ჰუსიტების საპროტესტო აქცია იემენში

მოსაზრება: აშშ–მა საუდიტების დასჯა გადაწყვიტა - რას მოიგებენ ირანი და რუსეთი?

42
(განახლებულია 15:04 02.03.2021)
საუდის არაბეთს რთული ეტაპი ელის ამერიკის შეერთებულ შტატებთან  ურთიერთობებში

 სოფია მელნიჩუკი, გალია იბრაგიმოვა

მას შემდეგ, რაც აშშ–ის ეროვნულმა დაზვერვამ 2018 წელს ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა, თეთრმა სახლა ახალი სტრატეგია გაახმოვანა: ამერიკელები იემენში ომის შეწყვეტასა და იქ ადამიანის უფლებების დაცვას მოითხოვენ.  რამდენად შორს წავა ვაშინგტონი და რით შეუძლია უპასუხის ერ–რიადს?

არასანქცირებული პრინცი

სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელ ენტონი ბლინკენის განცხადებით, 76 საუდელს სავიზო შეზღუდვები, ეგრეთ წოდებული ხაშოგის ბანი დაუწესდა, რომლებიც „უცხოეთში დისიდენტების დაშინებასა და ასევე ხაშოგის მკვლელობაში მონაწილეობდნენ“.  პერსონალური სანქციები ასევე შეეხება დაზვერცის შეფ აჰმად ალ ასირის.

დაზვერვის მოხსენებაში ნათქვამია, რომ საუდის ხელისუფლების მკაცრი კრიტიკოსის, გაზეთ The Washington Post–ის ავტორის სასტიკ მკვლელობაში არაბეთის პრინცის, მუჰამედ ბენ სალმანის ხელიც ურევია. ჟურნალისტი მისი თანხმობით გაიტაცეს, როდესაც ის სტამბულში საუდის არაბეთის საკონსულოს შენობაში შევიდა, მოკლეს და დაანაწევრეს, რის შემდეგაც მისი ნეშტი აღარავის უნახავს. საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროში ამგვარ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ.

მაგრამ პრინცის წინააღმდეგ პირადი სანქციები არ დაუწესებიათ, მიუხედავად იმისა, რომ ჯო ბაიდენი წინასაარჩევნო კამპანიისას ერ–რიადის შერისხვის პირობას დებდა. და ამასნ კითხვები დაბადა.

„ვფიქრობ, უნდა გვესმოდეს, რომ მთელ ქვეყანასთან ურთიერთობა უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ერთ ადამიანთან“, — განაცხადა ამასთან დაკავშირებით ბლინკენმა. მისი თქმით, ადმინისტრაცია განიხილავს საუდის არაბეთთან კავშირებს, თუმცა ისინი მნიშვნელოვანია აშშ–სთვის და ამიტომაც არის განსაკუთრებით დაინტერესებული. „ჩვენ მხარს ვუჭერთ სამეფოს დაცვას“, — დაამატა ბლინკენმა და იქვე განმარტა, რომ მიზანი — ეს ერ–რიადის უფრო მეტად შესაბამისობაა შტატების ამოცანებსა და ფასეულობებთან.

სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა: თეთრი სახლისთვის პრინციპულია, რომ ერ–რიადმა ერთმანეთისგან გამიჯნოს ამერიკელებისგან მიღებული დახმარება და ვითარება იემენში, სადაც საუდიტები მხარს უჭერენ პრეზიდენტ აბუ რაბ მანსურ ჰადის ჰუსიტების შიიტური მოძრაობის წინააღმდეგ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვაშინგტონს სურს დარწმუნდეს, რომ ამერიკული იარაღი არ გამოიყენება მესამე ქვეყნებში ბრძოლის ველზე.

შემტევი თავდაცვა

ორი სახელმწიფოს ურთიერთობები საფუძველი — ეს ამერიკელების წვდომაა ნავთობზე სამეფოს თავდაცვის უზრუნველყოფის სანაცვლოდ. საუდის არაბეთი ამერიკული შეიარაღების უდიდესი მყიდველია. პარტნირობა ორივე ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს აკმაყოფილებს. მაგრამ ფასეულობების საკითხისადმი (დემოკრატია და ადამიანის უფლებები) სახელმწიფოებს განსხვავებული მიდგომები აქვთ.  

პრეზიდენტ ბარაკ ობამას მმართველობის ბოლო წლებში მოკავშირეობა „მოსაზრებებში განსხვავებას“ გადააწყდა, როგორც ამას მეფე სალმანის პირადი მრჩეველი აღწერდა. ისინი აშშ–ის ირანისადმი მიდგომებსაც შეეხებოდა, რომელიც საუდის არაბეთის მთავარი მოწინააღმდეგეა რეგიონში.  ამასთან, მიხედავად იმისა, რომ ორი ქვეყნის სადაზვერვო სამსახურები წარმატებით თანამშრომლობდნენ უსაფრთხოების სფეროში, მონარქიის კრიტიკოსებთან ბრძოლის საუდიტური მეთოდები შტატებში არ მოსწონდათ.  ამას დაემატა იემენის პრობლემაც. თეთრ სახლს აშფოთებდა საომარი მოქმედებების მსხვერპლთა რიცხვი, რომლებშიც, სავარაუდოდ, ამერიკული იარაღიც ფიგურირებდა.

დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ურთიერთობები დათბა. თუმცაღა პოსტის დაკავებამდე ის განსაკუთრებულ სიმპათიებს არ განიცდიდა ახლოაღმოსავლელი პარტნიორის მიმართ — ამბობდა, რომ თავად სულაც არ იყო „სამეფოს ფანატი“, ხოლო შტატები არ უნდა დახმარებოდნენ „საუდელ ტერორისტებს“. ასე იყო თუ ისე, პირველი ოფიციალური ვიზიტი დონალდ ტრამ სწორედ ერ–რიადში ჰქონდა, ხოლო მისი მმართველობის ბოლოსკენ სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორისტებად ჰუსიტები ცნო. საუდის პრინცთან ახლო ურთიერთობებს ექს-პრეზიდეტი ძირითადად სიძისა და მრჩევლის, ჯარედ კუშნერის მეშვეობით ინარჩუნებდა.  ხაშოგის მკვლელობის შესახებ მოხსენება წინა ადმინისტრაციიდ როსვე იყო მზად, უბრალოდ არ გამოქვეყნებულა.

„ტრამპმა ფსონი მოკავშირეებში ინვესტიციებზე დადო, რათა ვაშინგტონის ვალდებულებების დონე დაეწია. პარტნიორები, მათ შორის საუდის არაბეთი, ვალდებული იყვნენ, შეეძინათ კიდევ მეტი იარაღი და საკუთარ თავზე აეღოთ პასუხისმგებლობა რეგიონში მომხდარზე“, — განმარტავს ექსპერტი მაქსიმ სუჩკოვი. სამაგიეროდ შტატები სამხედრო–პოლიტიკურ მფარველობას უზრუნველყოფდნენ და მწვანე შუქს უნთებდნენ მოკავშირეებისთვის მნიშვნელოვან ინიციატივებს.

„რასაც უნდა ამბობდნენ ახლა ტრამპის მოწინააღმდეგეები, ურთიერტობების ამგვარ ფორმულას ავტომატურად ეთანხმებოდა ორივე პარტია. როცა ხაშოგი მოკლესდემოკრატები კრიტიკით დაესხნენ თავს რესპუბლიკელებს, საუდის არაბეთში ადმიანის უფლებების დარღვევების, საუდიტებისა და მისი მოკავშირეების მხრიდან იემენში სასტიკი ოპერაციების იგნორირებაში დაადანაშაულეს (რასაც ობამას დროს თავად დემოკრატები უჭერდნენ მხარს) და პრეზიდენტის სიძე კუშნერსა და პრინცს შორის „კეთილი ქიმიის“ არსებობა უსაყვედურეს“, — ამბობს სუჩკოვი. მისი თქმით, დემოკრატებს მიაჩნდათ, რომ ამან ჩამოუყალიბა მუჰამედ ბენ სალმანს დაუსჯელობის შეგრძნება და ასევე მოსაზრება, რომ ვაშინგტონთან ნებისმიერი საკითხის მოგვარება ფულიტ იყო შესაძლებელი.

ახალი ადმინისტრაციისგან კურსის შეცვლას ელოდებოდნენ და პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა კიდეც. ბაიდენის განცხადებით, ვაშინგტონი წყვეტს იემენში შემტევი ოპერაციებისთვის მხარდაწერას, მათ შორის, იარაღის ექსპორტის ხარჯზე. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეს ასევე შეეხებოდა დეკემბერში მიღწეულ შეთანხმებას სამი ათასი ზეზუსტი ბომბის GBU-39–ისა (ღირებულება 290 მლნ დოლარი) და ასევე შვიდი ათასი Paveway IV–ის მიწოდებასაც (ღირებულება 478 მლნ დოლარი). ვაშინგტონმა განაცხადა, რომ იემენის კონფლიქტის გადაჭრას დიპლომატიური გზით აპირებს. გარდა ამისა, თებერვალში ჰუსიტების ტერორისტული დაჯგუფებების სიიდან ამოიღეს.

ახალი ცვლილება

და მაინც, ექსპერტების აზრით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სრულ გადახედვაზე საუბარი შეუძლებელია. „გაკიცხავენ, მაგრამ თანამშრომლობის გადაფასება არ მოხდება“, — მიაჩნია ახლო აღმოსავლეთის ექსპერტ ალექსეი ხლებნიკოვს. მისი თქმით, სტრატეგიული კუთხით არაფერი შეიცვლება.

ამ მოსაზრებას ეთანხმება რუსლან მამედოვიც — რუსეთის ახლოაღმოსავლური პროექტების მენეჯერიც. მისი თქმით, კორექცია დიდი ხნის წინ იგეგმებოდა. „ჯერ კიდევ ობამას პერიოდიდან ამერიკელები იზრდებოდნენ საკუთარი ენერგეტიკის კუთხით, პირველ ადგილზე გავიდნენ მსოფლიოში ნავთობის მოპოვების მხრივ და უკვე ნაკლებად ესაწიროებოდათ საუდის არაბეთი. ახალ ადმინისტრაციაში ზოგს აშშ–ის საგარეო პოლიტიკის სხვა ხედვა აქვს, საუბარია გადაბალანსებაზე: რათა რამდენიმე რეგიონულ „დერჟავას“ ეყრდნობოდნენ და ხელები ცოტა შეიხსნან“, — ამბობს ექსპერტი.  

მამედოვი ხაზს უსვამს, რომ შიდა რეგიონულ დინამიკაში ბევრია დამოკიდებული ირანის ბირთვულ გარიგებაზეც. ერ–რიადი ავშინგტონის ერთ–ერთი უმთავრესი პარტნიორია თეირანთან ურთიერთობებში. საუდის არაბეთის მიმართ ხისტი მიდგომები ავტომატურად შეუწყობს ხელს ირანს. და იმისთვის, რომ ხაშოგის მკვლელობაში დამნაშავეები დაისაჯნენ, შტატები ამაზე არ წავა.

2015 წელს გაფორმებული ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა საუდის არაბეთისთვის ერთგვარ „ბოლო წვეთად იქცა“, ამბობს ალექსეი ხლებნიკოვი. ბოლო ათი წლის განმავლობაში რე გიონში რამდენიმე მოვლენა მოხდა: ამბოხებები ტუნისსა და ეგვიპტეში, რომლეთა შემდეგაც აშშ–ის დახმარების გარეშე დარჩენილმა პრეზიდენტებმა პოსტები დაკარგეს, შემდეგ გადატრიალება ეგვიპტეში, და როგორც შედეგი, კაიროსთვის ამერიკული სამხედრო დახმარების შეჩერება; დაბოლოს, გარიგება ირანთან. ამ ყველაფერმა, პოლიტოლოგის თქმით, „საუდის არაბეთს დიპლომატიური პორტფოლიოს დივერსიფიკაციისა და სხვა დიდ სახელმწიფოებთან კონტაქტების განმტკიცებისკენ უბიძგა  — მაგალითად, რუსეთსა და ჩინეთთან“.  

შეიარაღებას ერ–რიადზე მოსკოვიც ყიდის: 2017 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული პირველი პარტიების მიწოდება 2019 წელს დაიწყო. მაშინ სამეფომ რუსეთთან მემორანდუმი გააფორმა მძიმე ცეცხლმფრქვევი სისტემა ТОС-1А–ის, ტანკსაწინააღმდეგო კომპლექს „კორნეტ-ЭМ–ის“, ყუმბარმტყორცნი АГС-30–ებისა და კალაშნიკოვის ავტომატების  შესყიდვა–ლოკალიზაციის თაობაზე. 2021 წლის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუდიტებმა შესაძლოა რუსული საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი С-400–ები და ასევე გამანადგურებელი Су-35–ები შეიძინონ.

ამასთან, მამედოვის თქმით, მიშვნელოვანია ისიც, რომ ქვეყნები ნავთობ–ბაზარზეც ახდენენ პოლიტიკის კოორდინაციას. როგორც მას მიაჩნია, მონარქიას აქვს შესაძლებლობა, პრობლემები შეუქმნას ამერიკელებს რეგიონში, თუმცა საბოლოო ჯამში ყველას ესმის, რომ აშშ უკიდურესად მნიშვნელოვანია ერ–რიადისთვის და მსგავსი მანევრები მხოლოდ ყურადღების მიპყრობას ემსახურება.

„საუდის არაბეთში მიაჩნიათ, რომ აშშ–სთან ურთიერთობა არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ ზის თეთრ სახლში. მათი აზრით, ორი ქვეყნის კონტაქტები ფუნდამენტურია და ნებისმიერ პერტურბაციას გაუძლებს“, — ასკვნის ექსპერტი.

ათობით წლიანი პარტნიორობა ბევრ რამეზე აისახა: პრაქტიკულად მთელი საუდის არაეთის ელიტა განათლებას აშშ–ში იღებს, საუდური რიალი ამერიკულ დოლარზეა მიბმული, შეიარაღება და სამხედროების სწავლება უმთავრესად ამერიკულია. ამის შეცვლას ბევრი წელი დასჭირდება. ამიტომაცაა საგარეო კონტაქტების დივერსიფიკაცია უფრო ტაქტიკური სვლა, მრავალმხრივი ტრეკი, რომელიც ახალ მრავალპოლარულ სამყაროს შეესატყვისება.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორების მოსაზრებას!

42
საერთაშორისო გადახდების საბანკო ბარათები

„დაისაჯოს მოსკოვი“: რა მოხდება, თუ რუსეთს SWIFT-დან გათიშავენ

47
(განახლებულია 22:04 13.04.2021)
რუსეთს ბანკთაშორისი კავშირის გლობალური სისტემიდან, SWIFT-დან გათიშვით უკვე მარტო აშშ-ში კი არა, ევროპაშიც ემუქრებიან. ამჯერად ხისტი კოორდინირებული ზომების გატარებისკენ მოწოდება ევროპარლამენტში გაისმა.

ნატალია დემბინსკაია

რით ემუქრება ეს რუსეთს და არის თუ არა მზად მისი ფინანსური სისტემა ამგვარი სცენარისთვის?

ძველი მეთოდები

საერთაშორისო ბანკთაშორის სისტემა SWIFT–ში ორასამდე ქვეყნის 11 ათასი ორგანიზაციაა ჩართული. რუსეთს, რომელიც SWIFT–ის ყველაზე მსხვილი ექსპლუატანტების სამეულში შედის, სისტემიდან გათიშვით 2014 წლიდან ემუქრებიან. საბაბები სხვადასხვაგვარია: ყირიმი, დონბასი, სკრიპალების საქმე, ალექსეი ნავალნის საქმე. აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც პოსტზე მოსვლისთანავე დადო რუსეთის SWIFT–დან გათიშვის პირობა.

დეკემბერში სააგენტო Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ჯო ბაიდენი მოსკოვის „დასჯას“ აპირებდა აშშ–ის სახელმწიფო დაწესებულებებზე ჰაკერული შეტევებისთვის, რასაც „სერიოზული ეკონომიკური, ფინანსური და ტექნოლოგიური დანაკარგები უნდა მოჰყვეს რუსეთისთვის“. როგორც კიბერუსაფრთხოების ექსპერტი ჯეიმს ენდრიუ ლუისი აცხადებს, SWIFT–დან გათიშვა — ეს დასჯის ერთ–ერთი ვარიანტია.

აპრილში უკრაინის აღმოსავლეთში მდგომარეობა გამწვავდა — ეს ახალი საბაბია. თემა ევროპაში აიტაცეს. როგორც ევროპარლამენტის წამყვანი ფრაქციის ხელმძღვანელმა მანფრედ ვებერმა თქვა, მოსკოვი „სასიში პროვოკაციების კურს განაგრძობს“.

მისი აზრით, უკრაინასთან საზღვართან „სამხედრო ყოფნის გაძლიერებით“ მოსკოვი დასავლეთის მოთმინებას ცდის. ამიტომ შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა კოორდინირებული პასუხი უნდა გასცენ მას. დეპუტატის თქმით, ვითარების ესკალაციის შემთხვევაში „დოზირებული სანქციების დრო“ აღარ არის. ერთ–ერთ რეალურ ვარიანტად ვებერმა „ოლიგარქების ანგარიშების მასშტაბური გაყინვა“ და ასევე SWIFT–დან გათიშვა დაასახელა.

პრობლემები იქნება

რუსეთს აქვს ფინანსური შეტყობინებების გადაცემის საკუთარი სისტემა (SPFS), რომელიც 2014 წელს აამუშავა. მასში ჩართულია ყველა რუსული ბანკი და ასევე ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შემავალი ქვეყნების ათამდე ბანკი. SWIFT–დან გათიშვის შემდეგ ბანკები მის რუსულ ანალოგზე გადავლენ, მაგრამ საერთაშორისო ანგარიშსწორებებისთვის SPFS ჯერჯერობით არ არის სრულფასოვანი ალტერნატივა, ამიტომ დარტყმა სერიოზული იქნება.

„SWIFT–დან გათიშვა რუსეთის ბანკების ტრანზაქციების პარალიზებას გამოიწვევს. ყველაზე მეტად მსხვილი ექსპორტიორები დაზარალდებიან. მათ მხოლოდ უცხოურ ბანკებთან თანამშრომლობა მოუწევთ თავიანთი ოპერაციული საქმიანობის მომსახურებისთვის. გაჩნდება ბევრი შუამავალი, რომლებიც შეზღუდვებს გვერდს აუვლიან. ამით განსაკუთრებით მოიგებენ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნების ფინანსური ინსტიტუტები“, — მიაჩნია საინდექსაციო კომპანია „ბეტა ტექნოლოგიების“ მთავარ სტრატეგს არარატ მკრტიჩიანს.

ყველაფერი მოგვარებადია

მაგრამ კატასტროფა არ მოხდება.

„რუსული ბანკების SWIFT–დან გათიშვა თავისთავად ნიშნავს კონტრაგენტებს შორის ფინანსური ტრანზაქციების გაძვირებასა და შენელებას. აშკარაა, რომ ტრადიციული ჯაჭვი დაირღვევა, საჭირო იქნება გარკვეული დრო მათი აღდგენისთვის. მაგრამ ამის გაკეთება ერთ ან ორ კვირაში იქნება შესაძლებელი“, — ამბობს ოლეგ ბოგდანოვი, QBF–ის წამყვანი ანალიტიკოსი.

სხვა საქმეა, თუ ამას რუსეთის რეზიდენტების დოლარში არსებული სახსრების გაყინვა მოჰყვება, აზუსტებს ექსპერტი. მაშინ შესაძლოა ბაზრებზე პანიკური რეაქცია დაიწყოს. იმისათვის, რომ ყველაფერი დამშვიდდეს, ერთი ან ორი კვარტალი იქნება საჭირო და საბოლოოდ ფინანსური კავშირები მაინც აღდგება.

ამასთან გარდაუვალია სავალუტო რყევები. მაგრამ ტურბულენტობის მოკლე პერიოდის შემდეგ რუბლი ნორმას დაუბრუნდება.

წამგებიანი

მეორე მხრივ, არსებობს მოსაზრება, რომ რუსეთის SWIFT–დან გათიშვა მუქარას არ გასცდება. ჯერ ერთი: SWIFT კერძო კომპანიაა, რომელიც რუსული ბანკებიდან ფულს შოულობს. ამასთან სისტემას ისინი მარტო საერთაშორისო ტრანზაქციებისთვის კი არ იყენებენ, არამედ შიდა ბანკთაშორისი გადარიცხვებისთვისაც. იმისათვის, რომ SWIFT–მა ვინმე გათიშოს, აუცილებელია ევროკავშირის გადაწყვეტილება ან აშშ–ის სანქციები თავად SWIFT–ის წინააღმდეგ. მაგრამ ამ შემთხვევაში რუსეთის სავაჭრო პარტნიორებიც — ამერიკული და ევროპული ბიზესიც ჩამოშორდება საქმეს.

„ეს ვითარება შეიძლება ფორსმაჟორად ჩაითვალოს, რომელიც რუსულ კომპანიებსა და სახელმწიფოს უფლებას არ მისცემს, დაფაროს არსებული ვალდებულებები. ქვეყნის შიდა ვალი დაახლოებით 450 მილიარდი დოლარია. შესაბამისად, კრედიტორებს ფინანსური პრობლემები შეექმნებათ. გარდა ამისა, გართულდება ოპერაციები ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან, რომელთაგან უმსხვილესი ევროკავშირია. ევროპარლამენტის მოწოდებები სხვა არაფერია, თუ არა ბაზრის პოპულიზმი“, — დარწმუნებულია ექსპერტი ანდრეი კოჩეტოვი.

სიმწარეს იწვნევს აშშ–ც. ჯერ ერთი, ვაშინგტონს მხოლოდ ჰიპოთეტური გავლენა აქვს SWIFT–ზე, რომლის შტაბ-ბინაც ბელგიაშია. და მეორეც: რუსეთს ასევე შეუძლია მკაცრი სანქციები დაუწესოს ამერიკულ ბანკებსა და პოლიტიკოსებს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

47
საქართველოს პარლამენტი

შესვლა?.. არშესვლა?.. საკითხავი, აი, ეს არის...

120
(განახლებულია 15:39 13.04.2021)
ქართული მედია ოპოზიციის მიერ გარკვეულ დათმობებსა და შეთანხმების ალბათობაზე დანიელსონის მიერ გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შემდეგ ისევ ალაპარაკდა.

ამის ინსპირაცია კი კვირას ევროკავშირის ოფისში ჯერ პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის, ხოლო შემდეგ „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის ვიზიტი გახდა. როგორც თალაკვაძე, ასევე ხაზარაძე აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან, დანიელსონის ტექსტს ხელი მოაწერონ, მაგრამ მცირედი შესწორებებით. წითელი ხაზი კი როგორც ერთი, ისევე მეორე მხრიდან ვადამდელი არჩევნების დანიშვნასა და მელია-რურუას გათავისუფლებაზე გადის.

სხვათა შორის, 9 აპრილს პარლამენტში გამოსვლისას სწორედ ამიტომ აკრიტიკებდა პრეზიდენტი როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, რომ ვერ იქნა და საერთო ენა ვერ გამონახეს და ქვეყნის ინტერესები საკუთარ ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა ვერ დააყენეს.

ორივე მხარე საუბრების გაგრძელების პარალელურად დიდი ინტერესით ელოდება, რა მოხდება ირაკლი კობახიძის აშშ-ში და ბრიუსელში ვიზიტების შემდეგ. ძნელი დასაჯერებელია, რომ კობახიძემ შეძლოს მთავარი პარტნიორების იმაში დარწმუნება, რომ მელიას პატიმრობა აუცილებელი იყო მაშინ, როცა ამისი მის პრემიერ-მინისტრ გახარიასაც კი არ სჯეროდა.

მეორეს მხრივ, დასავლეთს არ ესმის, რას ნიშნავს ოპოზიციის გაჯიუტება და პარლამენტში არშესვლა, რომელსაც პაატა ზაქარეიშვილმა სამართლიანად უწოდა ყველა დროის ყველაზე სულელური პოლიტიკური გადაწყვეტილება. თანაც, ამ არჩევნების შედეგებს ყველა მთავარი საერთაშორისო მოთამაშე აღიარებს და დღესაც რომ ჩატარდეს არჩევნები, სოციოლოგიური კვლევების შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, დღევანდელ ოპოზიციას ნამდვილად არ აქვს იმის შანსი, უკეთესი შედეგები დადოს.

პარლამენტის ბოიკოტირების გადაწყვეტილების ავტორი და მოკარნახე რომ უკრაინაში მცხოვრები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, ნათლად ჩანს. მას ამ პოზიციით წვრილ-წვრილი პარტიების გაფანტვა და „ნაციონალური მოძრაობის“ დომინანტობის შენარჩუნება სურს, მაგრამ რატომ აყვნენ სხვა, ბარიერგადალახული პარტიები მას ამ ავანტიურაში, ეს უკვე სხვა საკითხია.

როგორც ჩანს, ბოლოს და ბოლოს, პარლამენტში ვიხილავთ „გირჩს“, რომელთაც ძალიან უნდათ საქართველოს პარლამენტის ხილვა და მისი ტრიბუნის გამოყენება, თუმცა საკუთარი სამეფო უკვე შეუქმნიათ, და ასევე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ოთხ დეპუტატს თაკო ჩარკვიანის გამოკლებით, რომელიც სიის მეორე ნომერი იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, სწორედ პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხის გამო დატოვებს პარტიას.

რაც შეეხება „ლელოს“, ის საკუთარ პირობებს აყენებს. არადა, როგორც ჩანს, სწორედ „ლელოს“ გადაწყვეტილება იქნება მთავარი იმისათვის, შეძლებს თუ არა პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას 113 ხმით. ამის გარეშე ბარიერის 3 პროცენტამდე ჩამოწევა არ მოხერხდება. სხვათა შორის, ხელისუფლებას ძალიანაც აძლევს ხელს, ამტკიცოს, რომ მას სურს საარჩევნო კოდექსის შეცვლა, მაგრამ ოპოზიცია ამის საშუალებას არ აძლევს. ამით ხელისუფლება მასზე მორგებულ კანონსაც შეინარჩუნებს და კონსტრუქციულ სახესაც.

„უახლოეს დღეებში" გახდება ცნობილი, თუ როდის შედგება მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი. ვითარება არის ჩიხური, თუმცა მე გამოსავალს ვხედავ... ვფიქრობ, რომ არსებული შეთანხმების დოკუმენტში უნდა დავამატოთ პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი, ასევე რიგგარეშე არჩევნებამდე მისასვლელი გზა და ამით შეთანხმება მოხდეს. ეს გზა არსებობს", – იმედიანადაა განწყობილი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.

მოლაპარაკების განახლებასა და შეთანხმების პერსპექტივაზე მინიშნებები მმართველ პარტიაშიც კეთდება. პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი იმედოვნებს, რომ მალე მხარეები შეძლებენ საერთო ნიშნულამდე მისვლას. „ხუთი თუ ექვსი საკითხია, ყველასთან დაკავშირებით გვაქვს აწონილ-დაწონილი, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე პოზიცია. ეს არის იმ სტანდარტის შესაბამისი, რასაც ჩვენგან პარტნიორები ითხოვენ და, რაც მთავარია, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის ინტერესებს უკავშირდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

რა პირობებს აყენებს „ქართული ოცნება“? რა თქმა უნდა, მმართველი პარტია არავითარ შემთხვევაში არ აპირებს აღიაროს, თითქოს პოლიტპატიმრები ჰყავს. როგორც ირკვევა, გარდა გირაოსი, ასევე მათი მხრიდან არსებობს შეთავაზება, რომ პარლამენტმა მიიღოს დაჩქარებული წესით ამნისტიის კანონი, რომელიც 2019 წლის ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ყველანაირ პასუხისმგებლობას მოხსნიდა. მეორეს მხრივ კი, შესაძლოა, მმართველი გუნდი დათანხმდეს შემოდგომაზე ადგილობრივ არჩევნებთან ერთად ჩატარდეს პლებისციტი, რათა გაირკვეს, სურს თუ არა ხალხს ვადამდელი არჩევნები. აი, რა სურს ხალხს და როგორია მათი განწყობები, ამაზე მომავალ სტატიაში გიამბობთ.

 

120
გალის რაიონი

ტესტი კარანტინის ნაცვლად აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობისთვის შეზღუდვები მსუბუქდება

0
(განახლებულია 16:57 14.04.2021)
ამ დრომდე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლისას ჯერ 14–დღიანი, შემდეგ კი ხუთდღიანი კარანტინი მოქმედებდა.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის მოქმედ რეგულაციებს ცვლის – ხუთდღიანი კარანტინის ნაცვლად, ისინი ტესტირებას დაექვემდებარებიან.

აღნიშნული ნორმა 19 აპრილიდან ამოქმედდება.
ანტიგენზე ტესტის ჩატარებასთან ერთად, ამ რეგიონების მცხოვრებლებს, რომლებიც მიეკუთვნებიან იმ ასაკობრივ კატეგორიებს, რომელთაც ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ, სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა ეძლევათ იმუნიზაციის პროცესში ჩაერთონ. 

იმ პირებს, რომლებიც კორონავირუსი საწინააღმდეგო ვაქცინის ორ დოზას გაიკეთებენ, საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლისას ტესტის ჩატარება აღარ დასჭირდებათ.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ წ ვაქცინაციის გაფართოების გეგმა წარადგინა.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გადმოდიოდნენ, ადრე 14-დღიანი კარანტინი მოქმედებდა, რომელიც მოგვიანებით 5-დღიანი ვადით შეიცვალა. მოქალაქეების გარკვეული კატეგორიისთვის – პენსიონერებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის, მრავალშვილიანი ოჯახებისა და შშმ პირებისთვის კი ახლა სავალდებულო კარანტინი საერთოდ უქმდება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს სწორად ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და მოერიდონ თავშეყრის ადგილებს.

0