გათხევადებული ბუნებრივი აირის ტანკერები

მოსაზრება: გაზის მსოფლიო ფასებს ქარიშხალი და ბანდები ადგენენ

35
(განახლებულია 20:58 21.09.2020)
გაზის ბაზარი თანდათან უბრუნდება ძველ მდგომარეობას: საბირჟო ფასები ევროპასა აზია–წყანარი ოკეანის რეგიონში (გათხევადებული ბუნებრივი აირის ბაზრისთვის), შესაბამისად, 130 და 150 დოლარს შეადგენს 1000 კუბურ მეტრზე.

ალექსანდრ სობკო

ფასების ზრდის მიზეზები არსებობს როგორც მოთხოვნის, ისე შეთავაზების მხრიდანაც. მიმდინარე წლის რვა თვეში გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) ჯამური იმპორტი, მართალია, მხოლოდ 1,3 პროცენტით, მაგრამ მაინც უფრო მეტი გამოდგა შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. LNG-ს იმპორტის მკვეთრი ზრდა ივლისსა და აგვისტოში აჩვენეს ინდოეთმა და ჩინეთმა.

ანუ, თუ მარტივ შეფასებას გავაკეთებთ, LNG-ზე გლობალური მოთხოვნა ახლა გასული წლის დონეზეა, მიუხედავად იმისა, რომ გაზსადენის აირზე მოთხოვნა უფრო დაბალია (ეს რუსეთის ექსპორტიდანაც ჩანს ევროპაში, ხოლო ჩინეთი შუა აზიიდან ამცირებს გაზის იმპორტს). მაგრამ LNG–ბაზარზე ასევე არის სიმძლავრეების სიჭარბე, ვინაიდან მიმდინარე ფონზეც ამუშავდა წინასაინვესტიციო ტალღის ქარხნები (ძირითადად ეს აშშ-ია).

ამიტომ ფასების სტაბილიზებას ხელს ასევე უწყობს შემოთავაზებების ჩავარდნაც: კვლავინდებურად არ მუშაობს მცურავი ქარხანა Prelude ავსტრალიაში (ტექნიკური პრობლემების გამო), იქვეა გაჩერებული Gorgon LNG-ს კიდევ ერთი ტოტი. აშშ-ზე უკვე ბევრი რამ ითქვა.

ცოტა ხნის წინანდელი ზედაბალი ფასების გამო LNG-ს გადმოტვირთვები ზაფხულში ქარხნების გეგმური სიმძლავრეების ნახევრამდე და კიდევ უფრო ქვემოთაც ეცემოდა. ახლა ექსპორტი თანდათანობით აღდგება გლობალური ფასების ზრდასთან ერთად, მაგრამ ქარიშხლების სეზონი ნორმასთან სწრაფ დაბრუნებას ხელს უშლის. უახლოეს თვეებში ამერიკული ექსპორტის ზრდა კვლავ მოახდენს გავლენას ფასებზე.

ანუ კოტირებების აღდგენა ჯერჯერობით არ გამოიყურება სტაბილურად (ამას საცავების გადავსებაც დავუმატოთ), თუმცა ზოგი პროგნოზით, გათბობის სეზონზე სპოტურმა ფასებმა აზიაში შესაძლოა 200 დოლარსაც გადააჭარბოს 1000 კუბურ მეტრზე. ასეთი ფასები კი უკვე შეესაბამება მისაღებ გძელვადიან ფასს ყველა მწარმოებლისთვის. თუმცა, არსებობს ერთი „მაგრამ“. ფასების ასეთი დონე საშუალოწლიური უნდა იყოს და არა მარტო „ზამთრისა“.

მაგრამ წელიწადი რთულია, არატოპური, მისი მიხედვით გრძელვადიანი დასკვნების გაკეთება არ შეიძლება. და ყველაზე საინტერესო: მიმდინარე წელს, პირველად ოცი წლის განმავლობაში, ჯერჯერობით არ მიღებულა არც ერთი ახალი საინვესტიციო გადაწყვეტილება ახალი გამთხევადებელი ქარხნების აგებაზე. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს საინესტიციო გადაწყვეტილებების რეკორდული რაოდენობაა მიღებული. ეს კი სამწლიანი პაუზის (2016–2018 წლები) შემდეგ მოხდა წინა ციკლში (2011–2015 წწ) გადაინვესტირების გამო.

რატომ ხდება ასე? პასუხი მარტივია და გასაგები: ნავთობ–გაზის ყველა კომპანიამ ძალიან დაკარგა შემოსავლები, რის გამოც საინვესტიციო პროგრამებს ამცირებს. მაგრამ, როგორც ცნობილია, ინვესტიციები მხოლოდ მესამედით შემცირდა, რაც თითქოს გათხევადებულ ბუნებრივ აირსაც უნდა შეეხოს.

პასუხის ნაწილი ისაა, რომ LNG-ს ბაზარი ბოლო წლებში პარადოქსულად ვითარდება. ერთი მხრივ, ჩვენ ვხედავთ გაზის მიმდინარე სიჭარბეს და ასევე მწვავე კონკურენციას მომავალში (კატარი, აშშ, რუსეთი, აღმოსავლეთ აფრიკა), ეს ყველაფერი ხელს არ უწყობს მაღალ ფასებს და არ გზავნის საკმარის საბაზრო სიგნალებს ახალ პროექტებში ინვესტიციებისთვის. ერთდროულად ბაზარი მიიჩნევა პერსპექტიულადაც (გაზზე მოთხოვნა ყველა, თვით ყველაზე მწვანე სცენარითაც კი გაიზრდება). ბაზრის განვითარების ერთ-ერთი დრაივერი გახდა ნავთობისა და გაზის ტრანსნაციონალური კომპანიების მონაწილეობა, რომლებმაც ეტაპობრივად დაიწყეს ნავთობიდან გათხევადებულ ბუნებრივ აირზე გადასვლა.

როგორც შედეგი — ძვირი ნავთობის პირობებში (როგორც მაშინ ჩანდა, დიდი ხნის განმავლობაში) ნავთობ–გაზის კომპანიებს პერსპექტიულ გათხევადებულ გაზში შეეძლოთ თანხების ჩადება შემოსავლების საერთო კალათიდან. ან ქარხნებში უშუალო ინვესტიციების გზით, ან ირიბად — LNG-ს გრძელვადიანი კონტრაქტებით შეძენის გზით. რაც გათხევადებული ბუნებრივი აირის ბაზრის შედარებით პატარა მონაწილეებს ქარხნების ასაშენებლად კრედიტების მიღების საშუალებას აძლევდა.

ახლა კი, ნავთობის კოტირებების ვარდნასთან ერთად, ნავთობის ტრანსნაციონალურ კომპანიებს ამისთვის არ სცალიათ. ამას ემატება ისიც, რომ ზოგი მათგანი ნერვიულობს და საკუთარი საინვესტიციო გეგმების „გამწვანებაზე“ საუბრობს.

თავის მხრივ, ნავთობგიგანტებს, რომლებსაც სურთ წიაღისეული საწვავის ერთგულები დარჩნენ, ასევე მძიმე ვითარება აქვთ. ეს ჩანს კომპანია ExxonMobil-ის მაგალითზე, რომლის  ფინანსური მდგომარეობა ახლა არასახარბიელოა.

ამ კომპანიას გეგმებში ორი მთავარი და მსხვილი LNG–პროექტი ჰქონდა: Golden Pass LNG აშშ-ში და Rovuma LNG მოზამბიკში. ახლა ორივე გადადებულია — ამერიკულ ქარხანაზე გადაწყვეტილების მიღება მინიმუმ ერთი წლით ყოვნდება, ხოლო მოზამბიკურისა — 2023 წლამდე. პაპუა–ახალ გვინეაში მოქმედი LNG–ქარხნის გაფართოების გეგმებიც ასევე უკეთესი დროისთვის გადაიდო.

დანარჩენი ამერიკული ქარხნები, რაღა თქმა უნდა, ასევე არ ჩქარობენ ახალი გადაწყვეტილებების მიღებას. ადგილზეა გაჭედილი სიტუაცია აღმოსავლეთ აფრიკაშიც. შეგახსენებთ, რომ ამ რეგიონის შელფი (მოზამბიკი, ტანზანია) მოპოვებების ერთ-ერთ ახალ პერსპექტიულ ცენტრად განიხილებოდა. პროექტ Exxon-ის გადავადებაზე უკვე მოგახსენეთ, აი Mozambique LNG-ს კი რეგულარულად უშლიან ხელს რეგიონში მოქმედი ექსტრემისტული ჯგუფები, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მისი მშენებლობის ვადაში დასრულების საკითხს. ტანზანიაში ქარხნების გეგმების შესახებ ბოლო დროს თითქმის აღარც იხსენებენ.

ამ ყველაფრიდან შეიძლებოდა დაგვესკვნა, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში შეთავაზებების დეფიციტის მოწმენი გავხდებოდით. ასეც იქნებოდა, რომ არა კატარის გეგმები ერთბაშად რამდენიმე ახალი ქარხნის თაობაზე. ოფიციალური საინვესტიციო გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა, მაგრამ წინასწარი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ხოლო LNG-ს დაბალი თვითღირებულება კატარს იაფად აშენების საშუალებას მისცემს.

დაბოლოს, კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც გაურკვევლობას ბადებს: ფასწარმოქმნის მექანიზმები. სპოტური ბაზრის განვითარების მიუხედავად, ბოლო დრომდე ნავთობზე ფასების ბმა გათხევადებული აირის მწარმოებლებს რენტაბელობის გარანტიას აძლევდა. ამასთან, ძვირი ნავთობისა და LNG-ში მზარდი კონკურენციის ფონზე ამ ბმის კოეფიციენტი ბოლო წლებში ახალ კონტრაქტებში სულ უფრო და უფრო ეცემოდა. ახლა ნავთობი გაიაფებულია, მაგრამ ნაკლებსარწმუნოა, რომ მყიდველები ძველ, მაღალ კოეფიციენტებზე დაბრუნებას მოისურვებენ. ხოლო 45-დოლარიანი ნავთობისა და გაზის ბმის ბოლოდროინდელ 0,11 კოეფიციენტის პირობებში გათხევადებული ბუნებრივი აირი სულ დაახლოებით ხუთი დოლარი ეღირება მილიონ BTU-ზე, ანუ დაახლოებით 180 დოლარი 1000 კუბურ მეტრზე. ხოლო მყიდველებს სულ უფრო აინტერესებთ სპოტური ფასების გაზი, მით უმეტეს, რომ კატარიდან, გრძელვადიანი კონტრაქტების ეტაპობრივი ამოწურვის კვალდაკვალ, სულ უფრო მეტი LNG გამოვა საბირჟო ბაზარზე.

შეგახსენებთ იმასაც, რომ აზია–წყნარი ოკეანის რეგიონის განვითარებად ქვეყნებს გაზის დიდი მოცულობების „გადახარშვის“ უნარი აქვთ, მაგრამ მხოლოდ დაბალი ფასებით, მაქსიმუმ 200 დოლარი 1000 კუბურ მეტრზე ან კიდევ უფრო ნაკლები.

ყველა ეს ფაქტორი გაურკვევლობასა და ბაზრის განვითარების ერთგვარ პარადოქსულობას იწვევს. ბუნებრივი აირი და LNG კვლავაც ძალიან პესპექტიულ საწვავად რჩება, მაგრამ მაღალკონკურენტულ ბაზარზე, რომელზეც მოთხოვნა დამაჯერებლად გაიზრდება მხოლოდ საკმარისად დაბალი ფასებით.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

35
დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს დროშები მასაუსეტში, საელჩოს წინ

მოსაზრება: აშშ და ბრიტანეთი ყველაზე ღირებულის გადარჩენას ცდილობენ

6
(განახლებულია 17:57 21.10.2020)
აშშ–სა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის დადანაშაულებას სამხრეთ კორეისა და იაპონიის ოლიმპიადებზე კიბერშეტევაში ქვეყანაში რამდენადმე დაბნეული რეაქციები გამოიწვია

ირინა ალქსნისი

დაბნეულობის მიზეზი მარტივია: მორიგი დაუსაბუთებელი ინსინუაციები მოსკოვის აბსურდული დანაშაულის შესახებ მსოფლიოსა და სპორტის წინააღმდეგ, უაზრობად გამოიყურება როგორც ანტირუსული განწყობის გაძლიერების, ისე რუსეთის „დასასჯელად“ ზომების მიღების თვალსაზრისით.   

ერთი მხრივ, რუსოფობიული კამპანიის კუთხით დასავლეთს ყველაფერი კარგად აქვს. ალექსეი ნავალნის ინციდენტი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გამოყენებული და თითქოს ახალი სიცრუის ამუშავება აუცილებელი არ იყო, თანაც ასეთ მაღალ, საგარეო უწყებებისა და საკვანძო სპეცსამსახურების ხელმძღვანელთა დონეზე. მეორე მხრივ კი, წინა გამოცდილებამ, რუსი ბლოგერის ისტორიის ჩათვლით, აჩვენა, რომ მოსკოვის მიმართ რაიმე სერიოზული და მტკივნეული ზომების მიღებას შეიძლება არც ველოდოთ.

ამავდროულად ვაშინგტონისა და ლონდონის სინქრონული გამოსვლა საერთო მიზნების არსებობაზე მეტყველებს.

მაგრამ, რაზე შეიძლება იყოს კონკრეტულად საუბარი?

ამოცანის პასუხი ალბათ უფრო ტოკიოსა და სეულის რეაქციებში უნდა ვეძებოთ . იაპონიის მთავრობამ უარი თქვა კომენტარზე და ტაიმ–აუტი აიღო „შესაბამისი ინფორმაციის“ შესაგროვებლად. სამხრეთ კორეის მთავრობამ ასევე დუმილი არჩია.

როგორც ყველაფრიდან ჩანს, ორივე ქვეყნის ოფიციალური პირები და სპეცსამსახურები არ იყვნენ წინასწარ ინფორმირებულები ამერიკულ–ბრიტანული ოპერაციის თაობაზე და ახლა იძულებული არიან, სასწრაფოდ გაერკვნენ ვითარებაში და საბოლოოს მაქსიმალურად აკურატული პოზიცია დაიკავონ. როგორც ეს იაპონიის ოლიმპიურმა კომიტეტმა გააკეთა, განაცხადა რა, რომ კიბერშეტევა არ უგრძვნია.

ასე რომ. დიდი ალბათობით, ახალი ანტირუსული კამპანიის მთავარი მიზანი, როგორც უცნაურიც უნდა იყოს, რუსეთი კი არა, დანარჩენი მსოფლიოა — პირველ რიგში კი თავად დასავლეთი. რუსოფობიული დღის წესრიგი კი აქ უბრალოდ მოხერხებული ჩვეული ინსტრუმენტის სახით გამოიყენება.

ინფორმაციულ–პროპაგანდისტული დომინირება აშშ–ის ჰეგემონიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. დიდი ბრიტანეთი კი ტრადიციულად მისი მეწყვილეა ამ საკითხში, ვინაიდან, როგორც მიღებულია, სწორედ ატლანტიკის ორივე მხარეს ყველაზე გავლენიანი ინგლისურენოვანი მედიასაშუალებების ერთობლიობას   ეწოდება გლობალური მედიამეინსტრიმი. ორი ქვეყნის განსაკუთრებული სიახლოვე კი პოლიტიკურ–სპეცსამსახურულ სფეროში კარგა ხანია, ცნობილია.

შეერთებული შტატების ზედერჟავული ძლიერების ეტაპობრივი დეგრადაცია და გაერთიანებული სამეფოების კულისებსმიღმა გავლენის მკაფიო შესუსტება საერთაშორისო არენაზე ბოლო წლებში ყოველდღიურ რეალობად იქცა. მაგრამ ეს პროცესები უმთავრესად ეკონომიკურ, ბიუროკრატიულ და ზოგ პოლიტიკურ მექანიზმს შეეხება.

იმავდროულად არსებობს სფეროები, რომლებშიც ორი „დერჟავის“ ბატონობა აქამდე უდავოა. როგორც ნატოში ამერიკული არმიის პირველობაა ეჭვმიუტანელი, ისე კონტინენტური ევროპის არცერთ მედიასაშუალებას არ შეუძლია გაეჯიბროს გავლენაში ბრიტანულ Times–სა თუ ამერიკულ CNN–ს. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ სწორედ ოკეანის გღამა მდებარეობს საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების ინსტრუმენტების ისეთი მძლავრი ცენტრები, როგორებიცაა Twitter–ი და Facebook–ი.

ვაშინგტონის ხისტი პოლიტიკა RT–სა თუ წარმოშობით ჩინური  TikTok–ის წინააღმდეგ, ადასტურებს, რომ იქ შესანიშნავად აცნობიეერბენ ამგვარი სტურქტურების მნიშვნელობას. თუმცა იმას, რომ გეოპოლიტიკურ ოპონენტებს მედიაგავლენის საკუთარი ძალიან სერიოზული რესურსები აქვთ, შტატები მაინც შეეგუა და უბრალოდ ზომებს იღებს მათი მუშაობის შესაკავებლად  თავის ტერიტორიაზე.

ამერიკულ–ბრიტანული სპეცსამსახურული და პროპაგანდისტული ტანდემისთვის უფრო მგრძნობიარე თავად დასავლეთის შიგნით კონკურენტის გამოჩენა იქნებოდა. არადა, სწორედ ეს ხდება — და ნავალნის საქმე მათთვის უკიდურესად უსიამოვნო და არასასურველი პროცესების დასტურია.

ბლოგერის გარშემო ატეხილი სკანდალი რუსეთიდან შეიძლება მოყირჭებულ თემად ჩანდეს, მაგრამ რეალურად ის თავისებურად უნიკალურია, ვინაიდან სრულად ბერლინის შემოქმედებაა.

გერმანიამ ისარგებლა სტანდარტული რუსოფობიული დღის წესრიგით, რომელიც მან „უფროს პარტნიორებს“ აართვა და დამოუკიდებელ თამაშში გამოიყენა. გერმანელები აკონტროლებენ ნავალნის. ის ამბობს იმას, რაც მათ სჭირდება: დაწყებული „რდილოეთის ნაკადი 2–ის“ დაცვით და დასრულებული ამერიკელების „ჩხვლეტით“, რომლებმაც განსაკუთრებული მხარდაჭერა არ აღმოუჩინეს. მსოფლიოსთვის ახალი ამბების მთავარი წყარო რამდენიმე დღის განმავლობაში გერმანული გამოცემები იყო, ხოლო ინგლისურენოვანი მედია იძულებული იყო, ციტირება მოეხდინა იქიდან.

ამ კონტექსტში რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამსახურის ჰაკარების ისტორია , რომლებიც ოლიმპიადებს უტევდნენ, სრულიად განსაკუთრებულ აზრს იძენს. ამერიკელები და ბრიტანელები ფაქტობრივად ამის დახმარებით ცდილობენ საბოლოოდ გადარეცხონ ახალი ამბებიდან ნავალნის თემა, ვინაიდან ეს არსებითად მათი კონკურენტების პროექტია. გარდა ამისა, ვაშინგტონისა და ლონდონისთვის მნიშვნელოვანია კონტროლის დაბრუნება გლობალურ მე დიაპოლიტიკურ სივრცეზე, რომელიც გარკვეული დროით ევროპამ დაიქვემდებარა გერმანიის მეთაურობით. საამისოდ კი იმაზე უკეთესი მეთოდის მოფიქრება, ვიდრე ერთი რუსული თემის მეორით ჩანაცვლებაა, უბრალოდ ვერ მოიფიქრეს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

6
თემები:
რუსეთი დღეს
აშშ-ს სამხედრო ტექნიკა

„აუცილებელია ვეცადოთ“: ამერიკანისტის მოსაზრება СНВ-3-ის გახანგრძლივების შესახებ

24
(განახლებულია 18:37 20.10.2020)
რუსეთში მიაჩნიათ, რომ მსოფლიოსთვის „სტაბილურობისა და უსაფრთხოების ამ ქვაკუთხედის“, შეთანხმება СНВ-3-ის წართმევას შეიძლება მეტად დამღუპველი შედეგები მოჰყვეს.

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. კრემლში კომენტარი გააკეთეს აშშ-ის განცხადებაზე, რომელიც სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმებას (СНВ-3) შეეხებოდა და აღნიშნეს, რომ ვაშინგტონთან კონტაქტი სტრატეგიული სტაბილურობის საკითხებზე კვლავაც გრძელდება. რადიო Sputnik-ის ეთერში ამერიკანისტმა კონსტანტინ ბლოხინმა გამოთქვა მოსაზრება, როგორ უფრო მარტივი იქნება მოლაპარაკების წარმოება.

მოსკოვს იმედი აქვს, რომ ვაშინგტონთან კონტაქტი სტრატეგიული სტაბილურობის საკითხებზე გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკულმა მხარემ უარი თქვა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის წინადადებაზე – ერთი წლით გახანგრძლივდეს СНВ-3 ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, განაცხადა პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

რუსეთის წინადადებაზე უარის შესახებ მანამდე თეთრმა სახლმა გაავრცელა ინფორმაცია.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამერიკულ მხარესთან კონტაქტები ნებისმიერ შემთხვევაში გაგრძელდება. მთლიანობაში, როგორც ეს უკვე თქვა პრეზიდენტმა, შეთანხმების გახანგრძლივება ჩვენ დროის მოგების საშუალებას მოგვცემდა, ამ 12 თვის მოგების შანსს მოგვცემდა სუბსტანციური და სერიოზული მოლაპარაკებებისთვის შეიარაღებაზე კონტროლის საკითხებზე“, — აღნიშნა პესკოვმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიოსთვის „სტაბილურობისა და უსაფრთხოების ამ ქვაკუთხედის“ წართმევას შეიძლება მეტად დამღუპველი შედეგები მოჰყვეს.

„ამიტომ, რაღა თქმა უნდა, ჩვენ მაინც ვარჩევდით, ამერიკელი პარტნიორებისგან მოგვესმინა, რომ ისინი მზად არიან ამ დოკუმენტის გასახანგრძლივებლად“, — აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა.

მისი თქმით, ჯერჯერობით მოსალოდნელი პროგრესი არ შეინიშნება. თუმცა ასეთი ვითარება არ ნიშნავს იმას, რომ „საჭიროა კონტაქტების სრულად შეწყვეტა“.

რადიო Sputnik-ის ეთერში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის უშიშროების პრობლემების კვლევის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა, ამერიკანისტმა, პოლიტოლოგმა კონსტანტინ ბლოხინმა გამოთქვა მოსაზრება, რომ შეთანხმების ბედი ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში.

„რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელ დონალდ ტრამპს, ჯერ ერთი, სძულს ჩინეთი და СНВ-3-ს ჩინეთთან აბამს. და მეორეც: ტრადიციულად რესპუბლიკური პარტია ცდილობს ჩაშალოს კონტროლი შეიარაღებაზე. შეგახსენებთ, რომ ჯორჯ ბუში–უმცროსის ადმინისტრაციის დროს ამერიკელები გავიდნენ რაკეტსაწინააღმდეგო შეთანხმებიდან, თავად ტრამპი გავიდა საშუალო და მცირე სიშორის რაკეტებისა და ასევე „ღია ცის“ შესახებ შეთანხმებებიდან. თუ არჩევნებში ის გაიმარჯვებს, მაშინ СНВ-3-დან გასვლის ალბათობა საკმაოდ მაღალია“, — მიაჩნია ბლოხინს.

ხოლო თუ დემოკრატების კანდიდატი ჯო ბაიდენი გაიმარჯვებს, ამერიკანისტის აზრით, შეთანხმების გახანგრძლივების შანსები რჩება.

„დემოკრატიული პარტია, ტრადიციულად, იმის მომხრეა, რომ რუსებთან სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ მოილაპარაკოს. შეგახსენებთ, რომ სწორედ [დემოკრატი] ობამას ადმინისტრაციამ და [დმიტრი] მედვედევმა გაახანგრძლივეს ეს შეთანხმება. თუმცა, ვინც უნდა გაიმარჯვოს [აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში], რამდენიმე თვეში ახალი შეთანხმების გაფორმება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ აუცილებელია მცდელობა, რომ უკვე არსებული შეთანხმება გახანგრძლივდეს, რათა ერთი წლის განმავლობაში ახალი გაფორმდეს. ეს ყველაზე საინტერესო იდეაა“, — აღნიშმა ამერიკანისტმა.

შეთანხმება СНВ-3, რომელსაც ხელი 2010 წელს მოეწერა, ერთადერთი მოქმედი შეთანხმებაა რუსეთსა და აშშ-ს შორის შეიარაღების შეზღუდვის თაობაზე. მის თანახმად, თითოეულმა მხარემ თავისი ბირთვული არსენალი აუცილებლად უნდა შეამციროს იმგვარად, რომ შეიარაღების ჯამური რაოდენობა არ აღემატებოდეს 700 კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტას, წყალქვეშა ნავების ბალისტიკურ რაკეტებსა და მძიმე ბომბდამშენებს, 1500 ქობინს („ბოეგოლოვკა“) და 800 განთავსებულ და განუთავსებელ გამშვებ მოწყობილობას.

გარდა ამისა, შეთანხმება ავალდებულებს მოსკოვსა და ვაშინგტონს, გაცვალონ ინფორმაცია ქობინების რაოდენობასა და მათ მატარებლებზე წელიწადში ორჯერ.

2018 წლის 5 თებერვალი იყო უკიდურესი ვადა, რა დროისთვისაც რუსეთსა და შეერთებულ შტატებს СНВ-3-ის შეთანხმებაზე საკონტროლო მაჩვენებლებისთვის უნდა მიეღწიათ. შეთანხმებას ვადა 2021 წლის თებერვალში გასდის. ვაშინგტონი სხვადასხვა პირობებით მოითხოვს მოლაპარაკებებში პეკინის ჩართვას ახალი სამმხრივი ბირთვული შეთანხმების შესამუშავებლად. ჩინეთი ამ იდეას უარყოფს.

 

24
თემები:
რუსეთი დღეს
ირაკლი კობახიძე

სპეცოპერაცია ზუგდიდში: კობახიძემ მედიასაშუალებები გააკრიტიკა

0
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. საგანგაშოა კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ განხორციელებული ქმედებები, რომელთა ნაწილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავს, განაცხადა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ მედიასაშუალებების მიერ ზუგდიდში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას.

რამდენიმე საათის წინ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულ პირს მძევლად 19 ადამიანი – ბანკის თანამშრომლები და კლიენტები ჰყავს აყვანილი.

კობახიძის განცხადებით,  გამაოგნებელია, როდესაც მედასაშუალების წარმომადგენელი პირდაპირ ეთერში აწარმოებს მოლაპარაკებებს დანაშაულის ჩამდენ პირთან.

„ამ ვითარებაში თითოეული ჩვენგანის მთავარი სურვილი მძევლების რაც შეიძლება სწრაფად და უვნებლად გათავისუფლებაა. მთავარია, სამართალდამცავ ორგანოებს მიეცეთ საკუთარი პასუხისმგებლობით მოქმედების შესაძლებლობა. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მართებთ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს, რათა მათმა მოქმედებებმა ხელი არ შეუშალოს დანაშაულის აღკვეთასა და მძევლების გათავისუფლებას“, -განაცხადა კობახიძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი 500 ათას დოლარს და შენობიდან უსაფრთხოდ გასვლას ითხოვს და სამართალდამცველებს მოთხოვნების შესასრულებლად ორ საათს აძლევს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმები. სპეცოპერაცია ზუგდიდის ცენტრში ამ დრომდე გრძელდება. პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიიდან ადამიანების ევაკუაცია განახორციელა.

შსს-მ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში