გაზის მომპოვებელი საწარმო

პოლიტიკისთვის და არა ხალხისთვის: რას მისცემს გაზის ახალი საბადოები თურქეთს?

128
(განახლებულია 20:31 26.08.2020)
„ახალი ეპოქის დასაწყისი“, „ეს გახდის ქვეყანას ენერგოდამოუკიდებელს“, “ისტორიული მომენტი“ – თურქეთის ხელისუფლებამ მაქსიმალურად გააბუქა სიახლე შავ ზღვაში ნაპოვნ გაზის საბადოზე.

მარია მერკულოვა

სინამდვილეში ეს საწვავი თითქოს არის, მაგრამ არც არის. და, როგორც ჩანს, არც მალე იქნება.

80 მილიარდი დოლარის ღირებულების 320 მილიარდი კუბური მეტრი ― სოლიდურზე მეტად ჟღერს.   

ანალიტიკოსები შეეცადნენ გამოეთქვათ თავიანთი შეფასებები და გაეკეთებინათ მაკროეკონომიკური პროგნოზები ანკარის ბოლოდროინდელი განცხადების შემდეგ შავ ზღვაში გაზის რეზერვების აღმოჩენის შესახებ. განიხილეს – დააკმაყოფილებს თუ არა თურქეთი საკუთარ საჭიროებებს, ან შეძლებს თუ არა გახდეს მინიმუმ რეგიონული მნიშვნელობის ექსპორტიორი. ვიღაცამ „თურქული ნაკადის“ მიმართ შეშფოთება გამოთქვა, სხვებმა მოპოვების ღირებულება შეაფასეს.

სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით მარტივია და ყველა გამოთვლა რესპუბლიკაში შიდა მოვლენების გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს. რახმი თურანი, თურქული გამოცემა Sözcü-ს სტატიების ერთ-ერთი ავტორი იხსენებს, რომ ქვეყანამ უკვე შეიმუშავა პოლიტიკური ტრადიცია – არჩევნების წინ ნავთობის ან გაზის აღმოჩენის შესახებ გრანდიოზული ამბების მოხსენება.

უახლოესი არჩევნები დაგეგმილია 2023 წლისთვის და, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ნაადრევია ფართომასშტაბიანი პიარკამპანიის დაწყება. ამ დროისათვის ხელისუფლება აპირებს საბადოს მოპოვებას. ასე რომ, სამი წლის განმავლობაში სათაურები შეიძლება კიდევ უფრო ლამაზი, ხმამაღალი და უფრო მნიშვნელოვანი გახდეს. 

ახლა თურქეთი პრაქტიკულად მთლიანად არის დამოკიდებული საზღვარგარეთიდან “ლურჯი საწვავის“ მიწოდებაზე, ელექტორატის ხმის მიცემამდე დარწმუნება კი ძვირი ღირს. რადგან ეს წარმოდგენილია, როგორც ქვეყნის თითქმის ყველა ეკონომიკური პრობლემის გადაჭრის გზად.

Sözcü-ში ამას არ ეთანხმებიან: ჯერ ერთი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სულ რაღაც სამ წელიწადში რესპუბლიკა შეძლებს მოპოვებისა და დამუშავების ყველა პროცესის რეგულირებას. მეორეც, მომავალი შვიდი წლის განმავლობაში წარმოების ლიმიტი წელიწადში 8-10 მილიარდი კუბური მეტრია, და ეს მხოლოდ თურქეთის საჭიროების მეხუთედია. თუ სრული ენერგოდამოუკიდებლობა დადგება, ეს არ იქნება მალე, ასკვნის მასალის ავტორი.

მისი თქმით, განვლილი 18 წლის განმავლობაში სამართლისა და თურქების განვითარების პარტია ცხრაჯერ უფრო ძლიერად ხარობდა აღმოჩენილი ნავთობის საბადოს გამო. მაგრამ ხმის მიცემის შემდეგ ამ ყველაფერს რატომღაც ივიწყებენ. ნახშირწყალბადური წინასაარჩევნო ტრადიცია ძალიან დიდი ხნის წინ დაარსდა, სულ მცირე, 65 წლის წინ, როდესაც პრემიერი დემოკრატიული პარტიის ლიდერი ადნან მენდერესი იყო. 

მაშინ გაზეთები გამოდიოდა ხმამაღალი სათაურებით: „თრაკიაში აღმოჩენილია მდიდარი ნავთობის საბადო!“ თუმცა, გახდა თუ არა ეს ყბადაღებული „ახალი ეპოქის დასაწყისი“ და რესპუბლიკის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გარანტი? აშკარად – არა.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

128
ევროკომისიის შენობა

მოსაზრება: ევროპა ლიბერალური ერთსულოვნებისა და დემოკრატიული ტოტალიტარიზმისთვის იბრძვის

39
(განახლებულია 21:20 24.09.2020)
დასავლეთის მიერ დე–ფაქტო გამოცხადებული ახალი ცივი ომი სრულიად ახალ ფაზაში შედის, როდესაც ანტირუსულ რიტორიკას გარდაუვლად მოსდევს საკუთარი სხვაგვარად მოაზროვნეების დევნისადმი მოწოდება, რომელთა მოსაზრება არ ჯდება ოფიციალურ იდეოლოგიაში.

ვლადიმირ კორნილოვი

და მოვლენების განითარების კვალდაკვალ ირკვევა, რომ რუსეთი აღარ არის ყველა ამ ანტირუსული გამოხდომებისა და სანქციების ძირითადი სამიზნე. 

თითქოს ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციები რუსეთისა და რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ ძალიან მკაცრია (რომელიც  ქვეყნის კონსტიტუციის შეცვლასაც კი მოითხოვს), მაგრამ იმავე უწყების ტრიბუნიდან გამოსვლისას ევროკომისიის თავის ურსულა ფონ დერ ლაიენის ოფიციალურ სიტყვაში რუსეთი მხოლოდ ერთხელ იყო ნახსენები. მაგრამ როგორ! ის პირდაპირ დაემუქრა „მათ, ვინც რუსეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობას უჭერს მხარს“. ანუ ეს უფრო მოსკოვისადმი კი არა, იმ სახელმწიფოებისა და, განსაკუთრებით, ევროკავშირის შიგნით არსებული იმ პოლიტიკური ჯგუფებისადმი მიმართვაა, რომლებიც კიდევ ბედავენ და იმედი აქვთ, რომ ბრიუსელი საგარეო პოლიტიკას უფრო ჯანსაღად მიუდგება. გერმანიის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამით ევროპის ოპოზიციას აფრთხილებს, „თქვენზე მოვდივართო“.

ამასთან დასავლური პრესა მთელ ამ ვრცელ „სატახტო“ სიტყვაში რუსეთის ამ მოკლე მოხსენიებას გამოყოფს ძირითად გზავნილად და სათაურებშიც გამოაქვს: „ევროკაშირის ლიდერი რუსეთთან კავშირებზე გაფრთხილებას იძლევა“. ანუ ეს თეზისი ფართო წრეს უნდა მიეღო ცნობად და ყველა იმას გაეგონა, ვისაც ეს პრესა რეგულარულად აწებებს „კრემლის სასარგებლო იდიოტების“ იარლიყს.

არ არსებობს არანაირი ეჭვი, რომ შიდა ოპოზიციისადმი დამოკიდებულების მკვეთრი გამკაცრება არის არა რეაქცია „ბერლინელი პაციენტის“ სკანდალზე (როგორც ამას ზოგი ევროპელი პოლიტიკოსი ირწმუნება), არამედ ეს უფრო მასობრივი პასუხია სკანდირებაზე „პუტინი! პუტინი!“, რომელიც ბერლინში რუსეთის საელჩოსთან ისმოდა. ეს ასევე არის შიში მართალი სიტყვის გაგონებისა, რომელიც, როგორც ირკვევა, გერმანიაში სულ უფრო დიდი პატივისცემით სარგებლობს.

ამ „პრობლემაზე“ ამ დღეებში პირდაპირ მიუთითა გერმანულმა გაზეთმა Süddeutsche Zeitung:

„რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებების გავლენა დიდია გერმანიაში, სადაც ნავალნის მოწამვლამ არერთი კამათი გამოიწვია. RT Deutsch-ის სტატიები, სახელმწიფო ტელევიზიის გერმანულენოვანი ქვედანაყოფი, წარმოუდგენლად პოპულარულია: ЕСВС-ს მონაცემების თანახმად, ის ახლა მეორე ადგილზეა გერმანიის სოციალურ ქსელებში ციტირებების მიხედვით“.

Süddeutsche Zeitung-ის ავტორებს არ შესწევთ უნარი, დაფიქრდნენ, რატომ ხდება ეს ან რატომ დაეცა ბოლო წლებში ასე მკვეთრად გერმანული გაზეთების პოლულარობა. მათი აზრით, რუსული მედიასაშუალებების მიზანი ევროპაში — ეს „ეჭვის დათესვაა“ ევროპული საზოგადოების მწყობრ რიგებში. საინტერესოა, როდიდან ფიქრობენ დასავლელი ჟურნალისტები, რომ ეჭვების არსებობა — ეს რაღაც ცუდი და საშინელია? თითქოს დემოკრატიული ევროპა ყოველთვის გმობდა (სიტყვიერად მაინც) ტოტალიტარიზმსა და ოფიციალურ ერთაზროვნებას. ახლა კი დასავლელ ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს გულწრფელად უკვირთ, რატომ ეძებენ მათი თანამემამულეები ადგილობრივი გაზეთებისა და სატელევიზიო არხების ჯანსაღ ალტერნატივას, როდესაც ცდილობენ, რაიმე აზრი დაიჭირონ „მოწამვლებისა“ და „ჩარევების“ შესახებ ინფორმაციებში. ადგილობრივი მედიით ხომ ყოველგვარი კრიტიკული მსჯელობის გარეშე ტრანსლირდება ზემოდან დაშვებული „ერთადერთი სწორი“ ვერსია.

ეს ეხება არა მარტო გერმანიას. ევროპის რომელი ქვეყანაც უნდა აიღო, იქ აუცილებლად წააწყდები დისკუასიას იმაზე, რატომ არის „პრორუსული“ თვალსაზრისი ასეთი პოპულარული არასისტემურ მედიასა და სოცქსელებში. ჩეხი ექსპერტი იან შირი ამას ჟურნალისტების „მოუმზადებლობით“ ხსნის. ისინი უბრალოდ „სწორად უნდა დააორიენტირო“: აიძულო, რომ დონბასელ ამბოხებულებს „სეპარატისტები“ კი არ ეძახონ, არამედ „რუსული არმია“ — და საჭირო შედეგსაც მაშინვე მივიღებთ. და ვისი რა საქმეა, რომ რუსული არმია ამ წლების განმავლობაში დონბასში არავის უნახავს. მთავარი ხომ მკითხველისთვის იმგვარი „გაუბუნდოვანებელი“ სურათის თავს მოხვევაა, რომელიც ეჭვებსა და ორმაგ განმარტებებს არ უშვებს. ამისათვის კი ჩეხური ტელევიზიების ეთერებში, შირის აზრით, მხოლოდ „სწორი“ ექსპერტების მოწვევაა საჭირო, რომლებიც თავს უფლებას არ აძლევენ, ეჭვი შეიტანონ „რუსული რეჟიმის მიერ ნავალნის მოწამვლით დაინტერესებაში და ასევე იმაშიც, რომ ეს „ნოვიჩოკის“ მეშვეობით მოხდა“.

უთუ შრი და მისი მსგავსი ექსპერტები ვერ ხვდებიან, რომ ნებისმიერი ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც ყველა გაზეთში მოძებნის ცნობას რუსი „ოკუპანტებისა“ თუ „მომწამვლელი პუტინის“ შესახებ, ადრე თუ გვიან შეეცდება, ამ სენსაციური „ფაქტების“ მტკიცებულებებიც მოძებნოს. და როდესაც გაზეთებში ვერაფერს იპოვის, აუცილებლად მიმართავს ალტერნატიულ წყაროებს. სწორედ ამით აიხსნება კიდეც ის, რომ რუსული მედიასაშუალებები სულ უფრო პოპულარული ხდება ევროპაში. ისინი საშუალებას იძლევა, სულ ცოტა, სხვადასხვა მხრიდან შეხედონ ამა თუ იმ პრობლემას და საკუთარი დასკვნებიც გააკეთონ. ამის ეშინიათ დასავლელ ექსპერტებს, რომლებიც შეპყრობილი არიან რუსეთთან ბრძოლითა და ევროპის შიგნით განსხვავებული აზრის წმენდით.

ასეთი შეპყრობილობის კიდევ ერთი ახალი მაგალითია ამ კვირაში გამართული ადგილობრივი არჩევნები იტალიის რამდენიმე რეგიონში. ოპოზიციური „ლიგის“ გამარჯვების პერსპექტივით დაშინებულმა მეინსტრიმულმა მედიამ ტრადიციულად „წითელ“ ტოსკანაში ისევ ააფრიალა ანტირუსული კარტი, გაიხსენეს რა უკვე ხავსმოკიდებული ისტორია „რუსეთიდან დაფინანსების“ შესახებ. მთავარი „მტკიცებულება“ — ელექტრონული ფირმის რომელიღაც მფლობელს, რომელიც ოდესღაც კავშირში იყო „ლიგასთან“, რუსი ცოლი ჰყავს... და რუსეთში ფულს ურიცხავდა მას.

„ლიგის“ ლიდერის სალვინის განცხადებები, რომ მას ამ წლების განმავლობაში ვერავინ აღმოუჩინა „ვერც რუბლი და ვერც მატრიოშკა“, საერთოდ არ აინტერესებთ ლიბერალურ იტალიურ მედიასაშუალებებსა და ბრიუსელელ პოლიტიკოსებს. ევროპელი ლიბერალების ერთ-ერთმა მთავარმა რუპორმა გი ვერხოფსტადტმა ევროპარლამენტის დარბაზში საჯაროდ დაადანაშაულა სალვინი „პუტინისგან ფულის მიღებაში“.

ამაში არის კიდეც „ბრალდებების“ არსი შიდა ოპოზიციის წინააღმდეგ — მნიშვნელობა არ აქვს, მართლაც არის თუ არა ის პრორუსული, აქვს თუ არა რაიმე ტიპის კავშირი მოსკოვთან. მთავარია, მოაკეტინონ მას. და რისი პასუხი შეუძლია ოპონენტს, თუ მას პირდაპირ მიახლი, რომ მის მომხრეთაგან ვიღაცას რუსი ცოლი ჰყავს ამ თაროზე მატრიოშკა უდევს? ეს მეთოდი დიდ ხნის წინ გამოიცადა ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში.

ამაშია ღია მუქარების აზრი, რომლებიც ოპონენტების მიმართ გაისმა ევროპის „რკინის ლედის“ ურსულა ფონ დერ ლაიენის ბაგეთაგან. ცივი ომი შეუძლებელია „ალქაჯებზე ნადირობის“ გარეშე. ამ ომის დროს ევროპა ტყვეების აყვანას არ აპირებს — ის ყველა იმის ტოტალური წმენდით იმუქრება, ვისაც ის თავის „მეხუთე კოლონად“ გამოაცხადებს. და ეს მხოლოდ დასაწყისია.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

39
ბალისტიკური რაკეტა

„ღია კარზე კაკუნი“ მოსკოვი ვაშინგტონს შეცდომაზე აფრთხილებს

47
(განახლებულია 20:41 24.09.2020)
რუსეთი მხარს უჭერს სტრატეგიული შემტევი იარაღის შესახებ შეთანხმებას (CHB–III) და მოუწოდებს აშშ-ს, გააგრძელოს ის.

