ჰარი პოტერის სახლის ბინადარი ქართველი პროფესორი და უცნაური თავგადასავალი ოქსფორდში

© თეონა ქარჩავას პირადი არქივითეონა ქარჩავა ბრიტანეთში
თეონა ქარჩავა ბრიტანეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკაში „ცნობილების ვოიაჟი" ისტორიკოს თეა ქარჩავას წარმოგიდგენთ.

მსოფლიოში უამრავი მდიდარი ისტორიის მქონე ქალაქი, თუ ქვეყანაა. თითოეული მათგანი განსაკუთრებული ღირშესანიშნაობით, განუმეორებელი სულითა და ტრადიციებით გამოირჩევა.

წლების განმავლობაში ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი თეა ქარჩავა სწორედ ამ ტრადიციებს და ისტორია იკვლევდა. ქალბატონი თეა მსოფლიოს 25-მდე ქვეყანაშია ნამყოფი და ამ ხნის განმავლობაში დიდი გამოცდილება და ბევრი საოცარი მოგონება დაუგროვდა. იგი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის შესახებ თავად მოგითხრობთ.

© თეონა ქარჩავას პირადი არქივითეონა ქარჩავა
თეონა ქარჩავა - Sputnik საქართველო
თეონა ქარჩავა

— მოგზაურობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. პროფესიით ისტორიკოსი ვარ. მოგზაურობა მომიწია სხვადასხვა ფორმატში. როგორც უნივერსიტეტის ახალგაზრდა პროფესორი, ვმონაწილეობდი სხვადასხვა პროექტებში. მიწევდა მოწვეული მეცნიერის სტატუსით წასვლა უცხო ქვეყნებში. უცხო ქვეყანებში გარკვეული ხანი ვცხოვრობდი. ეს მაძლევდა საშუალებას, რომ ქვეყნის შიგნით მემოგზაურა. დღესაც, თუ მაქვს შესაძლებლობა და მცირედი დანაზოგი, აუცილებლად მივდივარ სამოგზაუროდ. ამაში არასოდეს მენანება თანხის დახარჯვა. დაახლოებით 24-25 ქვეყანაში ვარ ნამყოფი, ამან ძალიან დიდი გამოცდილება მომცა.

© თეონა ქარჩავას პირადი არქივითეონა ქარჩავა ტალინში
თეონა ქარჩავა ტალინში - Sputnik საქართველო
თეონა ქარჩავა ტალინში

-პირველი მოგზაურობა და შთაბეჭდილებები გაიხსენეთ.

— პირველად მოგზაურობა საკმაოდ პატარა ასაკში მომიწია. დედა წავიდა სამსახურიდან ექსკურსიაზე და თან წამიყვანა. ვიყავით ბაქოში, ერევანში, რუსეთში და თურქეთში. პირველი ჩემი დამოუკიდებელი მოგზაურობა კი, ასპირანტის სტატუსით იყო ბუდაპეშტში. გავიმარჯვე პროექტში და გავემგზავრე ბუდაპეშტში. მე გახლავართ ევროპის ქვეყნების ისტორიის სპეციალისტი. როდესაც სადმე მივდივარ წინასწარ ვარ გარკვეული, მომზადებული, რა უნდა ვნახო. ძალიან საინტერესოა ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ისტორია. ულამაზესია დუნაის პირას გაშენებული ქალაქი. მქონდა ბედნიერება სემინარის პარალელურად მომენახულებინა ღირსშესანიშნაობები. ვნახე ჰაბსბურგების სასახლე, პარლამენტის შენობა, ვისეირნე დუნაის ნაპირებთან და ა.შ. ეს ჩემი პირველი ვიზიტი იყო და განსაკუთრებულად მახსენდება. ამის შემდეგ ყოველი ჩემი გასვლა საზღვარგარეთ იყო „ფანჯარა“ ჩემს ცხოვრებაში. ამან მეტი და მეტი პერსპექტივები, მოტივაცია მომიტანა. მომეცა შანსი პროფესიული განვითარების პარალელურად, გამდიდრებულიყო ჩემი ცხოვრება.

© თეონა ქარჩავას პირადი არქივითეონა ქარჩავა კოლისეუმის ფონზე
თეონა ქარჩავა კოლისეუმის ფონზე - Sputnik საქართველო
თეონა ქარჩავა კოლისეუმის ფონზე

-რომელ ქვეყანას გამოარჩევდით თავისი შთამბეჭდავი ისტორიით და ულამაზესი არქიტექტურით?

— ანგლოფილი გახლავართ. მე გამოვყოფდი ინგლისს, როგორც ყველაზე საინტერესო ისტორიის მქონე, საოცარი სამართლებრივი კულტურის მქონე ქვეყანაა. მისი საპარლამენტო ცხოვრების ტრადიცია შუა საუკუნეებიდან იღებს სათავეს. შთამბეჭდავი იყო ჩემთვის ოქსფორდში ცხოვრების პერიოდი. ეს სწორედ ის კოლეჯია, რომელიც ჰენრი მე-8-ს და მისი მინისტრის მიერაა დაარსებული. ამ დროს მე ჰენრი მე-8-ზე დისერტაციას ვწერდი. თითქოს ამ დროს, დროის მანქანა მქონდა, რომელმაც მომცა საშუალება მეცხოვრა იმ გარემოში, იმ კოლეჯში, სადაც ის მეფე მოღვაწეობდა, რომელზეც მე იმ წუთას ვწერდი. თავის დროზე, როდესაც ინგლისში სამოქალაქო ომი დაიწყო, მეფე ლონდონიდან ოქსფორდში გადავიდა და სწორედ იმ დარბაზში ატარებდა ჩარლზ პირველი შეხვედრებს.

მომსწრე ვარ, როგორ იღებდნენ ამ დარბაზში ჰარი პოტერს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩვენი ქუჩა იყო „ოკუპირებული", გადაკეტილი. ამ ქუჩაზე იყო ჩემი ოთახის ფანჯრები და მე ყველაფერს ვადევნებდი თვალყურს. ერთდროულად აღმოვჩნდი შუა საუკუნეებშიც და ამავე დროს 21-ე საუკუნეშიც. ეს იყო ძალიან სერიოზული შთაბეჭდილება.

ამ პროგრამების ფარგლებში ყველაზე დიდი ხანი ვცხოვრობდი ნიუ-იორკში და ეს ქალაქი გამორჩეულად მიყვარს. აქ მომიწია გარკვეული პრობლემების დაძლევა. თუ ოქსფორდში და კემბრიჯში უზრუნველად ვცხოვრობდი, ნიუ-იორკშიო მე თვითონ უნდა გამეკვლია გზა, მენახა ბინა და ა.შ.

© თეონა ქარჩავას პირადი არქივითეონა ქარჩავა
თეონა ქარჩავა - Sputnik საქართველო
თეონა ქარჩავა

-თუმცა ადამიანი ამ დროს მეტად იღებ ცხოვრებისეულ გამოცდილებას…

— კი, რა თქმა უნდა. სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრებამ განსხვავებული გამოცდილებები მოიტანა. არაჩვეულებრივი შთაბეჭდილებით ჩამოვედი რომიდან. ეს მართლა მარადიული ქალაქია.

-ამდენ ქვეყანაში ხართ ნამყოფი, რომელი ქვეყნის კანონებმა გაგაოცათ ყველაზე მეტად?

— შევსწრებივარ სამართლისადმი უცნაურ დამოკიდებულებას. ასეთი კურიოზული შემთხვევა მოხდა ლონდონში. მელიებზე ნადირობა საუკუნის კანონი იყო, თანამედროვე ცხოვრებაში კი აღარ ჩაითვალა აქტუალურ საკითხად და ისე აიკრძალა, რომ ხალხის აზრი არ გაითვალისწინეს, არანაირი გამოკითხვა არ ჩაატარეს. დაახლოებით 400 ათასამდე მოქალაქე გამოვიდა ქუჩაში და გააპროტესტეს, თუ რატომ არ გაითვალისწინა მთავრობამ მოქალაქეების აზრი. ჩემთვის ეს იყო ძალიან ნიშანდობლივი. წარმოვიდგინე, რას იტყვის ეს ხალხი, თუ ვინმე მათ ფუნდამენტურ უფლებებს და ღირსებას შეეხება.

© თეონა ქარჩავას პირადი არქივითეონა ქარჩავა
თეონა ქარჩავა - Sputnik საქართველო
თეონა ქარჩავა

-რამდენად ხელმისაწვდომია დღეს მოგზაურობა და რას ურჩევდით მოგზაურობის მსურველებს?

— პირველ რიგში ყველას ვურჩევ, აუცილებლად ნახონ რომი. ეს ქალაქი არის მართლა მარადიული. ამ ქალაქში არ გტოვებს განცდა, რომ დიად და დიდ კულტურას ეხები. ის იყო მთელი ხმელთაშუა ზღვის ცენტრი და ეს დღესაც იგრძნობა.

