმოღება.

© FB / Maia Maisurazeსხვადასხვა ფორმის საპნები
სხვადასხვა ფორმის საპნები - Sputnik საქართველო
სხვადასხვა ფორმის საპნები

- რა ინგრედიენტებს იყენებთ საპნის დასამზადებლად?

— ვიყენებ საბაზისო სხვადასხვა სახის ზეთებს, ეთერზეთებს, ნატურალურ ფერებს და სურნელს და სასარგებლო საკვებ პროდუქტებს.

- რით არის გამორჩეული თქვენი ხელნაკეთი საპონი?

— ჩემის საპნები გამოირჩევა იმით, რომ ვამზადებ  უპირველესად  დიდი სიყვარულით და მონდომებით. ყოველ მათგანს ვაზავებ ცალკ-ცალკე, გარკვეული კანის ტიპისათვის. ასევე ვითვალისწინებ იმ საპნების შემცველობას, რომლებიც გათვლილია ბავშვებზე.  ჩემი დამზადებული საპნები არ იწვევს ალერგიას და გამოყენების შემდეგ ყოველი ქალბატონი, მამაკაცი თუ ბავშვი იგრძნობს მის ხარისხს, იმ  სითბოს და სიყვარულს, რასაც მე მასში ვაქსოვ, ასევე  იმ ესთეტიკურ  სიამოვნებას, რომლითაც ყოველი მათგანი გამოირჩევა.

© Courtesy of Maia Maisurazeსაპონი
საპონი - Sputnik საქართველო
საპონი

 

- ქალისთვის მნიშვნელოვანია სურნელიც. რამდენად სურნელოვანია თქვენი დამზადებული საპნები?

— დიახ, ქალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სურნელი. არანაკლებ მნიშვნელოვანია მამაკაცებისთვისაც. ჩემი საპნები  შეიცავს სხვადასხვა  ყვავილების სურნელს, ციტრუსების, წიწვოვანის და სხვადასხვა ხილის არომატს. ასევე  შეიცავს სხვადასხვა ყვავილების გამშრალ ფურცლებს, თაფლს, ყავის ფხვნილს, შვრიის ფანტელს, ზღვის მარილს და სხვადასხვა ნატურალურ პროდუქტს.

© Courtesy of Maia Maisurazeსაპონი
საპონი - Sputnik საქართველო
საპონი

- სხვა კოსმეტიკური საშუალების დამზადება არ გიცდიათ?

— ვამზადებ სხვა კოსმეტიკურ საშუალებასაც, კრემისებრ ნიღაბ-საპნებს ასეთივე სხვადასხვა ტიპის კანისათვის, რომელსაც დამატებული აქვს ზეთები და ეთერზეთები, ფერადი თიხა. ეს საპნები ნიღბის სახით შეგვიძლია წავისვათ და 5-7 წუთის  შემდგომ ჩამოვიბანოთ. საოცარი ეფექტი აქვს — ასუფთავებს და ახალისებს  კანს, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, მკვდარი უჯრედების აღდგენას, კანს ამარაგებს  სხვადასხვა მინერალებით და ვიტამინებით, ახალისებს სახის ფერს.  მათი გამოყენება შეიძლება მხოლოდ  კვირაში ორჯერ, მაქსიმუმ სამჯერ. რაც შეეხება მყარ საპნებს, ის ნებისმიერ  დროს შეგვიძლია გამოვიყენოთ.

© Courtesy of Maia Maisurazeაბაზანის ბომბები
აბაზანის ბომბები - Sputnik საქართველო
აბაზანის ბომბები

ვამზადებ შუშხუნა, სპა სურნელოვან ე.წ „ბომბებს" აბაზანის მისაღებად, რომლის გამოყენების შემდგომ სხეული ხდება გლუვი  და ხავერდოვანი. საუკეთესოა ნერვული  სისტემისთვის, კარგია ამ შუშხუნა „ბომბების" აბაზანის მიღება ძილის წინ, ის არბილებს, ასუფთავებს, ამშვიდებს კანს და განგაწყობთ მშვიდი და ტკბილი ძილისთვის.

- რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

— მინდა, რომ ჩემი ხელნაკეთი  საპნები რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა შეიძინოს და შემიფასოს. რაც მთავარია მიიღოს ის სიამოვნება და სარგებელი, რაც მასშია  ჩაქსოვილი. მინდა ასევე  რეგულარულად მივიღო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვებში მონაწილეობა.

© FB / Maia Maisurazeაბაზანის ბომბები
აბაზანის ბომბები - Sputnik საქართველო
აბაზანის ბომბები

მინდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინტერესდეს ჩემი ხელნაკეთი საპნებითა და სპა „ბომბებით". სამომავლოდ მინდა  დავხვეწო  და ვიზრუნო მათ ლამაზ შეფუთვაზეც. ჩემი პრინციპია ჯამრთელი, ნატურალური, ხარისხიანი და ლამაზი პროდუქტი, რომელიც კეთილ განწყობას ქმნის.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0