ნავთობპლატფორმა

მოსაზრება: ახალი სანავთობე ციებ-ცხელება - რამდენს იშოვის რუსეთი

43
(განახლებულია 14:31 09.07.2021)
ნათობსა და გაზზე გლობალური ფასები ისტორიულ მაქსიმუმზე განახლდა და ბოლო დღეებში მომხდარი კორექციის ფონზეც კი საკმაოდ მაღალია.

ალექსანდრ სობკო

რა იქნება შემდგომში? ენერგომატარებლებზე ფასის წინასწარმეტყველება უმადური საქმეა. მაგარმ მსჯელობა იმაზე, რა ხდება, საინტერესოა. მთავარი ისაა, თუ რამდენად მდგრადია მიმდინარე კოტირებები. ბაზრის კანონების თანახმად ხომ მაღალმა ფასებმა დამატებითი შეთავაზებების სტიმულაცია და ბაზრის შემდგომი გაციება უნდა მოახდინოს? მოხდება თუ არა ასე?

ამ კონტექსტში ვითარება ნავთობისა და გაზის ბაზრებზე რაღაცით ჰგავს ერთმანეთს, რაღაცით — განსხვავდება. მსგავსება ისაა, რომ დამატებითი შეთავაზებების ერთ-ერთი პოტენციური წყარო — ეს გაზისა და ნავთობის ფიქალური მოპოვებებია აშშ-ში. განსხვავება კი მაღალ ფასებზე რეაქციების სისწრაფეშია — ნავთობის შემთხვევაში ყველაფერი უფრო სწრაფად ხდება.

დავიწყოთ ნავთობით. აქ მაღალი ფასების მიზეზები ცნობილია. მოთხოვნა იზრდება,  ხოლო ოპეკ+-თან მოლპარაკებები ძალაშია, მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვები თანდათან იხსნება. თუმცა ოთხ მილიონ ბარელზე მეტის მოპოვება ძველებურად აკრძალულია ამ გარიგების ფარგლებში. ამავდროულად, ზოგან, OPEC + - ისა და ფიქალური მოპოვებების მიღმა, მიწოდება სავარაუდოდ ჩაიძირა ინდუსტრიაში არასაკმარისი ინვესტიციის ფონზე, რაც ბოლო წლებში შეინიშნებოდა.

ამ ფონზე სულ უფრო მეტი ინტერესი ჩნდება ამერიკული ფიქალური მოპოვებისადმი. მოვლენების განვითარების სტანდარტული ლოგიკა ცნობილია, მის გარშემო იგება კიდეც ბოლო წლებში ტაქტიკა ბაზარზე: ზედმეტად ძვირი ნავთობი ასტიმულირებს ფიქალური ნავთობის მოპოვებას, რაც შეთავაზებების ზრდასა და ფასების დაცემას უწყობს ხელს.

შესაბამისად, ბაზარზე დეფიციტის ან სიჭარბის მომენტში OPEC+-საუცილებლად სჭირდება ისე გაზარდოს მოპოვება, რომ ფასი ყველასათვის მისაღებ დონეზე დადგეს, მაგრამ შეზღუდოს ფიქალის განვითარება. თეორიულად ყველაფერი გასაგებია, პრაქტიკაზე კი რეგულარულად ვხედავთ დავებს OPEC+-ის მონაწილეებს შორის ამ მიდგომის რეალიზაციის ფარგლებში.

თუმცა ახლა მაღალი ფასების შენარჩუნების მომხრეებს დამატებითი არგუმენტი აქვთ: ფიქალის აღდგენა აშკარად დუნედ მიმდინარეობს, ამერიკული მოპოვება თითქმის არ იზრდება. მომუშავე საბურღი დანადგარების რაოდენობა ჯერჯერობით მხოლო 40%-მდე აღდგა კორონავირუსული ვარდნის შემდეგ, თუმცა ზრდის ტენდენცია შეინიშნება.

ანუ ამჯერად ამერიკელი მეფიქალეები იდუმალად მიუერთდნენ ოპეკ+-ს, ამჯობინეს რა კი არ გაეზარდათ მოპოვება, არამედ, მაღალი ფასების ფონზე, ვალები გაესტუმრებინათ და აქციონერებისთვის ფული დაებრუნებინათ. თუმცა მათთვისაც კი 75-80 დოლარი ნავთობზე უკვე საკმაოდ მაცდუნებელი ფასია საიმისოდ, რომ მოცულობების გაზრდაზე დაფიქრდნენ.

ასეა თუ ისე, აქ გაურკვევლობის სამი ფაქტორი არსებობს . პირველი: ახალი უთანხმოების ნიშნები ოპეკ+-ში, რასაც შეიძლება უკვე არსებული შეზღუდვების გახანგრძლივებაც მოჰყვეს და კონფლიქტებიც, და შესაბამისად, მოპოვებების ზრდა. მეორე: ნავთობზე მაღალი ფასი, რაც აშშ-ში მოპოვებების სტიმულირებას ახდენს; მესამე: ირანული ფაქტორი.

არანაკლებ საინტერესოა გაზის ბაზარიც — აქ ფასები კიდევ უფრო მაღალია და მრავალწლიან მაქსიმუმს აფიქსირებს. მიზეზი ბევრია და ახლა უკვე აშკარაც. თუმცა ჯერ კიდევ ექვსიოდე თვის წინ ბაზარზე განწყობები საწინააღმდეგო იყო. ახლა გათხევადებული აირი აზიაში მიდის, ემიზიებზე კვოტების ფასები იზრდება. გარდა ამისა, „გაზპრომი“ მიწოდებებს ზღუდავს. უფრო სწორად, ძალიან კი არ ზღუდავს, უფრო სწორი იქნება ვთქვათ, რომ ევროპას გაზით აღარ ტბორავს.

დროდადრო ისმის მოსაზრება: ზემაღალი ფასები გაზზე არამდგრადია, ვინაიდან აშშ მაღალი ფასების შემთხვევაში მსოფლიოს თავიანთი გათხევადებული აირით წალეკავსო. ეს ასეა, თუმცა ერთის გამოკლებით: ნავთობბაზრისგან განსხვავებით, სადაც ყველაფერი უფრო სწრაფად ხდება, ჯერ გაზის გასათხევადებელი ქარხნები უნდა აშენდეს, რასაც მინიმუმ ოთხი წელი მაინც დასჭირდება.

ამერიკაში გაზის შიდა ფასები ასევე შესამჩნევად გაიზარდა, თუმცა გაზზე მიმდინარე ფასების ფონზე ამერიკული გათხევადებული გაზის ექსპორტიორები გლობალურ ნაზარზე შესანიშნავ მოგებას იღებენ.

მაგრამ თუ მენავთობეებს სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ სწრაფად დაიპყრონ სანავთობე ფასების ახლანდელი ტალღა, გაზის სფეროში ასეთი ნომერი არ გამოვა.

საინტერესოა, რომ ბოლო წლებში, მათ შორის მსოფლიო დონის ექსპერტთა შორისაც, პოპულარული იყო მოსაზრება: „გაზპრომი“ ცდილობს, არ დაუშვას მაღალი ფასები ევროპაში, რათა აშშ-ში გაზის გასათხევადებელი ქარხნების აგებას სტიმული არ მისცესო. და მართლაც, „გაზპრომი“, როგორც კი შესაძლებლობა ჩნდებოდა, ხშირ შემთხვევაში მაშინვე ცდილობდა ექსპორტის გაზრდას ევროპაში.

მაგრამ ახლა ვითარება შეიცვალა: „გაზპრომი“, დიდი ალბათობით, „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ გაშვებას ელოდება და ამიტომაც არ ცდილობს გაზარდოს მიწოდებები უკრაინის გავლით. იმავდროულად გაზის დეფიციტი ევროპულ საცავებში ამცირებს „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მიმართ პოლიტიკური წინააღმდეგობების შესაძლებლობებს. ასეა თუ ისე, ადრინდელი კონცეფცია გაბათილდა. „გაზპრომი“ ზემაღალი ფასებისგან დამატებით შემოსავლებს იღებს.

და მაინც, აშშ-ში გათხევადებული ბუნებრივი აირის ახალ ქარხნებთან დაკავშირებით ჯერჯერობით საბოლოო საინვესტიციო გადაწყვეტილებები არ ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ასეთი პროექტი უკვე „დაბალ სტარტზეა“. თუმცა ამერიკულ გათხევადებულ აირზე გლობალური მოთხოვნებისა და შეთავაზებების გრძელვადიან ბალანსებში ნებისმიერ შემთხვევაში შესამჩნევი წილი მოდის. ამიტომ ახალი ქარხნების მშენებლობა ამერიკაში სრულიად შესაძლებელია, თუმცა ბაზარზე მათი გავლენა მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ იქნება მოსალოდნელი.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

43
ავღანეთის სპეცრაზმი

თალიბები უტევენ: 100 ათასი ლტოლვილი - ეს მხოლოდ დასაწყისია

60
(განახლებულია 16:22 27.07.2021)
ავღანეთის ისლამური სახელმწიფო მკვეთრ სამხედრო-პოლიტიკურ პიკირებას განაგრძობს. კონფლიქტის მხარეების  მრავალმხრივი ინტერესები ქვეყანასა და ხალხს ხლეჩს.

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები ავღანურ ქალაქებს ბომბავს, თალიბები უტევენ — ერთნიცა და მეორენიც „გზადაგზა“ მშვიდობიან მოსახლეობას ანადგურებენ. იზრდება ავღანელი ლტოლვილების ნაკადი ცენტრალური აზიისკენ, და ტაჯიკეთი მზადაა, მიიღოს 100 ათასი კაცი. ავღანეთის საზღვრების მახლობლად მასშტაბური სამხედრო მანევრებისთვის თავმოყრილია უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთისა და რუსეთის ჯარები.

ავღანეთის არმიის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ორშაბათს დარტყმა მიაყენეს თალიბების პოზიციებს ქალაქ ტალუკანის შემოგარენში, რომელიც ტაჯიკეთის საზღვრიდან 46 კილოეტრში მდებარეობს. განადგურებულია ოცზე მეტი ბოევიკი. მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვე რპლზე ინფორმაცია არ ვრცელდება, მაგრამ „თანმდევი დანაკარგები“ გარდაუვალია.

გაეროს მისია (UNAMA) აღნიშნავს, რომ 2021 წლის პირველ ნახევარში ავღანეთის სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის რაოდენობა 5183 კაცს აღწევდა (1659 მოკლული და 3254 — დაჭშრილი). ეს 47%-ით მეტია, ვიდრე 2020 წლის იანვარ-ივნისში იყო. ამასთან დაჭრილთა და დაღუპულთა 46% ქალები და ბავშვები იყვნენ, ხოლო 25% —  სამთავრობო ძალების წევრები.

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ავღანეთის არმიის მხარდასაჭერად ავიაშეტევების რაოდენობა გაზარდა. ამერიკელი გენერალი კენეტ მეკანზი პირობას დებს, რომ უახლოეს კვირებში დაბომბვას განაგრძობს, და ავღანეთის მთავრობას „მზიმე გამოცდას“ უწინასწარმეტყველებს. მანამდე პენტაგონში აცხადებდნენ, რომ 21 და 22 ივლისს ამერიკელებმა ავღანეთზე ოთხზე მეტი ავიაშეტევა მიიტანეს.

თავის მხრივ თალიბებმა დაგმეს აშშ-ის ავიაიერიშები და აღნიშნეს, რომ დაბომბვების შედეგად ყანდაგარსა და გილმენდში არა მარტო ბოევიკები, არამედ მშვიდობიანი მცხოვრებლებიც დაიღუპნენ. „თალიბანს“ განზრახული აქვს, „მტკიცედ დაიცვას თავის ტერიტორია“ და, ომის გაგრძელების შემთხვევაში, შემტევი ოპერაციები განავითაროს.

ომის დასრულებას არაფერი მოასწავებს. აქტიური საბრძოლო მოქმედებები აღინიშნება ნანგარჰარის, პაქტიკის, ლოგარის, ღანზის, ყანდაგარაის, გერათის, ბალხის, სამანგანისა და ბევრ სხვა პროვინციაში.  მთავრობამ კომენდანტის საათი გამოაცხადა 34-დან 31 პროვინციაში, რათა ღამღამობით ბოევიკების გადაადგილებას ხელი შეუშალოს.

ამასთან პაკისტანელი სამხედროები თავისუფლად გადაადგილდებიან ავღანეთის საზღვრისპირა რაიონებში, რომლებიც თალიბების კონტროლქვეშაა გადასული, ანუ „თალიბანთან“ თანამშრომლობენ. პროვინცია ნანგარჰარის გუბერნატორმა დღეს    განაცხადა, რომ მოკლულ ბოევიკთა შორის 39 პაკისტანელის ცხედარიცაა.

