მოსაზრება: „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ გერმანიისა და აშშ-ის ურთიერთობების ბედს გადაწყვეტს

© photo: Sputnik / Dmitry Lel'chuk / გადასვლა მედიაბანკშიმილგამყვანი „ფორტუნა“
მილგამყვანი „ფორტუნა“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საინაუგურაციოდ ჯო ბაიდენმა უსიამოვნო საჩუქარი მიიღო აშშ-ის საკვანძო პარტნიორ გერმანიისგან. ეს პრობლემების საგულდაგულოდ შეფუთული და ბაფთით შეკრული კვინტესენციაა, რომელთანაც ახალ ადმინისტრაციას ექნება საქმე.

ირინა ალქსნისი

შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა რუსული მილგამყვანი ხომალდის, „ფორტუნას“ წინააღმდეგ, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მშენებლობაში მონაწილეობს. ამასთან, როგორც გერმანული მედია წერს, ბერლინში ამერიკის საელჩომ გერმანიის ხელისუფლებას აცნობა, რომ ახალი შეზღუდვების დაწესება იგეგმება.

გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა - Sputnik საქართველო
აშშ-მა სანქციები ერთ გემს - მილგამყვან „ფორტუნას“ დაუწესა

გერმანიის ხელისუფლებამ ამაზე პასუხად განაცხადა, რომ „ეს სინანულით მიიღეს მხედველობაში“, ანუ შეშფოთება ფორმალურადაც კი არ გამოითქვა.

მომხდარი სხვა სიმპტომატური ინციდენტის ორგანულ გაგრძელებად იქცა, რომელიც რამდენიმე დღით ადრე მოხდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ და ჯო ბაიდენის საგარეო პოლიტიკის მრჩეველმა არჩევნებში ნიკოლას ბერნსმა წამოაყენა იდეა, ერთდროულად გაიყინოს ამერიკის სანქციები გაზსადენის წინააღმდეგ და ასევე შეჩერდეს მისი მშენებლობა, რათა ახალ ადმინისტრაციას, მიეცეს შესაძლებლობა „კონფიდენციალურად და გონივრულად დაელაპარაკოს გერმანიის მთავრობასა და სხვა მონაწილე ქვეყნებს“.

აშკარაა, რომ ბერნსი საკუთარი ინიციატივით კი არ მოქმედებდა, არა,მედ ვაშინგტონის წინადადებას ახმოვანებდა.

მაგრამ გერმანელებმა უბრალოდ უგულებელყვეს ეს წინადადება. ბუნდესტაგის ენერგეტიკის საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა კლაუს ერნსტმა „სრულიად უადგილო“ უწოდა შტატებთან გერმანიის ენერგეტიკულ პოლიტიკაზე მსჯელობა.

© video: Ruptly„ჩრდილოეთის ნაკადი - 2“: აშშ ევროპულ კომპანიებს ახალი სანქციებით ემუქრება
მოსაზრება: „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ გერმანიისა და აშშ-ის ურთიერთობების ბედს გადაწყვეტს - Sputnik საქართველო
„ჩრდილოეთის ნაკადი - 2“: აშშ ევროპულ კომპანიებს ახალი სანქციებით ემუქრება

მან ხაზი გაუსვა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მშენებლობა ღრმად ევროპული საქმეა, აქვს ყველა აუცილებელი ნებართვა და ამიტომ სწრაფად უნდა დასრულდეს“.

ბოლო ათწლეულის ამერიკული საგარეო პოლიტიკა, რომელშიც ჩავარდნად იქცა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა და რომლის აღორძინებასაც გეგმავენ დემოკრატები, უფრო ხშირად ხასიათდება როგორც გლობალისტური. ის მოიცავს ორ საკვანძო და ერთნაირად მნიშვნელოვან ელემენტს — პროცედურულ-ინსტიტუციონალურსა და იდეოლოგიურს.
იდეოლოგიაზე პასუხს აგებს ყველაზე ლიბერალურ-მოწინავე იდეათა მოცულობითი კომპლექსი — დაწყებული ლგბტ პროგრესით, დასრულებული ეკოლოგიური მოსაზრებით ხორცის ჭამაზე უარის თქმით. ამასთან ადეპტების რადიკალიზმი სულ უფრო ხისტი ხდება.

„ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობა - Sputnik საქართველო
აშშ კვლავ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს მიუბრუნდა

ინსტიტუციონალური ნაწილი ასევე კარგად არის ცნობილი საზოგადოებისთვის და ზეეროვნულ ორანიზაციათა, დოკუმენტებისა და პროცედურების სისტემას წარმოადგენს. პოპულარულია მოსაზრება (და არცთუ უსაფუძვლო), რომ ამ სახით აშშ მრავალი წლის განმავლობაში განამტკიცებდა დომინირებას მსოფლიოსთვის მისთვის ხელსაყრელი წესების თავს მოსახვევად და გლობალური ლიდერობის სამუდამოდ დასაფიქსირებლად.

ის, რომ რაღაც ისე არ წავიდა, გასაგები ძალიან გვიან გახდა. სულ უფრო მეტმა ქვეყანამ ისწავლა თამაში და მოგება მათდამი უსამართლო სისტემაში. რუსეთი და მის მიერ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების თავის სასარგებლოდ გამოყენება უფრო თვალსაჩინო მაგალითია, ვიდრე გამონაკლისი. ამას ამტკიცებდა კიდეც ტრამპი მთელი ოთხი წლის განმავლობაში, უყოყმანოდ გამოჰყავდა რა შტატები მრავალრიცხოვანი საერთაშორისო შეთანხმებებიდან და ორგანიზაციებიდან: რეალურად ისინი არც ისე ხელსაყრელია ამერიკისთვის, როგორც მიჩვეულები არიან ფიქრს.

ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის მშენებლობა - Sputnik საქართველო
მოსაზრება: „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ფინიშს უახლოვდება

ძნელი არ არის მიხვედრა, რომ აშშ-ის მცირერიცხოვან პრივილეგირებულ პარტნიორებს, რომელთაგან ერთ-ერთი გერმანიაა, მით უმეტეს აქვთ განსაკუთრებული ბონუსები, და როგორც უკვე აშკარა გახდა, ამით კარგად სარგებლობა ეხერხებათ.
სწორედ ამიტომ იყო ბერლინისთვის ასე უხერხული ტრამპი, რომელიც სიმართლეს პირდაპირ ამბობდა, პირდაპირ ჩეხავდა და ანგრევდა გერმანიის მიერ აწყობილ სქემას საკუთარი სუვერენიტეტის თანდათანობით, უხმაუროდ აღდგენისა და ამერიკის თავის ინტერესებში გამოყენების შესახებ.

სწორედ ამიტომ გერმანიის ხელისუფლებამ პირდაპირ ეიფორიით აღიქვა ბაიდენი, როგორც აშშ-ის ახალი პრეზიდენტი: ეს გერმანიისთვის ბევრად კომფორტული ურთიერთობების ფორმატის დაბრუნებას მოასწავებს — რა დროსაც პროპაგანდისტული რიტორიკა და აუჩქარებელი კულუარულ-ლობისტური პოლიტიკური პროცესი სრულად ემთხვევა ერთმანეთს, და ამ ხმაურში წარმატებით შეიძლება გერმანიისთვის ხელსაყრელი დღის წესრიგის წამოწევა.

ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მშენებლობა - Sputnik საქართველო
„სანამ სრულად არ შეჩერდება“: აშშ რუსული გაზსადენისთვის სანქციების დაწესებას განაგრძობს

სწორედ ასე ხდება „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ შემთხვევაში. ბოლო თვეებში არაერთი ნაბიჯი გადაიდგა ოკეანისგაღმური სანქციების ზეწოლისგან „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მაქსიმალურად დასაცავად. შეიცვალა ხომალდ „ფორტუნას“ მფლობელი. მეკლენბურგ-წინა პომერანიის მიწის პარლამენტმა შექმნა ფონდი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს პროექტის ოპერაციულ საქმიანობას.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამ სტრუქტურის დახმარებით გერმანიის ხელისუფლება ერთდროულად ორი კურდღლის მოკვლას ცდილობს: თავად მშენებლობის მხარდაჭერის გარდა, ისინი მის საინფორმაციო-იდეოლოგიურ მხარდაჭერას უზრუნველყოფენ, რამდენადაც ახალ ორგანიზაციას „მეკლენბურგ-წინა პომერანიის კლიმატისა და გარემოს დაცვის ფონდი ეწოდება“, ხოლო ოფიციალურ მიზნად „გერმანიის კლიმატური მიზნების მიღწევაა“ დასახელებული. ამგვარად ეკოლოგიური დღის წესრიგი „ჩაჭერილია“, ვინაიდან სწორედ „მწვანეებს“ იყენებენ ყველაზე აქტიურად „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ ტორპედირებისთვის ქვეყნის შიგნით.

აშშ-სა და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო
მოსაზრება: ბაიდენი აშშ-ს ევროპის მარიონეტად გადააქცევს

ჯო ბაიდენის გუნდი მეტად რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. მათ არ შეუძლიათ ხმამაღალი სკანდალი მოუწყონ სტრატეგიულ პარტნიორს და რადიკალური ზომები გაატარონ მის წინაარმდეგ, როგორც ამას ტრამპი გააკეთებდა. ეს უბრალოდ ეწინააღმდეგება დასავლური ერთიანობის აღდგენის იმ პროექტს, რომლითაც დემოკრატები ხელისუფლებაში მოვიდნენ. მით უმეტეს, რომ ბერლინი ვაშინგტონს ერთგულ ქვეშევრდომულ აღმაფრენასა და უღრმეს იდეოლოგიურ მოკავშირეობას უმტკიცებს, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს თავიანთი სინქრონული აღშფოთებით რუსეთში ალექსეი ნავალნის დაკავების გამო.

ჩვეული მეთოდები კი კულუარული „მეჟდუსაბოიჩიკებისა“ და ზეწოლის თანდათანობით გაძლიერების გზით, თვეების განმავლობაში გაწელვით იმუქრება: გერმანელები მეტად გაწაფულები არიან საერთაშორისო-ბიუროკრატიული გაწიე-გამოწიესა და ბიუროკრატიის მოწყობაში. იმ დროისათვის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ უბრალოდ ბოლომდე აშენდება და ამერიკელებს მუშტების ქნევა დაუგვიანდებათ.

ევროპული კვარტალი ბრიუსელში - Sputnik საქართველო
მოსაზრება: მაღალი ფსონების თამაშში ევროპას გადახდა მოუწევს

ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პირველივე დღეებიდან ახალი ადმინისტრაცია იძულებული აღმოჩნდება, არჩევანი გააკეთოს კატეგორიულად მიუღებელ ტრამპიზმსა და იდეოლოგიურად სწორ, მაგრამ კატეგორიულად არაეფექტურ ლიბერალურ გლობალიზმს შორის.

სხვათა შორის, გერმანიას თავისი სირთულეები აქვს. გუშინ „გაზპრომმა“ გააფრთხილა გაზსადენისთვის რისკებზე პოლიტიკური ზეწოლის გამო, რასაც შეიძლება პროექტის შეჩერება ან მისი გაუქმებაც კი მოჰყვეს. ეს გაფრთხილებაა უპირველესად ბერლინისთვის, რომელმაც, დამოუკიდებლობისა და გეოპოლიტიკური გაძლიერებისკენ სწრაფვაში, კარგ იდეად მიიჩნია ანტირუსული კარტის გათამაშება ნავალნის მოწამვლის სახით, და კიდევ ერთხელ დაივიწყა, რა მტკივნეული პასუხის გაცემა იცის რუსეთმა მსგავსისთვის.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

ყველა ახალი ამბავი
0