ექსპერტის მოსაზრება: როდის დაბრუნდება ძვირი ნავთობი

49
(განახლებულია 16:29 01.04.2020)
ნავთობის ფასების მომავალი კვლავაც აქტუალურია. რასაკვირველია, ახლა, როდესაც ნავთობზე მოთხოვნილება მნიშვნელოვნადაა შემცირებული, ფასები არ ასახავს მოთხოვნილებისა და შეთავაზების არანაირ ბალანსს.

ალექსანდრ სობკო

ის განისაზღვრება მყიდველის სურვილით, შეავსოს საცავები მიზერულ ფასად შეძენილი ნედლეულით (მისი დღევანდელი ღირებულება ვერ ანაზღაურებს მწარმოებელთა მოკლევადიან, სამეწარმეო ხარჯებსაც კი).

გლობალური მოთხოვნილების შემცირებას სპეციალისტები განსხვავებულად აფასებენ. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ვარაუდობდნენ, რომ აპრილისთვის მოთხოვნილება დღეში 15-20 მლნ ბარელით, ანუ 15-20%-ით შემცირდებოდა. ახლა კი 25 მილიონზე საუბრობენ. ამ ფონზე უკვე იხილება, რამდენი კვირისა თუ თვის მარაგია (რომლის წყალობითაც ჯერ კიდევ ხერხდება ფასების ასე თუ ისე შენარჩუნება) საცავებში დაგროვილი. 

არსებობს ყველა საფუძველი ვარაუდისა, რომ ახალ რეალობაში ფასების ომსა და ნავთობის მოპოვების სერიოზულ ზრდაზე საუბარი არ მოგვიწევს (ეს თემა აქტიურად იხილებოდა „ოპეკი+“ გარიგების ჩაშლის შემდეგ). ამ დამატებითი მოცულობის გაყიდვა რთული იქნება, თუმცა არსებულ ვითარებაში ასეთი ნაბიჯები უადგილოცაა. მაგრამ, ამასთან, არც მომწოდებლების მხრიდან შემოთავაზების მომენტალურად შემცირებაა მოსალოდნელი. ზოგი ახერხებს ბაზარზე წილის შენარჩუნებას, ზოგს უჭირს ტექნოლოგიური პროცესების შეჩერება. ჯერჯერობით მიმდინარე მოვლენებმა იმოქმედა ფიქალური ნავთობის მოპოვებაზე: აშშ-ში ჭაბურღილების რაოდენობა ერთ კვირაში 40 ერთეულით შემცირდა. საუდის არაბეთი კი მაისში დღეში დამატებით 600 ათასი ბარელის ექსპორტს გეგმავს, რაც შესაძლოა იყოს ვაჭრობის ელემენტი. უმსხვილეს ნავთობმომპოვებლებს შორის ახალი გარიგების დადება ხომ კვლავ დღის წესრიგშია.

 „ოპეკი+“ გარიგების ჩაშლის მიზეზებს სულ უფრო იშვიათად იხილავენ. კორონავირუსმა ყველაფერი ამოატრიალა. ამ ფონზე მტყუან-მართალის გარჩევა უკვე არ არის მარტივი და, რაც მთავარია - არც მნიშვნელოვანი. ნათელია, რომ მოთხოვნილების შემცირების კომპენსაციას ვერავითარი გარიგება ვერ შეძლებდა.

ამის მიუხედავად, ნავთობის ბაზრის სტაბილიზაციის საკითხი ნებისმიერ შემთხვევაში დღის წესრიგშია. უმსხვილეს მწარმოებლებს შორის ახალი შეთანხმების გაფორმება დღეს, შესაძლოა, უფრო აქტუალურიც კი არის, ვიდრე ერთი თვის წინ. თუნდაც იმიტომ, რომ სხვაგვარად შემჭიდროებულ ვადებში ფასების გამოსწორება წარმოუდგენელი იქნება.

უბრალო შეფასებები: იქნებ ორ თვეში საცავები შეივსოს დაახლოებით მილიარდი „ზედმეტი“ ბარელით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად დამატებით სამი მილიონი ბარელის შეთავაზებას მთელი მომავალი წლის განმავლობაში. ისიც ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით მოთხოვნილების სრულად აღდგენის შემთხვევაში. 

ზემოთქმულიდან ნათელია, თუ რატომ ვარაუდობენ დამკვირვებლები საბაზისო ვარიანტში ფასების ძალიან ნელ აღდგენას (საუბარია წლის ბოლოსთვის ერთი ბარელის ფასის 40 დოლარამდე გაზრდაზე) საკარანტინო შეზღუდვების უახლოეს კვირებში დასრულების შემთხვევაშიც კი.  

როგორ განვითარდება მოვლენები

არსებობს ორი თეორიული ვარიანტი. პირველი - „ბაზრის უხილავი ხელი“, რომელიც ფართო დიაპაზონში იწვევს ფასების ვოლანტილობას, როდესაც გადაჭარბებულ წარმოებასა და დაბალ ფასებს ჩაანაცვლებს არასაკმარისი ინვესტირება და დეფიციტი. მეორე - ესაა შესაძლო მარეგულირებელი მექანიზმები „ოპეკისა“ და „ოპეკი+“-ის ან უფრო ფართო კოალიციის ფარგლებში.

მოვლენათა განვითარების სასურველი, მაგრამ ჰიპოთეტური სცენარი, რომელსაც ამას წინათ ვიხილავდით, დღევანდელი გადასახედიდან სულ უფრო რეალური ჩანს. შეგახსენებთ, რომ ორშაბათს რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები ტელეფონით საუბრისას შეთანხმდნენ ნავთობის ბაზრის საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვაზე ენერგეტიკის მინისტრების დონეზე. ტეხასელმა მენავთობეებმა კი სარკინიგზო კომისიას (შტატის ნავთობის ბაზრის ფაქტობრივი მარეგულირებელი) მოსთხოვეს შავი ოქროს მოპოვებაზე დაწესებული შეზღუდვების განხილვა.

