ნოდარ დუმბაძისა და ბაგრატიონთა ოჯახის „ხატია"

© ვახტანგ კობაიძის პირადი არქივილეილა ყიფიანი
ლეილა ყიფიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეიძლება ითქვას, რომ ამ საუკუნეში არ შევხვედრივართ ერთმანეთს. ხატიას პირველად 1963 წელს ახალქალაქში „მე ვხედავ მზეს“ გადაღებაზე შევხვდი, სადაც მისი კლასელის როლი მერგო. თითქმის ორი თვე გავატარეთ ახალქალაქში. მერე დაახლოებით 14 ფილმში აქვს ნათამაშები, მაგრამ ჩემთვის და ალბათ კიდევ ბევრისთვის მაინც ხატიად დარჩა.
© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიმსახიობი ლეილა ყიფიანი
მსახიობი ლეილა ყიფიანი - Sputnik საქართველო
მსახიობი ლეილა ყიფიანი

— ჩემთვისაც დაუვიწყარია ეგ პერიოდი, იმიტომ რომ ეს იყო ჩემი პირველი კინოროლი. იმ პერიოდში ჩემი ხნის გოგოებისთვის ფილმში გადაღება და მონაწილეობა ძალიან დიდი რაღაცა იყო და მე რომ გამიმართლა, მეცხრე ცაზე ვიყავი. მით უმეტეს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების „მე ვხედავ მზეს“ გმირი განვასახიერე. ძალიან ბედნიერი ვიყავი და ვარ კიდევაც. ჩემთვის ეს ფილმი დაუვიწყარია.

გადაღების პერიოდში ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე. ერთ-ერთი შენ ხარ, ჩემო კარგო. მართალია, ამ საუკუნეში ვერ შევხვდით ერთმანეთს, მაგრამ ერთმანეთის პატივისცემა, სიყვარული მუდამ ჩვენთან ერთადაა და არასდროს  წაიშლება. ხშირად ვიხსენებდი ინტერვიუებში დიმა ბათიაშვილის ფილმ „ფანჯარას“. აჩვენეს რამდენჯერმე, მოკლემეტრაჟიანი ტელეფილმი იყო და მერე გაქრა. ეს იყო მცდელობა, რომ გავმხდარიყავი მსახიობი და რამდენად შევძელი, ეს უკვე მაყურებლის გადასაწყვეტია.

– 80-იან წლებში გამოქვეყნდა ათი ყველაზე ლამაზი ქართველი კინომსახიობის ფოტო და ბედნიერი ვიყავი, რომ შენ, ჩემო ხატია, ამ სილამაზის ათეულში მოხვდი.

– ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო ამ გალერეაში ჩემი თავის ხილვა. თუმცა სულ ვფიქრობდი — ვარ კი ასეთი ქალბატონების გვერდით ყოფნის ღირსი?

მახსოვს, კინოს სახლში იყო ფილმის ჩაბარება, უამრავი ხალხი დაესწრო. ფილმი დამთავრდა, ცოტა გაშტერებული ვიდექი. ვიღაცები მოდიოდნენ, მილოცავდნენ, მკოცნიდნენ და უცებ ბატონი ნოდარი მომვარდა, ხელი მომკიდა და მიმიყვანა თავის მეუღლესთან – აი, ეს არის ჩემი ხატიაო! — წარმოიდგინეთ რა ბედნიერი ვიყავი!

მერე იყო თამაზ მელიავას ფილმი „ლონდრე“, სადაც არაჩვეულებრივ მსახიობთა ნაკრები თამაშობდა – ბატონი ეროსი მანჯგალაძე, ბატონი რამაზ ჩხიკვაძე, ია გუდაძე, კოტე დაუშვილი, რომელი ერთი გავიხსენო… გივი ბერიკაშვილი, სოსო ლაღიძე. ესენი ყველანი ჩემთვის რაღაც ხატებად წარმომედგინა. ძალიან საინტერესო იყო, რასაკვირველია, მათ გვერდზე დგომა.

შემდეგ რეზო ჩხეიძის „ღიმილის ბიჭები“. ბოლო ფილმი იყო „ოქროს ობობა“ – ტელეფილმი მიშა ანთაძის და დათო კვირცხალიას ერთობლივი ნამუშევარი, ბოლო ფილმი, სადაც ვითამაშე. მას მერე ორი ათეული წელია ვემსახურები მედიცინას. დაკავებული ვარ იმით, რომ ვმუშაობ ჩემი პროფესიით. ისე გამოვიდა, რომ არც ერთი დღე არ გამიცდენია უმაღლესის დამთავრების შემდეგ. სულ ჩემი პროფესიით ვმუშაობ, გადაღებებზეც დავდიოდი და კიდევაც ვახერხებდი მუშაობას. ახლაც ვმუშაობ და ვარ კმაყოფილი. სახლი და სამსახური…