ვთვლი, რომ მოგზაურობა დღეს ნამდვილად არის ხელმისაწვდომი. შედარებით იაფია ფრენები. ძალიან ეფექტურია, თუ წინასწარ, კარგად გაეცნობა ადამიანი ქალაქს, მოიძიებს ინფორმაციას, რა უნდა ნახოს იქ. არსებობს საიტები, ჯგუფები, სადაც ადამიანები ერთმანეთს ურჩევენ სად სჯობს წასვლა, რისი მონახულებაა საინტერესო, სასტუმრო სად უფრო იაფია და ა.შ. არსებობს არაჩვეულებრივი საიტი www.booking.com, რომელსაც თითქმის ყველა მოგზაური აქტიურად და საკმაოდ წარმატებით იყენებს. ტურისტებს ვურჩევ, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დაბანაკდნენ, სადაც მრავლადაა კულტურული სანახაობები, მუზეუმები, პარკები, გართობის ადგილები და რაც მთავარია, ვურჩევ, რომ იარონ ფეხით. ამით იგრძნობთ იმ სულისკვეთებას, რაც ქალაქში ტრიალებს. წარმოუდგენლად ბევრს დავდივარ ფეხით. როდესაც ოქსფორდში ვცხოვრობდი, შემეძლო გიდიც კი ვყოფილიყავი, რადგან ყველა კუთხე-კუნჭული მქონდა ფეხით მოვლილი. ყველა პატარავ ქუჩაც კი ვიცოდი. უცხო ქალაქში შევიარაღდები ხოლმე რუკით და ასე დავდივარ სანამ გზას არ გავიკვლევ.

© თეონა ქარჩავას პირადი არქივითეონა ქარჩავა ლუვრში
თეონა ქარჩავა ლუვრში - Sputnik საქართველო
თეონა ქარჩავა ლუვრში

-მოგზაურობის დროს, ენობრივი ბარიერი ქმნის დისკომფორტს?

— იტალიაში საერთოდ არ გამომადგა ინგლისურის ცოდნა, მაგრამ არ გამჭირვებია. დამიჯერეთ არ არის რთული და ენობრივი ბარიერი არ ქმნის დისკომფორტს. მე პირადად ევროპაში სამოგზაუროდ ტურ ოპერატორს არ დავიქირავებდი. ვფიქრობ ყველა ადამიანს შეუძლია ამ ყველაფერს გაართვას თავი. მაგრამ, როგორც გითხარით წინასწარ ინფორმაციის მოძიება ძალიან კარგია. გაარკვიეთ რომელი ქვეყანაა უსაფრთხო, იაფიანი. მაგალითად, რუმინეთში მოგზაურობა არ არის ისეთი უსაფრთხო, როგორც სხვა ქვეყნებში. იქ არის ბოშების პრობლემა. ისე გაგძარცვავენ თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებთ, ან ოფიციალურად თუ არ არის გამოძახებული მრიცხველიანი ტაქსი, წარმოუდგენლად ძვირს გადაგახდევინებენ. კიდევ ვიმეორებ, როდესაც მიდის ადამიანი უცხო ქვეყანაში, უნდა მოიძიოს დეტალური ინფორმაცია მის შესახებ.

© თეონა ქარჩავას პირადი არქივიპიაცა ვენეცია
პიაცა ვენეცია - Sputnik საქართველო
პიაცა ვენეცია

-რომელ ქვეყანაში ოცნებობთ, რომ მოხვდეთ?

— ყველგან წასვლაზე ვოცნებობ, სადაც არ ვარ ნამყოფი. ბავშვობიდან გატაცებული ვიყავი სათავგადასავლო ლიტერატურით და ძალიან მინდოდა პერუში მოგზაურობა. ინკების ისტორიით ვიყავი გატაცებული, ამიტომ ძალიან მინდოდა მაჩუ-პიქჩუს ნახვა. ეს არის ბავშვობის, ჯერ-ჯერობით აუხდენელი ოცნება. ძალიან მაინტერესებს შორეული აღმოსავლეთი და იაპონია. ძალიან მინდა ცხოვრებაში, ჩემი თვალით ვნახო ის ყველაფერი, რაც ამოკითხული მაქვს წიგნებში.

 

ყველა ახალი ამბავი
0