გალია იბრაგიმოვა, სოფია მელნიჩუკი

მოლაპარაკებები ზაფხულიდან იწელება. ვაშინგტონი დოკუმენტის გადახედვას მოითხოვს, მოსკოვი კი უარზეა რამე შეცვალოს. რა არის პრობლემის არსი?

„არ გვესმის რეაქცია“ 

„პირველი რიგის საკითხი, რომელიც შეიძლება და საჭიროა, რომ ოპერატიულად გადაიჭრას — ეს, რა თქმა უნდა, რუსეთისა და აშშ-ის შეთანხმების გაგრძელებაა სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შესახებ, რომელსაც ვადა 2021 წლის თებერვალში, ანუ ძალიან მალე გასდის. ჩვენ ასეთ მოლაპარაკებებს აშშ-თან ვაწარმოებთ“, — აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა გაეროს გენასამბლეის 75-ე სესიის გახსნაზე.

რუსეთის ლიდერმა მოუწოდა ქვეყნებს, თავი შეიკავონ ახალი სარაკეტო სისტემების განთავსებისგან. გასულ წელს შეერთებული შტატები მცირე და საშუალო სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებიდან (INF Treaty) გავიდა, რის შემდეგაც მოსკოვმა მორატორიუმი გამოაცხადა მათ განთავსებაზე ევროპაში. პუტინმა მაშინ ხაზი გაუსვა: „მანამ, სანამ აშშ ამგვარი ზომებისგან თავს შეიკავებს“.

„ჩვენ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ გვესმის რეაქცია ჩვენს წინადადებაზე არც ამერიკელი პარტნიორებისგან და არც მათი მოკავშირეებისგან“, — დაამატა მან.

CHB-III-ის გაგრძელებაზე რეკომენდაცია ასევე არაერთხელ გასცა ანტონიუ გუტერიშმა. აი, აშშ-ის მოთხოვნაზე, ჩართონ შეთანხმებაში ჩინეთიც, გაეროს გენმდივანს ნეგატიური რეაქცია ჰქონდა. ამერიკელები „დიდი შეცდომის“ თაობაზე გააფრთხილა რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ვასილი ნებენზიამაც.

სტრატეგიული უსაფრთხოების დედაბოძები

CHB-III არის ფუნდამენტური დოკუმენტი ბირთვულ ტექნოლოგიებზე კონტროლის სფეროში. მოაწერეს რა მას ხელი 2010 წელს, მოსკოვმა და ვაშინგტონმა აიღეს ვალდებულება, შეემცირებინათ სტრატეგიული არსენალი. პროცესი ჯერ კიდევ 70-იანებში დაიწყო, როდესაც ცივ ომში მოწინააღმდეგეებმა პირველი ხელშეკრულება გააფორმეს სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის შესახებ. მას შემდეგ ამ სფეროში შვიდი ორმხრივი შეთანხმებაა მიღებული.   

აშშ-ს არასდროს დაუყენებია ისინი ეჭვქვეშ, მაგრამ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობამ ყველაფერი შეცვალა. თეთრი სახლის მეთაური ცდილობს, შეთანხმება თანამედროვე რეალობებს მოარგოს და ახალი გამალებული შეიარაღება მას არ აშინებს.

INF Treaty-დან გასვლის გადაწყვეტილება 2019 წლის აგვისტოში შეერთებულმა შტატებმა რუსეთისადმი პრეტენზიებით ახსნა. მთავარი — რომ თითქოს მოსკოვმა დოკუმენტით აკრძალული რაკეტა SSC-8 (რუსული კლასიფიკაციით — 9M729) გამოსცადა. გასაგები მტკიცებულებები ამერიკელებს არ წარმოუდგენიათ.

თუმცა არაფორმალურ საუბრებში ისინი აღიარებდნენ, რომ პრობლემა მოსკოვის ქმედებებში არ იყო. პენტაგონმა იეჭვა, რომ ჩინეთი მცირე და საშუალო სიშორის რაკეტებს ქმნიდა და მოითხოვა, რომ ჩინეთის ხელისუფლება სტრატეგიული შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებას შეერთებოდა. პეკინმა ეს მოთხოვნა უყურადღებოდ დატოვა.

2020 წლის მაისში აშშ „ღია ცის ხელშეკრულებიდან“ გავიდა და კვლავ მოსკოვი დაადანაშაულა, აქაოდა რუსები ფრენების ინსპექტირებას ეწინააღმდეგებიანო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ეს ბრალდება უარყო. უწყებაში ვარაუდობენ, რომ ამერიკელები აპირებენ აქტიურად აითვისონ კოსმოსი და „ღია ცის ხელშეკრულება“ ამაში ხელს უშლიდა.

ბირთვული პარიტეტი

„აშშ-სა და ნატოს აშფოთებთ, რომ ჩინეთის ბირთვული პროგრამა სწრაფად ვითარდება. როგორც ჩანს, ჩინელები ამ საკითხში ვაშინგტონთან და მოსკოვთან პარიტეტის მიღწევას ცდილობენ“, — განმარტა აშშ-ის სპეცწარმომადგენელმა შეიარაღებაზე კონტროლის კუთხით მარშალმა ბილინგსლიმ.

ვაშინგტონის უკმაყოფილებას იწვევს ისიც, რომ CHB-III არ ზღუდავს რუსეთის ტაქტიკური ბირთვული პოტენციალის ზრდას. ბილინგსლიმ სტრატეგიული შეიარაღების ვერიფიკაციის ამჟამინდელი მექანიზმიც გააკრიტიკა.

დისკუსიები მაინც დაიწყო, მაგრამ ამერიკელებმა მორიგი პირობა წამოაყენეს: აშშ მოითხოვს, შეთანხმებაში ასევე შევიდეს უახლესი რუსული შეიარაღება, რაც ღია კარზე კაკუნს ნიშნავს“, — განაცხადა რუსმა მინისტრმა.

„კარგი წინადადება“

შეხვედრების მეორე რაუნდი სექტემბერში დამთავრდა — გარღვევების გარეშე. აშშ-ს ახალი მოთხოვნა აქვს — მიიღონ დამატებითი ჩარჩო–ხელშეკრულებები.

მასში ამერიკელები ითხოვენ არა მარტო სტრატეგიული, არამედ ტაქტიკური ბირთვული არსენალების ჩართვასაც. ერთადერთი დათმობა ისაა, რომ ვაშინგტონი თანახმაა, დროებით გადაიდოს მოლაპარაკებათა პროცესში ჩინეთის ჩართვა.

„ჩვენ რუსეთს კარგი წინადადება მივეცით“, — განაცხადა ბილინგსლიმ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მოსკოვი მხოლოდ ამჟამინდელი სახით გაახანგრძლივებს შეთანხმებას. მისი მოქმედების ვადა რამდენიმე თვეში იწურება და რამის შესაცვლელად დრო არ რჩება. უწყებაში აღნიშნეს, რომ შეთანხმების პროცესი თავად ამერიკელებმა გაწელეს.

„თუ ამერიკელები მზად არიან, შეიმუშაონ რაღაც ახალი ინტერესთა ბალანსის საფუძველზე, მაშინ გარიგება შესაძლებელი იქნება. მაგრამ ამას დრო დასჭირდება“, — განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა.

„აშშ პრეფერენციების დევნაში“

„ალტერნატივები ცოტაა: CHB-III ან უცვლელად უნდა გახანგრძლივდეს, ან საბოლოოს უნდა ითქვას მასზე უარი“, — მიაჩნია შეიარაღებაზე კონტროლის პრობლემების სპეციალისტს ევგენი მიასნიკოვს.

შეთანხმების მთავარ ფასეულობად მას სტრატეგიული შეიარაღების ვერიფიკაციის სისტემა მიაჩნია.

„წარსულში ძნელი იყო ერთმანეთის ნაბიჯების კონტროლი. მხარეები ყველაზე ცუდი სცენარიდან ამოდიოდნენ, რაც დაძაბულობას ზრდიდა. თუ სისტემა ჩამოიშლება, წარსულის გამეორების რისკი გაიზრდება“, — აცხადებს ექსპერტი.

ახალი ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტს ვადიმ კოზიულინს ეჭვი არ ეპარება, რომ შეთანხმება გაგრძელდება. აშშ-ის მოთხოვნებს ის ფსონების გაზრდისთვის თამაშად აფასებს.

„ტრამპი თავის ამპლუაშია: გარიგების დადების წინ მეტი პრეფერენციის მიღებაზე ვაჭრობს. მაგრამ დრო პრაქტიკულად არ დარჩა და ამერიკელებიც გაგრძელებაზე წავლენ. ახალი პირობები შემდგომი მსჯელობის თემაა. მით უმეტეს, რომ რუსეთსაც აქვს წინადადებები ტაქტიკური ბირთვული არსენალისა და ევროპაში ამერიკული იარაღის თაობაზე“, — ვარაუდობს ექსპერტი.

მისი თქმით, CHB-III-ში არ შედის უპილოტო სისტემები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეიძლება ბირთვული იარაღის მატარებლებად განიხილებოდეს.

„უპილოტო აპარატები რუსეთს ბევრ შეკითხვას უჩენს. არსებითად ეს იგივე ფრთოსანი რაკეტაა — მრავალჯერადი გამოყენებიდან გამომდინარე, ის სერიოზულ საშიშროებას წარმოადგენს. მაგრამ CHB-III-ზე შეხვედრების ფარგლებში მოსკოვი ამ თემას ჯერჯერობით არ აჩქარებს“, — შენიშნავს კოზიულინი.

მისი თქმით, კონტროლის სისტემის შენარჩუნება ახლა ძირითადად აშშ-ზეა დამოკიდებული. თუ ვაშინგტონი დიალოგს დათანხმდება, პერსპექტივაში მას შეიძლება ჩინეთიც შეუერთდეს, საფრანგეთიც, დიდი ბრიტანეთიც, ინდოეთიცა და პაკისტანიც — ის სახელმწიფოები, რომლებიც ბირთვულ იარაღს ფლობენ.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

47
ბლოკპოსტი

ამჯერად გურია: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითური ჩაიკეტა

0
(განახლებულია 08:51 25.09.2020)
სპეციალურად დაბა ლაითურის მოსახლეობისთვის, სადაც კორონავირუსი რამდენიმე მოსწავლეს და მასწავლებელს დაუდასტურდა, გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში ამოქმედდა ცხელი ხაზი.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. კორონავისუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში გადაადგილება შეიზღუდა.

გურიის რეგიონში, რომელიც ამ დრომდე „მწვანე ზონად" ითვლებოდა, კორონავირუსის უკვე 84 შემთხვევაა დაფიქსირებული. პირველი შემთხვევა 4 სექტემბერს დაფიქსირდა – ინფექცია ჩოხატაურში ახალგაზრდა ქალს დაუდგინდა. ბოლო ინფორმაციით,  ოზურგეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ 61 შეადგინა, აქედან 11 შემთხვევა დაბა ლაითურს უკავშირდება. 

დაბა ლაითურში კორონავირუსი რამდენიმე მოსწავლეს და მასწავლებელს აქვს  დადასტურებული, რის გამოც საჯარო სკოლამ  შეწყვიტა სასწავლო პროცესი და ორი კვირით სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. 

ამ დროისთვის გურიის რეგიონში თერმოსკრინინგი და ფართო ეპიდკვლევა მიმდინარეობს.

სპეციალურად დაბა ლაითურის მოსახლეობისთვის გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში ამოქმედდა ცხელი ხაზი.

„ლაითურში მოსახლეობის შესვლა-გამოსვლა გაკონტროლდება სამართალდამცავთა მიერ. განხორციელდება მოსახლეობის თერმოსკრინინგი. მოვუწოდებთ მოსახლეობას, გაგებით მოეკიდონ აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული კორონავირუსის გავრცელება“,- აცხადებენ ოზურგეთის მერიაში.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 259-ით გაიზარდა და 4399-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1705 ადამიანი, გარდაიცვალა 26 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში