სხვადასხვა პორტრეტებში მოქცეული ავტოპორტრეტი, ანუ როცა „ნორმალური“ არ ხარ

გამოწერა
თვლის, რომ ადამიანის მთელი ცხოვრება საკუთარი პროფილისა და თავის ძიებაა, ამიტომაც უწოდა საკუთარი ნახატების გამოფენას „პროფილის ძიებაში‘‘... მარიამ ხორავას გამოფენაზე, რომელიც ვაკის არტ–გალერეა „ვაკეში“ გაიმართა, ბევრი ხალხი მოვიდა და რამდენიმე ნახატიც გაიყიდა.

ორი მათგანი ზაზა ფაჩულიას დედამ, ქალბატონმა მარინა კოდუამ შეიძინა. მარიამი თბილისის სამხატვრო აკადემიის მეორე კურსის სტუდენტია და ეს მისი პირველი პერსონალური გამოფენაა. მის მიერ შექმნილ სხვადასხვა პორტრეტებში საკუთარი ხასიათის კონკრეტული თვისებებია გაბნეული და აქედანაც ჩანს, რომ ის დიდი ცხოვრების გზის დასაწყისში დგას და ყველაფერს ემოციურად აღიქვამს…

© Photo: Courtesy of Mari Khoravaმარი ხორავა ხატვის პროცესში
მარი ხორავა ხატვის პროცესში - Sputnik საქართველო
მარი ხორავა ხატვის პროცესში

– მარიამ, რატომ დაარქვით გამოფენას „პროფილის ძიებაში“, ეს თემა ასე აქტუალურად დგას თქვენ წინაშე?

— ჯერ კიდევ სტუდენტი ვარ და გზის დასაწყისში ვიმყოფები, აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ცხოვრება ძიებაა და „პროფილის ძიებაში“ იმიტომ დავარქვი, რომ იმას, რასაც ვხატავ, პორტრეტებში გადმოვცემ… ჩემი აზრით, მხატვარი მუდმივ ძიებაშია და მუდმივად რაღაც ახალს სწავლობს. ახლა სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე მესამე კურსზე ვსწავლობ. ხატვა ახლა არ დამიწყია, რაც თავი მახსოვს, სულ ვხატავ. მეოთხე კლასში ვიყავი, მასწავლებელთან, ნელი არაბულთან პირველად რომ მივედი, თუმცა მანამდეც ვხატავდი.

© Photo: Courtesy of Mari Khoravaმარი ხორავას ნახატი
მარი ხორავას ნახატი - Sputnik საქართველო
მარი ხორავას ნახატი

– არ გეუბნებიან, რომ ეს პორტრეტები თქვენ გგავთ?

— ნამდვილად ასეა, ყველა ჩემი პორტრეტი მე მგავს. ალბათ იმიტომ, რომ, შეიძლება ითქვას, მათში ჩემი ხასიათის გარკვეულ შტრიხებს ვაჩენ, ან ვაბნევ…

© Photo: Courtesy of Mari Khoravaმარი ხორავას ნახატი
მარი ხორავას ნახატი - Sputnik საქართველო
მარი ხორავას ნახატი

– ამ პორტრეტებში ადამიანის ხასიათს გამოსახავთ და შეგიძლიათ ადამიანის ხასიათი შეხვედრისთანავე გამოიცნოთ?

— მგონი, უკვე შემიძლია… საერთოდ, მიყვარს ადამიანებზე დაკვირვება. ხშირად ისეთ დროს და ადგილზე დამიხატავს, რომ საამისო პირობა არ ყოფილა, მაგალითად, ტრანსპორტში მგზავრობის დროს საინტერესო სახის და მიმიკის ადამიანი აღმომიჩენია. აქედან გამომდინარე მუზა მომსვლია და დამიხატავს. ის, რაც მთავარია ხოლმე ადამიანის სახეში, იმას ვიმახსოვრებ და პორტრეტსაც ამაზე ვაგებ.

© Photo: Courtesy of Mari Khoravaმარი ხორავას ნახატი
მარი ხორავას ნახატი - Sputnik საქართველო
მარი ხორავას ნახატი

– ყველაზე მეტად ადამიანში რა იქცევს ყურადღებას?

— დაახლოებით ისეთი უნდა იყოს, როგორ პორტრეტებსაც ვხატავ, ანუ ჰქონდეს ოდნავ განიერი სახე, ფართო ყვრიმალებით, დიდი თვალებით და მაღალი ყელით. არ ვიცი ასე რატომ გამოდის, მაგრამ ფაქტია, ბავშვობიდან ასეთ ადამიანებს ვხატავ… შესაძლოა, ვიზუალურად ასეთები მომწონს. როცა ვინმეს ნატურაში ვხატავ, მაშინაც ვუცვლი ხოლმე სახეს, ზუსტად ისეთი არ მინდა რომ გამოვსახო… ამიტომ ჩემი ნახატები არარეალურია, მათ ხშირ შემთხვევაში არ ვასრულებ ხოლმე…

© Photo: Courtesy of Mari Khoravaმარი ხორავას ნახატი
მარი ხორავას ნახატი - Sputnik საქართველო
მარი ხორავას ნახატი

– და რატომ არ ასრულებთ?

— არ ვიცი, ასე რატომ ხდება და სხეულს ბოლომდე რატომ არ ვუხატავ, მაგრამ ჩემთვის ისინი ასე უფრო დასრულებულია, ვიდრე ბოლომდე რომ ჩავიტანო და ფერებით შევავსო…

© Photo: Courtesy of Mari Khoravaმარი ხორავას ნახატი
მარი ხორავას ნახატი - Sputnik საქართველო
მარი ხორავას ნახატი

– გეუბნებიან, რომ უცნაური ხართ?

— არა, ჩვეულებრივ ურთიერთობაში არ ვარ უცნაური, მაგრამ როდესაც ჩემ ნახატებს უყურებენ, მერე კი მეუბნებიან, რომ არ ვარ ნორმალური, მანამდე არა… საერთოდ მხატვრები ხომ გიჟებად არიან აღიარებული…

© Photo: Courtesy of Mari Khoravaმარი ხორავას ნახატი
მარი ხორავას ნახატი - Sputnik საქართველო
მარი ხორავას ნახატი

– ოჯახში როგორ იგებენ ამ პორტრეტებს?

— მათ ხელოვნებასთან შეხება არა აქვთ და სულ მთხოვენ, რომ პეიზაჟები და ნატურმორტები ვხატო, მაგრამ ჩემი ნახატები მაინც მოსწონთ. ახლა მით უმეტეს, როცა სხვებმა ნახეს და შეაფასეს ისინი, ალბათ მიხვდნენ, რომ კარგია, რასაც ვაკეთებ. თუმცა რომ არა ისინი, არც ეს გამოფენა იქნებოდა, ძალიან დამიდგნენ გვერდში და მის მოწყობაში დამეხმარნენ…

© Photo: Courtesy of Mari Khoravaმარი ხორავას ნახატი
მარი ხორავას ნახატი - Sputnik საქართველო
მარი ხორავას ნახატი

– თავად ყველაზე უცნაურად რომელი პორტრეტი მიგაჩნიათ?

— ერთი დიდი ნახატი, რომელზეც მხოლოდ ორი ფიგურაა გამოსახული, ორი ადამიანის სხეული, ერთი მათგანი ნარინჯისფერია, მეორე – ლურჯი… შესაძლოა, ნახატი ისე გამართული არ არის, მაგრამ მასში იმხელა აზრი და იდეა მიდევს, რომ… შესაბამისად, ეს ნამუშევარი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

© Photo: Courtesy of Mari Khoravaმარი ხორავა
მარი ხორავა - Sputnik საქართველო
მარი ხორავა

– აქ აქცენტი ფორმებზე მოდის თუ ფერებზე?

— ორივეზე ერთად… ამ ნახატში სიმბოლური იდეა ჩავდე: ორ ფერში ადამიანის ორი გრძნობა, ურთიერთობა მაქვს გამოსახული. ბედნიერება ან უბედურება, სითბო ან სიცივე, რაც შეიძლება ერთმა გრძნობამ მოიტანოს, ამიტომ უერთდება ისინი ერთმანეთს…

– სავარაუდოდ, ნარინჯისფერით სითბო და ბედნიერებაა გამოსახული?

— დიახ, ასეა… და აქ მთავარი ისაა, რომ შემდეგში ეს ორი ფერი ერთმანეთს ერევა…

– „ფერები ერევათო“ და ეს იმას ნიშნავს, რომ ცხოვრებაშიც „ეშლებათ“?

— დიახ, მართლაც ასეა…

– თავად გერევათ?

— და მარტო მე? ყველას ერევა…

 

ყველა ახალი ამბავი
0