შეტევა ცენტრალურ აზიაზე

თალიბები კონტროლის ზონას იფართოებენ. ატერორებენ ადგილობრივ მოსახლეობას, კვლავ მონებად მიიჩნევენ ქალებსა და ბავშვებს. მშვიდობიანი მოსახლეობა უკიდურესად შეშფოთებულია ახალი სასტიკი წესებით, ძალადობრივი ქორწინებებითა და არასრულწლოვანი „ჯიჰადისტების“ გადაბირებით.

ბოევიკები ეძებენ და ანადგურებენ ამერიკელებთან მოთანამშრომლე „მოღალატეებს“. მანამდე პროვინცია ჰოსტში თალიბებმა სასამართლოსა და გამოძიების გარეშე თავიუ მოჰკვეთეს 32 წლის თარჯიმან სუჰაილ პარდისს. შემთხვევითი არ არის, რომ აშშ-ში საიმიგრაციო ვიზაზე 20 ათასმა ავღანელმა თარჯიმანმა შეიტანა. გაზეთი The Wall Street Journal-ი 22 ივლისს წერდა, რომ ვაშინგტონი 35 ათასი ავღანელი თარჯიმნისა და მათო ოჯახების წევრების  განთავსებას აპირებდა კატარისა და კუვეიტის სამხედრო ბაზებზე. აშკარაა, რომ ყველა კოლაბორაციონისტი ვერ მოასწრებს ვიზებითა და აშშ-ის „არაბული სტუმართმოყვარეობით“ სარგებლობას.

მანამდე ავღანეთის პრეზიდენტმა აშფარ განი განაცხადა, რომ თალიბებს მჭიდრო კავშირი აქვთ „ალ-ქაიდასთან“, პაკისტანურ დაჯგუფება „ჯაიშ-ე-მუჰამადსა“ და „ლაშქარ-თაიბასთან“, და აპირებენ, რომ ქვეყანა ტერორისტების თავშესაფრად გადააქციონ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იზიარებს ამ პოზიციას. მართლაც, ავღანეთში სამი ათეული სხვადასხვა ტერორისტული დაჯგუფება მოქმედებს, „ისლამური სახელმწიფოს“ ათი ათასამდე ბოევიკის ჩათვლით. „ალ ქაიდა“  15 პროვინციაში იმყოფება. ეს „ფეთქებადი ნაერთი“ მსვიდობიან მოსახლეობას ხანგრძლივი სამხედრო ტურბულენტობით ემუქრება იმის მიუხედავად, ვინ იჯდება ქაბულში ხელისუფლებაში — ამჟამად მოქმედი თუ ჰიპოთეტური თალიბანური. საერთაშორისო ტერორიუზმი ავღანეთში ასე უბრალოდ არ გაქრება.

ავღანელი ლტოლვილების მზარდი ნაკადის პოტენციალი უზარმაზარია. შეგახსენებთ, 1996 – 2001 წლებში „საამიროს“ არსებობის პერიოდში, მარტო პანჯეშირის პროვინციას, რომელსაც თალიბები ვერ აკონტროლებდნენ, 500 ათასი ლტოლვილი აფარებდა თავს. ეს ხალხი პრაქტიკულად შიმშილობდა, არ ჰყოფნიდათ საჭმელი და წყალი, მაგრამ თალიბების ხელისუფლება კიდევ უფრო უარესი იყო.

ტაჯიკეთის საგანგებო ვითარებათა კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე ემომალი იბროჰიმზოდამ პარასკევს განაცხადა, რომ რესპუბლიკა მზადაა მიიღოს და განათავსოს თავის პოლიგონებზე ასი ათასზე მეტი ავღანელი ლტოლვილი. ციფრი სრულიად რეალისტურია, მაგრამ არა საბოლოო. 2021 წლის ბოლომდე ის შესაძლოა ათჯერ დიდიც აღმჩნდეს და ცენტრალური აზიის ყველა ქვეყანას დაარტყას კიდეც. ამ პრობლემის გადაჭრის ვარიანტები წინასწარ და ერთობლივად უნდა დამუშავდეს.

კბილი კბილის წილ

თლიბებმა პირობა დადეს, რომ მოსაზღვრე ქვეყნების საზღვრებს არ დაარღვევენ, მაგრამ საბრძოლო მოქმედებები ავღანეთის ჩრდილოეთში თავისი კანონებით ვითარდება და მაინც გადადის ცენტრალური აზიის ტერიტორიაზე. ამიტომ რი

უსეთი და მისი მოკავშირეები მთელ რიგ სამხედრო ზომებს მიმართავენ წინააღმდეგობის გასაწევად. „თალიბანის“ რაზმებს, ისევე როგორც სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებს, ყველაზე უკეთ მძიმე არტილერიის ენა ესმით.

ცენტრალური აზიის ქვეყნებისა და რუსეთის სამხედრო წვრთნები ავღანეთის საზღვრების მახლობლად — ეს პრევენციული ზომაა და რეგიონული სტაბილურობის შენარჩუნებას ემსახურება. რუსეტის შეიარაღებული ძალების სპეციალური შენაერთები აგვისტოსა და სექტემბერში ცხრა ერთობლივ მანევრს ჩაატარებენ უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის ძალებთან ერთად. ეს მასშტაბებით რუსეთის არმიის რამდენიმე დივიზიონისა და ბრიგადის გადასროლას  უტოლდება უკრაინის საზღვართან მიმდინარე წლის აპრილში. ანუ საუბარია ათობით ათას სამხედრო მოსამსახურესა და ასობით ეღტეულ სამხედრო ტექნიკაზე.

რუსეთისა და ტაჯიკეთის თავდაცვის მინისტრებმა, სერგეი შოიგუმ და შერალი მირზომ 24 ივლისს ტაჯიკეთ-ავღანეთის საზღვარზე შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს და საფრთხეების ნეიტრალიზაციის ერთობლივი ზომებიც განიხილეს. 23 ივლისს ტაშკენტი დამოუკიდებლად ჩაატარებს სწავლებას სამხრეთის მიმართულებით, რომელშიც 230 ათას სამხედროს ჩართავს.

რუსეთ-უზბეკეთის ჯარები 30 ივლისიდან 10 აგვისტომდე პერიოდში ერთობლივად დაამუშავებენ სამხედრო ამოცანებს ავღანეთის საზღვართან. რუსეთს ციმბირის სპეცდანიშნულების ბრიგადა და და სამშვიდობო შენაერთების სამხედროები და ასევე მოიერიშე Су-25СМ-ები წარმოადგენენ, რომლებიც ყირგიზეთში რუსეთის სამხედრო ბაზაზე არიან განლაგებული.

რუსეთის, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის ჯარები 5-10 აგვისტოს თითქმის სინქრონულად დაამუშავებენ კონტრეტერორისტული ოპერაციების ელემენტებს ტაჯიკეთის ერთ-ერთ სამხედრო პოლიგონზე. რუსეთს 201-ე სამხედრო ბაზის ჯარისკაცები (მხოლოდ პროფესიონალი მეკონტრაქტეები) წარმოადგენენ, რომლებსაც ახალი ჯავშანტექნიკა გააძლიერებს.

ანალოგიურად ჩატარდება საჯარისო ოპერაცია „თალიბანის“, „ალ-ქაიდას“, „ისლამური სახელმწიფოსა“ და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების რაზმების შეჭრის შემთხვევაში ცენტრალური აზიის ქვეყნების ტერიტორიებზე.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

60
თბილისი - ლეღვთახევი

ეკონომიკა ციფრებში... შუალედური ფინიში და „ლოკდაუნის“ საფრთხე

1063
(განახლებულია 17:07 23.07.2021)
მიმდინარე წლის 6 თვის შედეგებით ეკონომიკური პარამეტრები პოზიტიურია: საბანკო სექტორი რეკორდულ მოგებაზე გავიდა, რეკორდულია საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებიც, მზარდია ტურისტული ნაკადი და ფულადი გზავნილები, ეროვნული ბანკი კი ინფლაციის მაჩვენებლის განახლებას ვარაუდობს...

სამსონ ხონელი

წინამდებარე სტატიით მკითხველის ყურადღებას ქვეყნის ეკონომიკისა და საფინანსო ბაზრის რამდენიმე რეკორდულ მაჩვენებელზე გავამახვილებ. საბანკო სექტორით დავიწყებ.

მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში კომერციული ბანკების მოგებამ 1,060 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც აბსოლუტური რეკორდია. არ გაუჭირდებოდათ! − ბრძანებს მკითხველი ირონიული ტონით და, სავარაუდოდ, მიმანიშნებს, რომ საბანკო სექტორის შემოსავლები და მოგებაც უკვე მრავალი წელია მზარდია. მეტიც, საბანკო სფერო დიდი ხანია ჩვენში ყველაზე სარფიან ბიზნესად ითვლება. რეპლიკას გავიზიარებ, თუმცა დავძენ, რომ ფაქტია, საბანკო სექტორი მილიარდიან ნიშნულს ყველაზე ახლოს 2019 წელს მიუახლოვდა, როდესაც ერთი წლის განმავლობაში კომერციული ბანკების მოგებამ 953 მილიონ ლარს მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ საბანკო სექტორის მოგება გასულ წელს თითქმის ათჯერ – 99 მილიონ ლარამდე შემცირდა. 2020 წლის პირველი კვარტალი კომერციულმა ბანკებმა 747 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს. ექსპერტთა შეფასებით, ეს ზარალი შედეგი იყო არა იმდენად COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ვარდნის, რამდენადაც კონსერვატიული მიდგომისა და რეზერვების მოცულობის ზრდის. თავის მხრივ, რეზერვების ზრდის მთავარი მიზეზი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის საკრედიტო ვალდებულებებზე სამი თვის ვადით საშეღავათო პერიოდის მიცემა გახდა, რამაც გასული წლის მხოლოდ მარტში საბანკო სექტორი 943 მილიონი ლარის ზარალზე გაიყვანა.

მიმდინარე წელს კომერციულმა ბანკებმა ყველაზე დიდი მოცულობის, 295 მილიონი ლარის მოგება ივნისში მიიღეს, ხოლო ყველაზე მცირე – 113 მილიონი ლარის – იანვარში. საბანკო სექტორის მოგების 80 პროცენტი „საქართველოს ბანკსა“ და „თიბისი ბანკზე“ მოდის. ექსპერტთა შეფასებით, კომერციული ბანკების რეკორდული მოგება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. კერძოდ, COVID-19-ის პანდემიის გამო ეკონომიკურ საქმიანობაზე დაწესებული მკაცრი რეგულაციების ჯერ შემსუბუქებამ და შემდეგ გაუქმებამ ხელი შეუწყო ეკონომიკურ ზრდას, გაუმჯობესდა ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები, მაისის შუა რიცხვებიდან მოყოლებული ეროვნული ვალუტა დაახლოებით 40 თეთრით გამყარდა. ქვეყანამ თანდათან დაწყო COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ღრმა ეკონომიკური რეცესიიდან გამოსვლა და, რაც მთავარია, პესიმისტური განწყობა ოპტიმისტურმა მოლოდინებმა ჩაანაცვლა. ბუნებრივია, ეს ყველაფერი საბანკო სექტორის 6-თვიან შედეგებზეც დადებითად აისახა.

კიდევ ერთი რეკორდი ქვეყნის საგარეო ვაჭრობას უკავშირდება. კერძოდ, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ სარეკორდო 6,2 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 20,7 პროცენტით მეტია. ამ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ქვეყნის საგარეო-სავაჭრო ბრუნვაში კვლავაც მზარდია ექსპორტის მოცულობა. აპრილიდან მოყოლებული, ექსპორტის ზრდის დინამიკა შთამბეჭდავია. მიმდინარე წლის ივნისში ექსპორტის მოცულობამ 349.3 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 30,1 პროცენტით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი 12,5 პროცენტით აღემატება COVID-19-ის პანდემიამდე, 2019 წლის ივნისში დაფიქსირებულ მონაცემებსაც.

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში ექსპორტი ჯამურად 25,5 პროცენტით გაიზარდა და 1.887,4 მილიონ დოლარს გაუტოლდა. 2021 წლის პირველ ნახევარში პოზიტიურია წმინდა ექსპორტის დინამიკაც. მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტის ზრდის დინამიკამ საკმაოდ გადაფარა იმპორტის ზრდის მაჩვენებელი – 18,9 პროცენტი. შედეგად – იანვარ-ივნისში სავაჭრო დეფიციტი საგარეო-სავაჭრო ბრუნვის 39,2 პროცენტით განისაზღვრა და გასულ წელთან შედარებით 2 პროცენტით გაუმჯობესდა.

ანალიტიკოსთა შეფასებებით, ექსპორტის სტრუქტურაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია ადგილობრივი ექსპორტის დინამიკა. იგულისხმება ექსპორტი რეექსპორტის გარეშე. 2021 წლის პირველ 6 თვეში ადგილობრივი ექსპორტი 27,6 პროცენტით გაიზარდა და 1.377,6 მილიონ დოლარს, მთლიანი ექსპორტის 73,1 პროცენტს გაუტოლდა. მხოლოდ ივნისში ადგილობრივი ექსპორტი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 33,7 პროცენტით გაიზარდა და 256,7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა 40,4 პროცენტით აღემატება 2019 წლის ივნისის, ანუ COVID-19-ის პანდემიამდე პერიოდის მონაცემსაც კი.

„ექსპორტის, განსაკუთრებით კი ადგილობრივი ექსპორტის ზრდა და საგარეო-სავაჭრო დეფიციტის შემცირება მიუთითებს გასული წლის ეკონომიკის რეცესიული შოკიდან სწრაფი გამოსვლის დადებით ტენდენციაზე, რაც, პირველ რიგში, ეკონომიკის ზრდაზე და სავალუტო კურსზე აისახება პოზიტიურად. მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმის სექტორის აღდგენასთან ერთად საგრძნობლად არის გაზრდილი სავალუტო ნაკადებიც, რაც, სამუშაო ადგილების შენარჩუნებასთან ერთად, პოზიტიურ მოლოდინებს და სავალუტო კურსის სტაბილიზაციას უზრუნველყოფს“, – აცხადებს ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე

დროა ოროდე სიტყვით სხვა მაჩვენებლებიც მიმოვიხილოთ. მართალია, რეკორდი არა, მაგრამ ზრდა და პოზიტიური ტენდენცია არის. ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის ივნისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 201,9 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 19,3 პროცენტით მეტია. გაიზარდა საქართველოდან საზღვარგარეთ ფულადი გზავნილების მოცულობაც – 2021 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 26,5 მილიონი დოლარი გადაიგზავნა.

ახლა ზაფხულის ტურისტული სეზონია და, ბუნებრივია, მკითხველი დაინტერესდება, როგორი დინამიკაა ტურიზმის სფეროში. ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის ივნისში საქართველომ ტურიზმიდან ჯამში 122,5 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 111,3 მილიონი დოლარით მეტია. გარდა ამისა, 2021 წლის ივნისში მიღებული შემოსავლები აჭარბებს წინა თვის მონაცემებსაც. კერძოდ, მიმდინარე წლის მაისში ქვეყანამ ტურიზმიდან მხოლოდ 73,8 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. აქვე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივნისში საქართველოს 133.500 ტურისტი ეწვია, ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 104.600 ტურისტით მეტია.

ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებას გამოეხმაურა საერთაშორისო სავალუტო ფონდი. კერძოდ, ამ გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, ყოველთვიური მაჩვენებლები მიმდინარე წლის მეორე კვარტალში სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე მიუთითებს, რის შედეგადაც წლიური ზრდა 7,7 პროცენტს მიაღწევს. ეს კი მნიშვნელოვნად მომატებული ზრდის ტემპია, რაც მტკიცე ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ 2021 წლის ბოლოს ეკონომიკა 2019 წლის დონეს გადააჭარბებს. ელექტრონული ფულადი გადმორიცხვების და ექსპორტის სწრაფი ზრდა, ასევე ტურიზმის მოსალოდნელზე მაღალი ზრდა ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას. რაც შეეხება ინფლაციას, მაღალი მაჩვენებელი წლის ბოლომდე შენარჩუნდება, მომდევნო წლის განმავლობაში კი, დროებითი ფაქტორების მილევის ფონზე, სწრაფად შემცირდება. 

ამასობაში ეროვნულმა ბანკმა შესაძლოა ინფლაციის პროგნოზს გადახედოს. როგორც კობა გვენეტაძის უწყებაში აცხადებენ, ეროვნული ბანკი განახლებულ პროგნოზს 4 აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის სხდომაზე გამოაქვეყნებს. იმავე დღეს იმსჯელებს რეფინანსირების განაკვეთის გადახედვის საკითხზეც. შეგახსენებთ, რომ ივნისის თვეში წლიურმა ინფლაციამ 9,9 პროცენტს მიაღწია. ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 23 ივნისს უცვლელად, 9,5 პროცენტზე დატოვა. ამ ეტაპზე კობა გვენეტაძის უწყება წლიურ ინფლაციას 8-9 პროცენტის ფარგლებში ელის, ხოლო მის მკვეთრ შემცირებას მომავალი წლის მარტიდან ვარაუდობს.

ეროვნული ბანკი ფასების ზრდის შეჩერებას გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით ცდილობს, თუმცა თუ მოვლენები პოზიტიური სცენარით განვითარდა, ნავარაუდევია, რომ ეროვნული ბანკი ეტაპობრივად რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას დაიწყებს.

ვნახოთ, დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, რაც მთავარია, საინტერესოა მთავრობისა თუ ეროვნული ბანკის სამოქმედო გეგმასა და გაწერილ სცენარში რა ცვლილებებს შეიტანს ბოლო პერიოდში მკვეთრად გაუარესებული ეპიდემოლოგიური ვითარება. ხომ არ დადგება ქვეყანა მორიგი „ლოკდაუნის“ გარდაუვალი აუცილებლობის წინაშე...

  

1063
დავით ზალკალიანი

როგორ პასუხს გასცემს ქართული ხელისუფლება დასავლეთის კრიტიკაზე: ზალკალიანის ხედვა

0
საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ შარლ მიშელის შეთანხმების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია და ამას ადასტურებს საქართველოს საარჩევნო კოდექსი

თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. დასავლეთისთვის ცნობილია საქართველოს მმართველი პარტიის არგუმენტები შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით და ახლა ჩვენ ვაწარმოებთ დამატებით კონსულტაციებს, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

გუშინ მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ანულირებულად  გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით 19 აპრილს ხელმოწერილი კომპრომისული შეთანხმება. ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია მკვეთრი კრიტიკა დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომლებმაც ხელისუფლების პროდასავლურ კურსში ეჭვი შეიტანეს.

„მინდა, გითხრათ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში როგორც ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები, საპარლამენტო ხელისუფლების წარმომადგენლები „ქართული ოცნებიდან“, ისე პირადად მე ვარ მუდმივ კონტაქტზე ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, იგივე შარლ მიშელის კაბინეტთან, რათა მათ ჰქონდეთ მკაფიო წარმოდგენა, თუ რასთან გვაქვს საქმე და რატომ მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ ეს გადაწყვეტილება. ჩვენი არგუმენტები მათთვის ამ დღეების განმავლობაში უკვე ცნობილია და დამატებითი კომუნიკაციაც იქნება, რომ კიდევ უფრო საფუძვლიანად გავაანალიზოთ, თუ რა სიტუაციაში ვართ“, - განაცხადა ზალკალიანმა „პირველი არხის“ ეთერში.

მან აღნიშნა, რომ ქვეყნის კურსი რჩება პროდასავლური და ამ არჩევანს განსაზღვრავს ქართველი ხალხი და მათ შორის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი.

ამავე დროს მინისტრმა აღნიშნა, რომ შარლ მიშელის შეთანხმების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია და ამას ადასტურებს საქართველოს საარჩევნო კოდექსი, რომლის საფუძველზე 2 ოქტომბერს ჩატარდება ადგილობრივი არჩევნები.

„ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას უკვე აქვს ოფიციალური მოწვევა ადგილობრივ არჩევნებზე და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვიდეს საქართველოში, იქნება ეს OSCE/ODIHR (ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი - რედ.), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეგიონალური ბიურო, თუ სხვა დიდი საერთაშორისო ორგანიზაცია. ასევე ორმხრივად ყველა ჩვენს პარტნიორ ქვეყანას ექნება შესაძლებლობა, დააკვირდეს ამ არჩევნებს. უფრო მეტიც, არჩევნები რომ დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარდება, ამის გარანტია არის ის ახალი საარჩევნო კანონმდებლობა, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი იყო“, – განაცხადა ზალკალიანმა.

სიტუაციის შეფასების მიზნით საქართველოში უკვე იმყოფება ევროპარლამენტარების ჯგუფი. გარდა ამისა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ემზადება კონსულტაციების მორიგი რაუნდისთვის საქართველოს პოლიტიკურ სუბიექტებთან.

 

0