აშშ ეჭვობს, რომ რუსეთი ბირთვულ ცდებს ატარებს: ექსპერტის კომენტარი

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიაშშ-ს დროშა
აშშ-ს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კონგრესზე წარდგენილ ყოველწლიურ მოხსენებაში ნათქვამია, რომ რუსეთს შეეძლო ბირთვულ იარაღთან დაკავშირებული ექსპერიმენტების ჩატარება

თბილისი, 16 აპრილი - Sputnik. შეერთებულ შტატებს ეჭვი აქვს, რომ რუსეთის ბირთვული იარაღის ექსპერიმენტებში მონაწილეობს. რადიო Sputnik-ის ეთერში სამხედრო ექსპერტმა და პოლიტოლოგმა ივან კონოვალოვმა ასეთი განცხადებების სავარაუდო მიზეზი დაასახელა. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კონგრესზე წარდგენილ ყოველწლიურ მოხსენებაში ნათქვამია, რომ რუსეთს შეეძლო ბირთვულ იარაღთან დაკავშირებული ექსპერიმენტების ჩატარება.

დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა - Sputnik საქართველო
მოსაზრება: კორონაკრიზისი დააჩქარებს „დიდი სამეულის“ შექმნას - მოსკოვი-ვაშინგტონი-პეკინი

„შეერთებულ შტატებს მიაჩნია , რომ რუსეთმა ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით ექსპერიმენტები ჩაატარა, რამაც ბირთვული ენერგიის გამოთავისუფლება გამოიწვია“, — აღნიშნულია დოკუმენტში.  

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტში ხაზი გაუსვეს, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია 2019 წელს რუსეთის მიერ ანალოგიური ექსპერიმენტების ჩატარების შესახებ.

„შესაძლოა, რუსეთი ცდებს ისე ატარებს, რომ ბირთვული ენერგია ფეთქებადი კონტეინერიდან გამოთავისუფლდება“, — განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში და შეშფოთება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ მოსკოვი შესაძლოა სრულად არ იცავს 1974 წელს სსრკ-სა და აშშ-ს შორის დადებული ხელშეკრულებას ბირთვული იარაღის მიწისქვეშა გამოცდების შეზღუდვის შესახებ, რომლის თანახმადაც მოსკოვი ვალდებულია, აცნობოს ვაშინგტონს მსგავსი ექსპერიმენტების თაობაზე, რათა ვაშინგტონმა, პროტოკოლის შესაბამისად, შეძლოს ცდების ვერიფიცირება. ამასთან, შეერთებული შტატები არ ადანაშაულებს რუსეთს ხელშეკრულების დარღვევაში.

რადიო Sputnik-ის ეთერში სამხედრო ექსპერტმა და პოლიტოლოგმა ივან კონოვალოვმა ამ განცხადებაზე კომენტარი გააკეთა და მან აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა პრაქტიკულად ყველა სფეროში გაწყვიტა თანამშრომლობა.

„ჩვენ შევთავაზეთ, რომ ბირთვულ საკითხებთან დაკავშირებით მაინც შეგვენარჩუნებინა თანამშრომლობის ხელშეუხებლობა, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების ბირთვული პოტენციალის გადასინჯვა, რევიზია გამოაცხადა. რაზე მიუთითებს ეს? ამერიკელები კვლავ ბირთვულ ბერკეტს მიმართავენ. ამ სიტუაციაში ყველაფერი აშკარაა, მათ შემდეგი მოლაპარაკება აწუხებთ, მისგან თავის დაღწევა უნდათ და იყენებენ იმავე სქემას, რაც, მაგალითად, საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებით გამოიყენეს. ისინი პირველად მაშინ გაიშიფრნენ, როცა  ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების შეზღუდვის შესახებ შეთანხმებიდან გავიდნენ და საჭიროდ არ ჩათვალეს ვინმესთვის რამე აეხსნათ. მაშინ მათ მიიჩნიეს, რომ რუსეთი სუსტია და ყველაფერზე დათანხმდება. მაგრამ შემდეგ ეს აღარ გამოსდიოდათ და სქემების შემუშავება უხდებოდათ“, — აღნიშნა ივან კონოვალოვმა.

სსრკ-სა და აშშ-ს შორის შეთანხმება ბირთვული იარაღის მიწისქვეშა ცდების შეზღუდვის შესახებ, რომელსაც ხელი  1974 წლის ივლისში მოეწერა, ზღუდავს მიწისქვეშა ბირთვული ცდების სიმძლავრეს, ასევე  ითვალისწინებს ურთიერთკონტროლის სისტემას შეთანხმებიოს დაცვაზე. ამ მოლაპარაკების ფარგლებში, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ინფორმაციის გაცვლა შეტყობინებების გადაცემით ხდება.

ყველა ახალი ამბავი
0