აშშ-სა და ჩინეთის  დროშები

გადაწყდა: ჩინეთს ათნი მოახრჩობენ დაუძახებენ თუ არა რუსეთს?

241
(განახლებულია 18:35 05.08.2020)
ჩინეთთან ცივი ომის გარდაუვალობის ფონზე, რომელიც, დიდი ალბათობით, სანქციებსაც გაითვალისწინებს, ეკონომიკური კავშირების შეზღუდვასაც, ორმხრივ შპიონაჟსაც და, შესაძლოა, კონფრონტაციის ძალისმიერ ფორმასაც, დასავლელი ექსპერტები პეკინზე გამარჯვების ჯადოსნური მეთოდის ძებნას იწყებენ

ივან დანილოვი

„ჩინური დრაკონის მოხრჩობის“ ყველა ვარიანტი, რომლებსაც ამა თუ იმ ფორმით განიხილავენ ვაშინგტონში, ლონდონსა თუ ბრიუსელში, რაღაც ფართო ანტიჩინური კოალიციის შექმნას მოიაზრებს იმ მიზნით, რომ კოლექტიური ძალისხმევით მოხდეს ჩინეთის იზოლირება, გაუვნებელყოფა და დაჩოქება დაახლოებით ისეთივე სქემით, როგორიც სსრკ-ის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლისთვის გამოიყენებოდა.

მაგრამ თუ რაღაც მიმართულების მიმცემი პრინციპების დონეზე არანაირი მრავალფეროვნება არ შეინიშნება, ამ პრინციპების განხორციელების დონეზე სერიოზული პრობლემა ჩნდება, რომლის გადაჭრის დროსაც პრეზიდენტებს, პრემიერებს, დიპლომატებსა თუ ანალიტიკოსებს „შუბები ემსხვრევათ“.

საქმე ისაა, რომ ზოგ ევროპულ დედაქალაქში და აშშ-ის ანალიტიკურ ცენტრებში უკვე იქმნება საფუძვლიანი შთაბეჭდილება, რომ ევროკავშირისა და (განსაკუთრებით, გერმანია, საფრანგეთი და იტალია) ასევე აზიის ზოგი ქვეყანა რატომღაც არ იწვიან სურვილით, მონაწილეობა მიიღონ ახალ ცივ ომში ჩინეთის წინააღმდეგ — აშშ-ის პაიკების რანგში. უფრო მეტიც, მათ არ სურთ ფული იხადონ ამერიკის გამარჯვებისთვის ამ ომში (რაც იმ მუდმივ სკანდალებში გამოიხატება, რომ გერმანია და საფრანგეთი უარს ამბობენ თავიანთი შიდა პროდუქტის მთლიანი მოცულობის ორი პროცენტის გადახდაზე „ამერიკულ სამხედრო საფარველში“) და ისინი მზად არც კი არიან, მაშინვე დაეთანხმონ, მაგალითად, ევროკავშირში ჩინური კომპანია „ჰუავეის“ აღჭურვილობის სრულ აკრძალვას, რაც 5G ქსელებისთვისაა საჭირო. ეს კი წარმოუდგენლად აბრაზებს „ანტიჩინურ ქორებს“ ვაშინგტონსა და ლონდონში.

საკუთარი არმიის ფაქტობრივი შექმნის შესახებ ევროპული განცხადებებისა და მაკრონის დეკლარაციის ფონზე, რომელიც დამოუკიდებელი (ანუ, არც პროჩინური და არც პროამერიკული) საგარეო პოლიტიკის წარმოების სურვილს შეეხება, ჩნდება ეჭვები, რომ ფართო ანტიჩინური ალიანსის „შეკოწიწება“ ძალიან რთული და ძვირი იქნება. და ეს ეჭვები მხოლოდ ძლიერდება, მასთან ერთად კი ძლიერდება ამ პრობლემის გადაჭრის გზების ძიება.

ავტორიტეტული ჟურნალი Foreign Affairs, რომელიც გავლენიანი „გონებრივი ცენტრის“ Council on Foreign Relations-ის ეგიდით გამოიცემა, ამ პრობლემისადმი მიდგომის ორ ვარიანტს განიხილავს. მათგან ერთს შეიძლება პირობითად „დონალდ ტრამპის მიდგომა“ ეწოდოს, ხოლო მეორეს — „ბორის ჯონსონის მიდგომა“. იმ კოლოსალური გავლენის გათვალისწინებით, რომელსაც Council on Foreign Relations-ი ახდენს ამერიკული და ასევე ევროპის პროამერიკული ელიტების აზროვნებაზე (თავად „გონებრივი ცენტრი“ რამდენიმე პოპულარული შეთქმულების თეორიის გმირია, რომელთა თანახმადაც, ის ლამის „აშშ-ის ჩრდილოვან მმართველად“ მიიჩნევა), ღირს განვიხილოთ ის მეთოდები, რომლებსაც ამერიკოცენტრული სამყაროს მოწყობის კრიზისისა და „ჩინური პრობლემის“ წარმატებით გადაჭრისთვის გვთავაზობენ — მით უმეტეს, რომ ამას პირდაპირი კავშირი აქვს რუსეთთან.

