ჯო ბაიდენი

მოსაზრება: ბაიდენი დააზუსტებს, არის თუ არა მზად რუსეთი თვითმკვლელობისთვის

61
(განახლებულია 20:59 11.06.2021)
მოსალოდნელია თუ არა აშშ-სა და ჩინეთს შორის მეორე ცივი ომი, ჩაერთვება თუ არა მასში ევროპა და რა პოზიციას დაიკავებს რუსეთი – ამის შესახებ წერს რუსი აღმოსავლეთმცოდნე, ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი დმიტრი კოსირევი.

დმიტრი კოსირევი

საინფორმაციო სააგენტო РИА Новости საკუთარ გვერდზე აქვეყნებს აღნიშნულ წერილს. 

„ასე სახელმწიფოები ომის წინ იქცევიან“, თითქოს სასხვათაშორისოდ შენიშნა საგარეო დაზვერვის პოლკოვნიკმა და დღეს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის მშვიდობიანმა პროფესორმა ანდრეი ბეზრუკოვმა ერთ-ერთი ტელედისკუსიისას.

საუბარია ამერიკის ადმინისტრაციის მართლაც სერიოზულ აქციაზე, რომელმაც ჯერ კიდევ თებერვალში დაუკვეთა კვლევა კრიტიკულად მნიშვნელოვანი საქონლით მომარაგების ჯაჭვის მიმართ ქვეყნის მოწყვლადობის შესახებ. კვლევა ახლაღა დასრულდა, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ევროპული ტურნეს წინ, რომლის ფარგლებშიც ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმის პუტინსაც შეხვდება.

იმის შესახებ, რომ ჟენევაში ეს შეხვედრა მხოლოდ ნაწილია მსოფლიო არენაზე აშშ-ის დიდი ხნის წინ მომწიფებული და სერიოზულად შეცვლილი კურსისა, ოდნავ ქვემოთ ვისაუბრებთ. რაც შეეხება ამერიკის მოწყვლადობას, ის, კვლევის შედეგების თანახმად, მინიმუმ სამ სფეროში გამოვლინდა − წამლების, ნახევარგამტარებისა და იშვითი ელემენტების მიწოდებებში. ყველა შემთხვევაში საუბარია ჩინეთზე, ანუ მიწოდებებში აშშ-ის სახიფათო დამოკიდებულებაზე იმ „დერჟავაზე“, რომელიც მსოფლიო არენაზე საერთო წონით ამერიკის ტოლფარდია.

ასევე ამ დღეებში მოხდა აქცია ნომერი ორი − შემუშავდა კანონი ინოვაციებისა და კონკურენციის შესახებ. მან უკვე გაიარა აშშ-ის სენატი და მალე ამოქმედდება. და აქ საუბარი უპირველესად იგივე „დერჟავასთან“ კონკურენციაზეა. ჩინეთის წინაშე ამერიკული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად 250 მლრდ დოლარი გამოიყოფა. იგულისხმება სუბსიდიები ინოვაციური პროექტების დაჩქარებაში და ამერიკის მოწინავე დარგების სხვა მხარდაჭერა.

ამ ვითარებაში ერთი სასაცილო თავისებურებაა. აშშ წლების განმავლობაში განმარტავდა, რაოდენ დაუშვებელია მოწინავე და სხვა დარგების სახელმწიფო მხარდაჭერა ჩინეთისგან. პეკინის პროგრამა „დამზადებულია ჩინეთში 2025“ არასწორი კონკურენციისა და ბოროტების ნიმუშად ცხადდებოდა. ანუ ყვიროდნენ, რომ პეკინი წესების დარღვევით, უპატიოსნოდ თამაშობდა. პატიოსანი თამაში ისაა, როცა მხოლოდ დამოუკიდებელი მონაწილეები უწევენ ერთმანეთს კონკურენციას და გამარჯვებას ბაზარი განსაზღვრავს. მაგრამ ახლა, როდესაც აღმოჩნდა, რომ ჩინეთის თამაშს მოგება მოსდევს, თანაც გლობალური მასშტაბისა, შეერთებულმა შტატებმა აბსოლუტურად მშვიდად გადაწყვიტა იგივეს გაკეთება.

ახლა მომხდარის მასშტაბების თაობაზე. ექსპერტები ამბობენ, რომ დემოკრატების ადმინისტრაციამ ამერიკის რეინდუსტრიალიზაციის იდეა რესპუბლიკელებისგან მიიღო მემკვიდრეობით, და რომ საუბარია ათწლეულებზე გათვლილ პროგრამებზე. და კიდევ იმასაც ამბობენ, რომ აშშ-სთვის საკითხი ასე დგას: გამარჯვება ან სიკვდილი ამ ბრძოლაში.

სიკვდილი ალბათ ნამეტანია. მაგრამ, აი, ლონდონური The Guardian-ის მიმომხილველის შეფასება: ათწლეულის ბოლოს ჩინეთი აშშ-ს ეკონომიკის მოცულობით გადაუსწრებს, მაგრამ უბრალოდ კი არა, არამედ დანაწონით − მსოფლიო ტექნოლოგიური ლიდერობის მოპოვებით (რაც პენტაგონს ძილს უფრთხობს). აშშ-სთვის ლიდერობის დაკარგვის თვით იდეაც კი საშინელია.

ყველა ამ მჭიდროდ დაკავშირებულ სიუჟეტში საკვანძო სიტყვა „ტექნოლოგიებია“. წელიწადში ნაწარმოები პროდუქციის საერთო მოცულობა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო პროპაგანდისტული კუთხით. აი ორი ზესახელმწიფოს შედარებით თანაბარი სტატუსი კი ტექნოლოგიური უპირატესობის ნაწილში − ეს კოშმარია, ჩინეთის გასვლა მსოფლიო ტექნოლოგიური ლიდერის როლზე − კოშმართა კოშმარი.

სწორედ ასეთი განწყობებით მზადდებოდა ჯო ბაიდენის ამჟამინდელი მოგზაურობა ევროპაში. ლონდონური გაზეთის იგივე მასალა საკმაოდ მკაფიოდ აღწერს ამ დიპლომატიური გასეირნების მთელ კონცეფციას. ბაიდენი დასავლელ ლიდერებს კორნუოლში შეხვდება G7-ის სამიტის ფარგლებში. მერე იქნება საუბარი ნატოსა და ევროსტრუქტურებთან. და ეს საუბარი უპირველესად ჩინეთს შეეხება. ბაიდენი აპირებს მიიწვიოს მეტად სკეპტიკურად განწყობილი ევროპელები მეორე ცივ ომში, ამჯერად ჩინეთთან.

რატომ არიან ისინი სკეპტიკურად განწყობილი? მხოლოდ ერთი დეტალი იმისა, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ასეთი ომი: ზემოთ ნახსენები კვლევის შედეგებისა და ასევე ნახსენები კონკურენციის კანონის მიხედვით, აშშ-ში „დამრტყმელი დაჯგუფება“ იქმნება, რომელსაც სათავეში სავაჭრო წარმომადგენელი ან მინისტრის რანგის სხვა კაცი ჩაუდგება. ეს შემტევი ძალა განსაზღვრავს – ჩინური საქონლიდან რომელი შეიქმნა ამერიკელებისგან მოპარული ტექნოლოგიების საფუძველზე. და საქმე მარტო ის არ არის, რომ ასეთი პროდუქციის შეტანა აშშ-ში აკრძალული იქნება. მათი „მოპარული“ სტატუსის შესახებ ევროპელ და სხვა მოკავშირეებსაც აცნობებენ. ამის შემდეგ მათ შესთავაზებენ – ენდონ ამერიკას სიტყვაზე და ასევე არ შეიძინონ ეს ზედმეტად კონკურენტუნარიანი პროდუქცია.

დაუჯერებენ თუ არა მოკავშირეები და თანაც სრული შემადგენლობით? თუ ისევ The Guardian-ს მივმართავთ, იქ ანონიმი დიპლომატის ციტატაა მოყვანილი: ევროპელებს, შესაძლოა, არ მოსწონთ ის, რასაც ჩინეთი აკეთებს, მაგრამ ამერიკელებს არ მოსწონთ ის, რაც არის ჩინეთი. კერძოდ, ამერიკის ტოლი ძალა მსოფლიოში − იმისგან დამოუკიდებლად, აკეთებს თუ არა ის რაიმეს საერთოდ.

ამ ლოგიკით ჟენევის სამიტი ბაიდენის ვეროპული მოგზაურობის პერიფერიაზეა. მოსკოვთან ორმხრივი ურთიერთობები მისთვის მეორადია. ამერიკის ლიდერი პირველ რიგში რუსეთის პოზიციებს მოსინჯავს აშშ-სა და ჩინეთს შორის მოსალოდნელ ცივ ომში. რაღა თქმა უნდა, არავინ ელოდება, რომ მოსკოვი უეცრად პეკინთან კონფრონტაციაზე მოაწერს ხელს. თუმცა იმის ცოდნა, როგორ შეიძლება მოიქცეს მოსკოვი ჯერჯერობით ჰიპოთეტურ რამდენიმე ვითარებაში, ეს ამერიკისთვის სასარგებლოა. შესაძლოა რუსეთმა უცბად გეოპოლიტიკური თვითმკვლელობა მოისურვოს და რაღაც ნეიტრალური პოზიცია დაიკავოს მოსალოდნელ კონფრონტაციაში.

თუმცა, კიდევ უფრო მარტივად: არის ორი ზესახელმწიფო, ერთი − წაგებული მეორისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ემზადება. ორივე ეკონომიკური გიგანტი და ტექნოლოგიური ლიდერია, ამიტომ პოტენციურად ხელსაყრელი პარტნიორებიც. მაგრამ ერთმა „დერჟავამ“ ბოლო წლებში რუსეთის მიმართ წარმოუდგენლად ბევრი სიბინძურე ჩაიდინა (და თქვა), მეორე „დერჟავას“ კი, როგორც მინიმუმ, არაფერი მსგავსი არ გაუკეთებია და არც უთქვამს. თანაც რუსეთთან თანამშრომლობას ავითარებს იქ, სადაც ეს გამოსდის. და რა პოზიცია შეიძლება წარმოვიდგინოთ აქ მოსკოვისთვის?

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

61
ნატოს წვრთნები

მოსაზრება: ახალი ანტირუსული მანიფესტი - ნატოს კომუნიკე

16
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ივნისის სამიტი სხვებისგან უსაფრთხოებისთვის პრიორიტეტული და აბსოლუტურად გამოგონილი საფრთხეების კონფიგურაციით გამოირჩევა.

ნატოს შემაჯამებელი კომუნიკეს კოორდინატთა დამახინჯებულ სისტემაში მსოფლიოს მთავარ საფრთხედ რუსეთი დასახელდა (რაც პროგნოზირებადი იყო), მეორე ადგილზე დიდი სხვაობით აღმოჩნდნენ ჩრდილოეთ კორეა და ირანი, მშვიდობიანი ბელარუსი მესამე ადგილზე „დაინიშნა“, ჩინეთი კი მხოლოდ მეოთხე გამოდგა. ნატოსთვის არავის მიუნიჭებია თანაბარუფლებიანი, დამოუკიდებელი სახელმწიფოების „ხარისხებად“ დაყოფის უფლება. მით უმეტეს არაადეკვატურად გამოიყურება ალიანსის „ბრალდებითი“ არგუმენტაცია, რომელიც პლანეტის მოსახლეობის მხოლოს დაახლოებით ათი პროცენტის ინტერესებს წარმოადგენს.

ბრიუსელის 14 ივნისის სამიტის კომუნიკე არსობრივად ანტირუსული „მანიფესტია“ — სიტყვამრავალი, გიჟური და დსთ-ის ქვეყნებისა და ზოგადად კაცობრიობისათვის სახიფათო. „საბრალდებო დასკვნაში“ რუსულ საფრთხეს ათზე მეტი პუნქტი ეძღვნება, ხოლო ჩრდილოეთ კორეასა და ირანს — თითო-თითო, ჩინური საფრთხე ორ პუნქტშია მონიშნული. პარადოქსული დოკუმენტია.

ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ალიანსი აქტიურად ბომბავდა ირანს, ავღანეთს, ლიბიას, იუგოსლავიას, სირიას და ნამდვილად არ აქვს ასეთი განცხადებების უფლება: „რუსეთის აგრესიული ქმედებები საფრთხეს წარმოადგენს ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის“.  კომუნიკეში ასევე აღნიშნულია, რომ  ბლოკი უკვე 25 წელზე მეტია, რაც რუსეთთან პარტნიორობას აგებს და საერთაშორისო ვალდებულებებსაც ასრულებს, ხოლო რუსეთი „განაგრძობს ღირებულებების, პრონციპების, ნდობისა და ვალდებულებების დარღვევას“.

„პარტნიორებს“ რეალობაში დაბრუნება არ სურთ. აშშ-სა და ევროკავშირის მიერ კიევში ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების, ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნებისა და 2014 წელს უელსში ნატოს სამიტის შემდეგ, ალიანსმა შეაჩერა „რუსეთთან პრაქტიკულად ყოველგვარი სამოქალაქო და სამხედრო თანამშრომლობა“ შეაჩერა. ამასთან მოსკოვმა უნდა მოინანიოს და „საქმეების ჩვეულებრივ წარმოებას დაუბრუნდეს“.  ანუ დაუბრუნოს „ოკუპირებული“ ტერიტორიები მათ მფლობელებს: ყირიმი — უკრაინას, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი — საქართველოს, დნესტრისპირეთი — მოლდოვას. წინააღმდეგ შემთხვევაში ბრიუსელი იმუქრება, რომ „რეაგირებას მოახდენს უსაფრთხოების სფეროში გაუარესებულ ვითარებაზე, მათ შორის ჩრდილოატლანტიკური კავშირის აღმოსავლეთ ნაწილში ალიანსის გაძლიერებული განთავსებით“.

არგუმენტაცია დამახინჯებულ მსოფლმხედველობას ასახავს და გვაიზულებს, გავიხსენოთ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გამონათქვამი „ნატოს ტვინის სიკვდილის“ შესახებ. მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე სიტყვებს ამოფარებული აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთთან ბრძოლისთვის ემზადებიან, რა დროსაც მეზობელი ქვეყნებისა და ხალხების ბედს უგულებელყოფენ.

უსაფუძვლო ბრალდებები

ალიანსს რუსეთის სამხედრო ძლიერების ზრდა აშფოთებს სხვადასხვა სფეროში: ახალი სამხედრო პოტენციალი, „პროვოკაციული საქმიანობა, მათ შორის ნატოს საზღვრებთან“, შეტყობინების გარეშე ჩატარებული ფართომასშტაბიანი მოულოდნელი სწავლებები, ყირიმში სამხედრო ძალის ზრდა, კალინინგრადის ოლქში ორმაგი დანიშნულების თანამედროვე რაკეტების განთავსება, ბელარუსთან სამხედრო ინტეგრაცია.   აქ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ ეს რუსეთი კი არ მიუახლოვდა ალიანსის საზღვრებს, არამედ ნატო გაფართოვდა რუსეთის საზღვრებამდე და უკვე დიდი ხანია, რაც დსთ-ის სივრცეზე  ჰიბრიდულ ომებს იყენებს „ფერადი რევოლუციების“ ფორმატში. ნატო ჰუმანიტარული ორგანიზაცია არ არის. ის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის უსაფრთხოებისათვის. მოსკოვისა და მინსკის რეაქციები სრულიად კანონზომიერია. იქ არ დავიწყებიათ ალიანსის ევროპაში (იუგოსლავია), ახლო აღმოსავლეთსა (ერაყი, ავღანეთი, სირია) და აფრიკაში (ლიბია) გეოპოლიტიკური „კორექციები“ და არც ბევრი სხვა რამ.  

რეალური „სამხილების“ არარსებობის ფონზე, ნატო რუსეთს მიწერს: მოკავშირეების არჩევნებსა და დემოკრატიულ პროცესებში ჩარევის მცდელობებს, „ფართომასშტაბიან სადეზინფორმაციო კამპანიებს“, „რუსული სპეცსამსახურების უკანონო და დესტრუქციულ საქმიანობას“ ალიანსის ტერიტორიაზე, და მოუწოდებს რუსეთს, ამოიღოს ჩეხეთის რესპუბლიკა და შეერთებული შტატები „არამეგობრული ქვეყნების“ ჩამონათვალიდან.

 რუსეთი „ნატოს იძულების“ მიზნთ, თითქოს თავისი ბირთვული არსენალის დივერსიფიკაციას ახდენს საშუალო და მცირე სიშორის სარაკეტო კომპლექსების განთავსების გზით. რისთვის იძულების? რას ნიშნავს ისეთი ფუჭი ფრაზები, როგორიცაა „სტრატეგიული დაშინების აგრესიული პოლიტიკა“, თუ ნატოს ამ ქვეყნებმა ახლახან რუსეთის კონკრეტულ შეთავაზებას დაუჭირეს მხარი ევროპაში საშუალო და მცირე სიშორის სარაკეტო კომპლექსების განთავსებაზე მორატორიუმის შესახებ?

„რუსეთი განაგრძობს აგრესიულ და უპასუხისმგებლო რიტორიკას ბირთვულ სფეროში, უთმობს რა ამასთან სულ უფრო მეტ ყურადღებას დესტაბილიზაციის გამომწვევ წვრთნებს“.  უკაცრავად, მაგრამ სამხედრო სწავლებებს მსოფლიოს ყველა ქვეყანა ატარებს საკუთარ ტერიტორიაზე და მხოლოდ ნატოს წევრები ამუშავებენ მანევრების დიდ ნაწილს სხვების ტერიტორიებზე — აგრესიულად და უპასუხისმგებლოდ.

განა მოსკოვი ემუქრება ვინმეს ბირთვული იარაღის გამოყენებით, ან ღიად გადაჰყავს თავისი ჯარები ოკეანის გადღმა მექსიკის ჩრდილოეთსა თუ კანადის სამხრეთში სამხედრო მანევრების ჩასატარებლად იმის ანალოგიურად, რასაც პენტაგონი აკეთებს ევროპაში? რუსული წვრთნები ზედმეტად მასშტაბურია? მაგრამ რუსეთის ტერიტორიას ხომ ანალოგი არ აქვს მსოფლიოში (აშშ-ის ტერიტორიაზე ორჯერ დიდია) და თავდაცვისუნარიანობის უზრუნველსაყოფად თანაბარზომიერი  ინსტრუმენტები ესაჭიროება. აშკარაა, რომ რუსეთის დადანაშაულებას ყველა მომაკვდინებელ ცოდვაში ის მიზანი აქვს, რომ შეინიღბოს ა ნ გამართლდეს აშშ-ისა და ნატოს რეალური სამზადისი რუსეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურისა და უცხოეთის ჯარების მზარდი განთავსება რუმინეთსა და ბალტიის ქვეყნებში — ეს მშვიდობიანი რეგიონებისა და ზღვების შეიარაღებული კონფლიქტის ზონად ქცევის მკაფიო მაგალითია.

მშვიდობიანი დსთ-ის დემონტაჟი

ნატოს კომუნიკეში ნათქვამია, რომ არსებულ ვითარებაში უკრაინაში მიმდინარე და ასევე მის გარშემო კონფლიქტი მათი დღის წესრიგის ნომერ პირველი თემაა. იქვე რუსეთის „დანაშაულების“ სიაც დაერთვის. მაგრამ რუსეთი არ მიიჩნევს თავს უკრაინაში მიმდინარე სამოქალაქო ომში კონფლიქტის მხარედ. თანაც, განა 2014 წლის უკრაინულ არჩევნებში აშშ-ისა და ევროკავშირის უხეში ჰიბრიდული ჩარევა არ იქცა დონბასში შეიარაღებული კონფლიქტისა და ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნების მიზეზად? ფაქტები შეიძლება არ აღიარო ან ახლებურად განმარტო, მაგრამ მათი შეცვლა შეუძლებელია.

ალიანსი კვლავ და კვლავ აცხადებს, რომ მხარს უჭერს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობას „საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“ და მოუწოდებს რუსეთს, „გაიყვანოს ჯარები, რომლებიც მან სამივე ქვეყანაში მათი თანხმობის გარეშე განათავსა“.

კომუნიკეს კიდევ ერთი საყურადღებო პუნქტი ასეთია: „ნატოს წევრი ქვეყნები კვლავ ღრმად არიან შეშფოთებული ბელარუსში 2020 წლის აგვისტოდან განვითარებული მოვლენებით. რესპუბლიკის პოლიტიკასა და ქმედებებს შედეგები მაოქვს რეგიონული სტაბილურობისთვის“. ეს წარმოუდგენელი პოლიტიკური პირფერობის მაგალითია. რა დესტაბილიზაციის გამომქვევ ქმედებებზეა საუბარი? ალიანსს რატომღაც არ აღელვებს „ყვითელი ჟილეტების“ უფრო მასშტაბური და ხანგრძლივი აქციები საფრანგეთში და არც კაპიტოლიმის შტურმი, რის შემდეგაც 400 კაცი დააკავეს. რა, ეს სხვა რამეა?

ნატოს კომუნიკეს ვრცელი ტექსტი მის საიტზე სამ ენაზეა გამოქვეყნებული. მსურველებს მასში ბევრი შეუსაბამობის აღმოჩენა შეუძლიათ.

დაბოლოს, თალიბებთან ოცწლიანი ომისა და აშშ-სა და ნატოსთვის  სამარცხვინო სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემდეგ ტერორისტებთან, რა დროსაც ავღანეთიდან უცხური ჯარები ფაქტობრივად გაიქცნენ, „პარტნიორებმა“ ესოდენ აქტიურად არ უნდა იქნიომ „ხელკეტი“ ევროპასა თუ არქტიკაში. ამას შეიძლება რიკოშეტი მოჰყვეს. თანასწორუფლებიან მხარეთა შორის მოლაპარაკებათა პროცესში გონივრული კომპრომისები და შემდგომი მშვიდობიანი თანაარსებობა შესაძლებელია.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

16
ამერიკელი სამხედროები

მოსაზრება: ამერიკელებს ახალი ძლიერი მოთამაშე შეავიწროვებს

35
(განახლებულია 20:50 15.06.2021)
„ჩინეთმა თვალი ახლო აღმოსავლეთს დაადგა“, „ოთხას მილიარდ დოლარად ღირებული კონტრაქტი გავლენას აძლიერებს“, „ჩვენი ლუკმა რუსებსა და ჩინელებს დარჩება“ — ასეთი სათაურებით გამოდის ამერიკული გაზეთები.

სოფია მელნიჩუკი

სამხედროები შეშფოთებული არიან იმით, რომ პეკინი და მოსკოვი მათ ადგილს დაიკავებენ რეგიონში, თუ კლანჭებს მოადუნებენ. შეშფოთების მიზეზები არსებობს: ჩინეთი — ახლოაღმოსავლური ნავთობის მთავარი მყიდველი და ბევრი ქვეყნის უდიდესი ეკონომიკური პარტნიორია, მაგრამ რუსეთის გარეშე პოლიტიკური პრობლემის გადაჭრა არ შეუძლია. ვის აქვს აშშ-ის შევიწროების უნარი, იხილეთ РИА Новости-ს საავტორო მასალაში.

დახმარების ვაკუუმი

ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელი, გენერალი ფრენკ მაკენზი ახლო აღმოსავლეთში ცოტა ხნის წინანდელი ტურნეს დროს ამბობდა, ჩვენი წასვლის შემდეგ ვაკუუმს რუსები და ჩინელები ამოავსებენ, ვაშინგტონი ყურადღების აღმოსავლეთ აზიაზე გადატანას აპირებს, ეს კი საუდიტების ინტერესებს ეწინააღდეგება, რომლებსაც ვაშინგტონის იმედი აქვთ ამბოხებულ ჰუსიტებთან ბრძოლაშიო.

პეკინს, გენერლის აზრით, გრძელვადიანი მიზნები აქვს ეკონომიკური ძალის გავრცელებასა და რეგიონში სამხედრო ბაზების შექმნის კუთხით. რუსეთი კი მზადაა მიჰყიდოს მას საჰაერო თავდაცვის სისტემები და სხვა შეიარაღება.

„მე სრულიად ვეთანხმები, რომ ჩინეთი ის საფრთხეა, რომელზეც ყურადღების კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ, — აღნიშნა მაკენზიმ. — იმავდროულად ჩვენ გლობალური ზესახელმწიფო ვართ და გლობალურად უნდა ვიაზროვნოთ. გენერალმა აღიარა, რომ მოგზაურობის დროს ადგილობრივებისგან ხშირად ესმოდა შეკითხვა – არის თუ არა აშშ პარტნიორობის ერთგული და რა სახის დახმარების იმედი შეიძლება ჰქონდეთ.

საეჭვო პარტნიორობა

სამხედროები ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვან ის ამასწინანდელმა ახლოაღმოსავლურმა ტურნემ შეაშფოთა. აპრილში ის საუდის არაბეთს, არაბეთის საამიროებს, ომანს, ბაჰრეინს, ირანსა და თურქეთს ეწვია. იქ ის პალესტინა –ისრაელის კონფლიქტზე, სირიაზე, ლიბიასა და იემენზე, სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებს შორის არსებულ უთანხმოებებზე საუბრობდა.

მინისტრმა კონკრეტული წინადადებებიც კი წამოაყენა, რაც მანამდე არ მომხდარა. მაგალითად, ჩინეთი მზადაა გახდეს არენა მრავალმხრივი დიალოგისთვის ნავთობ-ობიექტებისა და საზღვაო გზების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმების შესახებ. გარდა ამისა, ვან იმ მადლობა გადაუხადა არაბულ ქვეყნებს ჩინეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობისა და „კონტრტერორისტული ღონისძიებების“ მხარდაჭერისთვის სინცზიან-უიღურის ავტონომიაში.

თეირანთან ხელი მოეწერა შეთანხმებას ნავთობის 25 წლით მიწოდების თაობაზე. დეტალები არ გასაჯაროებულა, თუმცა იმის შესახებ, რომ ჩინეთი მზადაა ჩადოს ირანის ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სფეროში 400 მილიარდი დოლარი, ჯერ კიდევ გასულ წელს გახდა ცნობილი დოკუმენტების შავი პირების გაჟონვის წყალობით.

როგორც დამკვირვებლები აღნიშნავენ, პეკინი ცდილობს არ „გამობრწყინდეს“, როდესაც საქმე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში პროექტებს ეხება. კონტრაქტებს ინიციატივა „ერთი სარტყელი — ერთი გზის“ ფარგლებში სხვა ქვეყნებში პომპეზურად წარმოაჩენენ ხოლმე, თუმცა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ურთიერთქმედებების შესახებ დოკუმენტების უმეტესობა არც ჩინურ, არც ინგლისურ და არც ადგილობრივ ენებზე არ ქვეყნდება ხოლმე.

სულ ცოტა რამაა ცნობილი აბუ-დაბის ეროვნული კეთილდღეობის ფონდის ინვესტიციებზე ჩინურ კომპანიებში, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს იკვლევენ. მაგალითად, SenseTime-ში, სადაც, სხვა თემების პარალელურად, სახის ამომცნობ სისტემაზეც მუშაობენ. ჩინეთთან თანამშრომლობა ასეთ სფეროებში არ აღაფრთოვანებს ამერიკელებს, რომლებიც შიშობენ, რომ პეკინი რეგიონში „ციფრულ ავტორიტარიზმს“ ავრცელებს.

თუმცა ირანი ჩინეთის მთავარი პარტნიორი არ არის რეგიონში. საუდის არაბეთი და ერაყი თეირანს უსწრებენ ნავთობის მიწოდებებით, სავაჭრო ბრუნვის მოცულობით, პირდაპირი ინვესტიციებითა და შეიარაღების ყიდვით. ახლო აღმოსავლეთში ჩინური იარაღის გაყიდვა, მართალია, ამერიკულს ვერ უტოლდება, მაგრამ ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა.

პასუხისმგებლობა უსაფრთხოებაზე

ჩინელები უკვე გავიდნენ ტრადიციულ ამერიკულ ბაზარზე, აღნიშნა РИА Новости-სთან საუბრისას ექსპერტმა ვასილი კაშინმა. „საუდის არაბეთი ჩინური იარაღის მსხვილი მყიდველია, უპირველესად, საბრძოლო დრონების რაოდენობის მხრივ. იქ ამწყობი ქარხნის პროექტიც კი ამუშავდა. ხდებოდა ბალისტიკური რაკეტების შეზღუდული რაოდენობის მიწოდებაც. იყიდება არტილერია და ჯავშანტექნიკა“.

და, მიუხედავად იმისა, რომ პეკინი რეგიონის ბევრი ქვეყნის მთავარი ეკონომიკური პარტნიორია და ბაზა აქვს ჯიბუტიში, აშშ-ის და რუსეთის მსგავს სამხედრო როლს ჯერჯერობით ვერ ასრულებს.

ექსპერტის თქმით, ამასთან ჩინელებისთვის ახლო აღმოსავლელებთან თანამშრომლობა უფრო ძნელია, ვიდრე აფრიკასთან. „აქ შეიძლება ხისტად დაიცვან თავიანთი პოზიციები. ირანიც კი, რომელიც იზოლაციაშია მოქცეული, შეთანხმებებს აუქმებდა, როდესაც პეკინი ვალდებულებებს არ ასრულებდა“.

ჩინეთის ეკონომიკური ექსპანსია აღიზიანებს ამერიკელებს, მაგრამ მათ არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ, აღნიშნავს ახლო აღმოსავლური პროექტების მენეჯერი რუსლან მამედოვი. „შექმნილ რეალობაში, ტრანსფორმირებად რეგიონულ და მსოფლიო წესრიგში, ყველას უწევს კომპრომისებზე წასვლა“, — ამბობს ის.

„ახლო აღმოსავლური სახელმწიფოები ჩინეთს პოზიტიურად აღიქვამენ. იქ ესმით, რომ ჰეგემონი ათობით წლის განმავლობაში იყო აშშ, რაც ბევრს ხელ-ფეხს უკრავდა: შიდა აქტორი თავის პოლიტიკას ატარებდა, რეგიონულები კი იძულებით ემორჩილებოდნენ, — ამბობს მამედოვი. — წინააღმდეგობის მცდელობები ჩავარდნისთვის იყო განწირული. ამის მაგალითია ერაყი, რომელსაც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არმია ჰყავს, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა ქვეყანა ქაოსში ჩაძირა“.  

მეორე მხრივ, პენტაგონის წარმომადგენლის განცხადებები არ უნდა აღვიქვათ სერიოზული ქმედებებისკენ მოწოდებად, მით უმეტეს, რომ ახლო აღმოსავლეთში ამრიკელები რუსებთან ჯერჯერობით თანამშრომლობენ, მიაჩნია ექსპერტს.

პერსპექტიული ამერიკული კვლევების ცენტრის დირექტორს მაქსიმ სუჩკოვს მიაჩნია, რომ გენერალ მაკენზის არაფერი ახალი არ უთქვამს. „ახლო აღმოსავლეთში ძველი მასშტაბებით ყოფნა ვაშინგტონს ამძიმებდა, მაგრამ ბარაკ ობამასა და დონალდ ტრამპის მცდელობები, ამის ოპტიმიზაცია მოეხდინათ, სამხედროების წინააღმდეგობას აწყდებოდა, — ამბობს ის. — ამაში პროფესიონალურ-პირადიცაა: ცენტრალური სარდლობა ტრადიციულად იყო აშშ-ის ყველაზე დიდი სამხედრო ოპერაციების ეპიცენტრი და მის ხელმძღვანელებს არ სურთ, დაუთმონ შიდა ლიდერობა წყნარი ოკეანის სარდლობას, არადა ამას ჩინეთის შეკავების თავად ლოგიკა მოითხოვს. აქედანაა მცდელობები იმისა, რომ ხელმძღვანელობას ახლო აღმოსავლეთის მნიშვნელობა ჩინეთისა და რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი თემის გავლით დაანახონ“.

სუჩკოვის თქმით, რეალურად არც პეკინსა და არც მოსკოვს „ამერიკულ სტილში“ დომინირებისთვის არც ამბიცია აქვთ და არც რესურსები.

„თანამედროვე მსოფლიოში ეს საჭირო არცაა: კერძოდ, ამერიკული გამოცდილება აჩვენებს, რომ მასშტაბური სამხედრო ყოფნა ავტომატურად არ კონვერტირდება საგარეო-პოლიტიკურ წარმატებაში“, — მიაჩნია ექსპერტს.

თუმცა, მისი აზრით, რეგიონზე ამერიკის გავლენის სრულ დასუსტებაზე საუბარი არ ღირს — აშშ-ს სიმტკიცის ძველებურად დიდი მარაგი აქვს. ამიტომ ამერიკელი სამხედროები ეშმაკობენ, როდესაც ვაშინგტონში საკუთარ პუბლიკას არწმუნებენ, რომ რუსეთი და ჩინეთი „სადილზე მიირთმევს მათ“.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის პოზიციებს

35
თემები:
რუსეთი დღეს
ვლადიმირ პუტინი

„არ იყო არავითარი მტრული გარემო“ - პუტინმა ბაიდენთან შეხვედრა შეაფასა

0
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შეხვედრა ჟენევაში სამ საათ-ნახევარი გაგრძელდა.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგა ჯო ბაიდენთან შეხვედრა შეაფასა.

„არ იყო არავითარი მტრული გარემო, შეხვედრამ პრინციპული დღის წესრიგით ჩაიარა. ბევრ პოზიციაზე ჩვენი შეფასებები ერთმანეთს ემიჯნება. მაგრამ, ჩემი აზრით, ორივე მხარემ გამოამჟღავნა სურვილი, გაუგოს ერთმანეთს და მოძებნოს გზები პოზიციების დასაახლოებლად. საუბარი მეტად კონსტრუქციული იყო“, - აღნიშნა პუტინმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან ის თემებიც დაასახელა, რომლებიც სამიტზე იხილებოდა.

„თემები დაახლოებით ალბათ ყველასთვის ცნობილია - სტრატეგიული სტაბილურობა, კიბერუსაფრთხოება, რეგიონული კონფლიქტები, სავაჭრო ურთიერთობები, ასევე ვისაუბრეთ არქტიკაში თანამშრომლობაზე - ესაა მიახლოებითი ჩამონათვალი“, - აღნიშნა პუტინმა.

პრეზიდენტების შეხვედრა ჟენევაში სამ საათ-ნახევარი გაგრძელდა. შედგა ერთი ვიწრო ფორმატის და ერთიც ფართო ფორმატის შეხვედრა. წინასწარი ინფორმაციით, უნდა გამართულიყო გაფართოებული ფორმატის ორი შეხვედრა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენის პრესკონფერენცია თბილისის დროით 21:30 სთ-ზე გაიმართება.

წყარომ დელეგაციიდან „რია ნოვოსტის“ აცნობა, რომ პრეზიდენტების მოლაპარაკებამ „სავსებით წარმატებით“ ჩაიარა.

0