მოსაზრება: რატომ უპასუხა რუსეთმა მკაცრად ბრიტანული ნაღმმზიდის პროვოკაციას

© REUTERS / SERGEY SMOLENTSEVHMS Defender
HMS Defender - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
გამოწერა
რუსეთი არ ეძებს კონფრონტაციას ნატოსთან, თუმცა მუდამ მზადაა თავისი საზღვრების დასაცავად და ნებისმიერი დროშის მქონე აგრესორის გასანადგურებლად.

ამიტომ ბრიტანული ესკადრონული ნაღმმზიდი Defender-ის წინასწარგანზრახული პროვოკაცია 23 ივნისს რუსეთის ყირიმის სანაპიროს მახლობლად შეიძლებოდა უკანასკნელ მისიად ქცეულიყო ეკიპაჟის ბევრი წევრისთვის.

ბრიტანული ნაღმმზიდი „იორკი“ - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2021
საზღვრის დარღვევა: რუსულმა ფლოტმა და ავიაციამ ბრიტანულ ხომალდს ცეცხლი გაუხსნეს

ბრიტანულმა HMS Defender-მა რუსეთის საზღვრები ყირიმის ნახევარკუნძულის მახლობლად დაარღვია, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციამ მანამდე კიდევ ერთხელ დააწესა შავი ზღვის ამ ზონაში შეზღუდვები სარაკეტო სროლებზე. ნაოსნობისთვის დაკეტილი ამ ზონის ახლოს ყოფნა ნებისმიერი ხომალდისთვის სახიფათო იყო.

Defender-ი სამი კილომეტრით ღრმად შევიდა ყირიმის ფიოლენტის კონცხთან შიდა წყლებში. რადიოკავშირით გაკეთებული რამდენიმე გაფრთხილება დამრღვევმა ყურად არ იღო, ამიტომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო-საგუშაგო ხომალდმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა, ხოლო შავი ზღვის ფლოტის გამანადგურებელმა Су-24М-მა ბრიტანული ნაღმმზიდის კურსზე ოთხი 250 კგ-იანი ავიაბომბი ჩამოაგდო. Defender-მა მხოლოდ ამის შემდეგღა დატოვა რუსეთის ტერიტორია და კურსი სპარსეთის ყურისკენ აიღო.

ლონდონი  - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2021
სროლა შავ ზღვაში: ლონდონი მცირე განცხადებას ავრცელებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ინციდენტის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. კრემლმა ეს ეპიზოდი დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მხრიდან შეგნებულ და მომზადებულ პროვოკაციად შეაფასა. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვერსია „უკრაინის წყლებში ხომალდის მშვიდობიან გავლაზე“ კრიტიკას ვერ უძლებს. BBC-ს კორესპონდენტის პუბლიკაციაც კი, რომელიც Defender-ის ბორტზე იმყოფებოდა, ადასტურებს რუსეთის საზღვრების წინასწარგანზრახ და პროვოკაციულ დარღვევას ყირიმიდან 12 მილის დაშორებით − თანაც სრული საბრძოლო მზადყოფნით. რისთვის წავიდა ასეთ რისკზე ბრიტანული ეკიპაჟი?

ისტორიული მისია

სარაკეტო ესკადრონული ნაღმმზიდი HMS Defender შავ ზღვაში 14 ივნისს შევიდა. ოდესის პორტში ის 18 ივნისს დადგა, ხოლო სამი დღის შემდეგ მის ბორტზე ხელი მოეწერა მემორანდუმს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებსა და ბრიტანეთის სამრეწველო კონსორციუმს შორის უახლოეს ხუთწლედში საზღვაო პარტნიორობის პროექტების რეალიზაციის შესახებ. ლონდონი და კიევი რუსეთის „შეკავების“ ერთიანი პოლიტიკის გატარებაზე, უკრაინის სანაპიროზე საბრძოლო ხომალდებისა და ბაზების მშენებლობაზე შეთანხმდნენ. როგორც 23 ივნისის ინციდენტმა დაგვანახა, „შეკავების“ ვარიანტები უკიდურესად სახიფათოა − უპირველესად ანტირუსული „კონცესიის“ მონაწილეებისთვის.

ბრიტანული ნაღმმზიდი - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2021
„კურსი შეგნებულად შეირჩა“: BBC-ს თვითმხილველმა ჟურნალისტმა შავი ზღვის ინციდენტი აღწერა

არსებობს პროვოკაციის სხვა მიზეზიც. HMS Defender-ი აშშ-ის და უკრაინის სამხედრო წვრთნების Sea Breeze-2021-ის „გამხურებლის“ როლში გამოვიდა. წვრთნები 28 ივნისს დაიწყება და 1 ივლისამდე გასტანს. მასში 30 ქვეყანა, 32 ხომალდი, 40 თვითმფრინავი, 5000 სამხედრო მიიღებს მონაწილეობას − სპეციალური ოპერაციების 18 დაჯგუფების ჩათვლით. სამწუხაროდ, ამ ანტირუსულ მანევრებში უკვე მეათედ მონაწილეობს თითქოს ნეიტრალური მოლდოვაც, რომელსაც რუსეთი მზრუნველად აწვდის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას.

ამასთან, ბრიტანული პროვოკაციის წინ, 22 ივნისს რუსეთმა მოუწოდა შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს, უარი თქვან მასშტაბურ და აგრესიულ Sea Breeze-ზე, რაც შემთხვევითი ინციდენტების რისკებს ზრდის შავ ზღვაში. როგორც ჩანს, „პარტნიორებმა“ კიდევ ერთხელ უგულებელყვეს მოსკოვის კეთილი ნება. ასე რომ, შავი ზღვის რეგიონში უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ახალი პროვოკაციები გამორიცხული არ არის.

მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2021
„მკაცრი დემარში“ – ბრიტანეთის ელჩი რუსეთის საგარეო უწყებაშია დაბარებული

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს სერგეი რიაბკოვს შემთხვევით არ განუცხადებია 24 ივნისს: „ჩვენ შეგვიძლია მოვუწოდოთ საღი აზრისკენ, საერთაშორისო სამართლის პატივისცემისკენ. თუ ეს საკმარისი არ იქნება, შეგვიძლია ბომბები ჩამოვყაროთ არა მარტო კურსზე, არამედ ვესროლოთ სამიზნეებსაც, თუ კოლეგებს არ ესმით“. არადიპლომატიურია, მაგრამ ზუსტია, ვინაიდან რუსეთის საზღვრების ურღვევობა აბსოლუტური იმპერატივია.

ფიოლენტის კონცხის ინციდენტმა ამერიკულ ნაღმმზიდ „ჯონ მაკკეინთან“ დაკავშირებული შემთხვევა გაგვახსენა, რომელმაც 2020 წლის შემოდგომაზე დაარღვია რუსეთის საზღვარი პეტრე დიდის ყურეში ვლადივოსტოკის მახლობლად. მაშინ ხომალდს კურსი რუსულმა „ადმირალმა ვინოგრადოვმა“ შეაცვლევინა. ამის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ საარტილერიო ცეცხლის გახსნისა და ავიაშეტევების უფლება მიიღო სახელმწიფო საზღვრის დამრღვევის კურსზე. ცალკეული ქვეყნების მხრიდან რუსეთის საზღვრების არაღიარება არ ხდის მათ „გამჭვირვალეს“ ნატოსთვის.

სერგეი ნარიშკინი - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
ნარიშკინი: რუსეთი დასავლეთის თავდასხმებს მიჩვეულია

დესტაბილიზაციის ორგანიზება

Sea Breeze-2021 შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილსა და უკრაინის მთელ რიგ რეგიონებში გაიმართება. მანევრები უკრაინის აკვატორიის საზღვრებს სცდება. გეგმებშია: საზღვაო დესანტის გადასხმა, ნატოს სპეცოპერაციების ძალების ერთობლივი მოქმედებები სახმელეთო ჯარებთან ერთად ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქების პოლიგონებზე − რუსეთის ყირიმის მახლობლად. სახმელეთო შტაბები ძალებისა და საშუალებების გადასროლითა და საზღვაო დესანტთან ერთად შეტევებით დაკავდებიან საბრძოლო დანიშნულების რაიონებში. სცენარის თანახმად, კოალიციურმა დაჯგუფებამ „კრიზისული ვითარების სტაბილიზაცია“ უნდა მოახდინოს, რომელიც უკრაინისთვის უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მიერაა შექმნილი, რომელსაც „მეზობელი სახელმწიფოს ხელისუფლება ყოველმხრივ მხარდაჭრას უწევს“. ამაში აგრესიის ვექტორი იკვეთება კიევის მიერ არაკონტროლირებადი დონბასის ტერიტორიების მიმართ. შესაძლოა, კოალიციამ 2018 წლის მსგავსი „ქერჩის გარღვევის“ გამეორება სცადოს, და ამ ოპერაციას პროგნოზირებადად დამამცირებელი შედეგი ექნება ორგანიზატორებისთვის. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ყურადღებით აკვირდება Sea Breeze-2021-ის სამზადისსა და განვითარებას. ის მზადაა ოპერატიულად ირეაგიროს ვითარებაზე, რათა რუსეთის სამხედრო უსაფრთხოება უზრუნველყოს.

ვლადიმირ პუტინი და ანგელა-მერკელი - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
წყარო: ევროკავშირმა უარი თქვა პუტინისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრაზე

ნატოს ჯერჯერობით არ აქვს რისკზე წასვლის სურვილი უკრაინისთვის მაპ-ის მიცემით, და განზრახული აქვს, გამოიყენოს ამ ქვეყნის არმია და ტერიტორია ისე, რომ რუსეთის მიერ მონიშნული „წითელი ხაზები“ არ დაარღვიოს. ალიანსი არაერთ „ჩრდილოვან“ საინტეგრაციო პროგრამას ახორციელებს. მაგალითად, მარიოპულთან ახლოს მდებარე პოლიგონზე 500 უკრაინელ ჯარისკაცს 60 ინგლისელი და დანიელი ინსტრუქტორი წვრთნის სნაიპერობასა და აფეთქებებში.

პლანეტის მეორე მხარეზე რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტმა, პირველად უახლეს ისტორიაში, მასშტაბური წვრთნები მოაწყო წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში, მანევრებში ოცამდე სარაკეტო ხომალდი და სუბმარინა, თვითმფრინავები და ვერტმფრენები მონაწილეობდნენ. რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებს სავარაუდო მოწინააღმდეგისთვის ჰიპერბგერითი თუ თერმობირთვული „ბრიზი“ შეუძლია მოაწყოს მსოფლიო ოკეანის ნებისმიერ წერტილში.

მოსკოვის უშიშროების საერთაშორისო კონფერენციაზე პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ და გენშტაბის მეთაურმა ვალერი გერასიმოვმა „სამმაგი“ გაფრთხილება მისცეს „პარტნიორებს“ ომის დიდი ალბათობის თაობაზე. როგორც გენშტაბის მეთაურმა აღნიშნა: რუსეთი იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ბირთვული შეიარაღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ბირთვული ან მასობრივი განადგურების სხვა იარაღი იქნება გამოყენებული, ასევე რუსეთის მიმართ აგრესიის შემთხვევაში ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით, როდესაც თავად სახელმწიფოს არსებობას შეექმნება საფრთხე“.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

ყველა ახალი ამბავი
0