მოხალისეების აცრა

მოსაზრება: რატომ მარცხდება დასავლეთი სავაქცინო რბოლაში რუსეთი უკვე მხილებულია

255
(განახლებულია 18:48 11.09.2020)
მსოფლიო სავაქცინო რბოლა სწრაფად უახლოვდება ფინიშს და გზად პოლიტიკურ მოვლენებს, კატასტროფებსა და სკანდალებს იკრავს.

ვიქტორ მარახოვსკი

ახლახან ტრასიდან გადავიდა (ან დროებით პიტ-სტოპზე შევიდა) რბოლის ერთ-ერთი ლიდერი, შვედურ-ბრიტანული ვაქცინა AstraZeneca, ვინაიდან ტესტირების ერთ-ერთ მონაწილეს ზურგის ტვინის ანთება გამოუვლინდა.

დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ხელისუფლებები, რომელთა მედიასაშუალებები მთელი ზაფხულის განმავლობაში რუსული ვაქცინის მხილებას იმაზე აგებდნენ, რომ „ის დაჩქარებული ფორმით დაარეგისტრირეს გამოცდების მესამე ფაზის დასრულებამდე“, ახლა თავად ემზადებიან ვაქცინის დაჩქარებულად დასამტკიცებლად.

თუმცა რუსეთის კვალზე დადგომა (ამის სხვა მაგალითები რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის პრეზიდენტ კირილ დმიტრიევს მოჰყავს) ხელს არ უშლის დასავლურ მედიასაშუალებებს, განაგრძონ მისი მხილება და გაამწვავონ კიდეც იგი.

მაგალითად, CNN წერს, რომ „პუტინის ვაქცინა ოპოზიციას აწყდება განათლების მუშაკთა შორის“. უფრთხილდებიან რა ჯანმრთელობას, მასწავლებელთა მცირე პროფგაერთიანებამ ონლაინ-პეტიცია ჩაუშვა და მოუწოდა პედაგოგებს, არ აიცრან.

კომპეტენციის დონე გასაგები ხდება პროფგაერთიანების ხელმძღვანელის, მოწინავე ქალის, ინგლისური ენის მასწავლებლის სიტყვებიდან, რომელიც ავტორიტეტულად აცხადებს: „ყველამ შესანიშნავად იცის, რომ რუსული ვაქცინის ხარისხი უფრო ცუდია, ვიდრე უცხოურებისა“. და თანაც ის ძალიან სწრაფად შეიქმნა. მართალია, მასწავლებლებიდან ჯერჯერობით არავის დაუჩივლია, რომ იძულებით ცრიან, მაგრამ რუსეთის ხელისუფლებისგან ყველაფერია მოსალოდნელი.

ან, მაგალითად, Bloomberg-ის ტექსტი, რომ რომელიღაც ამერიკული უნივერსიტეტის მეცნიერებს „ეჭვი ეპარებათ რუსული ვაქცინის გამოცდების შედეგებში, ვინაიდან ტესტირების ანგარიშში, რომელიც Lancet-ში გამოქვეყნდა, კვლევის მონაწილეთა ორგანიზმში ანტისხეულების საეჭვოდ მსგავსი დონეები გვხვდება“. ფალსიფიკაციაზე პირდაპირი საუბარი არ მიდის, მაგრამ სახეზეა აქტიური მინიშნება, რომ „ეს ის რუსები არიან, რომლებმაც ოლიმპიადა გააყალბეს“.

ყველა იმ რუსული გადაწყვეტილების გამეორება, რომლებიც დასავლეთს შეუძლია გაიმეოროს, და ისეთების შფოთიან-დამცინავი მხილება, რომელთა გამეორების თავიც არ აქვს, საკმაოდ უაზრო მაიმუნობად გამოიყურება (რაც აზრობრივად შემთხვევით ერითმება იმ ფაქტს, რომ დასავლური კომპანიები თავიანთ ვაქცინებს არა „ადამიანურ“, არამედ ნოვატორულ და წესიერად შეუმოწმებელ „მაიმუნურ“ პლატფორმაზე ქმნიან). ის ფაქტი, რომ შემქმნელები ცდილობენ, წინდაწინ აარიდონ თავი შესაძლო პასუხისმგებლობას, უკვე იქცა კარიკატურისტების შთაგონების წყაროდ.

თუმცა ეს ჩვენთვის სრულებით არ არის ჩვეული. არ ღირს ვიფიქროთ, რომ დასავლეთის ქვეყნების ფონზე რუსეთის აღმაშფოთებელი წარმატებული ბრძოლა კორონავირუსთან მხოლოდ სამამულო ტრადიციების მცველებს ჰგვრის შოკს — „ჩვენთან ჯანდაცვა კლავს, იმკურნალეთ მარტო ევროპა/ისრაელ/აშშ-ში-ს“ თანახმად. დასავლეთიც შოკირებული იყო, თანაც ისე, რომ იგივე პირობითი CNN და „ბლუმბერგი“ თვეების განმავლობაში ატრიალებდნენ ანალოგიურ „სპეციალისტები ეჭვობენ“, „ექიმებს არ სჯერათ“, „რუსეთში ვარაუდობენ, რომ პუტინისეული ხელისუფლება სტატისტიკას აყალბებს“. სხვათა შორის, ჩინური ვაქცინის გარშემოც ახლა ზუსტად ასეთივე „ეჭვობენ–ვარაუდობენ–მალავენ“ არის აგორებული.

მთელ ამ პანდემონიუმს ერთი ასპექტი აქვს, რომელსაც რუსეთში სრულად ვერ აცნობიერებენ.

საქმე ისაა, რომ აშშ-ში ვაქცინის ძიების პრობლემა ღრმად პოლიტიზებულია, როგორც საერთოდ ყველაფერი, რასაც კორონავირუსთან აქვს კავშირი. იგივე ითქმის ამჟამად შეჩერებულ AstraZeneca-ს ვაქცინაზე — დონალდ ტრამპის ერთ-ერთ „სავაქცინო იმედზეც“, რომლის ამომრჩევლებისთვის მაქსიმალურად სწარაფად მიწოდება ჯო ბაიდენის წინასაარჩევნო კარში გოლი იქნება.

ამასთან დემოკრატების მედიასაშუალებებმა უკვე გაშალეს კამპანია ტრამპის წინააღმდეგ, რომელიც თითქოს აჩქარებს კვლევებს და ამით საფრთხეს უქმნის ამერიკელების ჯანმრთელობას. ეს კამპანია ზუსტად ისეთივე სქემაზეა აგებული, როგორითაც რუსულ ვაქცინას „კლავენ“: პოლიტიკური ქულების დასაგროვებლად პრეზიდენტი მზადაა ბაზარზე შეუმოწმებელი საშუალება გაიტანოს, კაცმა არ იცის, როგორი გვერდითი ეფექტებით.

უნდა ითქვას, რომ ამ ანტიტრამპულ კამპანიას უკვე აქვს ერთი მართლაც რომ გამაოგნებელი ეფექტი: როგორც სოციოლოგიური სამსახურები ამბობენ, ამერიკელთა ორი მესამედი აცხადებს, რომ არ აიცრებიან ვაქცინის დამტკიცებისთანავე. ფაქტობრივად, ტრამპზე გამარჯვების მოსაპოვებლად მისი მოწინააღმდეგეები, როგორც ვხედავთ, მზად არიან თავიანთი თანამემაულეები „ანტიაცრისტებად“ აქციონ, ანუ ჩაუნერგონ მათ ზოგადად ვაქცინების მიმართ უნდობლობა (რის აღმოფხვარასაც მერე დიდი ხანი დასჭირდება — როგორც ყველა ირაციონალურ ცრურწმენას).

ახლა კი ერთი სასაცილო დასკვნა: მიზეზები, რომლის გამოც დასავლეთის ქვეყნებში პრინციპულ, რეფლექტორულ დონეზე ხდება ნებისმიერი რუსული წარმატების უარყოფა, აშკარაა. ნებისმიერი დარგში პიონერებად მრავალსაუკუნოვანი თვითპოზიციონერობა, ხოლო სხვა ქვეყნების მადლიერ და უმადურ ველურებად დაყოფა თავის დაღს ტოვებს. ამისგან განდგომა მარტივი არ არის.

სწორედ ამიტომ ყოველი რუსული „სპუტნიკი“, იქნება ეს დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრი თუ Sputnik V, ამ ადამიანებისთვის შოკისმომგვრელია.

სხვათა შორის, „სპუტნიკების“ შემდეგ კოსმონავტების დრო დგება. და ერთნი გაგარინს უშვებენ კოსმოსში მაშინ, როდესაც სხვები კამიკაძე–მაიმუნებს გზავნიან იქ.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

255
რუსეთის დროშა

მოსაზრება: „ეს რუსებმა გააკეთეს“ - აგებულია მსოფლიო ტოტალიტარული „დერჟავა“

3
(განახლებულია 14:53 02.12.2020)
რის გამო დასჯის ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს უახლოეს ოთხ წელიწადში — ამ კითხვაზე პასუხს Россия сегодня–მ მიაგნო.

ეს არაპირდაპირი, თუმცა საკმაოდ გასაგები პასუხია. სააგენტოს სპეციალისტებმა წამყვან ამერიკულ მედიასაშუალებებში გამოქვეყნებული იმ პუბლიკაციების კვლევა ჩაატარეს, რომლებშიც რუსეთია ნახსენები.

შედეგი: ახლა გასაგებია კონტექსტი, რომელშიც რუსეთი არსებობს ამერიკული მედიასფეროსთვის (შესაბამისად, ამერიკული პოლიტიკისთვის) და ასევე მისი როლი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით გასაგებია რუსეთის მიმართ დამოკიდებულება და მის მიმართ მოსალოდნელი ნაბიჯები.

სამხიარულო ახალი ამბავი: ამერიკულ მედიას რუსეთი ახსოვს, უყვარს და იხსენებენ — უფრო ინტენსიურად, ვიდრე 2016–ში, როცა „რუსული ისტორია“ თითქოს პიკზე იყო.

სევდიანი ახალი ამბავი: წინა მიმოხილვიდან გასული ერთი წლის განმავლობაში არაფერი შეცვლილა.

რუსეთის შესახებ 1227 რელევანტური პუბლიკაციიდან ამა წლის 1 აგვისტოდან 15 ნოემბრამდე პოზიტიური პუბლიკაციების რაოდენობა ნულია. ისეთი სტატიები, რომლებიც შეიძლება ნეიტრალურად შეფასდეს — 46–ია, ანუ საერთო რაოდენობის 4%. დანარჩენი 96% კი უბრალოდ გამეორება კი არა, მიზნობრივი აუდიტორიისთვის ერთი და იგივე მანტრის თავში ჩადებაა: რუსები არცევნებში ჩაერივნენ, რუსები ფეიკებს ავრცელებენ და ასე შემდეგ.

თუმცა ეს იმდენად უნიათოდ კეთდებოდა, რომ დიდი ფიქრიც არ უნდა: რომელიღაც კაბინეტებში (ან დისტანციურად) ისხდნენ ვიღაც ჟურნალისტები და რედაქტორები, რომლებიც 24 საათში ერთხელ აღებდნენ პირს, რათა განეცხადებინათ:

  • პუტინი ოცნებობს, მხარი დაუჭიროს ტრამპს და ცდილობს ჩაერიოს ჩვენს არჩევნებში;
  • რუსეთი განაგრძობს შეაღწიოს ჩვენს არჩევნებში;
  • რუსული ტროლები გავლენას ახდენენე ჩვენს აუდიტორიაზე;
  • სოციალური ქსელები არასაკმარისად აკონტროლებენ რუსი ჰაკერებისა და ტროლების საქმიანობას;
  • თუ ხმას აძლევ ტრამპს, ესე იგი შენ პუტინის  მითითებით მოქმედებ.

ამას, რა თქმა უნდა, არანაირი კავშირი არ ჰქონდა და არც აქვს რუსეთთან. ეს აშშ–ის შიდა მედიაცხოვრების ელემენტია — უკიდურესად მცირედ ერუდირებული მასების ქვეყნისა და ამასთან უწყეტი ელექტორალური ციკლისა. ქვეყნისა, სადაც შიდა მტრების მისამართით მსროლელი მედიაქვემეხების ამოცანა — ეს აუდიტორიის მიძინებაა ერთი და იგივე მანტრებით, რომლებიც მოსახლეობას მოუწოდებს, მივიდნენ უახლოეს არჩევნებზე და ხმა, ვისაც საჭიროა, იმას მისცენ. 

ამას, თუ დაგავიწყდათ, დემოკრატია ჰქვია.

2020–მა წელმა ამ მხნე დემოკრატიას ერთი სიახლე შესძინა:

გიგანტმა სოცპლატფორმებმა —Facebook–მა და Twitter–მა მათ მიერ კონტროლირებადი მედიასივრცის ცენზურა დაიწყეს დემოკრატი ჯო ბაიდენის სასარგებლოდ.

ანუ:

  • ახშობდნენ კოლექტიური ცნობიერების გამოვლინებას, რომლებიც ტრამპს „გარყვნილების მაფიასთან მებრძოლად“ სახავდნენ, და ამის პარალელურად ხელს უწყობდნენ სარკისებურ კონსპიროლოგიას, რომ ტრამპი პუტინის მარიონეტი და თეთრი რასისტების მფარველია;
  • ახშობდნენ თავად ტრამპს ყოველ ჯერზე, როცა ის რაიმეს ამბობდა, ფასდებოდა რა ეს „სოცქსელების მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტების“ მიერ არასანდო ინფორმაციად (მე შევძელი მომეძიებინა მონაცემები 19 ოქტომბრისთვის: ტრამპს 65–ჯერ „მოაკეტინეს“, და ეს მაშინ, როცა მისი ტოტალური „ჩახშობა“ ჯერ კიდევ წინ იყო“;
  • ყველაზე მეინსტრიმული მედიასაშუალებების გამოძიებების ჩახშობა, რომლებიც მოგვითხრობდნენ, როგორ იხეირეს ბაიდენმა და მისმა ოჯახმა უკრაინაში (აქ Twitter–ი და Facebook–ი ერთად გამოვიდნენ და თანაც ძალიან შედეგეიანად: New York Post–ის მიერ აღწერილი უმცროსი ბაიდენის თავგადასავლები დემოკრატი ამომრჩევლების უმრავლესობას არც კი უნახავს).

ფაქტობრივად, ჩვენ ვიყავით თვალს ვადევნებდით 21–ე საუკუნის ინფორმაციული ტოტალური „დერჟავის“ აგებას. „დერჟავისა“, სადაც მედიასივრცეების მფლობელები ერთდროულად ფანტომების პოპულარიზაციასაც ახდენენ და საწინააღმდეგო აზრს ბანს ადებენ, ხოლო დემოკრატებისთვის 14  მილიონი ხმის ჯადოსნურად შემატების შემდეგ, დაეჭვებულების ხმებს ადებენ ბანს და პოპულარიხზაციას უწევენ თეზისს „არანაირი გაყალბება არ მომხდარა, ტრამპი და ტრამპისტები ცრუობენ“.

რა უნდა აღინიშნოს აქ.

ჩვენ, რა თქმა უნდა, არანაირად არ შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ აშშ–ის ადმინისტრაციის შემდგომ ნაბიჯებზე. პირველ რიგში იმიტომ რომ ამერიკაში არ არსებობს და არასდროს ყოფილა „პრორუსული ლობი“ (მით უმეტეს, რესპუბლიკელებს შორის), მეორეც (და რაც მთავარია) იმიტომ რომ  ჩვენ უნდა გვახსოვდეს ერთი მარტივი რამ: უკვე დაახლოებით ათი წელია, რაც აშშ–ის ელიტამ (პოლიტიკური, მედიური თუ როგორიც გნებავთ) არაფერიც არ იცის რუსეთის შესახებ. არანაირი ამერიკელი პოლიტიკოსები არ ჩამოდიან ტოქსიკურ რუსეთში, არავის უნახავს მოსკოვი, პეტერბურგი, ეკატერიბურგი, ციმბირი თუ კამჩატკა; არცერთი მათგანი არ შეხვედრია რუს ხალხს, მხოლოდ რუს დიპლომატებს ხვდებიან გაეროში მორიგ სესიებზე; რუსეთის შესახებ მთელ ინფორმაციას მათ  ღრმად პათოლოგიური კადრები აწვდიან. თუმცა ესეც მათი ყურადღების პერიფერიბზე რცება: ყველა მთავარი მტერი ახლა მათი ნაციის შიგნითაა თავმოყრილი და სწორედ მათ ეომებიან ისინი ახლა პირველ რიგში.

ამაში კარგი სიახლე ისაა, რომ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს რუსეთის წინააღმდეგ და მის დასასჯელად რაღაც განსაკუთრებულად დახვეწილ მეთოდებს გამოიყენებენ. იმისათვის, რომ რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ ზუსტად მიზანში მოსახვედრი და წერტილოვანი ქმედებები განხორციელდეს, უნდა იცნობდე მას.

ასე რომ: აშშ–ს არა მარტო არ აქვს უნარი, მტკივნეულ ადგილზე მოარტყას რუსეთს, არამედ ისიც არ შეუძლია, რომ მისთვის ზიანის მიყენების ამოცანაზე კონცენტრირდეს. ერთი მარტივი მიზეზით: ამ მომენტში იქ მედიურ–პოლიტიკურმა ოლიგარქიამ გაიმარჯვა, რომელიც თავის მთავარ მტრებად შიდა ოპონენტებს მოიაზრებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ზეწოლა უნდა მოახდინოს: რელიგიურ კონსერვატორებზე, თეთრკანიან მამაკაცებზე — მათი წარმოდგენის გამო საკუთარი სრულფასოვნებისა და ცხოვრების სტილის მართებულობის შესახებ, ტრადიციულ ენერგეტიკაზე „მწვანე ენერგეტიკის“ სასარგებლოდ — რა დროსაც ფანტომური რუსული საფრთხე აპრიორი მარგინალურად იქნება შეფასებული.  

ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2–ის“ მსგავს რუსულ მაკროპროექტებს არაფერი ემუქრება. თუმცა არც იმის ვარაუდის საფუძველი არსებობს, რომ საფრთხე ძლიერდება.  

რუსეთი, რა თქმა უნდა, არ უყვართ (შეიძლება, სძულთ კიდეც), მაგრამ სახელმწიფოს ტოტალიტარული მოწყობა, „ბელადური“ იქნება ის თუ „დემოკრატიული“, სწორედ იმით განსხვავდება ნორმალური სახელმწიფოებრივი მოწყობისგან, რომ ის მთავარ მტრებს ყოველთვის ეძებს და პოულობს კიდეც თავის შიგნით. ასე რომ, ჩვენ მხოლოდ მოთმინება და პოპკორნის, ან მზესუმზირის მომარაგება გვმართებს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

3
ძველი თბილისის დაკეტილი კაფეები და რესტორნები

„წინასწარმეტყველება“ სარესტორნო ბიზნესს... რა იქნება შეზღუდვების მერე?

1013
(განახლებულია 20:11 30.11.2020)
რესტორნებისა და კვების ობიექტების საქმიანობა შეიზღუდა. რატომ იყო ეს გადაწყვეტილება ამ სექტორისთვის მოულოდნელი, რამდენი ადამიანი დაკარგავს სამუშაოს და ემუქრება თუ არა ბიზნესის ამ სახეობას განადგურება?

სამსონ ხონელი

დიდი დრო არ გასულა, დაახლოებით ერთი კვირის წინ სოციალურ ქსელში ხანგრძლივად ვიმოგზაურე... არახალია, ვირტუალურ სამყაროში მთელი სიდიადით შეიგრძნობთ ჩვენი დროების მრავალფეროვნებას. ვინ რა თქვა, ვინ რას აპირებს, ვინ ვისთან და რა ვითარებაში, ვინ ვის რითი ემუქრება, ვის რა სწყინს და ვის რა უხარია?.. ერთი სიტყვით, სხვა მრავალ ღირსშესანიშნაობათა შორის ყურადღება მეგობრის FACEBOOK-ის კედელზე გამოქვეყნებულმა წინასწარმეტყველ ლელა კაკულიას ფოტოპორტრეტმა მიიქცია. იქვე იყო საგულისხმო მინაწერიც: „ვხედავ, დეკემბერში დაბადებული ხალხი რესტორნებში ვერ გადაიხდიან დაბადების დღეს!“ ბევრი ვიცინე, მეგობარი ხუმრობდა. წამითაც არ დამიშვია, რომ წინასწარმეტყველი საიუბილეო თარიღების აღნიშვნის დისლოკაციის ადგილის პროგნოზირებით დაკავდებოდა, ის მხოლოდ გლობალურ საკითხებს უთმობს ყურადღებას. არ შევმცდარვარ, გადავამოწმე, ქალბატონი ლელას კედელიც დავათვალიერე, თუმცა მსგავსი არაფერი მინახავს. დღევანდელი გადასახედიდან კი ნათელია, რომ ხუმრობა რეალობად იქცა. მკითხველი ბრძანებს, მეგობარი შეცდა, ერთი თვით შემოიფარგლა, არადა დეკემბრის იუბილარების ბედს იანვარში დაბადებულებიც გაიზიარებენო და მართალიც იქნება. სიტყვა გამიგრძელდა, დროა, ყურადღება მთავარი სათქმელისკენ მივაპყრო. მადლობა მეგობარს, უწყინარმა ხუმრობამ წინამდებარე სტატიაზე მუშაობის სტიმული მომცა.

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ საქართველოში უკვე მოქმედი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. ეკონომიკურ საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, გამონაკლისი არც სარესტორნო ბიზნესია. კერძოდ, მრავალპუნქტიან დოკუმენტში ვკითხულობთ: „რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე. დასაშვებია: პროდუქტის გატანა ე.წ. Takeaway, „დელივერი“ და „დრაივი“.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას მყისიერად მოჰყვა სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენელთა განცხადებები. რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის შოთა ბურჯანაძის შეფასებით, რესტორნების მუშაობის შეზღუდვის გადაწყვეტილება მათთვის შოკისმომგვრელი იყო. შეზღუდვის შედეგად კი მეოთხედ მილიონამდე ადამიანი, რომელიც ამ სექტორში მუშაობს, უმუშევარი დარჩება.

„შეხვედრების დროს ჩვენ მთავრობას ვთავაზობდით – ოქროს შუალედი მოგვენახა. ჩვენი შეთავაზება იყო, რომ უკვე არსებული რეგულაციების მკაცრი კონტროლი მომხდარიყო და ვინც არღვევდა მოთხოვნებს, მკაცრად ეგო პასუხი. მაგრამ მთავრობამ სრული „ლოკდაუნის“ გადაწყვეტილება მიიღო. შეხვედრისას ასეთი ვერსია არც კი განიხილებოდა“, − განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

რესტორატორთა ასოციაციაში ვარაუდობენ, რომ რესტორნების 90 პროცენტი ვეღარც გაიხსნება და სამუდამოდ დაიხურება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია 11.000 რესტორანი, მათ შორის 40 პროცენტი − თბილისში, 60 პროცენტი − დედაქალაქის ფარგლებს გარეთ. „თბილისსა და დიდ ქალაქებში რამდენიმე რესტორანი ფუნქციონირებს, დანარჩენი გაჩერებულია. დღე არ გადის ისე, რომ რესტორნების დახურვის შესახებ ინფორმაცია არ გავიგოთ. ამ შეზღუდვების შედეგად მარტში რესტორნების სასაფლაოს მივიღებთ“, – აცხადებს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი კოტე გაბრიჩიძე, რომელიც დასძენს, რომ „ლოკდაუნს“ შედეგი არც წინა შემთხვევაში გამოუღია, გარდა იმისა, რომ ბიზნესს პრაქტიკულად გადაულახავი პრობლემები შეუქმნა. კოტე გაბრიჩიძის თქმით, მთავრობის მიერ დაანონსებული სუბსიდირების პაკეტი კარგია, მაგრამ ფაქტიურად განადგურების პირას მყოფი

ბიზნესისთვის სახელმწიფოსგან საპროცენტო განაკვეთების სუბსიდირება დიდი შეღავათი ვერ იქნება.

„მესმის, ამ „ლოკდაუნებით“ შედეგი მიგვეღო, მაგრამ არა მარტო სარესტორნო ბიზნესი, არამედ ქვეყნის ეკონომიკა გავანადგურეთ, ხოლო ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესება ვერც ერთხელ ვერ მივიღეთ. ამჯერად საუბარია რესტორნების ე.წ. დელივერი სერვისით მუშაობაზე. პროდუქცია უნდა დამზადდეს და მომხმარებლამდე მივიდეს, მაგრამ ეს პროდუქცია ვინ უნდა დაამზადოს, თანამშრომელი როგორ უნდა მივიდეს სამსახურში და მერე უკან სახლში როგორ უნდა დაბრუნდეს, ამაზე არავინ ფიქრობს“, − აცხადებს კოტე გაბრიჩიძე.

სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენელთა პოზიციას ექსპერტ-ანალიტიკოსთა ერთი ნაწილიც იზიარებს. მათი შეფასებით, კვების ობიექტების მუშაობის შეჩერება ხელისუფლების მხრიდან არასამართლიანი გადაწყვეტილებაა, რადგან ამ სფეროში მომუშავე პერსონალი COVID-19-ის გავრცელების ყველაზე დიდ რისკ-ზონას არ წარმოადგენს.

„დიდი საწარმოები, მშენებლობის სექტორი და სხვა სექტორები, რაც ქმნის ეკონომიკის დიდ ნაწილს, იმათ რატომ არ აჩერებენ, იქ არ არის ვირუსის გავრცელების რისკ-ზონა მაღალი? ცხადია: ის რომ გააჩერონ, მთელი ეკონომიკა ჩამოიშლება. არასამართლიანი მიდგომაა, რატომ ვაჩერებთ კვების ობიექტებს? საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერება გასაგებია, ეს ვირუსის გავრცელების ტემპს მნიშვნელოვნად შეამცირებს. ეჭვი მეპარება, კვების ობიექტებისა და რესტორნების ოპერირების შეჩერება რამენაირად ამცირებდეს ვირუსის გავრცელების ტემპს. თუ რომელიმე საწარმო არის ვირუსის ტემპის გავრცელების მაღალი მატარებელი, ეს პირველ რიგში დიდი საწარმოებია, სადაც ბევრი ადამიანი ერთდროულად მუშაობს“, – განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა აკაკი ცომაიამ.

მისი შეფასებით, არსებული რეგულაციები ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება, გამოიწვევს ეკონომიკის ვარდნას, ვინაიდან საზოგადოების გარკვეული ნაწილი უმუშევარი დარჩება. ექსპერტი მიანიშნებს, რომ, ზოგადად, დაწესებული რეგულაციები ჯანდაცვის სისტემის გაუმართავი მუშაობის შედეგია.

„როგორ ხორციელდება მართვის პროცესი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემაში?.. სწორად მართვა ნიშნავს, საავადმყოფოებში ხვდებოდნენ ის პაციენტები, რომელთაც ჰოსპიალიზაცია სჭირდებათ. პროცესის სამართავად ხელისუფლებას ჰქონდა დრო, რომელიც მან ვერ გამოიყენა. სამწუხაროდ, ამ პერიოდში ვერ ვისწავლეთ, თუ როგორ უნდა მოხდეს შერჩევა, ვის სჭირდება ჰოსპიტალიზაცია და ვის არა, როგორ ვმართოთ ეს პროცესი. ჯანდაცვის სისტემის მართვის პროცესში არ მეგულება ადამიანები, რომლებსაც ამის გაკეთება შეუძლიათ. ეფექტური მართვა შესაძებელია, მაგრამ ჯანდაცვის სისტემა ვერ ახერხებს. ამის ფასს კი დანარჩენი საზოგადოება ვიხდით ეკონომიკური კეთილდღეობის შემცირებით“, – განაცხადა აკაკი ცომაიამ.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების შედეგად შეზღუდვების გამკაცრება და გაფართოება საქართველოს ეკონომიკაზე რომ ნეგატიურად იმოქმედებს, ამას არავინ უარყოფს. საკამათო არც ის არის, რომ ქვეყანას მძიმე ზამთარი და გაზაფხული ელის. ახლა მთავარია, რომ მკაცრად დავიცვათ რეგულაციები და მედიკოსთა რეკომენდაციები. სხვაგვარად ალბათ ვერც თებერვალ-მარტში დაბადებულებს ექნებათ დაბადების დღის არა თუ რესტორანებში, არამედ ვიწრო წრეში გადახდის ხალისი. და, ბოლოს, არ დავივიწყოთ, ადამიანის მრავალ უფლებათა შორის მთავარი სიცოცხლის უფლებაა. სხვა ყველაფერი მოიცდის!..

 

1013
მთვარის ზედაპირი  поверхность луны

მომავალ წელს მთვარის ზედაპირზე რბოლის გამართვა იგეგმება: ცნობილია დეტალები

0
ბოლიდების შექმნაში, რომელიც „მაკლარენის“ დიზაინერის პროექტით უნდა აიგოს, სკოლის მოსწავლეების ჩართვა იგეგმება

თბილისი, 2 დეკემბერი — sputnik. მთვარის ზედაპირზე 2021 წლის ოქტომებრში შეიძლება ისტორიაში პირველი რბოლა გაიმართოს როვერებს შორის, იუწყება NewAtlas–ი.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია არა რეალური პილოტების რბოლაზე, არამედ პროექტ Moon Mark–ის ფარგლებში ორი რადიომართვადი როვერის შეჯიბრზე, რაც ონლაინ–რეჟიმში გადაიცემა ტელევიზიით.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში მთვარის ზედაპირზე ორი მინიატურული როვერის „გადასხმაა“ დაგეგმილი, რომელთაგან თითოეულის წონა 2,5 კგ იქნება. ამასთან დაახლოებთ 3 კგ წონისა იქნება ბოლიდების მთვარეზე დასმის მექანიზმი. 

ცნობილი ხდება, რომ McLaren P1–ის სპეციალისტ ფრენკ სტივენსონის დიზაინის როვერებს სკოლის მოსწავლეები შექმნიან.

ამასთან აღსანიშნავია, რომ პროექტის ტექნიკური დირექტორის, ტოდ უოლაჰის თქმით, დედამიწიდან მთვარეზე როვერების დისტანციურ მართვაში პრობლემები არ იქნება.

„ჩვენი აზრით, სიგნალის გადაცემა–მიღებაში მნიშვნელოვანი ყოვნი გავლენას ვერ მოახდენს რბოლაზე ან ავტომობილების მართვაზე.“, — აცხადებს ის.

სპეციალიტის თქმით, Intuitive Machines–თან პარტნიორობის წყალობით, პროექტის ორგანიზატორებს საშუალება ექნებათ,  გამოიყენონ რბოლის ონლაინ– რეჟიმისას ვიზუალური ეფექტები  და ტელემეტრია.

0
თემები:
მსოფლიო დღეს