რუსეთის დროშა

მოსაზრება: „ეს რუსებმა გააკეთეს“ აგებულია მსოფლიო ტოტალიტარული „დერჟავა“

58
(განახლებულია 19:43 02.12.2020)
რის გამო დასჯის ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს უახლოეს ოთხ წელიწადში — ამ კითხვაზე პასუხს Россия сегодня-მ მიაგნო.

ეს არაპირდაპირი, თუმცა საკმაოდ გასაგები პასუხია. სააგენტოს სპეციალისტებმა წამყვან ამერიკულ მედიასაშუალებებში გამოქვეყნებული იმ პუბლიკაციების კვლევა ჩაატარეს, რომლებშიც რუსეთია ნახსენები.

შედეგი: ახლა გასაგებია კონტექსტი, რომელშიც რუსეთი არსებობს ამერიკული მედიასფეროსთვის (შესაბამისად, ამერიკული პოლიტიკისთვის) და ასევე მისი როლი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით გასაგებია რუსეთის მიმართ დამოკიდებულება და მის მიმართ მოსალოდნელი ნაბიჯები.

სამხიარულო ახალი ამბავი: ამერიკულ მედიას რუსეთი ახსოვს, უყვარს და იხსენებენ — უფრო ინტენსიურად, ვიდრე 2016-ში, როცა „რუსული ისტერია“ თითქოს პიკზე იყო.

სევდიანი ახალი ამბავი: წინა მიმოხილვიდან გასული ერთი წლის განმავლობაში არაფერი შეცვლილა.

რუსეთის შესახებ 1227 რელევანტური პუბლიკაციიდან ამა წლის 1 აგვისტოდან 15 ნოემბრამდე პოზიტიური პუბლიკაციების რაოდენობა ნულია. ისეთი სტატიები, რომლებიც შეიძლება ნეიტრალურად შეფასდეს — 46-ია, ანუ საერთო რაოდენობის 4%. დანარჩენი 96% კი უბრალოდ გამეორება კი არა, მიზნობრივი აუდიტორიისთვის ერთი და იმავე მანტრის თავში ჩადებაა: რუსები არჩევნებში ჩაერივნენ, რუსები ფეიკებს ავრცელებენ და ა.შ.

თუმცა ეს იმდენად უნიათოდ კეთდებოდა, რომ დიდი ფიქრიც არ უნდა: რომელიღაც კაბინეტებში (ან დისტანციურად) ისხდნენ ვიღაც ჟურნალისტები და რედაქტორები, რომლებიც 24 საათში ერთხელ აღებდნენ პირს, რათა განეცხადებინათ:

  • პუტინი ოცნებობს მხარი დაუჭიროს ტრამპს და ცდილობს ჩაერიოს ჩვენს არჩევნებში;
  • რუსეთი განაგრძობს მცდელობას შეაღწიოს ჩვენს არჩევნებში;
  • რუსული ტროლები გავლენას ახდენენ ჩვენს აუდიტორიაზე;
  • სოციალური ქსელები არასაკმარისად აკონტროლებენ რუსი ჰაკერებისა და ტროლების საქმიანობას;
  • თუ ხმას აძლევ ტრამპს, ე.ი. შენ პუტინის მითითებით მოქმედებ.

ამას, რა თქმა უნდა, არანაირი კავშირი არ ჰქონდა და არც აქვს რუსეთთან. ეს აშშ-ის შიდა მედიაცხოვრების ელემენტია — უკიდურესად მცირედ ერუდირებული მასების ქვეყნისა და ამასთან უწყვეტი ელექტორალური ციკლისა. ქვეყნისა, სადაც შიდა მტრების მისამართით მსროლელი მედიაქვემეხების ამოცანა — ეს აუდიტორიის მიძინებაა ერთი და იგივე მანტრებით, რომლებიც მოსახლეობას მოუწოდებენ, მივიდნენ უახლოეს არჩევნებზე და ხმა, ვისაც საჭიროა, იმას მისცენ. 

ამას, თუ დაგავიწყდათ, დემოკრატია ჰქვია.

2020-მა წელმა ამ მხნე დემოკრატიას ერთი სიახლე შესძინა:

გიგანტმა სოცპლატფორმებმა — Facebook-მა და Twitter-მა მათ მიერ კონტროლირებადი მედიასივრცის ცენზურა დაიწყეს დემოკრატი ჯო ბაიდენის სასარგებლოდ.

ანუ:

  • ახშობდნენ კოლექტიური ცნობიერების გამოვლინებას, რომლებიც ტრამპს „გარყვნილების მაფიასთან მებრძოლად“ სახავდნენ, და ამის პარალელურად ხელს უწყობდნენ სარკისებურ კონსპიროლოგიას, რომ ტრამპი პუტინის მარიონეტი და თეთრი რასისტების მფარველია;
  • ახშობდნენ თავად ტრამპს ყოველ ჯერზე, როცა ის რაიმეს ამბობდა, ფასდებოდა რა ეს „სოცქსელების მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტების“ მიერ არასანდო ინფორმაციად (მე შევძელი მომეძიებინა მონაცემები 19 ოქტომბრისთვის: ტრამპს 65-ჯერ „მოაკეტინეს“, და ეს მაშინ, როცა მისი ტოტალური „ჩახშობა“ ჯერ კიდევ წინ იყო);
  • ყველაზე მეინსტრიმული მედიასაშუალებების გამოძიებების ჩახშობა, რომლებიც მოგვითხრობდნენ, როგორ იხეირეს ბაიდენმა და მისმა ოჯახმა უკრაინაში (აქ Twitter და Facebook ერთად გამოვიდნენ და თანაც ძალიან შედეგეიანად: New York Post-ის მიერ აღწერილი უმცროსი ბაიდენის თავგადასავლები დემოკრატი ამომრჩევლების უმრავლესობას არც კი უნახავს).

ფაქტობრივად, ჩვენ თვალს ვადევნებდით 21-ე საუკუნის ინფორმაციული ტოტალური „დერჟავის“ აგებას. „დერჟავისა“, სადაც მედიასივრცეების მფლობელები ერთდროულად ფანტომების პოპულარიზაციასაც ახდენენ და საწინააღმდეგო აზრს ბანს ადებენ, ხოლო დემოკრატებისთვის 14 მილიონი ხმის ჯადოსნურად შემატების შემდეგ დაეჭვებულების ხმებს ადებენ ბანს და პოპულარიზაციას უწევენ თეზისს „არანაირი გაყალბება არ მომხდარა, ტრამპი და ტრამპისტები ცრუობენ“.

რა უნდა აღინიშნოს აქ.

ჩვენ, რა თქმა უნდა, არანაირად არ შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ აშშ-ის ადმინისტრაციის შემდგომ ნაბიჯებზე. პირველ რიგში იმიტომ, რომ ამერიკაში არ არსებობს და არასდროს ყოფილა „პრორუსული ლობი“ (მით უმეტეს, რესპუბლიკელებს შორის), მეორეც (და რაც მთავარია) იმიტომ რომ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ერთი მარტივი რამ: უკვე დაახლოებით ათი წელია, რაც აშშ-ის ელიტამ (პოლიტიკური, მედიური თუ როგორიც გნებავთ) არაფერიც არ იცის რუსეთის შესახებ. არანაირი ამერიკელი პოლიტიკოსები არ ჩამოდიან ტოქსიკურ რუსეთში, არავის უნახავს მოსკოვი, პეტერბურგი, ეკატერიბურგი, ციმბირი თუ კამჩატკა; არც ერთი მათგანი არ შეხვედრია რუს ხალხს, მხოლოდ რუს დიპლომატებს ხვდებიან გაეროში მორიგ სესიებზე; რუსეთის შესახებ მთელ ინფორმაციას მათ ღრმად პათოლოგიური კადრები აწვდიან. თუმცა ესეც მათი ყურადღების პერიფერიებზე რჩება: ყველა მთავარი მტერი ახლა მათი ნაციის შიგნითაა თავმოყრილი და სწორედ მათ ეომებიან ისინი ახლა პირველ რიგში.

ამაში კარგი სიახლე ისაა, რომ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს რუსეთის წინააღმდეგ და მის დასასჯელად რაღაც განსაკუთრებულად დახვეწილ მეთოდებს გამოიყენებენ. იმისათვის, რომ რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ ზუსტად მიზანში მოსახვედრი და წერტილოვანი ქმედებები განხორციელდეს, უნდა იცნობდე მას.

ასე რომ: აშშ-ს არა მარტო არ აქვს უნარი, მტკივნეულ ადგილზე მოარტყას რუსეთს, არამედ ისიც არ შეუძლია, რომ მისთვის ზიანის მიყენების ამოცანაზე კონცენტრირდეს. ერთი მარტივი მიზეზით: ამ მომენტში იქ მედიურ–პოლიტიკურმა ოლიგარქიამ გაიმარჯვა, რომელიც თავის მთავარ მტრებად შიდა ოპონენტებს მოიაზრებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ზეწოლა უნდა მოახდინოს: რელიგიურ კონსერვატორებზე, თეთრკანიან მამაკაცებზე — მათი წარმოდგენის გამო საკუთარი სრულფასოვნებისა და ცხოვრების სტილის მართებულობის შესახებ, ტრადიციულ ენერგეტიკაზე „მწვანე ენერგეტიკის“ სასარგებლოდ — რა დროსაც ფანტომური რუსული საფრთხე აპრიორი მარგინალურად იქნება შეფასებული.  

ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მსგავს რუსულ მაკროპროექტებს არაფერი ემუქრება. თუმცა არც იმის ვარაუდის საფუძველი არსებობს, რომ საფრთხე ძლიერდება.  

რუსეთი, რა თქმა უნდა, არ უყვართ (შეიძლება, სძულთ კიდეც), მაგრამ სახელმწიფოს ტოტალიტარული მოწყობა, „ბელადური“ იქნება ის თუ „დემოკრატიული“, სწორედ იმით განსხვავდება ნორმალური სახელმწიფოებრივი მოწყობისგან, რომ ის მთავარ მტრებს ყოველთვის ეძებს და პოულობს კიდეც თავის შიგნით. ასე რომ, ჩვენ მხოლოდ მოთმინება და პოპკორნის, ან მზესუმზირის მომარაგება გვმართებს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

58
ევროკავშირის დროშა

მოსაზრება: ევროპა საკუთარი მომავლის გადარჩენას ცდილობს

11
(განახლებულია 16:22 27.01.2021)
ცოტა ხნის წინ იტალიამ განაცხადა, რომ მზადაა განიხილოს რუსეთის წინააღმდეგ ალექსეი ნავალნის საქმის გამო დაწესებული სანქციები.

ირინა ალქსნისი

უფრო ადრე მოსკოვისთვის „ქმედითი სანქციების“ დაწესების იდეას საფრანგეთმა, პოლონეთმა, ჩეხეთმა და სხვა ქვეყნებმა დაუჭირეს მხარი. ამასთან ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ  პრაღაში რუსეთის ელჩიც კი გამოიძახა თავისთან.

მაგრამ ეს ენთუზიაზმი ჩაქრა, როდესაც  ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების თათბირის შემდეგ ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ ახალი ანტირუსული ზომების შესახებ კონკრეტული შეთავაზებები არ მიუღიათ.

ამ კაზუსის განმარტება სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სცადა. მისი თქმით, „ევროკავშირს განზრახული აქვს დაამტკიცოს, რომ არ სურს დაუსრულებლად ეყრდნობოდეს მხოლოდ პოლიტიკურ სანქციებს“, ამასთან გაერთიანებას სურს,  შედგეს „სამართლიანი სასამართლო პროცესი [ბლოგერის მიმართ]“.

გარდა ამისა, ივან კორჩოკმა აღნიშნა, რომ  ჟოზეპ ბორელი 5 თებერვალს მოსკოვში მიფრინავს სერგეი ლავროვთან შესახვედრად, სადაც, მისი თქმით, აღნიშნული თემა განხილვის ძირითადი საგანი იქნება. და თუ დიპლომატიურ „მოჩუქურთმებულ“ გამონათქვამს საყოველთაოდ გასაგებ ენაზე ვთარგმნით, გამოვა, რომ ევროკავშირმა უკან დაიხია მოსკოვთან მიმდინარე გამწვავებაში.

თუმცა აღნიშნული ნაბიჯის სასარგებლოდ მოყვანილი არგუმენტი, რბილად რომ ვთქვათ, ნაკლებსარწმუნოდ გამოიყურება. ევროპას რუსეთთან დაპირისპირების შვიდი წლის განმავლობაში არცერთხელ არ დაუმუხრუჭებია ესოდენ აშკარად მოსკოვის მისამართით მოულოდნელი კეთილი ნების ჟესტით. თანაც სანქციებიც უკვე დიდი ხანია, რაც ფუჭ რიტუალად იქცა. ძველი რესტრიქციების გახანგრძლივება და ახლების დაწესება განსაკუთრებულ გავლენას არც ორმხრივ ურთიერთობებზე ახდენს და არც  ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.

ჩნდება კანონზომიერი შეკითხვა: სინამდვილეში რა დგას ევროკავშირის მოულოდნელი ნაბიჯის მიღმა? პასუხი მთელი ამ ისტორიის გამო მოსკოვის ევროპის მიმართ შეურბილებელ პოზიციაში უნდა ვეძებოთ.

ნავალნისთან დაკავშირებული კომბინაციის საკვანძო თავისებურება ისაა, რომ ის გერმანიამ წამოაყენა და გაითამაშა ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერით. დაწყებული 2016-2017 წლებიდან, დასავლური ერთიანობა ანტირუსული პოლიტიკის საკითხებში ბევრ რამეში ფორმალობად იქცა, სადაც ევროკავშირი უბრალოდ მისდევდა აშშ–სა და დიდი ბრიტანეთის მიერ დადგენილ ფარვატერს. სწორედ ვაშინგტონი და ლონ დონი იყვნენ რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე ბინძური ოპერაციების ორგანიზატორები. ევროპა კი მინიმალურად აუცილებელი ჟესტებით შემოიფარგლებოდა სტრანსატლანტიკური სოლიდარობის მხარდასაჭერის გამოსავლენად, სიამდვილეში კი კურსი რუსეთთან თანამშრომლობის აღდგენაზე ჰქონდა აღებული.

თუ კონკრეტულად რა მიზნებს ისახავდა ბერლინი, როდესაც ბლოგერის „ნოვიჩოკით“ მოწამვლის თაობაზე გამაოგნებელი უაზრობა წამოიწყო, ამაზე მსჯელობაც შეიძლება და კამათიც. მაგრამ უკვე აშკარაა, რომ მათ არ ჰქონიათ მოსკოვთან თანამშრომლობის ტორპედირების განზრახვა. ის ფაქტი, რომ გერმანია ახლა ბრიუსელის მხარდაჭერით თავგამოდებით ცდილობს დაასრულოს და აამუშავოს „ჩრდილოეთის ნაკადი–2“. ამის ერთმნიშვნელოვანი დასტურია.

დიდი ალბათობით, გერმანელებმა გადაწყვიტეს, ბრიტანელებისა და ამერიკელების მიერ სკრიპალების, სირიის ქალაქ დუმაში „ქიმიკატებისა“ და „კრემლის სხვა დანაშაულების“ საქმეებზე დამუშავებული მეთოდები გამოეყენებინათ რაღაც მიმდინარე საგარეო პოლიტიკური ამოცანების გადასაჭრელად — და, როგორც ჩანს, არ ელოდნენ, რომ მათ ქმედებებს ესოდენ მასშტაბური შედეგები მოჰყვებოდა. მათთვის სიურპრიზი გამოდგა მოსკოვის ძალიან მკვეთრი რეაქცია, რაც უცნაურია, ვინაიდან ასეთი რამ იოლად მისახვედრი იყო.

აშშ და ბრიტანეთი რუსეთის გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეები არიან, რომლებსაც მასთან სტრატეგიული პარტნიორობა არ აკავშირებს. მაგრამ ევროპისთვის — განსაკუთრებით გერმანიისთვის — რუსეთთან თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. და ამ ვითარებაში გერმანიამ ნავალნის გარშემო საკუთარი „გასართობი პარკი“ ააგო ბლექ–ჯეკითა და დაბალი სოციალური პასუხისმგებლობის გოგოებით. და კიდევ გულწრფელად უკვირთ, რატომ მრისხანებს  მოსკოვი დღემდე ასე სასტიკად.

სიტუაციას აღრმავებს ისიც, რომ თეთრ სახლში ახალი პრეზიდენტის მოსვლით, დასავლეთ ევროპა ოკენისგაღმური კონტროლისგან თავის დაღწევის რთულ და სახიფათო ეტაპზე გადავიდა.

მაგრამ ნავალნის ისტორიის გამო მას სერიოზული პრობლემები შეექმნა რუსეთთან ურთიერთობებში, რომელიც მანამდე ურყევად უჭერდა მხარს ევროკავშირის გეოპოლიტიკური დამოუკიდებლობის კურსს — სიტყვითაც და საქმითაც. მოსკოვის დახმარების გარეშე ამ წამოწყების წარმატებით დასულების შანსები ნაკლებად მომხიბლავად გამოიყურება, ხოლო პროცესს ბევრად რთული და ძვირადღირებული პირი ჩანს.

გასაკვირი არ არის, რომ დასავლეთ ევროპისთვის, როგორც ევროკავშირის ლოკომოტივისთვის, ყველაზე აქტუალურ ამოცანად რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა იქცა. ამას დაუმატეთ სახის შენარჩუნების სურვილი, რაც არც ისე იოლია იმ სკანდალის ამპლიტუდის გათვალისწინებით, რომელიც თავადვე ააგორეს.  

ბრიუსელის ბოლო გადაწყვეტილება სწორედ ამ ამოცანების გადაჭრისკენაა მიმართული: ახალი სანქციების თემა განუსაზღვრელი ვადითაა გადადებული,  ხოლო მთავარი ევროდიპლომატი მოსკოვში მიემგზავრება პრობლემების მოგვარებისა და მოლაპარაკების იმედით.  

თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ ყველაფერი ბერლინმა წამოიწყო. ასე რომ, ისიც უნდა მოემზადოს მოცემულ პროცესში წვლილის შესატანად.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

11
თემები:
რუსეთი დღეს
სტრატეგიული სარაკეტო კომპლექსი კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტით

„საკითხი დახურულია“: პოლიტოლოგი СНВ-3-ის შესახებ აშშ–რუსეთის გადაწყვეტილებას აფასებს

21
(განახლებულია 20:17 27.01.2021)
სამშაბათს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც ორი ქვეყნის ლიდერი СНВ-3-ის გახანგრძლივებაზე შეთანხმდა.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შემცირებაზე შეთანხმების (СНВ-3) გახანგრძლივებას მიაღწიეს მოსკოვის პირობებით, რაზეც სამხედრო პოლიტოლოგმა რადიო Sputnik-ის ეთერში კომენტარი გააკეთა.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი დაეთანხმა შეთანხმება СНВ-3-ის გახანგრძლივებას „ხუთი წლით წინასწარი პირობებისა და ყოველგვარი დამატებების გარეშე“.

სამშაბათს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს — ჯოზეფ ბაიდენსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ორივე ლიდერი კმაყოფილი დარჩა ნოტების გაცვლით СНВ-III-ის გახანგრძლივების შესახებ.

თეთრი სახლის მონაცემებით, ბაიდენმა და პუტინმა ადმინისტრაციების თანამშრომლებს სწრაფი მუშაობის განკარგულება მისცეს, რათა შეთანხმების გაგრძელება 5 თებერვლამდე მოესწროს, რა დროსაც შეთანხმების მოქმედების ვადა იწურება.

რუსეთის დუმის მონაცემებით, პრეზიდენტმა პუტინმა უკვე წარადგინა დოკუმენტი რატიფიკაციისთვის, რომელიც СНВ-3-ის გახანგრძლივებას 2026 წლის 5 თებერვლამდე ითვალისწინებს. სახელმწიფო სათათბირო კანონპროექტს დღეს განიხილავს პლენარულ სხდომაზე.

როგორც სამხედრო პოლიტოლოგი ანდრეი კოშკინი აღნიშნავს, ორი ქვეყნის ლიდერის ესოდენ სწრაფ გადაწყვეტილებას აშკარა სარგებლის მოტანა შეუძლია.

„გუშინ საუბარი შედგა აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის. ამ საუბრის შედეგია გადაწყვეტილება, პირველ რიგში, შეერთებული შტატების მხრიდან, დაეთანხმოს СНВ-3-ის გახანგრძლივების ყველა იმ პირობას, რომლებსაც მანამდე რუსეთი სთავაზობდა. ანუ, შეთანხმების გახანგრძლივებას ყოველგვარი პირობის გარეშე. შეიძლება ჩაითვალოს, რომ ასეთი გახანგრძლივება შედგა, ვინაიდან ორივე მხარემ უკვე ჩაუშვა შეთანხმების რატიფიკაციის მექანიზმი. როგორც იტყვიან, საკითხი დახურულია. მიმაჩნია, რომ სწორედ ასეთი სწრაფი გადაწყვეტილება მოიტანს სარგებელს, პირველ რიგში, მსოფლიოში სტაბილიზაციისთვის. რათა შემდგომში შესაძლებელი იყოს, არა სტაბილიზაციის მექანიზმების დაშლა, როგორც ეს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დროს იყო, არამედ ახლების შექმნა, რომლებიც გამალებული შეიარაღების მოთოკვას უზრუნველყოფს“, — განაცხადა კოშკინმა.

შეთანხმება СНВ-3, რომელსაც ხელი 2010 წელს მოეწერა, ხოლო ძალაში 2011 წლის 5 თებერვალს შევიდა, ერთადერთი მოქმედი შეთანხმებაა რუსეთსა და აშშ-ს შორის შეიარაღების შეზღუდვის თაობაზე. მის თანახმად, თითოეულმა მხარემ თავისი ბირთვული არსენალი აუცილებლად უნდა შეამციროს იმგვარად, რომ შეიარაღების ჯამური რაოდენობა არ აღემატებოდეს 700 საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტას, წყალქვეშა ნავების ბალისტიკურ რაკეტებსა და მძიმე ბომბდამშენებს, 1500 ქობინს („ბოეგოლოვკა“) და 800 განთავსებულ და განუთავსებელ გამშვებ მოწყობილობას.

2018 წლის 5 თებერვალი იყო უკიდურესი ვადა, რა დროისთვისაც რუსეთსა და შეერთებულ შტატებს СНВ-3-ის შეთანხმებაზე საკონტროლო მაჩვენებლებისთვის უნდა მიეღწიათ. შეთანხმებას ვადა 2021 წლის 5 თებერვალს გასდის.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2020 წლის 16 ოქტომბერს წამოაყენა შეთანხმების ყოველგვარი პირობის გარეშე ერთი წლის ვადით გახანგრძლივების წინადადება, თუმცა ვაშინგტონი არ დაეთანხმა მას. აშშ სხვადასხვა პირობებით მოითხოვდა მოლაპარაკებებში პეკინის ჩართვას ახალი სამმხრივი ბირთვული შეთანხმების შესამუშავებლად, თუმცა ჩინეთი იდეას არ დაეთანხმა.

21
თემები:
რუსეთი დღეს
სავაჭრო ცენტრი Galleria Tbilisi

რა შეზღუდვები შემსუბუქდება 1 თებერვლიდან არასასურსათო სავაჭრო სექტორში

0
სავაჭრო ობიექტებში შესაძლებელი იქნება საქონლის გადაცვლა, ამუშავდება გასახდელები, სავაჭრო სივრცის ერთ კვადრატულ მეტრზე მომხმარებელთა დაშვების შეზღუდვაც შერბილდება

თბილისი, 27 იანვარი - Sputnik. არასასურსათო სავაჭრო სექტორში შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები სავაჭრო ცენტრებისა და არასასურსათო მაღაზიების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ ღონისძიებებს, რომლებიც კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით შემუშავდა და ბიზნესის გახსნის ეტაპზე კოვიდუსაფრთხოების მაღალი სტანდარტი უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

როგორც ცნობილი გახდა, 1 თებერვლიდან შესაძლებელი იქნება საქონლის გადაცვლა, რაც საახალწლო პერიოდში დაშვებული არ იყო, ასევე, დასაშვები გახდება გასახდელების ფუნქციონირება. გარკვეული შემსუბუქება გავრცელდება სავაჭრო სივრცის ერთ კვადრატულ მეტრზე მომხმარებელთა დაშვების მიმართულებითაც.

ეკონომიკის  მინისტრმა ნათია თურნავამ შეხვედრა კონსტრუქციულად და პოზიტიურად შეაფასა.

„ჯერჯერობით კვლავაც დარჩება შაბათ-კვირის შეზღუდვა და შემდეგ ყველა ერთად დავაკვირდებით ე.წ. დადებითობის მაჩვენებელს. ბიზნესს სურს, რომ ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ჩვენ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებული ვართ - ეტაპობრიობა და ფრთხილი ნაბიჯები იმის გარანტიაა, რომ ერთი თვის თავზე ჩვენ ისევ არ მოგვიწევს რომელიმე სფეროს დაკეტვა - მაღაზიის, მოლის, ბაზრობის“, - განაცხადა მინისტრმა.

უწყების ცნობით, სხვა რეგულაციებთან ერთად ბიზნესს ექნება ვალდებულება, მართოს რიგები, აკონტროლოს მაღაზიაში მომხმარებელთა რაოდენობა, ასევე, იზრუნოს პერსონალის ტესტირებაზე.

„ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი, 30-ზე მეტი თანამშრომლით, მათ შორის ბაზრობები, ვალდებული იქნებიან, უზრუნველყონ ორ კვირაში ერთხელ თანამშრომელთა არანაკლებ 20%-ის ტესტირება. ბიზნესს აქვს საშუალება, დარეგისტრირდეს სპეციალურ პორტალზე – www.labour.moh.gov.ge და ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, პირველ მარტამდე, სახელმწიფო დაფინანსებით, უფასოდ გატესტოს თანამშრომლები“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,  1 თებერვლიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მუშაობას განაახლებს ყველა მაღაზია და სავაჭრო ცენტრი.

0