ქართველი მხატვარი, რომლის ნამუშევრებიც მსოფლიოში ცნობილი ადამიანების სახლებში ინახება

© FB/ Eka Peradzeეკა ფერაძე
ეკა ფერაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მხატვრის, ქალბატონ ეკა ფერაძის ნახატები ბრიტანული Vogue-ის ფურცლებზე უკვე მერვედ მოხვდა. მისი ნამუშევრები ანგელა მერკელის, ანჯელინა ჯოლის, ქრისტინა აგილერას და მსოფლიოში სხვა ცნობილი ვარსკვლავების, ასევე პოლიტიკოსების სახლების ინტერიერს ამშვენებს. მისი ხელოვნება საუცხოო, შთამბეჭდავი და მრავალფეროვანია.

ქალბატონი ეკა ოჯახთან ერთად ბედის საძიებლად გერმანიაში რთულ და მძიმე 90-იან წლებში წავიდა. მარტივი არ იყო ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად უცხო ქვეყანაში პირველი ნაბიჯები. თუმცა მეუღლესთან ერთად, ერთმანეთის თანადგომით, სიყვარულით ყველაფერი შეძლო. დღეს იგი მსოფლიო მასშტაბით ძალიან წარმატებული და მოთხოვნადი ხელოვანია. გზა, რომლიც ქართველმა მხატვარმა გაიარა არც ისე მარტივი იყო. ამ ყველაფერს ქალბატონი ეკა თავად მოგიყვებათ.

© FB/ Eka Peradze ARTეკა ფერაძის ნამუშევარი
ეკა ფერაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ეკა ფერაძის ნამუშევარი

- ქალბატონო ეკა დავიწყოთ იქიდან, რომ სასწავლებლის დასრულების შემდეგ გაემგზავრეთ საზღვარგარეთ. რამ განაპირობა თქვენი უცხო ქვეყანაში გამგზავრება? 

— სასწავლებლის დასრულების შემდეგ, როგორც მივხვდი, რთული იქნებოდა ჩემი შემოქმედებით საქართველოში თავის რჩენა. ჩემი მიზანი იყო ჩემი შემოქმედებით მეცხოვრა და ვყოფილიყავი დამოუკიდებელი, თავისუფალი.  საქართველო ჩემი საქმიანობისთვის საკმაოდ პატარა იყო და ამიტომ შემოქმედების განვითარებისთვის ვისურვე ევროპაში გამეგრძელებინა სწავლა. გავემგზავრე გერმანიაში.  დღეს ნამდვილად არ ვნანობ, რადგან იმას მივაღწიე, რაც ჩავიფიქრე. 

© FB/ Eka Peradze ARTეკა ფერაძის ნამუშევარი
ეკა ფერაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ეკა ფერაძის ნამუშევარი

- მიგაჩნიათ, რომ ამან გავლენა იქონია თქვენს წარმატებაზე? როგორ წარიმართებოდა ეკა ფერაძის ცხოვრება, საქართველოში რომ დარჩენილიყო?

— დიდი გავლენა იქონია არა მარტო ჩემი შემოქმედების განვითარებაში, არამედ ჩემს ჩამოყალიბებაშიც. საკმაოდ პატარა ვიყავი, როცა საქართველო დავტოვე. საქართველოში, რომ დავრჩენილიყავი, არა მგონია მიმეღწია იმ შედეგებისთვის, რაც დღეს მაქვს. ძალიან მიყვარს საქართველო და შესაძლოა, ესეც დიდ როლს თამაშობს საქართველოსადმი დამოკიდებულებაში. უბრალოდ, არ მეცოდინებოდა საქართველოში, თუ როგორ უნდა ვყოფილიყავი დამოუკიდებელი. იქნებოდა დიდი გავლენა ოჯახის მხრიდან და შესაძლოა ეს გზაც არ ამერჩია. რთულია იქ მოღვაწეობა, სადაც საქმიანობა არ არის სტაბილური და მხოლოდ თავის გადასარჩენად იბრძვი. უბრალოდ, ვერ მივიღებდი იმ ცოდნას, რაც მე ევროპამ და მსოფლიომ მომცა. სამწუხაროდ, დღესაც არ არის ჩემთვის დამაკმაყოფილებელი ის ფაქტი, თუ როგორ ვითარდება ხელოვნება საქართველოში. მე ხაზს ვუსვამ, რომ ჩემთვის არ არის საკმარისი. არ მინდა მკითხველმა ცუდად გამიგოს. შესაძლოა, ცდილობენ ხელოვნების განვითარებას საქართველოში, მაგრამ მსგავსი განვითარება ჩემთვის არ არის დამაკმაყოფილებელი. მე ვერ ჩავიკეტებოდი ერთ სივრცეში. ისედაც სამყაროს მონა ვარ და ძნელი იქნებოდა ვიწრო ჩარჩოში ჩაკეტვა. მე როცა საქართველო დავტოვე  1994 წელი იყო. მაშინ კომუნიკაცია არ იყო ისე განვითარებული სხვა ქვეყნებთან, როგორც არის ეხლა.

© FB/ Eka Peradze ARTეკა ფერაძის ნამუშევარი
ეკა ფერაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ეკა ფერაძის ნამუშევარი
 

- რამდენად რთული იყო პატარა გოგონასთვის უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება? 

— მოგეხსენებათ, მეზობელ ქალაქში გადასვლაც კი რთულია, არამც თუ სხვა ქვეყანაში გამგზავრება. საკმაოდ რთული იყო ჩემთვის ორ მცირე წლოვან ბავშთან ერთად გამგზავრება. ჩემმა ოჯახმა ასე გადაწყვიტა, თუ ერთი ოჯახი ვართ, ერთად გავიაროთ ეს გზა, ვარდით იქნება მოფენილი თუ ეკლით. ასე უფრო შემდგარი ოჯახი იქნებოდა ჩვენი აზრით. საკმაოდ რთულ პირობებში მიწევდა ჩემი ნამუშევრების შექმნა, ისეთ ადგილას, სადაც მზის შუქი არ შემოდიოდა და ზომებში ხატვისთვის მქონდა მხოლოდ 1X1 მეტრზე. დღეს ჩემი სამხატვრო სივრცე შეადგენს 200 კვადრატულ მეტრს. ადამიანი თუ მოინდომებს, ყველაფერს მიაღწევს. დღეს ის 1X1 —ზე ძალიან მიყვარს, რადგანაც ბევრი ძვირფასი ნამუშევარი სწორედ იქ შეიქმნა, და იქ შექმნილმა ნამუშევრებმა ჩემს ცხოვრებაში, წარმატებებში დიდი როლი ითამაშა. დღესაც კი მიყვარს იქ მუშაობა. ფოტოებს ვიღებდი ყოველთვის, თუ როგორ და სად ვმუშაობდი. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. ის ადგილი იმაზე ნაკლები თუ არა, იმაზე მეტი ნამდვილად არ იყო, სადაც ფიროსმანი ქმნიდა ნახატებს. მე დღეს ბედნიერი ვარ და მადლობა უფალს ამისთვის. უფლის გვერდში დგომამ, მისდამი რწმენამ შემაძლებინა ყველაფერი. დღეს უკვე ხუთი შვილის დედა გახლავართ. მე ვარ ბედნიერი, როცა მსოფლიო სამხატვრო ბაზების ინფორმაციებში, ფიროსმანის, გუდიაშვილის, ახვლედიანის გვერდით, საქართველოდან ჩემს გვარს ვხედავ ხოლმე.

© FB/ Eka Peradze ARTეკა ფერაძის ნამუშევარი
ეკა ფერაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ეკა ფერაძის ნამუშევარი

საკმაოდ რთულია ევროპაში და მსოფლიოში ძვირფას გამოფენებში მონაწილეობა. ხარჯებს თავი რომ დავანებოთ, უბრალოდ, არავის სჭირდები ახალი. მაგრამ დღეს ჩემი ცხოვრება საგრძნობლად შეიცვალა ამ მიმართულებით. ყოველდღიურად ათობით  მოწვევა მომდის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. დღეს ბევრ გამოფენაზე  ჟიურის მონაწილეც ვარ და ჩემი რეკომენდაციით ნებისმიერს შეუძლია გავიდეს გამოფენაზე. ეს გადამოწმებას არ ექვემდებარება. ამით ვსარგებლობ და საკმაოდ ხშირად ვეხმარები ქართველ ხელოვანებს, და  კიდეც ბევრს დავეხმარები, თუ ვინმე მოინდომებს და სურვილი გაუჩნდება. 

© FB/ Eka Peradze ARTეკა ფერაძის ნამუშევარი
ეკა ფერაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ეკა ფერაძის ნამუშევარი

- განსხვავებული ხატვის სტილი გაქვთ. როგორ გამოიკვეთა ეს სტილი თქვენს ხელოვნებაში და რით არის ეს სტილი გამორჩეული?

— როგორც გითხარით, რთულია გამოფენებში მონაწილეობა. არავის სჭირდები და ამიტომ დღესაც ახლის ძიებაში ვარ. მსურს ჩემმა შემოქმედებამ ახალი სიტყვა თქვას და აუცილებლად მივაღწევ ამას. მსურს განსხვავებული ვიყო, რათა ჩემი ხელწერა ყველამ იცოდეს. ბევრი მიმართულების ნამუშევრების ერთმანეთში შერევა მიყვარს. საკმაოდ ბევრ მიმართულებაში ვმუშაობ და ვქმნი რაღაც ჩემებურს.

© FB/ Eka Peradze ARTეკა ფერაძის ნამუშევარი
ეკა ფერაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ეკა ფერაძის ნამუშევარი

- რა შეიძლება გახდეს თქვენი ინსპირაციის წყარო? 

— ხომ გაგიგიათ, ხელოვანს მუზა სჭირდება, რომ რამე საინტერესო შექმნას. საჭიროა განწყობა. ერთხელ ოთხი წელი ველოდი მუზას.  ბოლოს მივხვდი, რომ შეიძლება მუზას ველოდო დიდი ხანი და დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა. დღეს მუზას აღარ ველოდები, მუზა მე მელოდება. მე თუ ვისურვებ, ნებისმიერი წამი შესაძლოა იყოს გამომწვევი მიზეზი ჩემი ახალი ქმნილების. დღეს უკვე მე ვაკონტროლებ ჩემს სამყაროს.

© FB/ Eka Peradze ARTეკა ფერაძის ნამუშევარი
ეკა ფერაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ეკა ფერაძის ნამუშევარი

- როგორ იბადება თქვენი თითოეული ნამუშევარი?

— ძალიან მარტივად. სულ ახალზე ვფიქობ თითქმის ყოველ წამს. აუცილებლად ვითვალისწინებ ჩემი შემოქმედების მოყვარულთა სურვილებს. ამ მიმართულებით ვმეცადინეობ კიდეც, სტატისტიკას ვადგენ, რა მოსწონთ, რა არ მოსწონთ. პირველ რიგში, ნახატი მე უნდა მომწონდეს და ჩემს თავს ვუსვამ კითხვას, დავკიდებდი თუ არა ამ ნამუშევარს ჩემს სახლში? მე ნამუშევარს ვაფასებ ჩემებურად და არა საბაზრო ფასებიდან, სახელიდან გამომდინარე. კითხვას ვუსვამ ისევ ჩემს თავს, რა თანხასაც ითხოვ ნამუშევარში, შენ თვითონ გადაიხდი? ეს მაძლევს ჩემი შემოქმედების  ფინანსურად შეფასების საშუალებას. სანამ ნახატს ვიწყებ, ის ჯერ უნდა დავინახო და მერე დავიწყო ხატვა. თუმცა შემიძლია უბრალოდ დავიწყო და ავაწყო, რაც მე მსურს. ნებისმიერი შეცდომის გამოსწორება შემიძლია და რაც მთავარია, ჩემი ნამუშევარი არასდროს სრულდება. ყველა ნამუშევარი დაუსრულებელია ჩემთვის, რადგანაც შემიძლია ნებისმიერ დროს გავაგრძელო.

© FB/ Eka Peradze ARTეკა ფერაძე ხატვის დროს
ეკა ფერაძე ხატვის დროს - Sputnik საქართველო
ეკა ფერაძე ხატვის დროს

- თქვენი განწყობა, ხასიათი თუ აისახება თქვენს ნამუშევრებში?

— განწყობას მე თვითონ ვიქმნი. ხატვის დროს მე ყოველთვის დადებითი განწყობა უნდა მქონდეს და ვარ კიდეც კარგ განწყობაზე. მაქსიმალური სითბო უნდა მივცე და სული ჩავუდგა ჩემს ნამუშევარს. ადამიანები ხშირად მწერენ, რომ ძალიან დიდი დადებითი ენერგია მოდის თქვენი შემოქმედებიდან, ნახატები გვესაუბრებიანო.  ჩემს შემოქმედებაში მხოლოდ და მხოლოდ დადებითი გავლენა აისახება, რადგანაც ბევრი ჩემი ნახატი ემსახურება ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას, მათი ცხოვრების გზის გაადვილებას და უფლება არ მაქვს, სამყაროს წინაშე არ ვიყო შექმნის დროს დადებითად განწყობილი. უბრალოდ ნახატი არ იმუშავებს სიყვარულისთვის.

© ე. ფერაძის პირადი არქივიეკა ფერაძე თავის ვაჟებთან ერთად
ეკა ფერაძე თავის ვაჟებთან ერთად - Sputnik საქართველო
ეკა ფერაძე თავის ვაჟებთან ერთად

- ხშირად იღებთ გამოფენებში მონაწილეობას. თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი გამოფენები გაიხსენეთ.

— ჩემთვის გამოფენები ძვირფასია, რადგანაც, ფაქტობრივად, ჩემს შვილებს, ჩემს ცხოვრებას ვუჩვენებ სამყაროს. გამორჩეული არ მაქვს რომელიმე გამოფენა. ყველა გამოფენისთვის ზუსტად ერთნაირად ვემზადები. ცუდი ან კარგი გამოფენა ჩემთვის არ არსებობს. ჩემთვის გამოფენებს სხვა დანიშნულება აქვს. არ მინდა ვთქვა, რომ მატერიალურისკენ არის მიმართული. გამოფენა ჩემთვის არის საკუთარი თავის წარდგენისთვის. დანარჩენს თვითონ ნახატი საუბრობს დამთვალიერებელთან და თვითონ წყვეტს, სად უნდა წავიდეს.

© FB/ Eka Peradze ARTეკა ფერაძის ნამუშევარი
ეკა ფერაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ეკა ფერაძის ნამუშევარი

- რა არის თქვენი ხელოვნების ძირითადი ხაზი? რა სახის ნახატები ჭარბობს თქვენს ნამუშევრებში?

— მე ყველა ჩემი მიმართულება მიყვარს. თითქმის თანაბრად ვქმნი ყველა მიმართულებას. გამოკვეთილი არ მაქვს და არც მიფიქრია ამაზე. ყველა ჩემს მიმართულებას თავისი დადებითი შემფასებელი ჰყავს. ჭარბობს მრავალფეროვნება. 

© FB/ Eka Peradze ARTეკა ფერაძის ნამუშევარი
ეკა ფერაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ეკა ფერაძის ნამუშევარი

- როგორც ვიცი, თქვენი ნამუშევრები მსოფლიოში ბევრი ცნობილი ადამიანის სახლში ინახება. ვინ არიან ეს ადამიანები და როგორ დაინტერესდნენ თქვენი ნახატებით? 

— როგორც გითხარით, საკმაოდ ბევრ გამოფენასა და კულტურული დღეების შეხვედრებზე მიწვევენ – როგორც კერძო შეხვედრებზე, ასევე მსოფლიო დონის კულტურულ შეხვედრებზეც. გერმანიის პრეზიდენტის პირადი მიწვევაც მქონდა, როცა გერმანიის  საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი ფრანკ უოლტერ-შტაინმეიერი იყო. ასევე, როცა ქალბატონი ანგელა მერკელი კენჭს იყრიდა, მქონდა მათ გუნდთან გამოფენა. ასევე საქართველოს პოლიტიკოსებშიც დაიმსახურა მოწონება ჩემმა შემოქმედებამ და დღეს მათი სახლები გაფორმებულია ჩემი ნახატებით. მე არ მინდა სახელები დავასახელო, შესაძლოა, დღეს ვინმესთვის გასაღიზიანებელი იყოს და თავს შევიკავებ. ჩემი ნახატები ინახება ასევე საქართველოს სხვადასხვა პარტიების ოფისებში. ძალიან ხშირად ვამჩნევ ჩემს შემოქმედებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ინტერიერის გასაფორმებლად. ინახება ამერიკის ბევრ საინტერესო კომპანიაში. ჩემ შესახებ და ჩემს  შემოქმედებას სისტემატურად ბეჭდავს მსოფლიოს წამყვანი ჟურნალები და კატალოგები. ერთ-ერთი მათგანი არის Vogue Magazine, რომელმაც დაახლოებით რვაჯერ გამოაქვეყნა ჩემ შესახებ სტატია. ამ რედაქციაში მყავს ძალიან ბევრი ფანი. 

© FB/ Eka Peradze ARTეკა ფერაძის ნამუშევარი
ეკა ფერაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ეკა ფერაძის ნამუშევარი

– საქართველოში დაბრუნებაზე გიფიქრიათ?

– ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი ეს სიტყვები და კიდევ გავიმეორებ.  მყავს ოჯახი. ჩემთვის ძვირფასი მეუღლე და ხუთი შვილი. ოთხი ბიჭი და ერთი ქალიშვილი. საქართველოში დაბრუნება არ მაქვს მიზნად. პატარა ვიყავი, საქართველოდან გერმანიაში საცხოვრებლად რომ გადმოვედით და, ფაქტობრივად, აქ გავიზარდე. მე არც ვგრძნობ თავს, რომ არ ვარ საქართველოში, რადგანაც ხშირი ურთიერთობები მაქვს, მაგალითად თქვენ დამიკავშირდით, ე.ი. თქვენთან ვარ.  ბავშვებს ტრადიციულად, ქართული სულისკვეთებით ვზრდით და ვსაუბრობთ მხოლოდ ქართულ ენაზე. საქართველოს ხშირად ვსტუმრობთ და  ჩემს ბავშვებს საქართველოში ცხოვრების სურვილი აქვთ.

© FB/ Eka Peradzeეკა ფერაძე
ეკა ფერაძე - Sputnik საქართველო
ეკა ფერაძე

- გამოფენას ხომ არ გეგმავთ ჩვენს ქვეყანაში?

— ნამდვილად ვგეგმავ. თქვენ და ჩემი ქვეყნა ყოველთვის პირველ ადგილზე ბრძანდებით და იქნებით კიდეც სამუდამოთ. საკმაოდ საინტერესო გამოფენით გესტუმრებით და რაღაც ახლით, რომ კარგად გასიამოვნოთ. საჩუქრებსაც არ დაგაკლებთ, რაც ჩემთვის ტრადიციულია. 

მიყვარხართ ყველა და პატივს გცემთ. მე არასდროს ვივიწყებ ჩემს ფესვებს!

 

 

ყველა ახალი ამბავი
0