ელენე ახვლედიანმა სახლში შეპარული უცნობი შეიფარა – მის შთამომავალს ბინიდან ასახლებენ

© FB / Ika Akhvledianiირაკლი ახვლედიანი
ირაკლი ახვლედიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირაკლი ახვლედიანი – მხატვარი, ფერმწერი, ამზადებს უნიკალურ მინიატურულ ნივთებს, რომლებიც დახვეწილი და ორიგინალური ფორმით გამოირჩევა.

ამგვარი ნივთების დასამზადებლად გამორჩეული ნიჭი და ნებისყოფაა აუცილებელი და უცხოეთში ისინი საკმაოდ ძვირად ფასობს. ხელოვანს მხოლოდ მათზე სასაუბროდ არ დავუკავშირდით, მაგრამ მან ისეთ საჩოთირო თემაზე საუბარს, როგორიცაა მისი ბინიდან გამოსახლება, თავი აარიდა… თუმცა ამ თემას ირიბად მაინც შევეხეთ, რადგან ვახსენეთ თბილისი და მისთვის ჩვეული „ურთიერთობების არქიტექტურა“, რაც დღეს თითქმის დაირღვა და რის გამოც ამ ქალაქში, სამწუხაროდ, ბევრი რამ გადაფასდა…

© FB / Ika Akhvledianiირაკლი და გიორგი ახვლედიანები
ირაკლი და გიორგი ახვლედიანები - Sputnik საქართველო
ირაკლი და გიორგი ახვლედიანები

– ბატონო ირაკლი, თქვენ ფერწერა გაქვთ დამთავრებული, დღეს კი მინიატურულ ნივთებს ამზადებთ, რაც გაცილებით რთულია…

— დიახ, ფერწერა მაქვს დამთავრებული. რაც შეეხება მინიატურული ფიგურებით ჩემ დაინტერესებას, ეს ყველაფერი სპონტანურად მოხდა, ამ საქმეში თვითნასწავლი ვარ. მსახიობი გია გურგულია ჩემი უახლოესი მეგობარია და რაღაც საინტერესო ამბებს  მიყვებოდა ხოლმე. ჩემი დაინტერესებაც მისი ერთი ასეთი მონათხრობის მერე გაჩნდა. ჯერ ნივთის ხატვა დავიწყე და მივხვდი, რომ სიბრტყესთან საქმე არ მაქვს, იმიტომ რომ ნივთი სამგანზომილებიანია, მერე ნივთების კეთება დავიწყე. პირველი ნივთი, რაც დავამზადე, იყო ექსპოზიცია – ოთახის ინტერიერი.

© FB / Ika Akhvledianiირაკლი ახვლედიანის ნამუშევარი
ირაკლი ახვლედიანის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ირაკლი ახვლედიანის ნამუშევარი

 

– თითო ნივთის დამზადებას რამდენი ხანი უნდებით?

— გააჩნია ნივთს, ზოგჯერ შეიძლება ნივთზე 6 თვე ვიმუშაო, ზოგჯერ — წელიწადიც. ზოგ შემთხვევაში კი შესაძლებელია, რომ 15 დღეშიც დავასრულო. ამ საქმეს დიდი ნებისყოფა სჭირდება. ხელოვანის ჩამოყალიბებაზე თუ ვისაუბრებთ, ჩემი აზრით, ის ჩარჩოში არ უნდა ჩასვა. აკადემია უნდა დაამთავროს, რადგან ის მიმართულებას გაძლევს. მერე კი თანდათან დაიხვეწება. ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა, ეს ასე გააკეთე, ან ამ ფერს ის ფერი შეუხამეო, ჩხუბს დავუწყებდი და ალბათ სწავლის დროს გამაგდებდნენ კიდეც. ხელოვნება პირველ რიგში თავისუფლებაა. ნიჭი ყველას აქვს, მთავარია რას გააღვივებ და გულთან ახლოს რას მიიტან…

© FB / Ika Akhvledianiირაკლი ახვლედიანის ნამუშევარი
ირაკლი ახვლედიანის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ირაკლი ახვლედიანის ნამუშევარი

– თქვენ ოთხი შვილის მამა ხართ, რომელიმეს მხატვრის გენი გამოჰყვა?

— სამი ბიჭი მყავს და ერთი გოგო. ორი აშკარად გამოხატავს და ისე, მე მგონი, ოთხივე იზამს მაგ ამბავს. ადამიანი რომ ჩნდება, მას ყველანაირი გენი აქვს, მთავარია საქმეს გულით მოჰკიდოს ხელი. როცა გავჩნდი, ჩემთვის არავის უთქვამს, ასე და ასე გააკეთეო, აქამდე ჩემით მოვედი, ჩემი სიყვარულით… ჩემთვის მამა იყო მთავარი ადამიანი და მას ვუსმენდი ხოლმე…

© FB / Ika Akhvledianiირაკლი ახვლედიანის ნამუშევარი
ირაკლი ახვლედიანის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ირაკლი ახვლედიანის ნამუშევარი

– ითვალისწინებდით მის რჩევებს?

— სულ მეუბნებოდა, ყურადღებით იყავი, ყველგან არ იჩქაროო, მაგრამ მე არ ვაქცევდი ყურადღებას და, სამწუხაროდ, მის ამ რჩევასაც ვერ ვითვალისწინებდი…

© FB / Ika Akhvledianiირაკლი ახვლედიანის ნამუშევარი
ირაკლი ახვლედიანის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ირაკლი ახვლედიანის ნამუშევარი

– ვიცი, ყველა გეკითხებათ და მეც მინდა, რომ გთხოვოთ ელენე ახვლედიანთან დაკავშირებით რაიმე ამბავი გაიხსენოთ…

— ელენესთან დაკავშირებით ბევრი ისტორია არსებობს, ისეთები, რაც შეიძლება პრესაშიც არ ყოფილა. ერთხელ, მაგალითად, ელიჩკა სახლში შევიდა და იქ უცხო ადამიანი დახვდა. ვიღაც შეპარულა მის სახლში და ეძინა. თავიდან ეგონა ქურდიაო, მაგრამ… უშიშარი ქალი იყო, გააღვიძა უცნობი და ჰკითხა, ვინ ხარ და აქ რა გინდაო. სოფლიდან ჩამოსული ბიჭი აღმოჩნდა, თურმე სადღაც ჩაუბარებია და ღამის გასათევი არ ჰქონია. გამოჰკითხა, თურმე, წარმომავლობა, ვინაა, საიდან ჩამოვიდა და გაირკვა, რომ ამ ბიჭს სახლი და კარი არა აქვს. ელიჩკას უთქვამს, აქ იცხოვრე, რასაც მე შევჭამ, შენც იმას შეჭამ, რაც გინდა გააკეთე, ოღონდ არაფერი მომპაროო. ამის მერე ის ბიჭი მასთან სამი წელი ცხოვრობდა. აი, ასეთი ხალხი იყო მაშინ…

© FB / Ika Akhvledianiირაკლი ახვლედიანის ნამუშევარი
ირაკლი ახვლედიანის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ირაკლი ახვლედიანის ნამუშევარი

– როგორ ფიქრობთ? ასეთი რამ ახლანდელ თბილისში მოხდება?

— არ ვიცი, აბა რა გითხრათ…

– თბილისი ის ქალაქია, სადაც ყოველთვის გულთან ახლოს მიჰქონდათ სხვისი ტკივილი… მინდა გკითხოთ, როგორია ირაკლი ახვლედიანის თბილისი?

— ახლა დავფიქრდი და, რაიმე თბილ სიტყვას ვეძებ… ეს ჩემთვის დიდი სიყვარული და დიდი ტკივილია. რა ვიცი, ძალიან ბევრი რამაა… დღეს, სამწუხაროდ, რაღაც დაიკარგა და გაფუჭდა… ჩემთვის თბილისი — სითბო და ხელოვნებაა, თავისთავად არქიტექტურაა, ურთიერთობაა…

© FB / Ika Akhvledianiირაკლი ახვლედიანის ნამუშევარი
ირაკლი ახვლედიანის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ირაკლი ახვლედიანის ნამუშევარი

– ურთიერთობის არქიტექტურაც ხომ არსებობს?

— არსებობს, როგორ არ არსებობს! თანაც ისეთ ქალაქში, როგორიც თბილისია, ოღონდ დღევანდელი ყოფა და არასწორი საქციელები აფუჭებს ქალაქს… ისე, რაც ახსენეთ, ეგეთი რამ რომ არ არსებობდეს, ვერც მე ვიქნებოდი და ვერც ოთხი შვილი მეყოლებოდა…

 

ყველა ახალი ამბავი
0