ვითარება ყარაბაღში

მოსაზრება: გამწვავება ყარაბაღში როგორც რუსეთის კავკასიის ომში ჩათრევის მცდელობა

80
(განახლებულია 17:30 29.09.2020)
მთიან ყარაბაღში შეიარაღებული დაპირისპირების გამწვავებას, ბაქოსა და ერევნის მრავალწლიან სამხედრო–პოლიტიკურ უთანხმოებას დღეს მესამე ქვეყნები ავი მიზნების მისაღწევ ინსტრუმენტად იყენებენ.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაც რუსეთის კავკასიის დიდ ომში ჩათრევას ცდილობს — მისი ძალებისა და საშუალებების ბელარუსის, სირიის, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის და გეოპოლიტიკური დაპირისპირების სხვა წერტილებიდან გადასართველად. კონფლიქტის უშუალო მონაწილეები — ბაქო და ერევანი, შეგნებულად თუ იძულებით, „დარტყმის ქვეშ“ აყენებენ, არღვევენ დსთ-ისა და კოლექტიურ უსაფრთხოებაზე შეთანხმების ორგანიზაციის (CSTO) უსაფრთხოების სისტემას. არსებობს გეოპოლიტიკური რისკებიც, რომლებიც კავკასიაში ანგარებიანი ინტერესის მქონე დასავლური ქვეყნების „ძალების გარე პროექციას“ უკავშირდება.

მთიანი ყარაბაღის პრობლემა სამხედრო გზით ვერ იჭრება. დარეგულირების ამ პოსტულატს კონფლიქტის ორივე მხარე ეთანხმება — აზერბაიჯანი და სომხეთი (რომელიც არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ინტერესებს იცავს), და ეუთოს მინსკის ჯგუფიც რუსეთის, აშშ-ისა და საფრანგეთის მეთაურობით. მოლაპარაკებათა პროცესი ნელა და რთულად მიმდინარეობს, მაგრამ 27 სექტემბერს აქტიურ საბრძოლო მოქმედებებზე გადასვლის ობიექტური მიზეზები, მძიმე არტილერიის, ტანკების, სარაკეტო კომპლექსებისა და მოიერიშე ავიაციის გამოყენებით, მაინც არ არსებობდა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო უწყებების „შეჯიბრება“ მოწინააღმდეგის აფეთქებული ტანკების ვიდეოებისა და ორივე მხრიდან შემაშფოთებელი დანაკარგების პუბლიკაციის სფეროში რუსეთში გულწრფელ თანაგრძნობას იწვევს როგორც სომეხი, ისე აზერბაიჯანელი ხალხის მიმართ. საბრძოლო მოქმედებები ობიექტურად არ არის ხელსაყრელი კონფლიქტის არც ერთი მხარისთვის, და შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში შედეგები შესაძლოა ძალიან მოულოდნელი იყოს: უცხოელი მშვიდობისმყოფელების შეყვანა, ან, ყველაზე ნეგატიურ შემთხვევაში — ფართომასშტაბიანი ომი სამხრეთ კავკასიაში CSTO-ს ქვეყნებისა (უპირველესად, რუსეთის) და ნატოს მონაწილეობით (როგორც თურქეთი მიანიშნებს).

შერეული სომხურ–აზერბაიჯანული მოსახლეობის რეგიონში კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როცა მთიანი ყარაბაღის ოლქმა აზერბაიჯანის სსრ-დან გასვლის თაობაზე გამოაცხადა. პირველ ეტაპზე მშვიდობისმყოფელების როლს სსრკ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარები ასრულებდა, რომლებიც სამი წლის განმავლობაში ახერხებდნენ აქტიური შეიარაღებული დაპირისპირების შეკავებას. საბჭოთა კავშირის დაშლისა და შსს-ს ჯარების გაყვანის შემდეგ ბრძოლები ახალი ძალით გაჩაღდა. 1994 წლისთვის აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიანი ყარაბაღის დიდ ნაწილსა და მის მიმდებარე შვიდ რაიონზე. კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების თაობაზე მოლაპარაკებები ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში 1992 წლიდან მიმდინარეობს. კონფლიქტი მთიან ყარაბაღში პერიოდულად მწვავდება.

კოორდინატთა ახალი სისტემა

მთიანი ყარაბაღის საომარი მოქმედებების თეატრიდან ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები მოდის. აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ესკალაციის წამოწყებაში ადანაშაულებენ. ორივე მხარე სათითაოდ აცხადებს, რომ მხოლოდ პასუხობს შეიარაღებულ პროვოკაციას. ამ ფონზე აზერბაიჯანში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა მთელ რიგ რეგიონებსა და ქალაქებში. ერთი დღით ადრე სომხეთში გამოცხადდა საყოველთაო მობილიზაცია და საომარი მდგომარეობა.

აზერბაიჯანის ხელისუფლების მონაცემებით, 27 სექტემბერს სომხურმა ჯარებმა დატოვეს ე.წ. „უსაფრთხოების სარტყლის“ შვიდი სოფელი (საბჭოთა პერიოდში აზერბაიჯანის სსრ-ის ეს ტერიტორია არ შედიოდა მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის სემადგენლობაში, სომხური ძალების კონტროლქვეშ ის 1990-იანების დასაწყისში აღმოჩნდა). 28 სექტემბერს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტმა არაიკ არუთუნიანმა აღნიშნა: „ჩვენ დავკარგეთ პოზიციები, კიდევ დავკარგავთ, მაგრამ ბრძოლითვე მოვიპოვებთ პოზიციებს“.

პოზიციური ბრძოლები გრძელდება. ტოტალური უპირატესობა არც ერთ მხარეზე არ შეინიშნება.

ბაქო და ერევანი თანაბრად არიან მზად „ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად“ — დიდი სიმძლავრის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებისა და „ისკანდერების“, მოიერიშე ავიაციისა და დრონების გამოყენებით. საბრძოლო მოქმედებების თითოეულ დღეს ახალი მსხვერპლი და ნგრევა მოაქვს. შექმნილ ვითარებაში უკვე პრინციპული აღარ არის, პირველმა ვინ გახსნა ცეცხლი 27 სექტემბერს მძიმე არტილერიიდან და ტანკებიდან, ვინ წარმოაჩენს ბრძოლის ხელოვნების ოპერატიულობაში უპირატესობას. დღეს მთავარია ესკალაციის შეჩერება მთიანი ყარაბაღის საზღვარზე, მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაბრუნება, ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნება. არც სამოკავშირეო ვალდებულებები უნდა მიეცეს დავიწყებას.

თუ ბაქო და ერევანი თავს მოსკოვის მოკავშირეებად მიიჩნევენ, მათ უნდა გაითვალისწინონ რუსეთის პოზიცია, გააცნობიერონ ურთიერთდამოკიდებულების არსებული სისტემისა და ასევე რეგიონული უსაფრთხოების სისტემის ნგრევის შედეგები. უთანხმოების ურთულესი კომპლექსის, წონადი არგუმენტებისა და დაპირისპირებული მხარეების სიმართლის გათვალისწინებითაც კი რუსეთს არ ესაჭიროება ომი კავკასიაში. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა მხარეებს, „დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი“ მთიან ყარაბაღში.

ვვარაუდობ, რომ გონიერება გაიმარჯვებს და ფართომასშტაბიანი ომის უკიდურესობამდე არ დეგრადირდება. მით უმეტეს, რომ საერთაშორისო რეაქცია მთიან ყარაბაღში გამწვავებაზე მთლიანობაში კონსტრუქციულია. შეშფოთებას გამოთქვამენ და შუამავლის როლის შესარულებლად მზად არიან ევროკავშირის ქვეყნები, აშშ და ირანი. მოვლენების ძალისმიერი სცენარით განვითარებას მხოლოდ თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი უჭერს მხარს, თუმცა უპირატესად სიტყვიერად. ანკარასაც აქვს დასაკარგი სამხრეთ კავკასიაში საშიშ თამაშში. სომხეთზე თავდასხმა გარდაუვლად გამოიწვევს კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის პასუხს, ანუ ომს რუსეთთან (ეს კი არც კვიპროსია და არც საბერძნეთი). მაშ ვინაა ცხელი მოვლენების ძირითადი დამკვეთი და ბენეფიციარი? 

გამაოგნებელი გამჭრიახობა

მნიშვნელოვნად დაასწრო რა მოვლენებსა და მათზე ვაშინგტონის ოფიციალურ რეაქციას, აშშ-ის დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა აზერბაიჯანსა და სომხეთში პარასკევს, 25 სექტემბერს თავიანთი მოქალაქეები დაძაბული ვითარების შესახებ გააფრთხილეს. აშშ-ის საელჩომ სომხეთში ურჩია ამერიკელებს, უარი ეთქვათ მთიან ყარაბაღსა და დილიჟანის ეროვნული პარკის ჩრდილოეთით განლაგებულ რეგიონებში ვიზიტზე — საქართველოს საზღვრებამდე. იმავე დღეს აშშ-ის საელჩომ აზერბაიჯანში მოუწოდა თავის მოქალაქეებს, არ გასულიყვნენ აფშერონის ნახევარკუნძულს იქით — „სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბულობის გამწვავების გამო“. შესაძლოა ეს უბრალო დამთხვევა კი არ იყოს, არამედ რთული სამხედრო–პოლიტიკური კომბინაციის შედეგი.

აშშ-ის სწრაფვას, დომინანტი იყოს რუსეთის საზღვებთან როგორც ეკონომიკურ, ისე სამხედრო სფეროში, სრულიად შეესაბამება საშუალო ინტენსივობის გეგმური შეიარაღებული კონფლიქტების სერია კავკასიასა და სხვა რეგიონებში. მათ არ ეცოდებათ დსთ-ის ქვეყნების მოსახლეობა, ხოლო რუსეთის რესურსები გარანტირებულად გადამისამართდება სამხედრო საფრთხის ლიკვიდაციისკენ. ანუ მოსკოვს ნაკლები ძალები და საშუალებები დარჩება ვაშინგტონთან კონკურენციისთვის მსოფლიოს სხვა ნაწილებში. მთიან ყარაბაღში გამწვავება აშკარად უქმნის პრობლემებს რუსეთს და სრულად შეესაბამება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

80
თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (97)
ლონდონი, ტაუერის ხიდი

მოსაზრება: ლონდონში დაადასტურეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ბინძური ომი მიმდინარეობს

18
(განახლებულია 20:03 29.10.2020)
დიდი ბრიტანეთი ღიად გამოტყდა, რომ საინფორმაციო და კიბერომს აწარმოებს რუსეთის წინააღმდეგ. ეს ფაქტი თავისთავად არავისთვის ყოფილა სენსაცია, ვინაიდან ამაზე ილუზია არც არავის ჰქონია.

ვლადიმირ კორნილოვი

მაგრამ ლორდ მარკ სედვილის აღიარება მაღალჩინოსანი მოღვაწის ბაგეთაგან გაჟღერებული პირველი საჯარო მტკიცებულებაა იმისა, რომ ოფიციალური ლონდონი დივერსიას აწყობს რუსეთის წინააღმდეგ.

ამასთან სედვილი ნამდვილად არის შესაბამისი ოპერაციების საქმის კურსში, ვინაიდან ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ პრემიერ–მინისტრის მრჩეველი იყო ეროვნული უშიშროების საკითხებში და იმავდროულად უაითჰოლის ყველა ბიუროკრატიულ აპარატსაც ხელმძღვანელობდა. გარდა ამისა, გაზეთმა The Times-მა არცთუ უსაფუძვლოდ ივარაუდა, რომ გარდა ოფიციალური დიპლომატიური კარიერისა, სედვილი ასევე იყო МI-6-ის ოფიცერი.

მაინც რა აღიარა ექს-ჩინოსანმა, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე ლორდთა პალატაში ადგილის დასაკავებლად ემზადება? მან თქვა, რომ ბრიტანეთი რუსეთს დარტყმებს აყენებს კიბერსივრცეში.

„ის ფაქტი, რომ თქვენ ვერ ხედავთ, როგორც ვიყენებთ ჩვენ ამას, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვაკეთებთ ამას“, — გულახდილად განაცხადა სედვილმა. გარდა ამისა, მან ასევე აღნიშნა, რომ „ბრიტანეთმა საიდუმლო შეტევების სერია ჩაატარა რუსეთის ლიდერებისა და მათი ინტერესების წინააღმდეგ“, და დაამატა, რომ ლონდონი რუსი ოლიგარქების ქონებასა და ანგარიშებზე ნადირობს.

ამ უკანასკნელისთვის რუსეთი მადლობასაც კი იტყვის. ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ გააფრთხილა რუსი ბიზნესმენები მოვლენების ამგვარად განვითარების შესახებ და მოუწოდა მათ, „შეინახონ კაპიტალი იქ, სადაც არის კიდეც ნაშოვნი“. ასე რომ, მსგავსი განცხადებები და მოქმედებები დასავლური სპეცსამსახურების მხრიდან მხოლოდ უბიძგებს რუსულ ბიზნესს, დაუჯერონ თავიანთი პრეზიდენტის მოწოდებას.

აი, კიბერშეტევებსა და რუსეთის მიმართ ძირგამომთხრელს კამპანიებს რაც შეეხება, ლორდმა სედვილმა აშკარად იეშმაკა, როდესაც განაცხადა, რომ ლონდონმა ეს საქმიანობა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც სოლსბერიში სკრიპალები მოწამლეს — „საპასუხი დარტყმის მისაყენებლად“. აბა რა, ყველამ ეგრევე დაიჯერა, რომ მანამდე МI-6 რუსეთისკენ არც კი იხედებოდა.

შეგახსენებთ, რომ სკრიპალებმა თავი შეუძლოდ 2018 წლის 4 მარტს იგრძნეს, ხოლო ბრიტანული სპეცსამსახურების ბინძური საქმიანობა ამ მოვლენებამდე კარგა ხნით ადრე არაერთხელ დაფიქსირდა რუსეთში. ბრიტანული კომპანია Strategic Communications Laboratory-ს (SCL Group) საქმიანობის გახსენებაც საკმარისია, რომელიც ფსიქოლოგიურ და საინფორმაციო ომზე სპეციალიზდება. ის არასდროს მალავდა, რომ სადეზინფორმაციო კამპანიებში ბრიტანეთის, აშშ-ისა და ნატოს სამხედრო და სადაზვერვო სტრუქტურების მენარდის როლს ასრულებდა. თანაც ამით 1990-იანი წლებიდან იყო დაკავებული.

SCL-ის მუშაობის ბინძურ მეთოდებს 2018 წლის მარტშივე აეხადა ფარდა მისი შვილობილი სტრუქტურის Cambridge Analytica-ს გარშემო ატეხილი სკანდალისას. ისიც იმიტომ, რომ დასავლური ისტებლიშმენტი ფირმას აშშ-ის საარჩევნო კამპანიაში დონალდ ტრამპის მხარეზე საქმიანობის გამო აუმხედრდა. თორემ აქამდეც არავინ დააკარებდა თითს.

მაშინ ამ სტრუქტურის წარმომადგენლებმა (რეალურად ისინი ჩანერგილი ჟურნალისტები იყვნენ) გაამხილეს, რომ სოციალურ ქსელებში ფეიკ–აკაუნტების შექმნაზე, ინტერნეტით დეზინფორმაციის გავრცელებაზე, აუდიტორიის ტარგეტირებაზე სპეციალიზდებოდნენ. ანუ გამოტყდნენ, რომ დიდი ხანია საინფორმაციო ომით იყვნენ დაკავებული.

ჯერ კიდევ 2015 წელს ნატომ SCL „რუსული მიმართულებით“ სამუშაოდ დაიქირავა. თავის პორტფოლიოში კომპანია არ მალავდა, რომ კიევში „ნარინჯისფერი რევოლუციის“ უზრუნველსაყოფად იყო დაქირავებული 2004 წელს.

და ეს ყველაფერი სოლსბერის ინციდენტამდე ხდებოდა. ხოლო ლორდმა სედვილმა, რომელიც უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოსტზე მუშაობდა, თქმა არ უნდა, რომ ეს ყველაფერი იცის. უბრალოდ მიამიტურად ვარაუდობს, რომ ჯენტლმენებს ჯერ ისევ სიტყვაზე ენდობიან.

ყველას მშვენივრად ესმის, რომ ჩვენს დროში კიბერიარაღი და კიბერთვალთვალი ყველგან გამოიყენება. თანაც არა მარტო მოწინააღმდეგეების, არამედ მოკავშირეების მიმართაც. ჯერ მარტო ანგელა მერკელის მრავალწლიანი სატელეფონო მოსმენები რად ღირს, რასაც ამერიკული სპეცსამსახურები ახორციელებდნენ. სასაცილოა ვივარაუდოთ, რომ ისინი სკრიპალებამდე არც კი ცდილობდნენ რუსეთის თვალთვალს.

ზოგი დასავლური სპეცსამსახური თავს იწონებს კიდეც იმით, როგორ „უსმენენ რუსებს“. მაგალითად, ჰოლანდიური მასმედია სიხარულით ჰყვება, რომ იქაურმა სპეცსამსახურმა AIVD-მ 2014 წლის ზაფხულში რუსეთის სახელმწიფო დაწესებულებების „გატეხვის“ რუტინული ოპერაციების ფარგლებში“ მოსკოვის რომელიღაც უნივერსიტეტის ქსელში შეაღწია და გამუდმებით უთვალთვალებდა მას, რისი წყალობითაც თითქოს ჰაკერული ქსელი Cozy Bear გაშიფრეს.

ახლა კი ბრიტანელი ლორდები ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ მათი მცდელობა, შეეღწიათ კრემლის შიდა ქსელში (რაზეც წერს კიდეც The Times სედვილის ინტერვიუს კომენტირებისას) — ეს მხოლოდ სოლსბერიში სკრიპალების მოწამვლაზე პასუხი იყო.

ახლად გამომცხვარი ლორდი ტრაბახობს, რომ სწორედ ამ პასუხის ფარგლებში ლონდონმა „გაანადგურა მთელი რუსული სადაზვერვო ქსელი გაერთიანებულ სამეფოში“. საინტერესოა, საიდან მოდის ასეთი „სამოწინავეო“ სენსაციები ბრიტანულ პრესაში იმის შესახებ, რომ „პუტინის შპიონები დედოფლის თვალთვალს ცდილობენ?“

თუ გაზეთ The Sunday Express-ს დავუჯერებთ, რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) ჰაკერები ცდილობდნენ ინფორმაცია მიეღოთ ელისაბედ II-ის საიდუმლო ლაბორატორიაში ვიზიტზე. დასანანია, რომ გაზეთმა არ განმარტა, რაში სჭირდებოდათ „პუტინის შპიონებს“ (რომელთა ქსელიც ბრიტანეთში უკვე თითქოს გაანადგურეს) 94 წლის დედოფლის გრაფიკის ცოდნა, ან რა შეიძლებოდა შეეტყოთ იქიდან?

ის ხომ არა, როგორი კაბა ეცვა ლაბორატორიაში ყოფნისას? იქნებ სერიოზულად იმედოვნებდნენ, რომ უკვდავების ელექსირის რეცეპტს მიაგნებდნენ იმ ლაბორატორიაში? მაგრამ ასეთ კითხვებს ბრიტანული პრესა არ სვამს, როდესაც საქმე რუსეთის წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებებს ეხება.

რა თქმა უნდა, ყველას მშვენივრად მოეხსენებოდა, რომ დასავლური სპეცსამსახურები უკვე დიდი ხანია ეწევიან ბინძურ ომს უსეთის წინააღმდეგ — დეზინფორმაციის, კიბერშეტევის, შპიონაჟისა და ღია დივერსიების გამოყენებით. ისიც ესმოდათ, რომ ბრიტანელები ამ ომში დიდ როლს ასრულებდნენ. მაგრამ ამ კამპანიის მონაწილეები აქამდე გამუდმებით უარყოფდნენ ამ ფაქტს და ირწმუნებოდნენ, რომ რუსეთის ბრალდებები მათ წინააღმდეგ პარანოიით იყო გამოწვეული, რომელიც „პუტინის რელიგიაა რუსეთში“. მადლობა ლორდ სედვილს გადაჭარბებული გულახდილობისთვის. ახლა მოსკოვმა იცის, ვისაც უნდა დაეყრდნოს, როცა საქმე მორიგ ანტირუსულ პროვოკაციაზე მიდგება. რუსეთს შეუძლია ივარაუდოს, ვინ დგას მორიგი ფეიკისა და მორიგი „იდუმალი მოწამვლის“ უკან.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

18
თემები:
რუსეთი დღეს
ქალი პროდუქტებით ქუჩაში

რატომ ვაჭრობს საქართველო ნაკლებს და გაძვირდება თუ არა პური

81
(განახლებულია 14:38 29.10.2020)
ეკონომისტების შეფასებით, საგარეო ვაჭრობის შემცირების ძირითადი მიზეზი ახალი კორონავირუსის პანდემია და ის ეკონომიკური პრობლემებია, რაც ამ ვირუსის გავრცელებამ შექმნა როგორც საქართველოში, ასევე მის ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან მსოფლიოში.

ნატა პატარაია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის დასაწყისიდან საგარეო სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის იანვარი–სექტემბერთან შედარებით, 14,9%-ით შემცირდა და 8,1 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. 9 თვეში ექსპორტზე 2,4 მლრდ დოლარზე მეტი ღირებულების ქართული პროდუქცია გავიდა, რაც 12,1%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ხოლო იმპორტმა 5,7 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც გასული წლის იანვარი–სექტემბრის პერიოდთან შედარებით 15,9%-ით ნაკლებია.

ქვეყანაში იმპორტის შემცირება მოთხოვნის კლებამ გამოიწვია, რაც, თავის მხრივ, მოსახლეობის მსყიდველობითი უნარის შემცირებით არის განპირობებული, აღნიშნა ეკონომისტმა ნიკა შენგელიამ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.

„კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად დაზარალდა როგორც ბიზნესი, ასევე მოსახლეობა, გაიზარდა უმუშევრობა, თვითდასაქმებული მოსახლეობის დიდ ნაწილს შეუმცირდა შემოსავალი, რასაც დაემატა ეროვნული ვალუტის გაუფასურებაც, გაძვირდა პირველადი მოხმარების პროდუქტი. ყოველივე ამან ნეგატიურად იმოქმედა მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობაზე და, შესაბამისად, შეამცირა ბაზარზე მოთხოვნაც“, – აღნიშნა ნიკა შენგელიამ.
ნიკა შენგელია
ნიკა შენგელია

ეკონომიკის ექსპერტი ფიქრობს, რომ იმპორტის მოცულობის შემცირებამ საშუალოვადიან პერსპექტივაში შეიძლება ბაზარზე გარკვეული პროდუქტების დეფიციტიც კი გამოიწვიოს, თუმცა მხოლოდ რამდენიმე კვირით.

რაც შეეხება გაძვირებული დოლარით შეძენილი იმპორტირებული პროდუქციის ღირებულებას, ეკონომისტის აზრით, გარკვეულ ჯგუფებზე ფასების ზრდა კიდევ არის მოსალოდნელი.

„თებერვლიდან ველოდებით ფასების მატებას პურზე, ხორცზე და რძის პროდუქტებზე, რადგან ხორბალზე, სიმინდზე და სოიოზე სასაქონლო ბირჟებზე ფასი რეკორდულად მატულობს“ – განაცხადა ნიკა შენგელიამ.

რაც შეეხება ექსპორტისგან მიღებულ ნაკლებ შემოსავალს, ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში 9 თვეში შემოსული ნაკლები დოლარი ლარის კურსზე მოცემულ შემთხვევაში ზეგავლენას ვერ მოახდენს.  

„მოკლევადიან პერიოდში ეროვნულ ვალუტაზე იმოქმედებს პოლიტიკური სტაბილურობის ფაქტორი, ანუ დიდი მნიშვნელობა აქვს – არჩევნების ჩატარების შემდეგ როგორი ვითარება იქნება საქართველოში“, – აღნიშნა ნიკა შენგელიამ.

მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში სახელმწიფომ „კორონა ეკონომიკის“ პირობებში ეკონომიკის რეცესიიდან გამოსაყვანად უნდა შეიმუშაოს განვითარების სტრატეგია და მიჰყვეს მას. 

„მხოლოდ ტურისტული სექტორზე ფიქრი შედეგებს ვერ მოიტანს. ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორს უნდა მიექცეს ყურადღება. ვინაიდან ჯერჯერობით ქართული ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია არ არის წარმოდგენილი, მანამდე მცირე და საშუალო მეწარმეობის დასახმარებლად შემოშავებული პროექტები უნდა განხორციელდეს“, – განაცხადა შენგელიამ.

ეკონომისტ რატი აბულაძის აზრით კი, საგარეო ვაჭრობა მთელ მსოფლიოში შემცირდა და შეიძლება ითქვას, რომ ბევრ ქვეყანაში ეს ტენდენცია უფრო მასშტაბურიცაა, ვიდრე საქართველოში.

რატი აბულაძე
რატი აბულაძე

„სამწუხაროდ, საერთაშორისო ვაჭრობის ნეგატიურ მაჩვენებელს ქმნის შესუსტებული ეკონომიკური აქტივობა, დასუსტებული ბიზნესი, შემცირებული შემოსავლები, დაკლებული სარგებელი და გაზრდილი უმუშევრობა“, – აღნიშნა რატი აბულაძემ „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას.

მისი თქმით, მეწარმეები, რომლებიც აწვდიდნენ პროდუქციას გლობალურ ბაზრებს, ეპიდემიის გამო შეეჯახნენ ბაზრებთან წვდომის პრობლემებს, მოთხოვნის სტრუქტურის ცვლილებას, მიწოდების ქსელში წარმოქმნილ შეფერხებებს,  სასაზღვრო და სავაჭრო შეზღუდვებს. დასაქმებულ პირთა ვირუსით ინფიცირების მასშტაბურობის გამო საფრთხის წინაშე დადგა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება და დაგეგმილ ვადებში მუშაობაც.

„უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონული კონფლიქტების, პოლიტიკური კონფრონტაციების, პანდემიისა და ჯანდაცვის სექტორში არსებული გამოწვევების ფონზე ბიზნესი, კონკურენცია და ბაზრის მოცვა სულ უფრო რთული გახდა“, – აღნიშნა რატი აბულაძემ.

მისი აზრით, შექმნილ ვითარებაში საქართველო პირველ რიგში უნდა გაუფრთხილდეს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან არსებულ ურთიერთობებს. საქართველოს საგარეო სავაჭრო აქტივობის აღდგენა კი დამოკიდებულია ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის ხელშეწყობაზე, ახალ სავაჭრო სქემებზე, აქტიურ ბიზნეს-პოლიტიკაზე და აგრესიული საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაზე.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორები 2020 წლის დასაწყისიდან არიან თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი — ამ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვამ იანვარი–სექტემბრის პერიოდში 2,5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 36%-ია.

საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედიან: აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, აშშ, გერმანია, ბულგარეთი, იტალია.

 

81
სიტუაცია ნიცაში თავდასხმის შემდეგ

საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

0
პრეზიდენტმა დაგმო სიძულვილით ჩადენილი თავდასხმა და განაცხადა, რომ ლოცულობს დაშავებულებისა და დაღუპულთა ოჯახებისათვის.

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიცაში მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

„ჩემი ფიქრები ფრანგ ხალხთანაა. ვგმობ ამ სიძულვილით გამოწვეულ თავდასხმას. ვლოცულობ დაშავებულთა და დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის“, – დაწერა ზურაბიშვილმა თავის Twitter-ში.

ხუთშაბათს დილით ნიცაში დანით შეიარაღებული უცნობი პირი თავს დაესხა ადამიანებს ნოტრ-დამის ეკლესიაში, დაიღუპა სამი ადამიანი, რამდენიმე დაიჭრა. რამდენიმე მედია იუწყება, რომ თავდამსხმელმა ორ ადამიანს თავები მოკვეთა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნიცაში განაცხადა, რომ ქვეყანაზე „ისლამური ტერორისტული შეტევა“ განხორციელდა.

0
თემები:
საქართველოს პრეზიდენტი