რაიხსტაგი ბერლინში

მოსაზრება: რატომაა გერმანია აღმოსავლეთევროპული რევიზიონიზმის წინააღმდეგი

115
(განახლებულია 16:34 11.08.2020)
გერმანიის საგარეო საქმეთა მინსიტრმა ჰაიკო მაასმა ხისტად უპასუხა აღმოსავლეთევროპელ კოლეგებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის ისტორიის გადაწერას ცდილობენ

გევორგ მირზაიანი

მაგრამ მას ეს არც რუსეთის სიყვარულით გაუკეთებია და არც ისტორიისა — ბერლინში შიშობენ, რომ აგრესიული ევროსკეპტიკოსები გამოზარდეს. 

ცივილიზაციის ისტორიაში უდიდეს ბოროტებაზე გამარჯვების 75–ე წლითავის აღნიშვნის წინ სხვადასხვა ტიპის აღმოსავლეთ ევროპელი რევიზიონისტები გააქტიურდნენ. ისინი, ვისაც არ სურს აღიაროს საკუთარი ელიტების პასუხისმგებლობა ომის გჩაღებაზე, ან თავი დამარცხებული ნაცისტების იდეურ შთამომავლად მიაჩნია და ისტორიის გადაწერა სურს. პოლონელი აქტივისტები ამბობენ, რომ საბჭოთა კავშირი მსხვერპლი კია არა, მეორე მსოფლიო ომის ინიციატორია. ბალტიისპირელი ინტელექტუალები მოთქვამენ, რომ მათი ქვეყნები ბოროტმა საბჭოთა კავშირმა ოკუპაციაში მოაქცია. და უკრაინელ ნაციონალისტებთან ერთად პატივს მიაგებენ ჰიტლერის თანამებრძოლებს — SS–ის ბატალიონებს, რომლებიც სოფლებს ხალხთან ერთად წვავდნენ. 

გამარჯვებულების შთამომავლები ყველაფერ ამას აღშფოთებით უყურებენ და ერთგვარ უმწეობასაც გრძნობენ, ამ „მოღვაწეების“ გადარწმუნებისა თუ დასჯის საქმეში.

მაგრამ შველა მოვიდა იქიდან, საიდანაც არ ელოდნენ — თავად გერმანიიდან.  საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა სტატია გამოაქვეყნა „შპიგელში“, რომელიც ნაცისტური წარსულისადმი მისი ქვეყნის დამოკიდებულებას ეძღვნება. გარდა გერმანიის ხელმძღვანელობისთვის სტანდარტული მონანიების გაცხადებისა, მაასმა კომენტარი გააკეთა აღმოსავლეთ ევროპელი კოლეგების მცდელობაზე, გადახედონ ისტორიას.

„ისტორიის გადაწერის მცდელობა ბოლო თვეებში ესოდენ სამარცხვინო სახით, ჩვენგან განმარტებებს მოითხოვს — თუმცა არასაჭიროს კი, ისტორიული ფაქტების უცვლელობის გამო. გერმანიამ მარტომ გააჩაღა მეორე მსოფლიო ომი პოლონეთზე თავდასხმით. და მხოლოდ გერმანიას აკისრია პასუხისმგებლობა ჰოლოკოსტის დანაშულებზე. ვინც უნდა იყოს ამ თემაზეეჭვების მთესველი, ის უსამართლობას იჩენს მსხვერპლთა მიმართ და ყოფს  ევროპას“, — განაცხადა მაასმა. 

რას უკავშირდება გულწრფელობის ეს გამოფრქვევა? მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ბევრმა გერმანელმა დეპუტატმა მორჩილად მისცა ხმა ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დაწყებაში გერმანიასთან ერად საბჭოთა კავშირსაც სდებს ბრალს.

სტატიაში ნაწილობრივ მაასის პირად შეხედულებაა ასახული — მემარცხენე შეხედულებების, სოციალისტი და კათოლიკე ადამიანისა.  თუმცა იმავდროულად მინისტრო თავისი თეზიდებით ზაზს უსვამს გერმანიის ეროვნულ ინტერესებს, რომელშიც უკვე აღარ რჩება ადგილი აღმოსავლეთ ევროპული რევიზიონისმისთვის და ყველაფერ იმისთვის, რაც მის ნიადაგზე იზრდება.

გერმანიისთვის  ნაცისტურ წარსულზე უარის თქმა უბრალოდ თვითგვემა კი არ არის, არამედ ევროკავშირის კონცეფციის  ერთ–ერთი საყრდენია. 

„ჩვენი მხარდაჭერა ძლიერი და ერთიანი ევროპის იდეის, ადამიანის უფლებების — როგორც ადამიანური ღირსების უნივერსალური ფორმის მიმართ, და „განსაკუთრებულ გზაზე“ უარის თქმა — ეს ყველაფერი გერმანიის მიერ მეოცე საუკუნეში ჩადენილი უპრეცედენტო დანაშაულების გააზრებით იკვებება, რამაც ყველაზე შემაძრწუნებელი გამოხატულება  ჰოლოკოსტში ჰქპოვა“, — ნათქვამია ჰაიკო მაასის სტატიაში.

მაასი, რა თქმა უნდა, დაინტერესებულია, რომ გერმანიის პარტნიორებს აზრად არ მოსდიოდეთ IV რეიხის საფრთხე — თუნდაც ეკონომიკურ საფუძველზე წამოყენებული“ , —ამბობს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერი დმიტრი ოფიცეროვ–ბელსკი.

მაგრამ ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ბერლინს არაფერი უშლიდა ხელს, შეგნებულად არ შეემჩნია რევიზიონიზმის ზრდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და მხარი დაეჭირა კიდეც ამგვარი განწყობებისთვის — გერმანიაში (ისევე, როგორც მთლიანად დასავლეთში) იმედი ჰქონდათ, რომ „მოთვინიერებულ ნინგებს“  გამოზრდიდნენ მოსკოვზე ზეწოლის მოსახდენად და რუსეთის გავლენის შესაკავებლად.

და გეგმამ იმუშავა — ბალტიისპირეთი საიმედო ანტირუსული საყრდენი გახდა, SS–ის დივიზია „გალიჩინისა“ და ბანდეროველების საკრალიზაციამ კიევი და მოსკოვი დააშორიშორა, ხოლო პოლონეთსა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში რეგულარულად მომხდარი ისტორიული სკანდალები რუსეთთან, სერიოზულ დაბრკოლებად იქცა ორმხრივი ურთიერტობების ნორმალიზაციაში.

მაგრამ საქმე ისაა, რომ აღმოსავლეთ ევროპული რევიზიონიზმის ნიადაგზე აღმოსავლეთ ევროპული ნაციონალიზმი ამოპიზარდა — რაც უკვე მარტო რუსეთს არ ემუქრება. ეს მოვლენა ეწინააღმდეგება თავად ევროპული ინტეგრაციის არსს და ასევე მკაფიო ანტიგერმანული აქცენტი აქვს. 

პოლონელები, რა თქმა უნდა, სიხარულით მიიღებენ ბე რლინის მატერიალურ–მორალურ მხარდაჭერას მოსკოვისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, მაგრამ გერმანელებთან მათ იმაზე მეტი ისტორიული პრეტენზიები აქვთ, ვიდრე რუსებთან.

პოლონური, უნგრული და სხვა ნაციონალიზმების ზრდა პირდაპირ ემუქრება ევროკავშირის არსებობას, რომელიც სწორედ ანტინაციონალიზმს ეფუძნება. და ევროკავშირში მომხდარი კრიზისული მოვლენები მხოლოდ აძლიერებს იმის საფრთხეს, რომ რევიზიონიზმზე აღზრდილი აღმოსავლეთ ევროპული ნაციონალიზმი ტროას ცხენი გახდება, რომელიც ევროპას წვრილმანი შიდა განხეთქილების ეპოქაში დააბრუნებს. მისი აყვავება დაშლის ევროკავშირს ქვეყნებად, რომლებიც ისევ კონფლიქტში იქნებიან ერთმანეთთან — მათ შორის, ტერიტორიების გამო.

ამიტომ, როგორც ჩანს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო დაფიქრდა იმაზე, რომ დროა დასრულდეს აღმოსავლეთ ევროპის ისტორიული ომები რუსეთთან — სანამ ამ ომებს წარსულიდან მომავალში არ გადაუნაცვლებიათ...

P.S. რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!  

 

115
ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაცია

მოსაზრება: პოლონეთმა თვითონ უნდა მოაგვაროს ურთიერთობა ბელარუსთან

49
(განახლებულია 19:32 25.09.2020)
დასავლეთის რეაქცია ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციაზე პროგნოზირებულად ნეგატიური აღმოჩნდა.

ირინა ალქსნისი

ჯერ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ-ს ალექსანდრ ლუკაშენკო არ მიაჩნია ქვეყნის კანონიერად არჩეულ პრეზიდენტად, ვინაიდან „გამოცხადებული შედეგები ცრუ იყო და არ ასახავდა ლეგიტიმურობას“.

მერე კი ევროკავშირის დიპლომატიის მეთაურის ჟოზეფ ბორელის სპეციალური განცხადება გავრცელდა, რომელშიც ალექსანდრ ლუკაშენკოს მანდატი „ყოველგვარ ლეგიტიმურობას მოკლებულად“ იყო მოხსენიებული. ასევე აღინიშებოდა, რომ ინაუგურაცია (დოკუმენტში ეს სიტყვა ყველგან ბრჭყალებში იყო ჩასმული) რესპუბლიკის „მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ნებას ეწინააღმდეგება“, რაც „მრავალრიცხოვან, უპრეცედენტო და მშვიდობიან პროტესტებში“ გამოიხატება.

ბორელის განცხადებამ ღვარძლის ფრქვევის ფართო შესაძლებლობები გააჩინა. მაგალითად, წინასწარ თავდაჯერებით შეიძლება გაკეთდეს პროგნოზი, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები — რა შედეგითაც უნდა დასრულდეს ის — წინააღმდეგობაში იქნება ამერიკელების ნახევრის ნებასთან, ვინაიდან ქვეყანა პრაქტიკულად შუაზეა გახლეჩილი. თანაც არც პროტესტების დეფიციტი შეინიშნება იქ უკვე რამდენიმე თვეა. ასე რომ, წარმოდგენილი დოკუმენტი უკვე ახლავე შეიძლება შევუტრიალოთ ოკეანისგაღმა რეალობებს.

თავის მხრივ, ფორმულირება „დემოკრატიული ლეგიტიმურობა“ მიანიშნებს, რომ, ბრიუსელის აზრით, არსებობს მისი სხვა სახეობებიც — და მათ თანახმად, ალექსანდრ ლუკაშენკო ძალიანაც ლეგიტიმურია.

ამ უკანასკნელით აიხსნება კიდეც დასავლეთის ორ სკამზე ჯიუტად ჯდომა, ვინაიდან მთელი ეს ხისტი რიტორიკა პრაქტიკაში მინსკისადმი ღიად სუსტ, შეთანხმებით პოზიციას შეესაბამება.

სანქციები — ნამდვილად მგრძნობიარე სანქციები — ბელარუსის წინააღმდეგ არ დაწესებულა. უფრო უარესიც: ამ საკითხის ირგვლივ თავად ევროკავშირს შორის წამოიჭრა ახალი გარჩევები, ვინაიდან კვრიპროსი იმავდროულად თურქეთის წინააღმდეგ რესტრიქციების უზრუნველყოფას მოითხოვს და ამ საფუძველზე პროცესს ბლოკავს.

დასავლელი ელჩები ქვეყნიდან არ გაუწვევიათ. ის კი არა, ამერიკელები სრული სვლით აღადგენენ დიპლომატიურ ურთიერთობებს ქვეყანასთან მრავალწლიანი გაცივების შემდეგ. ორიოდე დღის წინ აშშ-ის სენატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტმა ახალი ელჩის კანდიდატურა დაამტკიცა. არადა, უკვე 12 წელია, რაც ორივე სახელმწიფოში საელჩოებს დროებითი რწმუნებულები განაგებენ — მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა 2008 წელს სანქციები დაუწესა ბელარუსულ კომპანიებს, ორივე ქვეყანამ გაიწვია ელჩები.

ამ ფონზე ყველაზე ხისტი რიტორიკული გამონათქვამიც კი სისუსტის გამოვლინებასა და მომხდარზე გავლენის მოხდენის უუნარობას ჰგავს, რაც, სხვათა შორის, რეალობას შეესაბამება. აქ კი მართლაც უნდა მივაგოთ დასავლეთს სათანადოდ, რომელმაც მთავარის გაცნობიერება დაიწყო — აღიაროს შესაძლებლობების ზღვარი.

ეჭვგარეშეა, რომ ბელარუსის არჩევნებზე მსგავსი რეაქცია ვენესუელის ძალიან მტკივნეული გაკვეთილის შედეგიცაა. უკვე წელიწად-ნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც 50-ზე მეტმა (ძირითადად დასავლურმა) ქვეყანამ ხუან გუაიდო ვენესუელის კანონიერ პრეზიდენტად აღიარა. ეს კია, რომ ამ გადაწყვეტილებას რეალობაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია — ქვეყნის ხელმძღვანელი დღემდე ნიკოლას მადუროა.

და თუ აშშ-სა და ევროპას შეუძლიათ თავს უფლება მისცენ, იგნორირება გაუკეთონ პატარა ლათინურამერიკულ ქვეყანას, თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა და იქ არანაირი მარცხი არ განუცდიათ, ანალოგიური ფოკუსის ჩატარება ევროპის ცენტრში მდებარე სახელმწიფოში ბევრად რთულია. აღარაფერს ვიტვით იმაზე, რომ ბელარუსი მნიშვნელოვან საერთაშორისო პროცესებშია ჩართული, დონბასის დარეგულირების ჩათვლით. ასე რომ, მოქმედება ბევრად აწონილ-დაწონილადაა საჭირო — გადაწყვეტილებებისა და მათი შედეგების გათვლით.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც დასავლეთის ენთუზიაზმს ანელებს მინსკის საწინააღმდეგო ნაბიჯების საკითხში, ისაა, რომ იქ მომხდარი უპირველესად პოლონური პროექტია. სწორედ ვარშავა დგას მეზობლად მიმდინარე პროტესტების უკან, ის უზრუნველყოფს ბელარუსი ოპოზიციური ლიდერების პოლიტიკურ და მედიურ თანხლებას. თუმცა შედეგი მხოლოდ ნეგატიური კუთხითაა შთამბეჭდავი: მარტო „პრეზიდენტ სვეტას“ (სწორედ ასე prezident.sveta ჰქვია სვეტლანა ტიხანოვსკაიას „ინსტაგრამს“) ფენომენი შეიძლება იყო იმის ნიმუში, როგორ არ უნდა მოიქცე წმინდად პოლიტტექნოლოგიური თვალსაზრისით.

პოლონეთი ჩხუბში ჩაერია, მაგრამ ვითარების გარდასატეხად ძალა აშკარად არ ჰყოფნის. იქით კიდევ მინსკმა დაიწყო „ხურდის დაბრუნება“ — კერძოდ, მასმედია ბელარუსში პოლონური საქონლის შეტანასთან დაკავშირებით პრობლემებზე წერს. მოკლედ, ჩვეულებრივი პოლონური „ფოცხზე ფეხის დადგმაა“.

არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ახლა პოლონელებს ძალიან სურდეთ სამოთხეში სხვის ზურგზე შესვლა: რომ დასავლეთ ევროპამ და შეერთებულმა შტატებმა საქმეში მძიმე პოლიტიკური არტილერია ჩართონ, როგორღაც ლუკაშენკოს ჩამოგდება მოახერხონ, ხოლო ვარშავა გეოპოლიტიკურ ნაღებს მოხდიდა მის მიერვე წამოწყებულ „დვიჟუხას“.

მაგრამ შეუძლებელია, რომ ასეთი მოტივაცია აშკარა არ იყოს ბერლინის, პარიზის, ბრიუსელისა თუ ვაშინგტონისთვის. და კიდევ, ნაკლებსავარაუდოა, რომ იქ ენთუზიაზმით ეკიდებოდნენ პოლონური სურვილების ასრულებისთვის ხელშეწყობას.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ დასავლეთი შემდეგშიც ხისტი რიტორიკის მონიშნული გზით წავა მინსკის წინააღმდეგ, აარიდებს რა თავს რეალურ კონფრონტაციას, ვინაიდან მას იოტისოდენი სურვილიც არ აქვს, ჩაერიოს კიდევ ერთ მარცხისთვის განწირულ გეოპოლიტიკურ თამაშში. ისედაც ბევრია ასეთი ბოლო წლებში.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

49
დონალდ ტრამპი

პოლიტოლოგი: ტრამპს ნავალნის საქმეში ჩარევა არ სურს

83
(განახლებულია 16:59 25.09.2020)
ახალი კანონპროექტი ამერიკის ხელისუფლებისგან მოითხოვს, ანგარიში წარუდგინოს კონგრესს იმის შესახებ, რა ინფორმაციას ფლობენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და მისი გარემოცვის ფინანსებზე.

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. ამერიკელი სენატორების ჯგუფმა ალექსეი ნავალნის ინციდენტთან დაკავშირებით კანონპროექტი შეიტანა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების თაობაზე, ნათქვამია რესპუბლიკელი სენატორის მარკო რუბიოს საიტზე.

დოკუმენტი იმ რუსი ოფიციალური პირების წინააღმდეგ შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს, რომლებიც, მისი ავტორების აზრით, „ღიად არღვევენ საერთაშორისო სამართლს“ და ჩართული არიან ნავალნის „მოწამვლის“ საქმეში.

კანონპროექტი ამერიკის ხელისუფლებისგან მოითხოვს, ანგარიში წარუდგინოს კონგრესს იმის შესახებ, რა ინფორმაციას ფლობენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და მისი გარემოცვის ფინანსებზე. გარდა ამისა, კანონპროექტი ავალდებულებს თეთრ სახლს, პასუხი გასცეს კითხვას, დაარღვია თუ არა მათი აზრით რუსეთმა აშშ-ის კანონები, რომლებიც ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას კრძალავს.

გარდა მარკო რუბიოსი, დოკუმენტს მხარი დაუჭირეს რესპუბლიკელმა სენატორმა მიტ რომნიმ და ასევე დემოკრატებმა კრის კუნსმა, ბემ კარდინმა და კრის ვან ჰოლენმა.

იმისათვის, რომ კანონპროექტი მიიღონ, ის სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ უნდა დაამტკიცოს, შემდეგ კი პრეზიდენტმა მოაწეროს ხელი.

რადიო Sputnik-ის ეთერში პოლიტოლოგმა ვლადიმირ მოჟეგოვმა სენატორების ინიციატივაზე კომენტარი გააკეთა.

„ეს წმინდად საჯარო საქმეა. რა ანგარიშები შეიძლება იყოს? ეს სრულიად წარმოუდგენელი რამაა. ეს არის წინასაარჩევნო ისტერიის გამწვავების რიტორიკა. და კიდევ: ნავალნის საქმე — ეს უფრო დემოკრატების დღის წესრიგია. რესპუბლიკელები უხალისოდ ეწერებოდნენ ამაში და, მგონია, ამას მხარს არც მომავალში დაუჭერენ. ყოველ შემთხვევაში, ტრამპი ძალიან ფრთხილობს და დისტანცირდება ამ ყველაფრისგან. და პომპეოც ამბობდა, რომ რეაგირება საჭიროა მაშინ, როგორც კი მომხდარზე ყველა ფაქტი ცნობილი იქნება, რომ ჯერჯერობით მაინცდამაინც გასაგები არ არის, რა ხდება“, — აღნიშნა ვლადიმირ მოჟეგოვმა.

მისი აზრით, ამერიკელები გერმანელებისგან ნავალნის თაობაზე ინფორმაციის მიღებას შეძლებდნენ, მაგრამ ასეთი მოთხოვნა მათგან არ ყოფილა.

„ეს იქნებოდა რაღაც საფუძველი სანქციებისთვის, მაგრამ ასეთი მოთხოვნები არ ყოფილა. ამიტომ მეჩვენება, რომ ეს უბრალოდ ჰაერის შერხევაა... ეს რაღაც ბნელი ისტორიაა, ამიტომ ტრამპს არ სურს მასში ჩარევა — დემოკრატების აფიორაა, რომელშიც უბრალოდ არ სურს ჩაძირვა. ვფიქრობ, დემოკრატები ამ დღის წესრიგს გაძლიერებულად გააპიარებენ, ხოლო ტრამპი რამდენადმე გვერდზე იდგება ამისგან“, — მიაჩნია პოლიტოლოგს.

ალექსეი ნავალნი ომსკში 20 აგვისტოს გადაიყვანეს საავადმყოფოში მას შემდეგ, რაც ის შეუძლოდ გახდა თვითმფრინავში. ექიმებმა მას ნივთიერებათა ცვლის დარღვევა დაუდგინეს, რაც, მათი აზრით, სისხლში შაქრის დონის მკვეთრმა ვარდნამ გამოიწვია. ნავალნის სისხლსა და შარდში შხამის კვალი ომსკში არ აღმოუჩენიათ.

მოგვიანებით ალექსეი ნავალნი გერმანიაში გადაიყვანეს. სექტემბრის დასაწყისში გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსი ბლოგერი საბრძოლო ნივთიერებათა ჯგუფის სუბსტანცია „ნოვიჩოკით“ იყო მოწამლული. მოსკოვმა ბერლინის ლაბორატორიიდან ანალიზების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია გამოითხოვა, მაგრამ პასუხი არ მიუღია.

ამასთან, რუსეთის ინფორმაციით, გერმანიის დაზვერვა BND-ს 1990-იანი წლებიდან ჰქონდა წვდომა „ნოვიჩოკზე“. გარდა ამისა, ნივთიერებას ოცამდე ქვეყანაც სწავლობდა, მათ შორის დიდი ბრიტანეთი, აშშ, შვედეთი, ჩეხეთი. ხოლო რუსეთმა, პრეზიდენტის 1992 წლის ბრძანებულების თანახმად, შეაჩერა ქიმიური იარაღის სფეროში სამუშაოები და 2017 წელს მსგავსი ნივთიერებების მთელი მარაგი გაანადგურა — რაც ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ (OPCW) დაადასტურა.

83
თემები:
რუსეთი დღეს
ოჯახური ძალადობა

ძალადობის სტატისტიკა: 8 თვეში ოჯახური ტირანების მსხვერპლი 6 ათასზე მეტი ადამიანი გახდა

0
(განახლებულია 12:34 27.09.2020)
1 სექტემბრიდან ოჯახურ ტირანებთან ბრძოლა ახლებურად დაიწყო - მატ შემაკავებელ ორდერთან ერთად ელექტრონულ სამაჯურებს უმაგრებენ

თბილისი, 12 სექტემბერი - Sputnik. საქართველოში მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 31 აგვისტომდე ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 6 678 ადამიანი გახდა, ნათქვამია შსს-ს მასალებში.

უწყების მონაცემებით, ოჯახური ტირანებისგან ყველაზე ხშირად ქალები ზარალდებიან. აღნიშნულ პერიოდში სულ 5 528 ქალი დაზარალდა.

დაზარალებულებს შორის 16 წლამდე ასაკის 300 ბავშვია. სტატისტიკა ცხადყოფს, რომ საქართველოში ოჯახური ძალადობისგან გოგონები ბიჭებთან შედარებით უფრო ხშირად ზარალდებიან.

რაც შეეხება ოჯახურ ტირანებს, იანვრიდან აგვისტომდე 6 385 ბოროტმოქმედი გამოავლინეს. მათი უმრავლესობა მამაკაცია, თუმცა არიან ქალებიც. ოჯახურ ძალადობაში 1 096 ქალია მხილებული.

ამასთან, თუ ტირანი-მამაკაცის ასაკი ძირითადად 25-44 წელია, ქალებს შორის ის 45 წლიდან იწყება. მსხვერპლებს შორის ყველაფერი პირიქითაა: ქალები ოჯახური ძალადობის მსხვერპლები ყველაზე ხშირად 25-44 ასაკში ხდებიან, მამაკაცები - 45 წელს ზემოდ.

იმავე სტატისტიკით, აღნიშნულ პერიოდში ოჯახური ძალადობის შედეგად მოკლულია 11 ადამიანი, დაჭრილია - 16.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში