„თამაში მიდის“: რატომ დაბლოკა ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიევროკავშირის დროშა ბრიუსელის ოფისის წინ
ევროკავშირის დროშა  ბრიუსელის ოფისის წინ - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვიპროსმა ევროკავშირის მიერ ბელარუსის წინააღმდეგ მიღებული სანქციები დაბლოკა, იუწყება გამოცემა Bloomberg ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, ხმელთაშუა ზღვის სახელმწიფო არ ეთანხმება მინსკის წინააღმდეგ შეთავაზებულ ზომებს და ამასთან ცდილობს, ევროკავშირს სანქციების სიაში ის შვიდი თურქული კომპანია შეაყვანინოს, რომლებიც კვიპროსის ეკონომიკურ ზონაში ბუნებრივი აირის მოსაპოვებლად ბურღვით სამუშაოებს ეწევიან.

ალექსანდრ ლუკაშენკო - Sputnik საქართველო
„კაცური აღიარება“ – ლუკაშენკო ხელისუფლების დათმობას არ აპირებს

აღსანიშნავია, რომ ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების დასაწესებლად ევროკავშირის ყველა წევრის — 27-ვე ქვეყნის თანხმობაა საჭირო.

შექმნილ ვითარებაზე რადიო Sputnik-ის ეთერში საკუთარი აზრი გამოთქვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ინსტიტუტის გენერალურმა დირექტორმა ვლადიმირ ლეპიოხინმა და განაცხადა, რომ სანქციების მიმართ ევროკავშირში უკვე დიდი ხანია პოზიციების ერთიანობა არ არსებობს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ორმა დიდმა ევროპულმა ქვეყანამ — საფრანგეთმა და გერმანიამ დიდი ხანია, რაც პოზიცია შეიცვალეს. ისინი არ არიან დაინტერესებული ეკონომიკური სანქციების გამოცხადებით საერთოდ. ანუ ევროპაში განხეთქილებაა. ყველა მოვლენას ბელორუსიაში ისეთი ქვეყნები უკეთებენ ორგანიზებას, როგორებიცაა პოლონეთი და ლიტვა — დიდი ბრიტანეთისა და სხვადასხვა ამერიკული ფონდების ხელშეწყობით; არა ვაშინგტონის, არა თეთრი სახლის, არამედ ამერიკელი დემოკრატების, სოროსისა და მისთანათა მომხრეებისა. ისინი, ვინც ბელორუსიას უტევენ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებსაც ლობირებენ და ბელორუსიისაც, მაგრამ მათ უკვე აღარ აქვთ ტოტალური მხარდაჭერა. მიდის თამაში. და აღარ არსებობს ძველებული ერთობა და სურვილი დამატებითი სანქციების გამოცხადებისა. რატომ არ აქვს ბოლარუსულ „რევოლუციას“ გაგრძელების შანსი? სწორედ იმიტომ, რომ [პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს] ჩამოგდების აღვირახსნილ მომხრეებს, კერძოდ, პოლონელ და ლიტველ პოლიტიკოსებს ევროპის სხვა ქვეყნები უკვე მხარს არ უჭერენ. რევოლუცია სულს ღაფავს, ძალადობრივ ფაზაში გადაყვანის მცდდელობა არ გამოდის, რუსეთმა ბელორუსიას დახმარება აღუთქვა. დასავლეთში ეს ყველას ესმის“, – თქვა ლეპიოხინმა.

მანამდე ევროკავშირმა განაცხადა, რომ ბელარუსში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს სამართლიანად და კეთილსინდისიერად არ მიიჩნევს და ამასთან უარი თქვა მისი შედეგების აღიარებაზე.

ალექსანდრ ლუკაშენკო: „შესაძლოა ცოტა მეტხანს მომივიდა პრეზიდენტობა“>>

გარდა ამისა, ევროკავშირის ლიდერები, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისა და ასევე, როგორც ევროკავშირში მიაჩნიათ, არჩევნების ფალსიფიკაციის გამო, მინსკის მიმართ ინდივიდუალური სანქციების შემოღებაზე შეთანხმდნენ. ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ უკვე აუკრძალეს 30 ბელარუს ჩინოვნიკს მათ ტერიტორიებზე შესვლა.

ევროკომისიის პრეს-სამსახურისა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურის წარმომადგენლის პეტერ სტანოს თქმით, ევროკავშირი განაგრძობს მუშაობას იმ პირების სიაზე, რომელთა წინააღმდეგაც შემზღუდავი ზომების შემოღება იგეგმება ბელარუსში მიმდინარე მოვლენების გამო.

 

ყველა ახალი ამბავი
0