სირიის ქრონიკები: აშშ–ის აქტივიზაცია და შეტევები რუსულ პატრულებზე

97
(განახლებულია 21:20 20.06.2020)
რუსეთი თანმიმდევრულად ემსახურება სირიაში სამშვიდობო დარეგულირებას, მიუხედავად ტეროტისტული დაჯგუფებების ნარჩენების სასტიკი წინააღმდეგობისა და დასავლეთის ქვეყნების წინაღობებისა.

ალექსანდრ ხროლენკო

რუსეთის სამხედრო პატრულები ძლიერდება, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის ზონები ფართოვდება, სულ უფრო მეტი სირიელი უბრუნდება სამშობლოს — ნორმალურ ცხოვრებას.

სირიის არაბულ რესპუბლიკაში ვითარება კვლავ დაძაბულია, პერიოდულად აღინიშნება სხვადასხვა დაჯგუფებების ბოევიკების აქტივიზაცია, „ისლამური სახელმწიფოს“ ჩათვლით . რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლიდან „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლქვეს სირიაში ტერიტორიები აღარ არის, მაგრამ ქვეყანაში სხვა ტერორისტული ფორმირებების გავლენის ზონები  რჩება.

რუსეთის ჯარების დაჯგუფების ძირითადი ძალისხმება იდლიბის დეესკალაციის ზონისკენაა მიმართული, სადაც მთლიანობაში წარმატებით სრულდება შეთანხმებები რუსეთ–თურქეთის ერთობლივი პატრულირების შესახებ ტრასა М-4–ის მონაკვეთზე. რუსეთისა და თურქეთის შეთანხმებით, 6 მარტიდან მოქმედებს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის რეჟიმი. შემორჩენილი ტერორისტული რაზმები ც დილობენ ჩაშალონ მშვიდობიანი დარეჰულირების პროცესი, მაგრამ ღია ბრძოლის საწარმოებლად ძალა აღარ აქვთ.

რუსეთისა და თურქეთის სამხედროების ერთობლივი პატრულირებისას 16 ივნისს დასახლებულ პუნქტებს, ერიხსა და ურუმ–ელ–ჯაუზას შორის ბოევიკელმა ტერაქტის მოწყობა სცადეს. თვითნკეთმა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ ტრასა М-4–ზე რუსული ჯავშანტრანსპორტიორი იმნიშვნელოდ დააზიანა. ერთობლივი პატრულის პირადი შემადგენლობა არ დაშავებულა.

სირიის ჩრდილოეთში, ქალაქ კობანის რაიონში 9 ივნისს ასევე აფეთქდა თვითნაკეთი ნაღმი რუსული სამხედრო პოლიციის მსვლელობის კურსზე, მაგრამ არავინ დაშავებულა. იდლიბის დეესკალაციის ზონაში მაისის  ბოლოს ფუგასურ ნაღმზე აფეთქდა თურქული სამხედრო პატრული, დაღუპა ერთი სამხედრო.

ის ფაქტი, რომ 9 და 16 ივნისს ნაღმების აფეთქებისას სერიოზული დაშავებულები რუსულ მხარეს არ ჰყავს, სამხედრო პატრულებისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიდგომის ეფექტურობაზე მეტყველებს. სამხედრო უწყება აფართოვებს და აძლიერებს ჯავშანტექნიკის პარკს — სირიაში ახალი დაჯავშნული ავტომობილი „ტაიფუნები“ გამოჩნდა.

რუსული სამხედრო პატრულების აქტიურობა იდლიბის პროვინციით არ შემოისაზღვრება, ვერტმრენ Ми-8АМТШ და Ми-35–ები მშვიდობას იმ რეგიონებშიც ამყარებენ, რომლებიც მანამდე სირიის სამთავრობო ძალების კონტროლქვეშ არ იყო. ათვისებულია 300 კმ–ზე მეტი სიგრძის მარშრუტი ევფრატსმიღმა ცალკეულ რაიონებში — სირიის სახელმწიფო საზღვრის გაყოლებაზე.

სირიაში სამხედრო ოპერაციის პერიოდში (2015 წლის 30 სექტემბრიდან) გაცდილია თანამედროვე რუსული შეიარაღების 300–ზე მეტი ნიმუში, ამასთან განადგურებულია 87 ათასზე მეტი ბოევიკი. და ეს სირიაში რუსეთის ტავდაცვის სამინისტროს კონსტრუქციული ყოფნის ყველა შედეგი არ არის.

დასავლეთის აქტიურობა

პენტაგონში 10 ივნისს განაცხადეს, რომ აშშ არ გეგმავს სირიაში მუდმივად დარცენას. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ სამი წლის წინ გამოაცხადა „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვება სირიასა და ერყაში. მაგრამ ჯარების გაყვანის ნიშნები არ შეინიშნება, არაბულ რესპუბლიკაში არალეგიტიმური ყოფნა (გაეროს სანქციისა თუ დამასკის მიპატიჟების გარეშე) დღემდე გრძელდება.

ამერიკელმა პარტნიორებმა 16 ივნისს ერაყიდან სირიის ჩრდილო–აღმოსავლეთისკენ 45 სატვირთოსგან, შვიდი ჯავშანმანქანისა და საწვავის ცისტერნებისგან შემდგარი კოლონა გაგზავნეს. კოლონა პროვინცია ჰასეკში უკანონოდ მოქმედი სასაზღვრო საკონტროლო–გამშვებ პუნქტ ალ–ვალიდის გავლით შევიდა და ამერიკული უკანონო სამხედრო ბაზებისკენ გაემართა, რომლებიც ნავთობით მდიდარ პროვნიციაშია განთავსებული. ამერიკელების მსგავს ქმედებებს სირია ოკუპაციად აფასებს და მიაჩნია, რომ ვაშინგტონს სირიის ნავთობსაბადოებზე კონტროლის შენარჩუნება სურს.

ვაშინგტონის სანქციები სირიის მიმართ უპირველესად არაბული რესპუბლიკის მშვიდობიან მოსახლეობას ურტყამს. შეერთებულ შტატებში 17 ივნის ძალაში შევიდა კანონი „სირიის სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ“, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში შემდეგნაირად აფასებენ: „ცალმზრივი რესტიქციები, რომლებიც უსაფრთხოების საბჭოს  გვერდის ავლითაა მიღებული, ბლოკავს სირიაში მედიკამენტების... კომპიუტრერებისა და მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებისა (რენტგენული სკანერები, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები, დიალიზისა და სხივური თერაპიის დანადგარები) და ასევე სასუქოს, წყლის გამწმენდი სისტემების, სამშენებლო აღჭურვილობისა და ელექტროგენერატორების შეტანას“.

P.S. რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

97
აშშ-ის კონკრესი

მოსაზრება: ვაშინგტონმა ევროპის მართლა დასჯა გადაწყვიტა

6
(განახლებულია 15:48 13.07.2020)
საფრანგეთის დასასჯელად ტრამპის ადმინისტრაციის გეგმას მხარი დაუჭირეს როგორც აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის, ისე დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმაც

ივან დანილოვი

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასა და ამერიკელ IT-გიგანტებს შორის (როგორებიც არიან Facebook, Google და Amazon) დაძაბული ურთიერთობის მიუხედავად, აშშ-ის პრეზიდენტი მზად აღმოჩნდა, გაეწირა შტატებსა და ევროკავშირსშორს შორის დღემდე შემორჩენილი ტრანსატლანტიკური სოლიდარობისა და კეთილი ნების ნარჩენები, რათა დაეცვა ამერიკული კორპორაციების შემოსავლები ევროპელი საგადასახადოებისგან. 

ძველმა კონფლიქტმა, რომელიც მრავალი წელი მწიფდებოდა, მიაღწია დონეს, როდესაც ევროკავშირი და აშშ უკვე შეუფარავად აყენებენ ერთმანეთს მილიარდობით დოლარიან მტკივნეულ ფინანსურ დარტყმებს. ევროკავშირი ცდილობს, „კუთხეში მიიმწყვდიოს“ ამერიკული კორპორაციები, რომლებიც ათწლეულები მუშაობდნენ ევროკავშირში დაუბეგრავად, აშშ კი გეგმავს ევროკავშირის დასჯას მინიმალური ფისკალური სუვერენიტეტის მოპოვების მცდელობისთვის. ტრამპის ადმინისტრაციამ ნამდვილად მიზანში გაარტყა - შურისძიება ზუსტი გამოუვიდა იმ გაგებით, რომ სწორად გამოიცნო თავისუფლებისკენ ევროპული ნახტომის კონკრეტული ავტორი და „თავხედი“, რომელმაც გაბედა და თქვა, რომ „აშშ-ის ევროპულ კოლონიებში“ მომუშავე ამერიკული IT-ბიზნესი უნდა იხდიდეს გადასახადებს. ამ იდენტიფიკაციას კი აშშ-ის საპასუხო ზომები მოჰყვა.

 „Google-ის, Facebook-ისა და Amazon-ის დაბეგვრის“ ავტორი და სულისჩამდგმელი აღმოჩნდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელიც ხშირად საუბრობს ევროპის, როგორც მსოფლიოს ძალის პოლუსის აღდგენაზე, და შესაბამისად, თეთრი სახლის სამიზნე კომპანიების სია იმგვარად ჩამოყალიბდა, რომ ელისეის სასახლეს მაქსიმალური დისკომფორტი ეგრძნო.

ამერიკული ფინანსური ტელეარხი CNBC იუწყება:

„ფრანგული ლუქს კომპანიების (სეგმენტში მომუშავე, - ავტ.) აქციები მას შემდეგ დაეცა, რაც აშშ-მ განაცხადა, რომ შეუძლია მაღალი ტარიფების დაწესება ამ კატეგორიის ზოგიერთ საქონელზე.

ახალი ტარიფების შესაბამისად, რომლებიც იანვრის ბოლოდან ამოქმედდება, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობა შეძლებს მოსაკრებლის 100%-ის ამოღებას საფრანგეთიდან ასეთი საქონლის იმპორტზე. სავარაუდო თანხა შეადგენს 2,4 მილიარდ დოლარს. ფრანგული აქციების ვარდნა შეეხო კომპანიებს, რომლებიც ფლობენ Louis Vuitton-ს, Hennessy-ს, Hermes-ს, Christian Dior-ს, Gucci-ს, Yves Saint Laurent-სა და Balenciaga-ს".

„ასი პროცენტი - საკმაოდ ბევრია“, - განუცხადა ამერიკულ The Wall Street Journal-ს ბრუნო პავლოვსკიმ, Chanel-ის სახლის პრეზიდენტმა. „ეს ტარიფი არაა. ასი - ჯარიმაა“ - დასძინა მან.

უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკელი ჩინოვნიკები ამ გადაწყვეტილების საკუთარ ვერსიაზე საუბრობენ და ამტკიცებენ, რომ სინამდვილეში ყველაფერში დამნაშავე მაკრონია, რომელსაც თითქოს ძალიან უნდა ევროკავშირის ტერიტორიაზე ამერიკული კომპანიების დისკრიმინაცია. ეს ბრალდება გარკვეულ სკეფტიციზმს იწვევს ტრადიციულად პატრიოტულად განწყობილ ამერიკულ მასმედიაშიც კი.

„შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ ფრანგული გადასახადის სტრუქტურა უსამართლოდაა მიმართული მსხვილი ამერიკული ინტერნეტ-კომპანიებისკენ - Facebook-ის, Google-ისა და Amazon-ისკენ. ამის მიუხედავად, სხვა ქვეყნები სულ უფრო მეტად ცდილობენ, გამონახონ შემოსავლების მიღების მეთოდები ისეთი ფირმებისგან, რომლებიც თავიანთ ბაზრებზე მილიარდობით დოლარს გამოიმუშავებენ“, - იუწყება გამოცემა Politico.

ტრამპის მხრიდან შურისძიების ინსტრუმენტის არჩევა ალბათ იმას უკავშირდება, რომ „ფრანგული ლუქსი“ ითვლებოდა იმედის კუნძულად და მშვიდ ჰავანად ინვესტორებისთვის, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ მხოლოდ ყველაზე შეძლებულ მომხმარებლებთან მომუშავე ფრანგული კომპანიები იდეალურად იყვნენ დაცული როგორც კორონავირუსული ეპიდემიის ზემოქმედებისგან, ისე სავაჭრო ომების რისკებისგან.

ღრმა ეკონომიკური კრიზისის შავ ფონზე ასეთი კომპანიები აღვივებდნენ იმედის ნაპერწკალს და წარმოადგენდნენ იმის სიმბოლოს, რომ ქვეყანას, რომელიც კონკურენციას ვერ უწევს გერმანიას ან ჩინეთს ტრადიციულ მრეწველობაში, მაინც აქვს რაღაც კონკურენტული უპირატესობები საერთაშორისო ასპარეზზე. ამ სიმბოლოს გათელვა - კომპანიებისთვის ფაქტობრივად ამერიკული ბაზრის ჩაკეტვის გზით - კარგი იდეაა, თუ ამოცანას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაშინება და ევროპულ საგადასახადო პოლიტიკაზე ზეგავლენა წარმოადგენს.

ფრანგებს სამაგიეროდ შეუძლიათ გადასახადების დაწესება ამერიკული კომპანიებისთვის (თუნდაც ნაციონალურ დონეზე), მაგრამ მოინდომებენ თუ არა, მაგალითად, გერმანელი ჩინოვნიკები (თუნდაც გერმანული ავტომობილების ექპორტზე 100%-იანი ტარიფის მიღების რისკის ქვეშ დაყენების გზით) საერთო ევროპული გადასახადის შემოღებას - ეს სათუოა.

მეორე მხრივ, საუბარი არ არის მხოლოდ ეკონომიკურ კონფლიქტზე. ესაა დავა თავად ევროპელი პოლიტიკოსების სტატუსზე. გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც უთითებს ამა თუ იმ ტერიტორიის ფაქტობრივ კუთვნილებაზე, არის საკითხი - ვის უხდიან ადგილობრივი ბიზნესმენები გადასახადებს. ვისაც აქვს ამ გადასახადების დაწესებისა და ამოღების უფლება, სწორედ მის ხელშია ძალაუფლება კონკრეტულ ტერიტორიაზე. ისტორია იცნობს შემთხვევებს, როდესაც უცხოელი ვაჭრები და მეწარმეები კონკრეტულ ქვეყანაში დაუბეგრავად ვაჭრობდნენ, მაგრამ ეს ხდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა მანამდე აგებდა ომს ან უბრალოდ ხელს აწერდა კაპიტულაციის კაბალურ პირობებს სამხედრო ძალის გამოყენების თავიდან არიდების მიზნით.

შესაბამისად, როდესაც ამერიკული კომპანიები პირობითად საფრანგეთის ონლაინ-რეკლამისა და ინტერნეტ-ვაჭრობის ბაზარზე დომინანტ მოთამაშეებად ყალიბდებიან, იღებენ მილიარდებს ფრანგული კომპანიებისგან, თანაც საფრანგეთის ბიუჯეტმა ამ ვითარებაში შესაძლოა ერთი გროშიც ვერ მიიღოს, ეს ნიშნავს, რომ საფრანგეთი - აშშ-ის კოლონიაა ან სულ მცირე არ ფლობს სრულ ეკონომიკურ სუვერენიტეტს. და მოკრძალებული, სამპროცენტიანი საურავის დაწესების გადწყვეტილება - არა იმდენად ბიუჯეტის შევსების, არამედ დამოუკიდებლობის აღდგენის მცდელობაა.

საფრანგეთის დასასჯელად ტრამპის ადმინისტრაციის გეგმას მხარი დაუჭირეს როგორც აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის, ისე დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმაც - და ეს ძალიან კარგი ახალი ამბავია რუსეთისთვის, განსაკუთრებით თუ ფრანგი პოლიტიკოსები უცებ საკუთარი ღირსების დაცვას გადაწყვეტენ.

სხვა თუ არაფერი, ამასწინანდელი მუქარის საპასუხოდ საფრანგეთისა და გერმანიის მთავრობათა წარმომადგენლებმა გამოხატეს მზადყოფნა, გაეგრძელებინათ დასახული გზით სიარული და დაეცვათ დამოუკიდებელი ეკონომიკური პოლიტიკის გატარების უფლება.

თუ სიტუაცია მომავალშიც ამ სცენარით განვითარდება, იმისგან დამოუკიდებლად, ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის საშემოდგომო არჩევნებზე, ურთიერთობები ვაშინგტონსა და პარიზს, ვაშინგტონსა და ბერლინს შორის კვლავაც გაუარესდება. სასაცილო იქნება, თუ ახლო მომავალში Chanel-ის სუნამოს და Hermes-ის ჩანთის შეძენას ამერიკელი მომხმარებელი მხოლოდ კონტრაბანდის დახმარებით შეძლებს, ევროპელებს კი ამერიკული სოციალური ქსელების ალტერნატივის მოძებნა მოუწევთ. ეკონომიკური დეგლობალიზაციის ჩანასახი საერთაშორისო კავშირების მყარ ბარიერს არღვევს.

იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც გლობალიზებული ეკონომიკის დღევანდელი სისტემა არ აძლევს ხელს, ეს ბოლო და სერიოზული შანსია, გამოასწორონ წარსულის შეცდომები და უფრო მოსახერხებელი პოზიცია გამონახონ დეგლობალიზებულ მომავალში.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

6
მიეცი ხმა

„რეფორმერი“, ახალგაზრდული პოლიტიკა და საარჩევნო სტრატეგია

54
(განახლებულია 16:36 13.07.2020)
თუ ოპოზიცია ჯერჯერობით ვერ ჩამოყალიბდა – ერთიანი სიით მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში თუ ერთმანეთს და „ქართულ ოცნებას“ გაუწიონ კონკურენცია, ხელისუფლება ნელ-ნელა საარჩევნო სტრატეგიაზე ყალიბდება.

მართალია, მაჟორიტარების რაოდენობის 30-მდე შემცირებამ კიდევ უფრო გაზარდა მათი ფასი და დაასრულა სპეკულაციები, მაგრამ ის, თუ როგორ გადანაწილდება ეს ადგილები, მართლაც საინტერესოა.

სახელისუფლებო გუნდში არსებული მაღალი კონკურენციის გამო, ჩვენი ინფორმაციით, შესაძლოა, კანდიდატურების დასახელებამ აგვისტოს შუა რიცხვებისთვისაც კი გადაიწიოს. ამ შემთხვევაში კანდიდატებს ცოტა დრო, ასე ორი თვე დარჩებათ მოსახლეობასთან შესახვედრად. ცნობილია რეკომენდაციები, რომ პანდემიის პირობებში ეს შეხვედრები, სასურველია, ღია სივრცეებში ჩატარდეს.

მომავალი პარლამენტი კი საკმაოდ ჭრელი უნდა იყოს, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ 1-პროცენტიანი ბარიერი ბევრ პოლიტიკურ ძალას აძლევს საშუალებას, 20 ათასამდე ხმა მოიპოვოს და პარლამენტში საკუთარი ინტერეს-ჯგუფის თუნდაც ერთი წარმომადგენელი ჰყავდეს.

საოცრება მოიფიქრა სოციალური სამართლიანობისათვის მებრძოლმა მამუკა ტუსკაძემ. ის მოქალაქეებს მოუწოდებს დაეხმარონ და მზადაა, საპარლამენტო 4 წელი 6-6 თვიანი შუალედებით 8 დეპუტატზე გაყოს. ეს 6 თვით გარანტირებულ ხელფას და შემდეგ სამუდამო 560-ლარიან პენსიას ნიშნავს და სულაც არაა ცუდი შეთავაზება მოქალაქეებისთვის, ვისაც მინიმუმ 2-3 ათასი კარგი მეგობარი და ხმის მიმცემი აღმოაჩნდება.

სხვა პოლიტიკური სუბიექტებიდან დამოუკიდებლად საარჩევნო ბარიერის გადალახვის იმედი აქვს კახა კუკავას.

პარლამენტში მოხვდება ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა“. როგორც ამბობენ, მისი ვაჟი ანზორ ბიწაძე პარტიული სიის პირველ სამეულშია.

საკმაოდ ნორმალური შედეგი ექნება „ნაციონალურ მოძრაობას“. პარლამენტში შევლენ „პატრიოტები“ და, შესაძლოა, მე-9 მოწვევაზე უკეთესი შედეგით.

ასევე საპარლამენტო პერსპექტივები აქვთ „ლელოსა“ და „ევროპულ საქართველოს“.

გასულ კვირაში კი კიდევ ერთი საინტერესო პარტია დაფუძნდა, რომელსაც ახალგაზრდული პოლიტიკის გატარების ამბიცია აქვს.

პარტია „რეფორმერის“ ლიდერი თორნიკე ჯანაშვილია – როგორც ქართული მასმედია იუწყება, უტა ივანიშვილის ახლო მეგობარი და კარგი განათლების მქონე ახალგაზრდა.

„ქართულ ოცნებას“ დიდი ხანია დასავლეთში განათლებამიღებული ახალგაზრდების ნაკლებობის გამო აკრიტიკებდნენ.

სწორედ ამ დანაკლისს შეავსებს „რეფორმერი“, რომელიც, თუ წინასაარჩევნოდ არა, პარლამენტში მოხვედრის შემდეგ მაინც ითანამშრომლებს „ქართულ ოცნებასთან“.

ზოგადად, არჩევნებამდე ოთხი თვეც კი აღარ რჩება. შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნებზე რაიმე დიდ სიურპრიზებს არ უნდა ველოდოთ, რადგან თუ ვინმეს პოლიტიკაში ყოფნა და საკუთარი თავის გაპიარება სურდა, წესით, უკვე უნდა მუშაობდეს და მოსახლეობასთან მართავდეს შეხვედრებს.

 

54
ზურა ჯაფარიძე

„ავტომობილი საჩუქრად“ რა სიურპრიზს უმზადებს არჩევნებზე მისულ ამომრჩეველს „გირჩი“

23
(განახლებულია 18:29 13.07.2020)
პარტია „გირჩი“ საკუთარი იმიჯის ერთგული რჩება და ისეთ სერიოზულ საკითხს, როგორიცაა საპარლამენტო არჩევნები, არაორდინარულად უდგება

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველოს ყველაზე არაორდინარული პარტია - „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ აპირებს Tesla-ს მარკის ავტომობილის გათამაშებას მათთვის, ვინც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმას ნებისმიერ პარტიას მისცემს, ნათქვამია პარტიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

არჩევნები 2020: ცესკოში პარტიების განაცხადების მიღება გრძელდება >>

გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთიან სიაშია დარეგისტრირებული.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მარტივი პირობის შესრულება - დარეგისტრირება პარტიის პორტალზე, შემდეგ 31 ოქტომბერს არჩევნების დღეს ხმის მიცემა, მერე კი თავისი საარჩევნო უბნის ფონზე სელფის გადაღება და ფოტოს სოციალურ ქსელში ატვირთვა.

„გირჩს" მიაჩნია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ისტორიული მოვლენაა ქვეყნისთვის, რადგან პირველად, არჩევნები პროპორციული სისტემით, 120/30-ზე ჩატარდება. Tesla-ს პროექტით პარტიას სურს, რომ მოსახლეობა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები წაახალისოს, რათა რაც შეიძლება მეტმა ამომრჩეველმა მიიღოს მონაწილეობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში“, - განუცხადა ჟურნალისტებს პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ჯამში რამდენი ავტომობილი გათამაშდება შემდეგი 4 წლის განმავლობაში, დამოკიდებულია იმაზე, რამდენ ხმას მიიღებს „გირჩი" და შესაბამისად რამდენი იქნება პარტიისთვის კანონით განსაზღვრული წლიური საბიუჯეტო დაფინანსება.

პარლამენტში მოხვედრილ პარტიებს კანონით ყოველწლიურად ერგებათ გარკვეული სახსრები სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თანხა არჩევნებზე მიღებული ხმების რაოდენობაზეა დამოკიდებული.

საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება. ცესკომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ უკვე დაარეგისტრირა.

„გირჩისთვის“ ეს პირველი საპარლამენტო არჩევნებია. ის ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ პარტიის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 2% მიიღო და მეხუთე ადგილი დაიკავა. ამავე დროს წინასაარჩევნო კამპანიაზე მან ყველა კანდიდატთან შედარებით მინიმალური თანხა დახარჯა.

პარტია „გირჩი“ პოლიტიკურ არენაზე 2015 წელს გაჩნდა. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამმა ყოფილმა წარმომადგენელმა შექმნა.

თავად პარტია ლიბერალური მიმდინარეობისაა და ცნობილია თავისი არაორდინარული საქციელით და კანონის გვერდის ავლის უნარით. შეიძლება ითქვას, რომ ამ პარტიის წყალობით საქართველოში დეკრიმინალიზებულია მარიხუანის მოხმარება.

როგორც ჩანს, სწორედ ამას გულისხმობდა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე, როდესაც „გირჩის“ ახალ ინიციატივას გამოეხმაურა.

„ერთადერთი დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ, რომ როგორც ჩანს, ბევრი მოწიეს“, - განაცხადა მდინარაძემ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს სხვა არაფერია, თუ არა ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვა. ხოლო რამდენად არაკანონიერია ეს ქმედებები, ისაუბრებს მაშინ, როცა „გირჩი“ რეალურ ნაბიჯებს გადადგამს.

23
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020