© ვახტანგ კობაიძის პირადი არქივინუგზარ ბაგრატიონი, ლეილა ყიფიანი და ვახტანგ კობაიძე
ნუგზარ ბაგრატიონი, ლეილა ყიფიანი და ვახტანგ კობაიძე - Sputnik საქართველო
ნუგზარ ბაგრატიონი, ლეილა ყიფიანი და ვახტანგ კობაიძე

თითქმის 50 წელია მე და ნუგზარი ერთად ვცხოვრობთ. ეტყობა, ერთმანეთს ვუწყობთ ხასიათს, რახან ამდენი წელი ერთმანეთს „გავუძელით“, ე.ი. ასე თუ ისე, მივიღეთ ერთმანეთი. „გავუძელით“ ეს ცოტა უხეში ნათქვამი გამომივიდა. მე მგონი, კარგად ვიცხოვრეთ. გვყავს ორი ქალიშვილი. ვთვლი, რომ კარგი ადამიანები არიან, რაც მთავარია. იმათაც შვილები ჰყავთ. ისე რომ, მე და ნუგზარს 5 შვილიშვილი გვყავს და ვართ ასე ბედნიერად.

ვთვლი, რომ მე გავზარდე ჩემი შვილები, შვილიშვილების გაზრდა ჩემს შვილებს მივანდე. მე ჩემი შვილიშვილები უკვე ლაღად მიყვარს, ანუ უფრო თავისუფლად. ჩემ აზრს ვეუბნები, ვტუქსავ კიდევაც, თუ საჭიროა, ვეფერები, მაგრამ მე უკვე სხვა დატვირთვა მაქვს.

– ვერსად გაექცევი იმ ფაქტს, რომ ბაგრატიონთა ოჯახის რძალი ხარ.

— ჩვენი პლეადის ადამიანები არ იყვნენ ამ დატვირთვით გაზრდილები, ასევე იყო ნუგზარიც, ვთქვათ, როგორც მეფის შთამომავალი, ტახტის მემკვიდრე, ან რაღაც ასეთი. სხვათა შორის, მე ჩემი ქალიშვილებიც არ გამიზრდია მაგ კუთხით. კი, იციან თავისი გვარის ირგვლივ ყველაფერი აბსოლუტურად და ამას საღად და ნორმალურად აღიქვამდნენ და აღიქვამენ ახლაც. ვსუნთქავ ჩემი ოჯახით, ჩემი შვილებით, შვილიშვილებით. ჩემი აწმყოც და მომავალიც ისინი არიან. მე მაგათი ცხოვრებით ვცხოვრობ. სხვანაირად ვერ წარმომიდგენია.

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშილეილა ყიფიანი და გელა ჭიჭინაძე
ლეილა ყიფიანი და გელა ჭიჭინაძე - Sputnik საქართველო
ლეილა ყიფიანი და გელა ჭიჭინაძე

– ჩვენსა და ახლანდელ თაობას შორის განსხვავებას თუ ხედავ?

— ჩვენ თაობასა და ახალ თაობას შორის, სამწუხაროდ, განსხვავებას ვხედავ. ბევრად უფრო წიგნიერი თაობა ვიყავით, ვიდრე ახლანდელი ახალგაზრდობა. მაგრამ, ალბათ, ეს დროს მოაქვს და ამას ვერ წაუხვალ ვერსად. ისე, სხვა რაღაცაში დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ. ჩვენი თაობა შეიძლება ცოტათი ჯობდეს. ამ თაობამ ბევრი რამ უნდა ისწავლოს, ძირითადად, ცხოვრებისეული. ესენი უფრო ლაღად ცხოვრობენ, ვიდრე ჩვენ ვცხოვრობდით. თუმცა, ალბათ, ყველა დროს თავისი სილაღე აქვს.

ჩვენთვის დიდი რამ იყო თეატრში სიარული, კინოში წასვლა. ამათ უფრო სხვა ინტერესები აქვთ. რაღაც იცვლება თაობიდან თაობაში. არა, ცუდები არ არიან ნამდვილად.

სამწუხაროდ, წლები გარბის, რაღაცეები მივიწყებას მიეცემა ხოლმე და თუ რამე ისეთი შევქმენი, რამაც შეიძლება დააფიქროს ახლანდელი თაობა ან მომავალი, მე ბედნიერი ვიქნები…

© ვახტანგ კობაიძის პირადი არქივივახტანგ კობაიძე და ლეილა ყიფიანი
ვახტანგ კობაიძე და ლეილა ყიფიანი - Sputnik საქართველო
ვახტანგ კობაიძე და ლეილა ყიფიანი

P.S. „მე ვხედავ მზეში“ ჩემ მიერ განსახიერებული პერსონაჟი სავარაუდოდ არავის ახსოვს და ამას არც ვდარდობ, რადგან ჩემი „გმირის“ უმთავრესი მოვალეობა წინ მჯდომი გოგონების ნაწნავების გადაფსკვნა იყო…

ვახტანგ კობაიძე

 

ყველა ახალი ამბავი
0