მოსაზრება: რატომ აგებს აშშ ომებს

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიამერიკელი სამხედროები
ამერიკელი სამხედროები - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2021
გამოწერა
აშშ–ის აუდიტორულმა და შეფასებით–ანალიტიკურმა ფედერალურმა სააგენტომ(GAO) ქვეყნის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის კლება აღიარა.

პარადოქსი ისაა, რომ აშშ–ის სამხედრო ბიუჯეტი წელიწადში 700 მილიარდ დოლარს ჭარბობს, მაგრამ წარმატების გარანტიას ვერ იძლევა.

ამერიკელი სამხედროები ავღანეთში - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2021
მოსაზრება: ამერიკელების ავღანეთიდან გაყვანას თალიბები ხელმძღვანელობენ

GAO–ში აღნიშნეს, რომ ამერიკის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნა ბოლო 20 წლის განმავლობაში რამდენიმე რეგიონულ კონფლიქტში მონაწილეობის გამო დაეცა, თუმცაღა ჩავარდნილად შეიზლება ჩაითვალოს პენტაგონის ყველა ომი მესამე ქვეყნებში, რომლებიც მან ბოლო 75 წლის განმავლობაში აწარმოა — ფაშისტურ გერმანიაზე საერთო გამარჯვების შემდეგ.

სააგენტოს სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ აშშ–ის უდავო სამხედრო უპირატესობა პოტენციური მოწინააღმდეგეების გაძლიერების ფონზე შესუსტდა. ამასთან ამერიკის ბატონობა პრაქტიკულად ყველა საბრძოლო განზომილებაში დაირღვა — ზღვაზეც, ჰაერშიცა და კოსმოსშიც. ხმელეთზე თითქოს საქმე უკეთაა, მაგრამ ამერიკული ჯარების სამარცხვინო გასვლა ავღანეთიდან (ტალიბების ზეწოლით) სულ სხვაზე მეტყველებს.

ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ამერიკის შეიარაღებული ძალების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის აღდგენას პლანეტის სხვადასხვა წერტილში ძალების განთავსების შესაძლებლობის არარსებობა და ტექმომსახურების სირთულეები უშლის ხელს. მსოფლიოს ათობით ქვეყანაში პენტაგონის ასობით ბაზისგან შემდგარი თითქოს უზარმაზარი ქსელი არ ქმნის იდეალურ პირობებს ყველა სახეობის ჯარებისა და საბრზოლო ტექნიკის განთავსების პირობებს. საბრძოლო მზადყოფნას დიდი ალბათობით ხელს უშლის მცირე ომების სერიებიც, ანუ პენტაგონის ეტაპობრივი ადაპტაცია იმგვარ საბრძოლო გარემოებებთან, როდესაც მაღალტექნოლოგიური მოწინააღმდეგე არ არსებობს. და ეს დეგრადაციაა.

ხომალდი „ალექსანდრ ოტრაკოვსკი“ - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
მიმოხილვა: რატომ შეჰყავს რუსეთს შავ ზღვაში სხვადასხვა ფლოტის ხომალდები

ამერიკელი პოლიტიკოსები რეგულარულად მოითხოვენ შეიარაღებული ძალების პოტენციალის გაზრდას აშშ–ის გლობალური ლიდერობის შესანარჩუნებლად. პენტაგონის ბიუჯეტი კარგა ხანია, რაც წელიწადში 700 მლრდ დოლარს აჭარბებს. ამის მტკიცებულებაა სუპერძვირი (2,5 ტრილიონი დოლარი) გამანადგურებელი F-35, რომელიც ოფიციალურადაა აღიარებული ომისთვის არასკამარისად მზად.

დამატებითი 715 მილიარდი რუსეთისა და ჩინეთის შესაკავებლად ამინდს ვერ ქმნის, ვინაიდან მოსკოვი და პეკინი თავდაცვას გინივრული საკმარისობის პრინციპებზე აგებენ და შეიარაღების ხარისხობრივი უპრატესობისკენ ისწრაფვიან.

SIPRI–ს შეფასებით, რუსეთი მეოთხე ადგილზეა იმ ქვეყნების სიაში, რომლებსაც ყველაზე დიდი სამხედრო ხარჯები აქვთ. ასე ათუ ისე, აბსოლუტურ ციფრებში მოსკოვი თავდაცვაზე ათჯერ ნაკლებს ხარჯავს ამერიკელებზე.

ავღანური სინდრომი

აშშ–ისა და ნატოს სამხედრო კონტინგენტები ავღანეთს დამამცირებელი სამშვიდობო შეთანხმების პირობებით ტოვებენ, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაცია „თალიბანთან“ გაფორმდა 2020 წლის 29 თებერვალს. ამასთან ნარჩუნდება საფღთხე იმისა, რომ ისლამური რესპუბლიკა ტერორისტებისა და ჯიჰადისტების მთავარ საერთაშორისო ბაზად იქცეს მთელ პლანეტაზე. პენტაგონი სასწრაფოდ იგონებს რაღაც საკომპენსაციო ზომებს. ამერიკული გამოცემა The New York Times–ის ინფორმაციით, „მოკავშირეებთან ერთად განიხილავს ჯარების გადასროლას მეზობელ ტაჯიკეთში, ყაზახეთსა და უზბეკეთში“. როგორ განვითარდება მოვლენები შესაბამისი სახელმწიფოთშორისი შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაში, სრულიად პროგნოზიდებადია.

დმიტრი მედვედევი - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2021
დმიტრი მედვედევის ბლოგი: ისტორიის შეუსწავლელი გაკვეთილი

თუ ამერიკელები და მათი მოკავშირეები თალიბებისა და ალ–ქაიდას მებრძოლების „შეკავებას“, ანუ პერიოდულ დაბომბვას დაიწყებენ ავღანეთში ცენტრალური აზიის ტერიტორიიდან, ავღანელი ბოევიკები აუცილებლად გადავლენ ჯიჰადზე აშშ–ისა და ნატოს ბაზების დისლოკაციების ადგილებზე.

წარმოშობით ავღანელმა ავსტრალიელიმა პროფესორმა ამინ საიკალმა 21 აპრილს საიტზე ASPI Strategist საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია: „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა პრაქტიკულად ყველა ომი წააგო, რომლებსაც განვითარებად  ქვეყნებში აწარმოებდა. ეს ფიასკო არის განსახიერება მსოფლიო ზესახელმწიფოს ტრაგიკული უუნარობისა, გადაჭრას ასიმეტრიული კონფლიქტები. ბოლო ომი, რომელზეც ახლა აშშ უარს ამბობს პირველსაწყისი მიზნების მიუღწევლად, აროს ოცწლიანი კონფლიქტი ავღანეთში. არ შეიძლება ბოლომდე არ გავაცნობიეროთ ამ ნაბიჯის პოტენციურად კატასტროფული შედეგები ავღანეთისთვის, რეგიონისა და ნატოს რეპუტაციისთვის“.

ამერიკელებმა მართლაც ვერ დაამარცხეს ტერორისტი თალიბები, ვერ გადააქციეს ავღანეთი სტაბილურ, უსაფრთხო, აყვავებულ დემოკრატიად, როგორც ამას 2001–ში გვპირდებოდნენ. თავის შემდეგ კი დანგრეულ, გაუკაცრიელებულ ქვეყანას ტოვებენ, როგორც მანამდე მოიქცნენ სამხრეთ ვიეტნამსა და ერაყში. პროფესორი საიკალი ამბობს, რომ აშშ–მა და მისმა მოკავშირეებმა 3 502 ჯარისკაცი (აქედან 2 300 ამერიკელი) დაკარგეს, მრავალი მათგანი დაიჭრა. ომი 2 ტრილიონი დოლარი დაჯდა. ავღანელი ხალხის დანაკარგი ბევრად უფრო დიდია — ბოლო 20 წლის განმავლობაში მშვიდობიანი მოსახლეობის, სამხედროებისა და პოლიციელების მსხვერპლმა 100 ათას კაცს გადააჭარბა.

ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2021
მოსაზრება: რა საჭიროა ბაიდენთან შეხვედრა?

მაგრამ ისტორიამ არაფერი ასწავლა აშშ–ს და დღეს ვაშინგტონი მოსკოვისა და პეკინის „შეკავებას“ აპირებს სამხედრო საშუალებებით. და ამით აშშ–ის ტერიტორიის ავღანეთის უდაბნოდ გადაქცევის რისკზე მიდის.

უგუნური პოლიტიკა

მანამდე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ აშშ–სა და ნატოს აქტიურად გადაჰყავთ ჯარები რუსეთის ევროპული ნაწილის საზღვრებისკენ — ძირითადი ძალები განთავსებულია შავი ზღვისა და ბალტიის რეგიონებში, სულ დაახლოებით 40 ათასი უცხოელი სამხედრო და 15 ათასი ერთეული ტექნიკა და შეიარაღება — სტრატეგიული ბომბდამშენების ჩათვლით.
რა შეედგებს ელოდებიან „პარტნიორები“ მსგავსი ესკაპადებისგან რუსეთის მიმართ? რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შეფასებით, ეს უგუნური პოლიტიკაა“ და შედეგიც სრულიად კანონზომიერია — პენტაგონსა და მის მოკავშირეებს კიდევ ერთხელ ხისტად მიუთითეს „წითელ ხაზებზე“ აღმოსავლეთ ევროპაში.

პრეზიდენტ რეიგანის ექს–თანაშემწემ და მეცნიერმა დუგ ბენდოუმ 20 აპრილს ავტორიტეტულ ჟურნალ  The American Spectator–ში დაწერა:
„აშშ რამდენიმე დაუსრულებელ“ ომში მონაწილეობდა, რომელთაგან არცერთი არ წარმოადგენდა ქვეყნისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს. ეს ხდებოდა იმიტონმ, რომ ამერიკის არცერთი მოწინააღმდეგე არ იყო რუსეთის მსგავსი სერიოზული სამხედრო „დერჟავა“ კარგად გაწვრთნილი კონვენციური შეიარაღებული ძალებითა და ფართი ბირთვული პოტენციალით“.

ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2021
რჩევების მიუხედავად: ბაიდენმა ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანა გადაწყვიტა

დავეთანხმებით, რომ ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირები „უგუნურად იქცეოდნენ და ეს განსაკუთრებით ეხება ნატოში უკრაინისა და საქაღთველოს მიღების გეგმას“. აშშ არასდროს დაუშვებდა მსგავს ისტორიულ სიუჟეტებს დასავლეთ ნახევარსფეროში საკუთარი ეროვნული ინტერესების კუთხით (მაგალითად, კანადის ან მექსიკის მიღებას ვარშავის ხელშეკრულებაში ან კოლექტიური უსაფღთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში).  და მოსკოვიც არასდროს შეეგუება მტრული სახელმწიფოების „ეგზისტენციურ“ არსებობას რუსეთის საზღვრებთან , პოსტსაბჭოთა სივრცეში. რუსეთს აქვს ეფექტური ინსტრუმენტები სამხედრო საფრთეების გასანეიტრალებლად.

დღეს უკრაინასთან საზღვარზე სწავლებების მიზნით შემთხვევით არ არის განთავსებული „რუსეთის კონვენციური საჯარისო ქვედანაყოფები — 100 ათასი სამხედრო, 1300 ტანკი და საარტილერიო დანადგარი, 380 სარაკეტო დანადგარი და 3 700 დრონი“. შევნიშნავთ, რომ ასეთი ციფრები The American Spectator–მა მოიყვანა და ისინი ერთგვარად გადაჭარბებულად გამოიყურება, თუმცა არსს სწორად ასახავს — რუსეთის მაღალტექნოლოგიურ ჯარებთან ჰიპოთეტურ კონფლიქტში  პენტაგონი და ნატო უკრაინაში გამანადგურებელ მარცხს მიიღებენ. თანაც უფრო სწრაფად, ვიდრე ავღანეთში. ხოლო „პარტნიორების“ მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, პასუხი ჰიპერბგერითი სისწრაფით მიფრინდება აშშ–ისა და კონფლიქტის სხვა მონაწილეების ტერიტორიებზე. ამერიკას უნდა ჰქონდეს თვითგადარცენის შესაბამისი გრძნობა და „სწორი პრიორიტეტები“.

როგორც The American Spectator–მა დაასკვნა:  თუ ნატოს მთავარი მიზანი უსაფრთხოებაა და არა ქველმოქმედება, მასში არ უნდა შედიოდნენ ისეთი ქვეყნები, რომლებსაც კონფლიქტები აქვთ ბირთვულ სახელმწიფოსთან: „უკრაინა  არ ღირს იმად, რომ მის გამო ბირთვულ ზესახელმწიფოსთან ომი დაიწყოს“.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

ყველა ახალი ამბავი
0