მიუხედავად იმისა, რომ Foreign Affairs-ის ახალი სტატია დაიბეჭდა სათაურით „დემოკრატიის საბჭოს მრავალმხრივობის გადარჩენა შეუძლია“, შემოთავაზებული მეთოდები მაინც ვაშინგტონის ფაქტობრივ დომინირებაზეა (მინიმუმ, დასავლურ სამყაროში მაინც) ორიენტირებული, განსხვავება მხოლოდ ამერიკული ჰეგემონიის შენარჩუნების მეთოდებშია.

ავტორიტეტული გამოცემის ავტორები სტატიას იმის კონსტატაციით იწყებენ, რომ არსებული მსოფლიო წესრიგი აშკარად სულს ღაფავს, ხოლო მთავარი საფრთე ამ დროისათვის არის არა კორონავირუსი, არამედ ჩინეთი და რუსეთი.

„მაგრამ კორონავირუსის პანდემიამდეც კი მრავალმხრივი სისტემა, რომელიც შეერთებული შტატების დახმარებით აიგო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ძლივს უმკლავდებოდა ყველაზე სასიცოცხლო პრობლემებს მსოფლიოში. COVID-19-მა აჩვენა, რომ მეფე შიშველია, მაგრამ რეალურად მეფე მანამდე ძუნწად იყო ჩაცმული რაღაც დროის განმავლობაში.

რამდენადაც მსოფლიო ეკონომიკის სიმძიმის ცენტრმა ინდო–წყნარი ოკეანის რეგიონისკენ გადაინაცვლა, გლობალური ამბიციების მქონე სტრუქტურებს აღარ შეუძლიათ პრეტენზია გამოთქვან ამ რეგიონში დამაჯერებელ ლიდერობაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლობის გარეშე. მაგრამ G7-ში, რომელიც 1973 წლის სანავთობე შოკის შემდეგ ჩამოყალიბდა, ჯერ კიდევ შედის ევრო-ატლანტიკური რეგიონისმიღმა ერთი წევრი — იაპონია. ხოლო „დიდი ოცეული“, რომელიც აზიური ფინანსური კრიზისის შემდეგ შეიქმნა 1997 წელს და თავისი ღირებულება წარმოაჩინა 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს, ძალიან შეუთავსებელი აღმოჩნდა პოლიტიკური თვალსაზრისით. ასევე საერთაშორისო პრობლემების საიმედოდ გადაჭრის უნარის თვალსაზრისითაც. ამასობაში გაეროს უშიშროების საბჭოს ზიანი მიადგა ჩინეთსა და რუსეთში აგრესიული ავტორიტარიზმის აღორძინებით“.

ეს ძალიან მძიმე დიაგნოზია, რომელიც შეიძლება დავიყვანოთ თეზისამდე: „ყველაფერი დაიღუპა და არაფერი მუშაობს!“

შესაბამისად, შემოთავაზებულია გადაჭრის ორი გზა — ერთი ტრამპის, მეორე — ჯონსონისა.

„ჯონსონი პირველი იყო, ვინც ახალი სტრუქტურის იდეა წამოაყენა. მაისში მან ათი წამყვანი დემოკრატიის ალიანსის შექმნის წინადადება დააყენა, რომელშიც G7-ის ქვეყნები და ავსტრალია, ინდოეთი და სამხრეთ კორეა შევიდოდნენ, ხოლო გაერთიანებას D10 დაერქმეოდა — იმისათვის, რომ ტელეკომუნიკაციების სფეროში პოლიტიკის კოორდინაცია მომხდარიყო და ჩინური ბაზრის ლიდერის „ჰუავეის“ ალტერნატივა დამუშავებულიყო, რომლის დომინანტმა მდგომარეობამ 5G-ს ტექნოლოგიაში უსაფრთხოებას ყველგან შეუქმნა საშიშროება. ამის შემდეგ მალევე ტრამპმა გადადო G7-ის შეხვედრა, რომელიც ივნისში უნდა გამართულიყო, და მის ნაცვლად G11-ის ფორმატი შემოგვთავაზა შემოდგომის სამიტზე. ჯონსონის წინადადებისგან განსხვავებით, ტრამპის ახალ ჯგუფში, D10-ის ქვეყნებთან ერთად, რუსეთიც უნდა შედიოდეს“.

Foreign Affairs-ის ექსპერტების რეკომენდაციით, ამ კლუბში რუსეთის შეყვანა არ ღირს და ისინი D10-ის ვარიანტს, ანუ ჯონსონის სქემას არჩევენ. თუმცა, ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. უფრო საინტერესოა თავად ამ რეკომენდაციის მოტივაცია, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთს რამენაირად დაარწმუნებენ, რომ ანტიჩინურ ბრძოლაში მონაწილეობა მიიღოს, ტრამპის სქემა მაინც ცუდი იქნება და გრძელვადიან პერსპექტივაში — უპერსპექტივოც, იმის გამო, რომ ის უპირველესად ანტიჩინურ დღის წესრიგზე იქნება აგებული. აი ჯონსონის სქემიდან კი თითქოს რაღაც პოზიტიური დღის წესრიგის ამოღება შეიძლება, ანუ რაღაც გამაერთიანებელი იდეისა, რომელიც „ჩინეთის საწინააღმდეგო ალიანსის“ შექმნას კი არა, არამედ „ყველაფერი კარგისთვის ალიანსის“ შექმნის საშუალებას გააჩენს.

პოზიტიურ დღის წესრიგში, რა თქმა უნდა, ცარიელი ლოზუნგების ნაკრები მოიაზრება — „დემოკრატია“, „თავისუფლება“ და „ადამიანის უფლებები“. განსაკუთრებით სახალისოა ის, რომ ასეთი პოზიტიური დღის წესრიგის გაჩენა ვაშინგტონის ამჟამინდელ საგარეო პოლიტიკას საპირწონედ უდგება: „შეერთებულ შტატებს შეუძლია გამოვიდეს აზიური ბანკის (რომელსაც ჩინეთი მეთაურობს) ინფრასტრუქტურული ინვესტიციების წინააღმდეგ, ინიციატივებისა „ერთი სარტყელი — ერთი გზა“ და რუსული „ჩრდილოეთის ნაკადი-2“. მაგრამ თუ დამაჯერებელ ალტერნატივას არ შესთავაზებენ სხვა ქვეყნებს, მათი დარწმუნება, რომ ისინიც იგივენაირად მოიქცნენ, ძალიან რთული იქნება. ვაშინგტონი ვერ დაამარცხებს რამეს, თუ არაფერს გამოიყენებს“.

ამ მიდგომის პრობლემა ისაა, რომ „დემოკრატია“ და „თავისუფლება“ იარლიყით „დამზადებულია აშშ-ში“ ვერ შეუცვლის გერმანიას რუსულ გაზს, ხოლო იტალიას — ჩინურ ინვესტიციებს. აქ შეიძლებოდა ამერიკულ ფულს ემუშავა, მაგრამ ვაშინგტონს ასეთი ურთიერთობები არ სჭირდება, თანაც, კონკრეტული მომავალი პრეზიდენტის გვარის მიუხედავად — ბაიდენსაც და ტრამპსაც სჭირდებათ კოლონიები, მაგრამ ევროკავშირის დაბრუნება ამ პოზიციაზე, დიდი ალბათობით, აღარ გამოვა, თანაც მნიშვნელობა არა აქვს, D10-ის თუ G11-ის ფორმატში. რუსეთზე ხომ ლაპარაკიც აღარაა.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

241
საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ

შედგება თუ არა მოლაპარაკება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის?

18
(განახლებულია 13:54 04.03.2021)
ორიოდე დღის წინ საქართველოს ევროპაში ერთ-ერთ უძლიერეს მომლაპარაკებლად ცნობილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვია და ფაქტობრივად 31 ოქტომბრის შემდეგ გაბუტული ხელისუფლება და ოპოზიცია პრეზიდენტის სასახლეში მოლაპარაკების ერთ მაგიდასთან დასვა.

ამ შეხვედრას შეიძლება თამამად ეწოდოს მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი, რადგან ეს სწორედ ევროპელი და ამერიკელი დიპლომატების მიერ დაწყებული დიალოგის გაგრძელებას ჰგავდა. თუმცა უცნაური ის აღმოჩნდა, რომ მხარეებმა ევროპელ სტუმართან მოლაპარაკებებზე თანხმობა დააფიქსირეს, ორკვირიანი ვადაც დათქვეს კონკრეტული საკითხების მოსაგვარებლად და შეთანხმების გასაფორმებლად. მაგრამ მეორე დღეს პარლამენტის პიკეტირება დაიწყო. ცნობილია, რომ პიკეტირება და შემდეგ მომიტინგეების დაკავება მაინცადამაინც სასიკეთოდ ვერ მოქმედებს შეთანხმების პროცესზე.

და, მაინც, რაზე შეიძლება შეთანხმდნენ ოპოზიცია და ხელისუფლება? ერთ-ერთი მთავარი თემა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას გამოშვებაა, რისი რამდენიმე სამართლებრივი საფუძველი ნამდვილად არსებობს და ეს ხელისუფლებას ნამდვილად არ გაუჭირდება, თუ სურვილი იარსებებს. მაგალითად, კახა კუკავა ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში ამბობს, მელიას ორ-სამ დღეში გაათავისუფლებენო. ვნახოთ, შესრულდება თუ არა ეს პროგნოზი. აქ ყველაზე მეტად სწორედ პრეზიდენტის ინსტიტუტის სამედიაციო ფუნქციის გამოყენება შეიძლება. რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს:

ვადამდელი არჩევნები – ხელისუფლება აცხადებს, რომ მისი დანიშვნის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც შექმნა კომისია, რომელიც პარლამენტში საარჩევნო დარღვევებს გამოიძიებს. მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ თუ 1 პროცენტის გაყალბებას მაინც დაამტკიცებს ოპოზიცია, ის მზადაა გადადგეს და ვადამდელ არჩევნებზეც თანახმაა. თუმცა ოპოზიციამ შესანიშნავად იცის, რომ ვერაფერსაც ვერ დაამტკიცებს, რადგან თუ რაიმეს დამტკიცება შეეძლოთ, ეს „ცხელ კვალზე“, არჩევნების დროს იყო ყველაზე უკეთ შესაძლებელი. თუმცა, მეორე მხრივ, ფაქტია, რომ მმართველ გუნდს მხარს არჩევნებზე მოსული მოსახლეობის 48 პროცენტი უჭერს, უმრავლესობის გული კი ან ინდიფერენტულია, ან „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა შტო მოსწონს. ამ ფონზე ყველაზე გონივრული სწორედ საარჩევნო ცვლილებებია.

საკონსტიტუციო ცვლილებები – ცნობილია, რომ 2024 წლის არჩევნებისათვის კონსტიტუციაში 5-პროცენტიანი ბარიერია ჩაწერილი, რაც მოლაპარაკების ერთ-ერთი თემაა. საუბარია როგორც ამ ბარიერის 3 პროცენტამდე დაწევაზე, ასევე საერთოდ ბუნებრივი ბარიერის შემოღებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტი, ვინც 1 პროცენტს მაინც აიღებს, პარლამენტში მოხვდება. 5-პროცენტიან ბარიერს კი, დღევანდელი მოცემულობით, მხოლოდ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ გადალახავენ. ახლა ექსპერტები გახარიას პოპულარობის გამო საუბრობენ იმაზეც, რომ შესაძლოა გახარიამ ე.წ. მესამე ძალა შექმნას, რომელიც სრულიად შეცვლის ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტს. მაგრამ ჯერ არც არავინ იცის, ბრუნდება კი გიორგი გახარია პოლიტიკაში, თუ მას მხოლოდ ასეთი დემარშით წასვლა სურდა და ამით მოსახლეობის მხრიდან მთავრობის მიმართ არსებული პრეტენზიების გადამისამართება.

საკონსტიტუციო ცვლილებებს 113 ხმა სჭირდება. ეს მაშინ, როცა პარლამენტში დღეს 100 დეპუტატიც კი არ არის. რამდენჯერმე გაიჟღერა ხათუნა სამნიძისა და თამარ კორძაიას მხრიდან, რომ ისინი მზად არიან, ერთჯერადად შევიდნენ პარლამენტში და ხმა მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებებს მისცენ. თუმცა პარლამენტში ერთჯერადი მხოლოდ საშვია და ისიც არაა სრულფასოვანი. საქმიან ადამიანებს იქ მუდმივი საშვი აქვთ. ასე რომ, იქ შესვლა, დისკუსიებში მონაწილეობა და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება სწორედ იმ საკანონმდებლო პროცესის ნაწილია, რის გამოც ხალხმა აირჩია როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია.

პლებისციტი – აი, ეს კი გაცილებით მარტივია. „ლელო“ და ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელი“, როგორც ჩანს, მუდმივად ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით დაიღალნენ. თანაც, ხელისუფლება ამტკიცებს, ეს წითელი ხაზია, ვადამდელს არ დავნიშნავთ და სხვა რაც გინდათ, მოითხოვეთო. პლებისციტი თემაზე, უნდა თუ არა საქართველოს მოსახლეობას ახალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები – ამაზე ევროპელი დიპლომატებიც საუბრობენ. თუმცა ძალიან მარტივი ლოგიკით, პლებისციტი და შემდეგ ისედაც გეგმური ადგილობრივი არჩევნები ამ კორონაპანდემიის ხანაში შეიცავს როგორც ჯანმრთელობის რისკებს, ასევე ეკონომიურად საკმაოდ მძიმე ტვირთად დააწვება ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ ბიუჯეტს.

საარჩევნო ცვლილებები – ყველა ის ცვლილება, რაზეც საუბარი იყო ხელისუფლებასა და ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეებს“ შორის მოლაპარაკებისას, უკვე ინიცირებულია პარლამენტში. სავარაუდოდ, ორ კვირაში მათი პირველი მოსმენით მიღებაც შეიძლება. ცვლილებები ნამდვილად სასარგებლოა იმ კუთხით, რომ ყველა დონის საარჩევნო კომისიაში ყველა პარტიის წარმომადგენლობას და ხმების ელექტრონულად დათვლას ითვალისწინებს. წესით, ამ ცვლილებების შემდეგ ოპოზიციამ გაყალბებაზე საუბარს ან თავი უნდა დაანებოს, ან საკუთარ თავს დააბრალოს.

რაზე შეთანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია დამატებით ამ ორი კვირის ვადაში, სულ მალე გახდება ცნობილი. მანამდე კი იმ ნაბიჯებზე მოგახსენეთ, რაც უკვე გადაიდგა და მომავალშიც, სავარაუდოდ, გადაიდგმება პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად.

 

18
ელიოტ ჰიგინსი

მიმოხილვა: ფეიკების ფაბრიკა და მისი ნამდვილი მფლობელები

18
ბოლო დროს საინფორმაციო სააგენტო Bellingcat კვლავ გამოჩნდა საინფორმაციო ლენტებში. პერსონაჟმა „ელიოტ ჰიგინსმა“, რომელიც მედიასაშუალებებში თავს მის შემქმნელად წარმოაჩენს, წიგი გამოსცა.

ვიქტორია ნიკიფოროვა

მისი თანამებრძოლი „ქრისო გროზევი“, იგივე „მორის რაკუშიცკი“, ახალი მხილებების პირობას დებს. ამ მხილებების ფასი დიდი ხანია ცნობილია — დონბასში ბოინგის ჩამოგდების, სირიის გუტაში ქიმიური შეტევის, სკრიპალებისა და  ნავალნის მოწამვლების შესახებ ფეიკების ავტორები არასდროს იწუხებდნენ თავს სიმართლესთან მიახლოებით.

ამ ფაბრიკაციებზე სერიოზული საუბარი შეუძლებელია, ვინაიდან ისინი ჟურნალისტური გამოძიების ჟანრის  კომპრომეტაციას ახდენს. უფრო საინტერესო თავად Bellingcat–ის გაჩენის საკითხია. საერთოდ, როგორ გაჩნდა ფეიკების ეს ფაბრიკა?

2010 წლის დასაწყისში ავღანეთში ამერიკული სამხედრო დაზვერვის შეფმა მაიკ ფლინმა საინტერესო მოხსენება „როგორ შევაკეთოთ დაზვერვა“ (Fixing Intel) გამოაქვეყნაპარტიზანული ომი თავის გამოწვევებს აყენებდა, რომლებსაც მოუქნელი სადაზვერვო სტრუქტურები ვერ უმკალვდებოდნენ. ფლინმა და მისმა თანაავტორებმა კოლეგებს შესთავაზეს, მიეღოთ ინფორმაცია ყველაგან, ვინც მისი გაზიარებისთვის მზად იყო — ადგილობრივი მოსახლეობისგან, ჟურნალისტებისგან, არაკომერციული ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან, გაეროს თანამშრომლებისგან თუ სამოქალაქო აქტივისტებისგან.

უნდა მოგროვებულიყო არა მარტო სამხედრო ინფორმაცია, არამედ ყველაფერი, რაც ქვეყანაში ხდებოდა. და გზადაგზა უნდა განსაიდუმლოებულიყო ყველაფერი, რაც შეიძლებოდა, და ამასთან შეკრებილი ცნობები უხვად უნდა წარდგენოდათ ნატოელ მოკავშირეებს, ჟურნალისტებს, არაკომერციულ ორგანიზაციებს... საერთოდ ყველას.

სწორად დაფორმატირებული და მიწოდებული ინფორმაცია იარაღის სახეს იღებდა. ის ადგილობრივ მოსახლეობას აჩვენებდა, როგორ ზრუნავდნენ მათზე ოკუპანტები და ამსთან ამერიკას ბრწყინვალე დემოკრატიად წარმოაჩენდა, რომელმაც კანონი და წესრიგი მიიტანა ახლო აღმოსავლეთში.

ინფორმაცია სპეციალურად შერჩეულ სპეციალისტებს უნდა დაეხარისხებინათ. ფლინის რჩევით, უნდა აერჩიათ „ყველაზე ნიჭიერები და ყველაზე მშივრები“. მათ უნდა აღენუსხათ ყველა წვრილმანი, სცოდნოდათ გეოლოკაციასთან და ღია წყაროებთან მუშაობა. მოსხსენების ბოლოს ავტორები ციტირებდნენ ამერიკული დაზვერვის ვეტერან სემუელ უილსონს: „ინფორმაციის 90% ღია წყაროებიდან მოდის. <…> დაზვერვის ნამდვილი გმირი — ეს შერლოკ ჰოლმსია და არა ჯეიმს ბონდი“.

დაახლოებით იმავე დროს ავღანეთში სამსახურს გადიოდა ბრიტანეთის არმიის ოფიცერი ბობ სილი. ინგლისური გაზეთები მას მზვერავად მოიხსენიებენ, თუმცა ამის დამადასტურებელი ფაქტები არ მოჰყავთ. შესაძლოა 2008-2017 წლებში ბობ სილი ნამდვილად რაღაც ამგვარით იყო დაკავებული ერაყში, ავღანეთში, ლიბიასა და სირიაში.

თუმცა ახლაც კი, როცა ის საჯარო პოლიტიკოსი გახდა, სილი შტირლიცივთ იქცევა.  მას არ გამოუქვეყნებია არცერთი ფოტო, რომლებზეც მისი ახლობლები, მშობლები თუ იდუმალი მეუღლე იქნებოდნენ აღბეჭდილი. პერების წიგნში ქალი მოხსენიებულია როგორც „ნატა რასიმასი“, თუმცა მის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება. სილი ყველგან მარტო ჩნდებოდა და სხვათა შორის, ძალიან აქტიურობს ჰომოსექსულების უფლებებისთვის. მისი ბიოგრაფია თავისებურად საინტერესოა. სილი დიდგვაროვანი ოჯახის წარმომადგენელია, რომელიც ასი წლის წინ ერთ–ერთი უმდიდრესი იყო ინგლისში. მისი საგვარეულო ხე პოემასავით იკითხება — იქ სულ ბარონები, ბარონეტები, გუბერნატორები, მინისტრები და პარლამენტარები არიან. სილის საგვარეულოში ყველა ვაჟი ჰეროუში სწავლობდა, მათ ხან უინსტონ ჩერჩილი ნათლავდა და ხანაც პრინცი ფილიპი. ცოტა ხნის წინ სილები მსა ხიობ ბენედიქტ კემბერბეჩს დაუნათესავდნენ, რომელიც ასევე ცნობილი არისტოკრატია. როგორც კუნძულ უიატის უმსხვილესი მიწათმფლობელი, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სილი 2017 წელს პარლამენტში აირჩიეს — ეს ასეთი ოჯახური ტრადიციაა. პარლამენტში კონსერვატორების დეპუტატი აგრესიულ ანტირუსულ დღის წესრიგს უწევს პოპულარიზაციას.

ჰეროუს დამთავრების შემდეგ, ბობ სილი 1990–იანების დასაწყისში სტრინგერად მუშაობდა პოსტსაბჭოთა სივრცეში. ის რეპორტაჟებს წერდა კიევიდან, ტარსპოლიდან, ჩეჩ ნეთიდან. მისი მთავარი დამსაქმებელი გაზეთი The Times–ი იყო.

2012 წლის დასაწყისში ინტერნეტში გაჩნდა Brown Mozes–ის ბლოგი („მუქკანიანი მოსე“). ასე ჰქვია ფრენკ ზაპას სიმღერას.  ბობ სილის უყვარს როკ–მუსიკა, რაღაც პერიოდში ბრიტანულ MTV–ზეც კი მუშაობდა და შესანშნავად უკრავს გიტარაზე.

მოგვიანებით Brown Mozes–ს მედიასაშუალებები „ბრწყინვალე ბლოგერს“ უწოდებენ, თუმცა სინამდვილეში მისი წაკითხვა სრულიად შეუძლებელია. ეს უბრალოდ საგაზეთო სტატიების კომპილაციაა — მოსაწყენი, ერთფეროვანი და არამახვილგონივრული.

თავიდან „მოსე“ რუპერტ მერდოკის News Corporation–ში პირადი მონაცემების მოპარვასთან დაკავშირებულ სკანდალს აშუქებდა. მასინ საზოგადოებას სერიოზული ეწვები გაუჩნდა, რომ ავსტრალიელ მედიამაგნატზე სპეცსამსახურების კორუმპირებული თანამშრომლები მუშაობდნენ. „მოსეს“  ბლოგს ბეჯითად გადაჰყავდა მკითხველები ამ თემიდან შორს და ყველა ისარი სკოტლანდ–იარდზე გადაჰქონდა. მაგრამ ამას არავინ კითხულობდა. ერთი–ორი კომენტარი — ეს მაქსიმუმი იყო, რასაც  ბლოგერი იღებდა თავისი აუდიტორიისგან.

რაღაც დროის შემდეგ „მოსე“ სირიის თემაზე გადაერთო. უცნობი ბლოგერი აკეთებს ყველაფერს, რაც ალბათ უნდა გაეკეთებინა ფლინის მოხსენების „ნიჭიერ და მშიერ“ ანალიტიკოსს. ის ნახულობს YouTube–ზე სირიიდან ატვირთულ ვიდეოებს და მერე შესაფერისი დასათაურებებით ავრცელებს. მაგალითად: „შრაპნელით დახოცილი ათამდე ახალშობილი“.

მაგრამ ბლოგერი არ ააანალიზებს ინფორმაციას, ის უბრალოდ სასურველ თარგს არგებს მას. ის ერთმნიშვნელოვნად ადანაშაულებს ხულის ტრაგედიაში სირიის ხელისუფლებას, მიუხედავად შემდგომი გამოძიებით ნაჩვენებისა, რომ მა სობრივი ხოცვა–ჟლეტა ბოევიკებს მოწყობილი იყო. ეს უკვე არანაირი დაზვერვა არ არის, ეს წმიდა წყლის პროპაგანდაა.

და ზუსტად აქ „პოულობს“ და საზოგადოების წინაშე წარადგენს The New York Times–ი სამხედრო კორესპონდენტსა და ყოფილ საზღვაო ქვეით სი ჯეი ჩივერსს, რომელიც ერთი პერიოდი გაზეთის მოსკოვის ბიუროსაც ხელმძღვანელობდა. ის ხორვატიიდან სირიაში იარაღის ექსპორტის შესახებ გამოძიებას აქვეყნებს. სტატიის ანახმად, ავტორს მასალები მიაწოდა ბლოგერმა, რომის ფსევდონიმიცაა Brown Mozes–ი. რეალურად კი მას „ელიოტ ჰიგინსი“ ჰქვია. ბრიტანული და ამერიკული მედიასაშუალებები ჰიგინსის „გაქაჩვას“ იწყებენ: „მოკრძალებული სათვალეებიანი“, „ინტელიგენტი“, „გიკი“ — და ამავე დროს სირიის რეჟიმის „დანასაულებესაც“ ხდის ფარდას. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ჰიგინსი უკვე რვა წელია, რაც მედიასაშუალებებში პოზირებს, მისი მშობლების შესახებ არაფერია ცნობილი. ასე რომ, მისი სახლ–გვარი შესაძლოა გამოგონილიც კი იყოს.

არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ის ნამდვილად ცხოვრობს ლესტერში თურქ მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად. სრულიად გაუგებარია, როგორ შოულობდა ფულს, თუ მთელი დღეები და ღამეები YouTube–ში „იჯდა“. ვინ იხდიდა იპოთეკით ნაყიდი საცხოვრებლის გადასახადებსა და სხვა ხარჯებს. ნუთუ ცოლი, რომელიც ფოსტაში მუშაობს? და საერთოდ, როგორ იქცა პროფესიონალ სამხედრო ანალიტიკოსად კაცი, რომელსაც არ დაუმთავრებია უმაღლესი სასწავლებელი, გამოგდებულია ყველა სამსახურიდან, არ იცის არცერთი უცხო ენა, არ უმსახურია ჯარში, და, როგორც თავად აღიარებს, იარაღში Х-Box–ის მოთამაშეებზე უკეთესად ვერ ერკვევა?

ბევრი რამ თავად ჰიგისმაც ვერ ახსნა. 2013 წელს მისდამი სიმპათიითგანწყობილი „ნიუორკერის“ კორესპონდენტმა მას  ჰკითხა, თუ რატომ დაარქვა თავის ბლოგს ასეთი სახელი. „შემთხვევით — უპასუხა ბლოგერმა.

ჰიგინსის სახელზე გაფორმდა სააგენტო Bellingcat–ი, რომელზეც ანტირუსული მხილებები ქვეყნდება. თუმცა არცერთი მათგანი არ არის გამყარებული მტკიცებულებებით. მიუხედავად ამისა,ყოველი მათგანი ხდება რუსეთზე საინფორმაციო შეტევისა და შემდგომი სანქციების საბაბი.

ამ დროს ბობ სილი საჯარო პოლიტიკოსი და პოპულარული სამხედრო ანალიტიკოსი ხდება. პარლამენტარი სულ უფრო აგრესიულ ტექსტებს ქმნის. Brexit–ის შემდეგ  ბრიტანეთი, მისი ჩანაფიქრით, „გლობალური“ უნდა გახდეს — ანუ ყველა პარტნიორს თავს თავისი მმართველობა უნდა მოახვიოს. მის მთავარ მტრად სილიმ რუსეთი დანშნა — რუსეთი ხან შპიონებს გზავნის, ხან დეზინფორმაციას ეწევა, ხან კი სულაც „მესამე მსოფლიო ომს აწარმოებს და იმარჯვებს“. 

„აგრესიული რუსეთისგან თავდაცვის ათი მეთოდი“, „რუსეთის ორმოცდაათი ინსტრუმენტი დასავლეთის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომში“ — სილის აშკარად არაჯანსაღი ფიქსაცია აქვს რუსულ თემაზე. ალბათ რაღაც გადახდა თავს 90–იანების პოსტსაბჭოთა სივრცეში.

როგორც სამხედრო ანაიტიკოსი, ის ამუშავებს „არაკონვენციური ომის“ — ანუ სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციის, პროპაგანდის, პროვოკაციის თემას. ეს ზუსტად ისაა, რითაც Bellingcat–ია დაკავებული საინფორმაციო სივრცეში.

2018 წელს ბობ სილიმ პოლიტიკური Coming out-ი მოაწყო. მან  პრესკონფერენცია ჩაატარა Bellingcat–ისთვის პარლამენტში სკრიპალების თემაზე. „აი ისინი, ჩვენი თანამედროვე სერლოკ ჰოლმსები, წარუდგინა მან კოლეგებს ჰიგინსი და გროზევი. — მათი ციფრული დეტექტიური გამოძიებები უნიკალურია“.

მას შემდეგ პარლამენტარი ღიად ასაზრდეობს Bellingcat–ს.მან შეიყვანა ელიოტ ჰიგინსი ატლანტიკურ საბჭოში და კემბრიჯის ჰენრი ჯეკსონის საზოგადოებაში — ყველაზე რუსოფობიულ ანალიტიკურ ცენტრებში. ღმერთმა იცის, რა ურთიერთობები აკავშირებს „ლესტერელ გიკსა“ და კუნძულ უაიტის არისტოკრატს, მაგრამ ყველზე ძლიერ მათ რუსეთისადმი სიძულვილი აერთიანებს.

საინტერესოა, რომ ბობ სილის ერთ–ერთი ყველაზე კაშკაშა წინაპარი, გენერალი ჯონ სილი, მოტისტოუნის პირველი ბარონი, მთელი სიცოცხლე მეგობრობდა ჩერჩილთან, მაღალი პოსტები ეკავა და ამასთან, გერმანიაში მოგზაურობისას საშინლად მოიხიბლა ფიურერით: „ბატონი ჰიტლერი აბსოლუტურად პატიოსანი, გულწრფელი და არაეგოისტი ადამიანია“, — განუცხადა მან ინგლისის პერებს. სავარაუდოდ, ჰიტლერის იდეა Drang nach Osten–ი („ზეწოლა აღმოსავლეთზე“) სილის მემკვიდრეობით გადაეცა.

მისი Bellingcat–ელი თანამბერძოლის, იდუმალი მედიამენეჯერის, ხრისტო გროზევის პატრონი ასევე არ განიცდის კეთილ გრძნობებს რუსეთის მიმართ. კარლ ჰაბსბურგ–ლოტარინგიელი, რომელთანა მთელი ცხოვრება მეგობრობს გროზევი, აქამდე ტრავმირებულია წინაპრების სამფლობელობის დაკარგვით. გახდა რა ჰაბსბურგების სახლის თავი, მას, მამისგან განსხვავებით, უარი არ უთქვამს საიმპერიო მიწებზე უფლებებზე. პოსტსაბჭოთა სივრცე მისთვის დაკარგული სამემკვიდრეო მამულია. სხვა თა შორის, ჰაბსბურგის მეუღლე ფრანჩესკა ტისენი ლეგენდარული გერმანელი მეწარმის შვილიშვილია, რომელიც უხვად აფინანსებდა ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლასა და მის შეიარაღებას.

დასავლეთის კლანების ელიტური ოჯახებისთვის რუსეთის გარშემო ლიმიტროფების ტერიტორიები არავისი მიწები არ არის — ეს უბრალოს სამონადირეო სავარგულებია. ადგილობრივი მოსახლეობა კი — მიუხედავად მათი პროგრესულობისა თუ ჩამორჩენილობსაი — ფლორისა და ფაუნის ნაირსახეობაა და მეტი არაფერი. ისეთი ინსტრუმენტები კი, როგორიცაა Bellingcat–, იდეალური იარაღია ჰიბრიდული ომისთვის.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

18
გულის შეტევის სიმპტომები ქალებში

ორი მარტივი სავარჯიშო ინფარქტის რისკის შესამცირებლად: კარდილოგი გირჩევთ

0
(განახლებულია 13:49 04.03.2021)
ექიმები ირწმუნებიან, რომ ეს სავარჯიშოები კარგია როგორც გულის, ისე ხერხემლის ჯანმრთელობისთვის და ამასთან ებრძვის ცელულიტებსაც

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. ინფარქტის რისკის შესამცირებლად, გარდა იმისა, რომ აუცილებელია ყურადღების გამახვილება კვების რაციონსა და სუფთა ჰაერზე სეირნობაზე, ასევე საჭიროა სპეციალური სავარჯიშოების გაკეთება, აცხადებს კარდიოლოგი და გულ–სისხლძარღვთა ქირურგი ვლადიმირ ხოროშევი.

მისი თქმით, გულის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ადამიანმა მეტი რაოდენობით ხილ–ბოსტნეული უნდა მიირთვას, ხოლო ხორციანი კერძები კვირაში მხოლოდ ორ–სამჯერ უნდა მიიღოს.

რაც შეეხება ჰაერზე სეირნობას, ეს აძლიერებს ვენური სისხლის მიწოდებას გულის მარჯვენა პარკუჭში და ამასთან კარგად ავარჯიშებს ხერხემალსა და თავის ტვინს.   

ხოროშევმა გულის ჯანმრთელობისთვის ერთ–ერთ საუკეთესო და ეფექტურ სავარჯიშოდ ეგრეთ წოდებული დუნდულებზე სიარული დაასახელა.

  • ამისათვის უნდა დაჯდეთ იატაკზე, გაჭიმოთ ან მუხლებში მოხაროთ ფეხები ( როგორც უფრო იოლი იქნება თქვენთვის), შემდეგ კი თითოეული დუნდულით რვა–რვა ნაბიჯი „გადადგათ“ წინ და უკან. ამასთან ამ სავარჯიშოს შესრულება ხალიჩაზე რეკომენდებული არ არის.

კიდევ ერთი ეფექტური სავარჯიშო, ექიმის თქმით, არის „ოქროს თევზი“. ამისათვის უნდა დაწვეთ ზურგზე ამოძრაოთ სხეული ისე, რომ თავი და ტერფები არ გაანძრიოთ.

ამასთან სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ აღნიშნული სავარჯიშოები კარგია ხერხემლისა და კუნთების გასამაგრებლად და ასევე ებრძვის ცელულიტებს.    

მანამდე ჰარვარდელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ერთი შეხედვით ისეთი უმნიშვნელო სიმპტომი, როგორიცაა გულძმარვა, შეიძლება პაციენტისთვის შეუმჩნეველ „ჩუმ ინფარქტზე“ მიანიშნებდეს. გარდა ამისა, მეცნიერების ინფორმაციით, მოახლოებულ შეტევაზე ასევე შეიძლება მეტყველებდეს კბილის ტკივილი, ნადები კბილებზე და ასევე ოფლიანობაც კი.

 

0
თემები:
ექიმი გირჩევთ