მოსაზრება: პრეზიდენტის მოწყალება თავზეხელაღებულებისთვის

© AP Photo/Khalid Mohammed„ბლექუოთერის“ ჯარიკაცები
„ბლექუოთერის“ ჯარიკაცები - Sputnik საქართველო
გამოწერა
წარმავალი პრეზიდენტისთვის წლის ბოლო თვე შეწყალებების დარიგების პერიოდია. დონალდ ტრამპის წინ ამ ჯერზე ნარჩევი არამზადების რიგი დადგა, რომლებიც მანამდე სიტყვასაც ვერ დაძრავდნენ შეწყალებაზე.

ვერონიკა კრაშენინნიკოვა

მათ შორის არის კერძო სამხედრო კომპანია „ბლექუოთერის“ ოთხი დაქირავებული მეომარიც. ეს ის სამხედროები არიან, რომლებიც 2007 წლის სექტემბერში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ესკორტს ახლდნენ ბაღდადში და რომლებმაც ნისურის მოედანზე უწესრიგო ცეცხლი გახსნეს. მაშინ მათ სროლებს 17 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 20 კი დაიჭრა. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს, როდესაც ბარაკ ობამას საპრეზიდენტო ვადა ეწურებოდა, მსჯავრდებულ დაქირავებულებს შეწყალების შანსის გამოყენების იმედიც კი არ ჰქონდათ.

ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი - Sputnik საქართველო
ბაიდენი სამხედრო მდგომარეობის კანონის ამოქმედებას აპირებს

სხვათა შორის, სასჯელი დიდხანს ეძებდა დამნაშავეებს. ამერიკული კერძო სამხედრო კომპანიებისთვის იმ ქვეყნებში, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, კანონები საერთოდ არ არსებობს: ვაშინგტონი, როდესაც ის რომელიმე ქვეყანასთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას აწერს ხელს, აუცილებლად შეაქვს მასში პუნქტი, რომელიც დაქირავებულ მეომრებს პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს ამ ქვეყნის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში.  

ბრალდება დაქირავებულებს ერთ წელზე მეტი ხნის შემდეგ, 2008 წლის დეკემბერში წაუყენეს, ხოლო კიდევ ერთი წლის შემდეგ, 2009 წელს, საქმის არასწორი წარმოების გამო — მოუხსნეს. 2011 წლის აპრილში საქმე განახლდა და სასამართლოს წინა გადაწყვეტილება შეცდომად იცნო. 2012 წლის იანვარში „ბლექუოთერი“ შეეცადა, ინციდენტის ექვსი მსხვერპლის ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდით გამოესყიდა დანაშაული, მაგრამ 2014 წელს (დანაშაულის ჩადენიდან შვიდი წლის შემდეგ!) დაქირავებულებს მაინც შეეფარდათ სასჯელი:  ერთს, რომელმაც პირველმა გახსნა ცეცხლი — სამუდამო პატიმრობა, დანარჩენ სამს კი 30–30 წელი. 2019 წელს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა სასჯელი სამუდამო პატიმრობის შესახებ.

მაგრამ მიუხედავად დადასტურებული სასჯელისა, დაპატიმრებულებმა იცოდნენ, რომ დონალდ ტრამპის პირობებში შანსები მათ მხარეს იყო. პრეზიდენტი შეწყალებების დარიგებისთვის ჩვეული პერიოდის გარეშეც უხსნიდა პასუხისმგებლობას თავზეხელაღებულ ყაჩაღებს: 2019 წლის ივლისში პრეზიდენტმა ტრამპმა შეიწყალა აშშ–ის სამხედრო–საზღვაო ფლოტის სპეცრაზმის წევრი ედი გალაგერი, რომელმაც სანადირო დანით უმიზეზოდ მოკლა „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი ტყვე მოზარდი, მერე კი ცხედართან პოზირებდა ფოტოებისთვის. მისი თანამებრძოლების თქმით, გალაგერი, რომელსაც მეტსახელად „ბლეიდს“ (დაშნა) ეძახდნენ, „მზად იყო მოეკლა ყველაფერი, რაც მოძრაობდა“. სხვა ბრალდებებში ნათქვამი იყო, გალაგერმა სკოლის მოსწავლე გოგონა და მოხუცი მოკლა სნაიპერული ჩასაფრებიდან. ყველა ეს დანაშული ერაყში მოხდა.

სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
სერგეი ლავროვი: იმედი გვაქვს, რომ ბაიდენის გუნდი მოსკოვთან თანამშრომლობას არჩევს

ამასთან ტრამპი ისე ჯიუტად მოითხოვდა „დიდებული მეომარი“ (მისი სიტყვებია) სპეცრაზმელის გამართლებას, რომ ამის გამო სამხედრო–საზღვაო ძალების სარდალი რიჩარდ სპენსერიც კი გადააყენა თანამდებობიდან, რომელიც გალაგერის გამართლებას ეწინააღმდეგებოდა. და საკუთარი „ფასეულობების“ დასადასტურებლად გალაგერი და მისი მეუღლე საკუთრა სახლშიც კი მიიწვია მარ–ა–ლაგოში, სადაც სპეცრაზმელმა ბევრი ფოტო გადაიღო და მერე სოციალურ ქსელებში მაღალი დონის მიღებითაც ტრაბახობდა.

მაგრამ, გარდა იმისა, რომ თავზეხელაღებულებისადმი განსაკუთრებულ  დამოკიდებულებას განიცდის, ტრამპს გარკვეული ვალდებულებებიც აქვს „ბლექუოთერის“ დამფუძნებელ ერიკ პრინსის მიმართ. 2016 წელს პრინსის ოჯახმა ტრამპის კამპანია დააფინანსა. შედეგად პრინსის დამ, ბეტსი დევოსმა განათლების მინისტრის პოსტი მიიღო. ის ერთ–ერთია იმ მცირერიცხოვანთა შორის, რომლებიც ტრამპმა პრეზიდენტობის მთელი ვადის განმავლობაში შეინარჩუნა.

ერიკ პრინსი კი ამ ხნის განმავლობაში ტრამპისთვის ავღანეთის ახალ სტრატეგიას ამუშავებდა, რომელიც რეგულარული სამხედროების დაქირავებული სამხედროებით ჩანაცვლებასა და ბუნებრივი რესურსების გადაქაჩვას ითვალისწინებდა. ნიმუშად მას ბრიტანული ოსტ–ინდური კამპანია მოჰყავდა — სწორედ ის, რომელმაც ჩინეთს XVIII-XIX საუკუნეებში ოპიუმის ომების სერიები მოუწყო და რომლის შემდეგაც ჩინეთმა, როგორც პოლიტიკურმა აქტორმა, არსებობა შეწყვიტა. ეჭვი არაა, იდეა ტრამპს ძალიან მოეწონა. მაგრამ მანამდე მთელი პენტაგონისთვის დანებება უნდა  ეიძულებინა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ მოხდა.

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: ამერიკული პასუხი „კალიბრებს“ – რა უნარები აქვს ახალ „ტომაჰავკებს“

კომპანია „ბლექუოთერის“ სახელი კერძო სამხედრო ბრიგადების შეუკავებელი ზრდის, სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე მოქალაქეთა  დაუსჯელი ხოცვისა და ყველაზე ძლიერი სამართლებრივი სისტემის მქონე სახელმწიფოების უუნარობის სინონიმად იქცა, გაეკონტროლებინა ეს ინდუსტრია.

მკვეთრად ნეგატიური რეპუტაციისგან თავის დაღწევის მიზნით, ერიკ პრინსმა თავის კომპანიას სახელი შეუცვალა და 2009 წელს Xe Services უქოდა, მერე კი „კერძო ინვესტორების ჯგუფს“ მიჰყიდა. კიდევ ერთი რებრენდინგის შემდეგ კომპანიას სახელად Academi ეწოდა და ათობით სტრუქტურისგან შემდგარ ჯგუფად იქცა.

კერძო სამხედრო კომპანიებთან კონფლიქტები რეგულარულად ხდება. კონგრესში მოსმენებზე ბრიგადის გენერალმა კარლ ჰორსტმა თქვა:

„ეს ბიჭები მთელ ქვეყანაში უმუხრუჭოდ დაჰქრიან და სისულელეებს სჩადიან. მათ ხელმძღვანელობა არ ჰყავთ, ამიტომ ვერც ვერავის მივმართავთ.  <...> ისინი ხოცავენ ადამიანებს, შედეგებს კი სხვები იმკიან“.

ომის პროვატიზაცია მხოლოდ პრივატიზატორებისთვისაა ხელსაყრელი: „ბლექუოთერის“ თითოეული დაქირავებულის შენახვა ამერიკელ გადასახადების გადამხდელებს დღეში 1222 დოლარი უჯდებოდა — დაახლოებით ექვსჯერ მეტი, ვიდრე აშშ–ის რეგულარული არმიის სამხედრო მოსამსახურისა.

ამერიკელი სამხედროები - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: რაზე დახარჯავს პენტაგონი რეკორდულ სამხედრო ბიუჯეტს

ესაა მხოლოდ, რომ „ბლექუოთერს“ განსაკუთრებული უთანხმოება არასდროს ჰქონია დაზვერვის ცენტრალურ ბიუროსთან (CIA). „ჩვენს შორის ღრმად ძმური ურთიერთობები ჩამოყალიბდა. გაჩნდა შეგრძნება, რომ „ბლექუოთერი“ ბიუროს გაგრძელება გახდა“, — ამბობდა        CIA–ს მაღალჩინოსანი ოფიცერი 2009 წელს.

თავად ერიკ პრინსი 2010 წელს აბუ–დაბიში გაემგზავრა (ამერიკული მართლმსაჯულებისგან  შორს) და იქ კომპანია Reflex Responses–ი დააარსა — ადგილობრივი შეიხისთვის რამდენიმე ათასი კომანდოსის მოსამზადებლად. ჰონკონგში მას ეკუთვნის Frontier Services Group–ი, რომელიც ჩინეთის ინტერესებს ემსახურება აფრიკაში.

ნამდვილ სენსაციად იქცა ის ფაქტი, რომ ჩინეთმა თავისი უმთავრესი პროექტის, „ერთი სარტყელი — ერთი გზა“ უსაფრთოხების უზრუნველსაყოფად სწორედ პრინსის კომპანია აირჩია.

გახსნა რა კერძო სამხედრო ბიზნესის პანდორას ყუთი, აშშ–მა მსოფლიო ბაზარზე სამხედრო კონფლიქტების მოთხოვნის პროვოცირება გამოიწვია. კერძო არმიები ძირს უთხრიან ტრადიციულ სახელმწიფო მონოპოლიას ძალის გამოყენებაზე. კერძო სამხედრო კომპანიები სარგებელს იღებენ კონფლიქტისგან, ამიტომ მათ შეუძლიათ გააფართოვონ მსგავსი კონფლიქტები საკუთარი მოგებისთვის, შეუძლიათ იომონ ორივე მხარეს — და აკეთებენ კიდეც ამას.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

ყველა ახალი ამბავი
0