მოსაზრება: როგორი პერსპექტივები აქვს სამხედრო ბლოკს საქართველო–მოლდოვა–უკრაინა

© Sputnik / Alexander Imedashviliსამხედრო მოსამსახურე
სამხედრო მოსამსახურე - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
გამოწერა
სამხედრო მიმომხილველი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას სამხედრო ბლოკის პერსპექტივებს აანალიზებს.

შეერთებული შტატების გეოპოლიტიკური კორექციები და ექსპერიმენტები შავი ზღვის რეგიონშო ობიექტურად არის შეზღუდული რეგიონული პარტნიორების არასაკმარისი პოტენციალითა და ამერიკისთვის გამომწვევი თურქეთის სუვერენიტეტით, რომელიც სრულებით არ არის დაინტერესებული დესტაბილიზაციით. ვაშინგტონს გლობალური ამოცანების გადაჭრის მიზნით არასტანდარტული სქემების ძიება და „მესამე ლიგის“ სუბ-კონტრაქტორი გუნდების მიზიდვა უწევს.

სიმინდი - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2021
საქართველომ უკრაინას 100 ტონაზე მეტი სიმინდი დაუბრუნა

უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის სამხედრო ბლოკის შექმნა ვაშინგტონის იდეა–ინიციატივაა. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ გასულ კვირაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მეთაურთან ენტონი ბლინკენთან საუბრის დეტალები გაამხილა და განაცხადა, რომ კიევი ვაშინგტონის მხარდაჭერით შეუდგება სამმხრივი სამხედრო ალიანსის ფორმირებას, რომლის შემადგენლობაშიც, უკრაინის გარდა, ასევე შევლენ საქართველო და მოლდოვა. კიევის ხელმძღვანელობის განცხადებები ჩვეულებრივ არ იწვევს მნიშვნელოვან რეზონანსს უცხოეთში, მაგრამ ამჯერად განსაკუთრებული შემთხვევაა – იდეა „ზემოდანაა დაშვებული“. ამიტომაც შესაძლოა რუსეთის მიმართ აშშ-ის ხისტი კურსის ტექნოლოგიურად შუამავლობითი გაგრძელება გამოდგეს.

პოლონური ინტერნეტ-გამოცემა wPolityce აღნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ბლინკენის „ხელის აქნევისთანავე“ შეუდგა დონბასში ჯარების საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებასა და „პრორუსული“ არხების ტრანსლაციის აკრძალვას.

უკრაინამ 10 თებერვალს ნატოს პროვოკაციული წინადადებით მიმართა – გამოიყენოს თავისი ოპერაციებისთვის სიმფეროპოლის რაიონის საჰაერო სივრცე. თითქოს ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის შემადგენლობაში არ იყოს შესული და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ეშელონირებული სისტემა არ იცავდეს.

მანამდე გაჩნდა კანონპროექტი დონბასისა და ყირიმის მიმართ უნიფიცირებული უკრაინული პოლიტიკის შესახებ „გარდამავალ პერიოდში“. „ფრონტული“ სახელმწიფოებისთვის ამერიკული იარაღის მიწოდება სრულიად პროგნოზირებადი და დესტრუქციული ნაბიჯია. ისევე, როგორც აშშ-ის შავ ზღვაში განთავსების შესამჩნევი ზრდა, სადაც რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალები და სამხედრო-საზღვაო ფლოტი პირობითად ანადგურებენ კვირაში ორ ამერიკულ ნაღმმზიდს (23 და 30 იანვარს).

რუსეთის ელჩი აშშ-ში ანატოლი ანტონოვი - Sputnik საქართველო, 1920, 21.01.2021
ანატოლი ანტონოვი: აშშ-ის პოლიტიკის ალფა და ომეგა რუსეთის შეკავებაა

ჰაერნაოსნობის თავისუფლება

სიმფეროპოლის აერონავიგაციული ზონა ხერსონის ოლქს, ყირიმის ნახევარკუნძულსა და შავი ზღვის ცენტრალურ ნაწილს მოიცავს. საერთაშორისო ავიამარშრუტები ყირიმის თავზე Eurocontrol-ის გადაწყვეტილებითაა დახურული. სიმფეროპოლის სადისპეტჩერო ცენტრი რუსეთის კონტროლით მოქმედებს, ხოლო ყირიმში მხოლოდ რუსული ავიაკომპანიები დაფრინავენ და მხოლოდ რუსეთის ძირითადი ნაწილის მხრიდან. ნახევარკუნძულის ცას რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალები და საზღვაო ფლოტი იცავს. ამიტომ უკრაინის მიერ ნატოს სამხედრო ავიაციის მიწვევა ყირიმის ცაში საფრენად – ეს მზაკვრული „სამხედრო ცბიერებაა“ და კიევის აუსრულებელი ოცნება, იბრძოლოს სხვისი ხელით. პროექტი არარეალისტურია და დიდ დანაკარგებსა და სერიოზულ გეოპოლიტიკურ შედეგებს მოასწავებს.

უკრაინული საარტილერიო კატარღების ქერჩის ყურეში პროვოკაციული „ნაოსნობის თავისუფლება“ 2018 წლის შემოდგომაზე უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ეკიპაჟებისა და მცურავი საშუალებების დაკავებით დასრულდა. რუსეთის ტერიტორიაზე „თავისუფალი ჰაერნაოსნობა“ კი ბევრად დრამატულად შეიძლება დასრულდეს. სავარაუდოდ, ასეთი „კრეატივი“ ნატოს არ აწყობს. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მოქმედებების გააქტიურება, აშშ-ის მიერ აღთქმული მხარდაჭერის შემთხვევაშიც კი და ხარისხობრივად ახალ დონეზე (პერსპექტივაში ამერიკული შეიარაღებით), მხოლოდ ახალ მსხვერპლს მოიტანს უკრაინის მოქალაქეთა შორის და ასევე „ფრონტის“ მიგრაცია მოჰყვება დასავლეთისკენ. შესაძლოა კიევში დაავიწყდათ, რომ ეს რუსეთის თხოვნით შეაჩერეს დონბასში ამბოხებულებმა 2015 წელს შეტევა. რუსეთი არასდროს დაუშვებს რუსულენოვანი მოსახლეობის რეპრესიებს (გენოციდს) უკრაინის აღმოსავლეთში (იუგოსლავიის სცენარით), ამის შესახებ წარსულში განაცხადა პრეზიდენტმა პუტინმა.

ბოგდან ცირდია - Sputnik საქართველო, 1920, 25.12.2020
როგორ მუშაობს სოროსის ფონდი მოლდოვაში? დეპუტატის გამოძიება

სანამ კიევი აშშ-ის ხარჯზე გადაიარაღებაზე, წვრთნასა და გამარჯვების მომტან ბრძოლებზე ოცნებობს, რუსეთი მაღალტექნოლოგიურად და საიმედოდ აკონტროლებს შავი ზღვის პრაქტიკულად მთელ აკვატორიას საბრძოლო ავიაციის ძალებით, სანაპირო სარაკეტო კომპლექსებით, ხომალდებითა და სუბმარინებით.

პასუხი მეტოქეს

სამხედრო ძლიერების მსოფლიო რეიტინგ Global Firepowe-ში პოლონეთს 23-ე ადგილი უკავია. პენტაგონი ვარშავას ჰპირდება, რომ საჭიროების შემთხვევაში ხუთი დღის განმავლობაში აღმოუჩენს დახმარებას. მაგრამ ცოტა ხნის წინ აღმოსავლელ მეზობლებთან კონფლიქტის კომპიუტერულმა მოდელირებამ აჩვენა, რომ დასახმარებელი შეიძლება აღარავინ იყოს. ლოგისტიკური პრობლემების, სამხედრო შტაბებსა და კერძო სარკინიგზო კომპანიებს შორის ინტერესთა კონფლიქტის გათვალისწინებით, ამერიკული ჯარების ხუთდღიანი გადასროლა პოლონეთში ზედმეტად ოპტიმისტური პროგნოზი და სამიზნე პოზიციაა.

ამ ფონზე კიევისა და თბილისის „გეოგრაფიული გარღვევა“ სევდისმომგვრელად გამოიყურება. უკრაინისა (25-ე ადგილი) და საქართველოს (92-ე ადგილი) ჰიპოთეტური სამხედრო ბლოკი უკიდურესად არადამაჯერებლად გამოიყურება. მოლდოვას (107-ე ადგილი) საერთოდაც „ბლოკგარეშე“ კონსტიტუცია აქვს. მაგრამ აღმოსავლეთ ევროპის „ფრონტული“ სახელმწიფოების ერთიანობა და განმტკიცება რუსეთის წინააღმდეგ – ეს აშშ-სთვის სტრატეგიული ამოცანაა და შეეცდება, სხვადასხვა მეთოდებით გადაჭრას იგი. 

აშშ და ნატო კონცეპტუალურად ისწრაფვიან, გადააქციონ პოსტსაბჭოთა სივრცე მცირეხალხიან, მუდმივი სამხედრო კონფლიქტების ზონად, რაც დასავლეთის ქვეყნების უსაფრთხოების გარანტიაა.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

ყველა ახალი ამბავი
0