დმიტრი მედვედევის ბლოგი: ისტორიის შეუსწავლელი გაკვეთილი

© photo: Sputnik / Dmitry Astakhov / გადასვლა მედიაბანკშიდმიტრი მედვედევი
დმიტრი მედვედევი - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2021
გამოწერა
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა რუსეთსა და აშშ-ს შორის კონფრონტაციის მორიგი ეტაპი გააანალიზა.

ბოლო წლებში რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობები მეტოქეობიდან კონფრონტაციაში გადაიზარდა — არსებითად ცივი ომის ეპოქას დაუბრუნდა. სასანქციო ზეწოლა, საფრთხეები, კონფლიქტური დაპირისპირება, საკუთარი ეგოისტური ინტერესების დაცვა — ეს ყოველივე მსოფლიოს პერმანენტული არასტაბილურობის მდგომარეობაში აგდებს.

დმიტრი მედვედევი - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2021
ცივი ომი დაბრუნდა: მედვედევმა აშშ–რუსეთის ურთიერთობები შეაფასა

როდესაც ორი ქვეყნის ურთიერთობა დიდი ხნის განმავლობაში იმყოფება მსგავს სიტუაციაში, ამას კრიზისი ჰქვია. ასეთი კრიზისები ძალიან ხელსაყრელი ნიადაგია ურთიერთობებში კიდევ უფრო მწვავე პერიოდების — „კრიზისთა კრიზისის“ წარმოქმნისთვის. ასეთ ვითარებაში ნებისმიერ არასწორ ნაბიჯს, მოუთმენლობას, თითოეული სიტყვის სტრატეგიული წონის არცოდნას შეუძლია არა მარტო ორი ცალკე აღებული ქვეყანა, არამედ მთელი მსოფლიო ჩაფლოს უმძიმესი პრობლემების მორევში და პირდაპირი სამხედრო შეჯახების საფრთხის წინაშე დააყენოს.

ასეთი რამ უკვე ხდებოდა ჩვენს ისტორიაში. თუმცა მაშინ დროც სხვა იყო და მოქმედების ადგილიც — კარიბის აუზი, თუმცა მაშინდელი მოვლენები არსით ძალიან ჰგავს ახლანდელს.

აშშ-ის მაშინდელი საგარეო პოლიტიკა ჩვენს ქვეყანას აიძულებდა, შესაბამისი რეაქცია გამოევლინა. 1950-იანების ბოლოსა და 1960-იანების დასაწყისში ეს თურქეთში, სამხრეთ ვიეტნამში, ლიბანში ამერიკული რაკეტების განთავსებით გამოიხატებოდა. და კიდევ კუბაზე მოუქნელი პოლიტიკით, რამაც რევოლუცია შვა. მერე კი იყო თავისუფლების კუნძულზე კონტროლის დაბრუნების მცდელობა. და კიდევ ბევრი სხვა რამით.

 ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2021
მიმოხილვა: ეროვნულ ინტერესებსა და წითელ ხაზებს რუსეთი თავად განსაზღვრავს

დღეს კი ეს ანტირუსული სანქციებია, რუსეთის დევნის ორგანიზებული კამპანია, ამერიკული პოლიტიკა ჩვენი მეზობლების მიმართ, ნატოს საბოლოოდ დამკვიდრება ჩვენს საზღვრებთან, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-სთვის გაწეული წინააღმდეგობა, ჩვენი ქვეყნის მიერ ჩრდილოეთის საზღვაო გზის რეალიზაციით შფოთვა, უკრაინის საკითხი და ბევრი სხვა. ასეთი პოლიტიკის მაგალითები ყოველდღე იჩენს თავს.

რუსეთი დღეს, ისევე, როგორც სსრკ წარსულში, შეერთებული შტატების მდევარის მდგომარეობაშია ოპონენტისთვის მუქარების დონით.

60-იანების დასაწყისში ამერიკელებისთვის პასუხად კუბაზე საბჭოთა სტრატეგიული შეიარაღების განლაგება იქცა. აშშ, როგორც ცნობილია, შემდგომ კონფრონტაციაზე წავიდა: სამხედრო ხომალდებს მოუყარა თავი და კუნძული საზღვაო ბლოკადაში მოაქცია. სრულფასოვან შეჭრასაც კი ამზადებდა. ამ კრიზისის ფარგლებში, რომელსაც კარიბის კრიზისი ეწოდა, ორი ძირითადი მომენტი გამოიყოფა.

პირველი: გრძელვადიანი პასუხი — ეს იყო არა მარტო შეერთებული შტატების სანაპიროებთან რაკეტების გამოჩენა, არამედ უპირველესად ეს იყო იმის ჩვენება — და რაც უფრო მნიშვნელოვანია, გაცნობიერება დასავლეთის ქვეყნების მხრიდან, რომ ჩვენს სახელმწიფოს აქვს ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები იმისთვის, რომ სამხედრო ბაზები მოკლე დროში განათავსოს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

ვლადიმირ პუტინი  - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
„რუსეთზე თავდასხმა სპორტად იქცა“: პრეზიდენტმა პუტინმა ფედერალურ კრებას მიმართა

მეორე: სიტუაცია, როდესაც „ომამდე ხუთი წუთი“ რჩებოდა, ორი ზესახელმწიფოს ლიდერებმა იხსნეს, რომლებმაც შეინარჩუნეს ვითარების ჯანსაღად შეფასების უნარი და აღიარეს კომპრომისის სიბრძნე. შესაბამისად, წავიდნენ დათმობებზე.

რაღაც მომენტში ლიდერები პირდაპირ ურთიერთობდნენ, რაღაც მომენტში — არა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში სსრკ-სა და აშშ-ს შორის თანაბარუფლებიანი დიალოგი იყო — არა მუქარის ენითა და ულტიმატუმებით.

კარიბის კრიზისის გადაჭრის შემდეგ მთელი XX საუკუნის განმავლობაში არ წარმოქმნილა ისეთი ვითარება, როდესაც ორი ქვეყანა ესოდენ ახლოს იქნებოდა ომთან. იმიტომ რომ ორივემ აითვისა გაკვეთილი: საერთაშორისო პრობლემების გადაჭრაში თანამშრომლობა სჯობს კონფრონტაციას.

დღეისათვის ვითარება რამდენადმე სხვაგვარია: აშშ არასტაბილურ საგარეო პოლიტიკამდე დავიდა. ეს გამოვლინდა ირანთან ბირთვულ გარიგებაზე უარის თქმაში, ღია ცის ხელშეკრულებიდან გასვლაში და სხვა ბევრში. ამ მომენტისთვის კი — ახალი პრეზიდენტის რიტორიკაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2021
რუსეთმა პოლონეთის საელჩოს თანამშრომლები პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ახალი სტრატეგიული რეალობა — ვაშინგტონის არასტაბილური საგარეო პოლიტიკა — დიდწილად არის გამოწვეული როგორც შიდა მიზეზებით, ისე აშშ-ის ავტორიტეტის დაცემით, რომელიც დასავლეთის ლიდერად მიიჩნეოდა.

ამერიკული ადმინისტრაციის ახალი ტაქტიკა კი — ეს ცალი ხელით დიალოგის აუცილებლობაზე მინიშნება, მეორე ხელით კი ზეწოლის გაძლიერებაა. ეს შეიძლება ასევე მეტყველებდეს დემოკრატების წინასაარჩევნო დაპირების შესრულებაზეც და ახალ გუნდში ერთიანობის არარსებობაზეც კურსის შემუშავებასა და გადაწყვეტილებების მიღებაში, ასევე ამერიკულ „მისიონერობაზეც“: „ჩვენ ყოველთვის მართლები ვართ და უნდა დაგვიჯეროთ“. ხოლო პარტნიორებმა და ოპონენტებმა ასეთი კურსი მოცემულობად უნდა აღიქვან — თანაც მიღებული „გაკვეთილისთვის“ მადლიერების გრძნობით.

დიალოგისკენ მოწოდება გაისმა ორი პრეზიდენტის სატელეფონო საუბარშიც. და მაშინვე ხისტი რიტორიკა დაიწყო: დაწესდა ახალი ანტირუსული სანქციები, ხდება დიპლომატების გაძევება, ხელმოწერილია ბრძანებულება რუსული საფრთხეების შესახებ. აუცილებელად ამასვე უნდა მივაკუთვნოთ უკრაინის აღმოსავლეთში ხელოვნურად გაღრმავებული კონფლიქტი, აშშ-ის ხელმძღვანელობის მილიტარისტული განცხადებები, სამხედრო ტექნიკის გადმოსროლა ჩვენს რეგიონში. მარტივად რომ ვთქვათ — ვითარების გამწვავება.

ჩეხეთიდან გაძევებული რუსი დიპლომატები პრაღის საერთაშორისო აეროპორტში - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
მოსაზრება: რაში სჭირდება ბაიდენს ჩეხეთიდან რუსების გამოძევება?

აშკარაა, რომ შეერთებული შტატები სსრკ-ს თანაბარუფლებიან მეტოქედ აღიქვამდა, რომლისთვის ანგარიშის გაწევაც აუცილებელი იყო. ამას მხარეების სამხედრო–პოლიტიკური პარიტეტი განაპირობებდა, რომლის შენარჩუნების მიზნითაც შეიქმნა საერთაშორისო ორგანიზაციათა სისტემა, და ასევე ორი სამხედრო ბლოკის — ნატოსა და ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების არსებობაც.

მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პარიტეტი რაღაც დროით გაქრა. შეერთებული შტატები, რომელმაც 15 წლის განმავლობაში იცხოვრა კოორდინატთა ისეთ სისტემაში, როდესაც მსოფლიოს სხვა არც ერთი ქვეყანა არა თუ არ ფლობდა საპირწონე ძალას, არამედ მსგავსი ძალის ყოლის ჰიპოთეტური უფლებაც კი არ ჰქონდა, უბრალო გადაეჩვია თანაბარუფლებიან დიალოგს.

აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას, აღიდგენს რა მსოფლიოს მმართველისა და კოლექტიური დასავლეთის მცველის მდგომარეობას, არ ჰყოფნის სულიერი ძალა, აღიაროს, რომ მსოფლიოში კიდევ ვიღაცას შეიძლება გააჩნდეს მისი საპირწონე ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები და სამხედრო–პოლიტიკური პოტენციალი. მაგალითად, ჩინეთს ან რუსეთს.

დღის წესრიგში დგას საკითხი: გამოიჩენს თუ არა ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია კომპრომისის სიბრძნეს, როგორც ეს კარიბის კრიზისის მონაწილეებმა გამოავლინეს გასული საუკუნის 60-იან წლებში?

ნატოს სამხედრო ხომალდი - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
„მიზანი რუსეთის დაშინებაა“: რუსეთის საგარეო უწყების კომენტარი ბრიტანულ სამხედრო ხომალდებზე

და რა ჩააქრობს პრობლემებს, როდესაც ვითარება უკიდურესობამდეა დაძაბული? ასეთი სამი მომენტია.

პირველი: „საბედისწერო გადაწყვეტილების“ საფასურის გაცნობიერება. თუ გამარჯვება იმხელა ზარალს მოუტანს გამარჯვებულს, რომ მისი არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, ეს უკვე გამარჯვება აღარ არის.

მეორე: პირდაპირი კავშირი. ეს უბრალოდ ტელეფონი კი არ არის, რომლითად დარეკვა შეიძლება, არამედ ღიად საუბრის შესაძლებლობაა და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, თანამოსაუბრის ნათქვამის გაგება, მისი ლოგიკისა და არგუმენტების გაცნობიერებაა.

და მესამე — ყველაზე მნიშვნელოვანი: არა მარტო გაგება იმისა, რომ კომპრომისები აუცილებელია, არამედ ამ კომპრომისებზე წასვლისთვის მზადყოფნა. ულტიმატუმებისა და თავხედურ ენაზე უარის თქმა, რომელიც დიალოგის შანსს ანადგურებს.

სწორედ ამიტომ რიტორიკას „რუსეთი ფასს გადაიხდის“, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ამერიკულად ჟღერს, პირდაპირ ჩიხში შევყავართ. ამ გვირაბიდან გამოსასვლელი არ არსებობს. ეს მანტრა არავის მოუტანს სინათლეს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

ყველა ახალი ამბავი
0