ფოტოგრაფი და მოგზაური ვიქტორ ლიაგუშკინი

National Geographic-ის ფოტოგრაფი: საქართველო კარგი, ლამაზი და მრავალფეროვანია

52
ვიქტორ ლიაგუშკინმა "Sputnik საქართველოს" თავის საგაზაფხულო გეგმებზე მოუთხრო და საქართველოს ორი ეროვნული პარკის მონახულების სურვილი გაუზიარა.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. National Geographic-ის მუდმივმოქმედი ფოტოგრაფი, გამოცდილი მოგზაური ვიქტორ ლიაგუშკინი საქართველოში მეუღლესთან ერთად პირველად ორი წლის წინ ჩამოვიდა. მათ ისე მოეწონა ქვეყნის ატმოსფერო, რომ აქ საცხოვრებლად დარჩენა გადაწყვიტეს.

"აქ მუდმივად არ ვცხოვრობთ, პერიოდულად ჩამოვდივართ. ამ პერიოდში სამსახურის საქმეებზე რამდენიმე ქვეყანა მოვიარეთ. არ ვიცით, საქართველოში რამდენ ხანს დავრჩებით, მაგრამ ჯერჯერობით აქ, თბილისში ვცხოვრობთ", — უამბო ლიაგუშკინმა "Sputnik საქართველოს".

საქართველოში ორი წლის ყოფნის პერიოდში მოგზაურმა ქვეყნის მრავალი მხარე მოინახულა.

"მე პროფესიონალი ფოტოგრაფი ვარ, შესაბამისად, ფოტოგადაღებაზე შეკვეთები მაქვს. ვაკეთებდით პროექტს იმერეთში, სამეგრელოში, ლაგოდეხში, ამჟამად ვაშლოვანის პარკში და ჯავბახეთში ვმუშაობთ. ადგილებს შეკვეთების შესაბამისად ვარჩევდით. ნამუშევრები ჟურნალ National Geographic-ში იბეჭდებოდა", — ყვება ლიაგუშკინი.

საქართველოს ბუნების აღწერისას ფოტოგრაფმა მას მოკლე, მაგრამ სრულყოფილი შეფასება მისცა: "საქართველო ძალიან კარგი, ლამაზი, მრავალფეროვანია".

ამასთან ფოტოგრაფი აღიარებს, რომ საქართველოში მან ჯერჯერობით ვერ გადაიღო ისეთი ფოტოსურათი, რომლითაც მთელი ცხოვრება იამაყებდა.

"იქნებ მომავალში გამომივა", — ოპტიმიზმით აცხადებს ლიაგუშკინი.

აქართველოში მოგზაურობისას ფოტოგრაფს სხვადასხვა თავგადასავალი გადახდა.

"ჩვენ გვყავს მეგობარი, ირაკლი ჯოლაყიძე, ის ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორია. ერთად ოკაცეს კანიონისკენ გავემგზავრეთ. მე მას ვკითხე, როგორი პირობებია იქ, როგორი სიღრმეა, არის თუ არა სიცივე. მან გვითხრა, რომ იქ ძალიან ცივა და ღრმა წყალია. ჩვენ დავიკავეთ აღჭურვილობა, ჩავიცვით თბილი საყვინთაო კოსტიუმები. ეს აგვისტოში მოხდა. და მერე ტყეში შვიდი საათი ვიარეთ ამ კოსტიუმებით და აკვალანგებით, იმიტომ რომ მას დაავიწყდა, სად იყო კანიონი. საბოლოო ჯამში იქ მეორე დღეს მივაღწიეთ", — ყვება ფოტოგრაფი.

მსოფლიოში განთქმული ქართული სტუმართმოყვარეობა გაზვიადებული არ არის და სინამდვილეს შეესაბამება, ამბობს ლიაგუშკინი. საქართველოში ყოფნის ორი წლის განმავლობაში ენობრივი ბარიერი არ უგრძვნია — რუსული და ინგლისური ენა სრულიად საკმარისია.

ამ გაზაფხულზე გამოცდილი მოგზაური ვაშლოვანის ნაკრძალებში და ჯავახეთის მხარეში 7-10 დღიანი ექსპედიციის მოწყობას გეგმავს. ლიაგუშკინი ტურისტებს საოცარ პეიზაჟებს, შეხვედრებს მაჩვზღარბასთან, ჯეირანთან, მგლებთან, ვარხვებთან, ფლამინგოებთან და ფაუნის სხვა წარმომადგენლებთან.

საქართველოში მოგზაურობის სავარაუდო პერიოდი — აპრილი/მაისი. ექსპედიციაში ტურისტებისთვის მონაწილეობა ფასიანია — დღეში 150 დოლარი.

"ასეთ ექსპედიციებს იშვიათად ვაწყობთ, შეიძლება ითქვას, არასდროს. შარშან გვქონდა ასეთი გამოცდილება. ამ მოგზაურობის დროს ჯავახეთში გესტჰაუზში და ვაშლოვანში რეინჯერების სახლებში გავჩერდებით. კვებაც არის გათვალისწინებული. სამი ტურისტის წაყვანა გვინდოდა, მაგრამ შესაძლოა, ეს ასე არ მოხდეს", — ბოლოს გვითხრა ლიაგუშკინმა.

52