მართლაც, შოკის მასშტაბები უპრეცედენტოა. ნავთობის ფასი 1990-2000-იანების მიჯნაზე არსებული ღირებულების დონეზე დაეცა. ოფიციალური ინფლაციის გათვალისწინებითაც კი ის ერთ-ნახევარჯერ ნაკლებია. ამასთან, მარაგის ხარისხი 20 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუარესდა, ანუ ნავთობის მოპოვების თვითღირებულება მთელ მსოფლიოში გაიზარდა.

ნორვეგიამ გადაწყვიტა გაზარდოს ნავთობის ისედაც ჭარბი მოცულობა მსოფლიო ბაზარზე, წერს მასმედია. რადიო Sputnik-ის ეთერში ნაციონალური ენერგეტიკული უსაფრთხოების ფონდის ანალიტიკოსი იგორ იუშკოვი მსჯელობს, როგორ განვითარდება ამ შემთხვევაში მოვლენები. 

საქმე ისაა, რომ ეს ნავთობი უფრო დაბალი ხარისხისაა. ამიტომ კლასიკურ სახეობებთან შედარებით იაფად იყიდება. ძვირადღირებული ტრანსპორტირების შემდეგ ნედლეულის ფასი მოპოვების ადგილზე ნულს უტოლდება.

ბევრი კომპანიის საწარმოო ხარჯიც კი მიმდინარე კოტირებებზე ნაკლებია. როგორ უნდა მოიქცნენ ასეთი კომპანიები? შეწყვიტონ მოპოვება და განაახლონ საქმიანობა, როგორც კი ფასები აუცილებელ ბარიერს გასცდება (მაგ., 30 დოლარს)? ზარალზე იმუშაონ? აპრილიდან ივნისამდე, IHS Markit-ის პროგნოზის თანახმად, შესაძლოა მაინც შეწყდეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყოველდღიურად დაახლოებით ათი მილიონი ბარელის მოპოვება.

სრულ თვითღირებულებაზე საუბარიც აღარ არის. კომპანიებმა უკვე განაცხადეს მომავალში ათობით მილიარდი დოლარის ინვესტიციების შემცირებაზე.

მოსალოდნელია მეორე ვარიანტიც - ბალანსის ხანგრძლივი აღდგენა. თუმცა ახალი შეთანხმებები დღევანდელი გადასახედიდან სწორედაც რომ დროულია. გასარკვევია პირობები.

დავუბრუნდეთ ერთი თვის წინანდელ ვითარებას და გავიხსენოთ, რა მთავარი პრეტენზია არსებობდა „ოპეკი+“ გარიგების მიმართ. ეს გახლდათ ნავთობის მოპოვების შემცირებით ნედლეულის მაღალი ფასების შენარჩუნების გზით, გარიგების მონაწილეთა მხრიდან ბაზრის წილის გადაცემა სხვა მწარმოებლებისთვის, პირველ რიგში, ამერიკელებისთვის.

დამკვირვებელთა ნაწილი სწორედ ამის გამო აკრიტიკებდა გარიგებას, მეორე ნაწილი კი უთითებდა, რომ უმნიშვნელო შემცირებას დიდი მოგება მოაქვს და ეს უნდა გამოვიყენოთ, შემდეგ კი გამოჩნდება.

ამ ვითარებაში აშკარად ხელიდან იქნა გაშვებული კომპრომისი და ოქროს შუალედი - შეთანხმების შენარჩუნება საკვანძო მწარმოებლებს შორის, მაგრამ მოპოვების შეზღუდვის ისეთი პარამეტრებით, რომ ერთი ბარელი ნავთობის სამიზნე ფასი 50-55 დოლარის დონეზე იყო. მსგავს შემთხვევაში „ფიქალური“ ნავთობის მოპოვება აღარ გაიზრდება. როგორც ჩანს, საჭიროა იმის აღიარება, რომ „ოპეკი+“ გარიგების წარმატებამ და ერთი ბარელის ღირებულებამ - 60-70 დოლარმა - ყველას, და ჩვენც, „თავბრუ დაგვახვია წარმატებისგან“. 

მაგრამ პრობლემას მხოლოდ ფიქალური ნავთობი რომ წარმოადგენდეს, შესაძლებელი იქნებოდა მოქმედი პოლიტიკის გაგრძელება. ბოლოსდაბოლოს, დროთა განმავლობაში და „ფიქალის“ მარაგის ხარისხის თანდათანობით გაუარესების პარალელურად დავინახავდით ამერიკული მოპოვების სტაბილიზაციას.

აქ კი კიდევ ერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რომელიც „ოპეკი+“ გარიგების ჩაშლის შემდეგ რუსმა ოფიციალურმა პირებმაც ახსენეს. გარდა ფიქალური ნავთობისა, მაღალი ფასების პირობებში ბაზარზე გამოდიან სხვა მწარმოებლებიც, პირველ რიგში, ღრმაწყლოვანი მოპოვების სფეროდან. ფიქალურისგან განსხვავებით, ეს გრძელვადიანი პროექტებია - ერთხელ გაღებული კაპიტალური ხარჯის შემდეგ ასეთ ნავთობს იაფადაც აწარმოებენ, ზარალიც რომ ნახონ, მაინც. მათი „გამოთიშვა“ ზომიერი ფასების ომით არ გამოვა. 

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას: კორონავირუსმა მოთხოვნილება უპრეცედენტოდ შეამცირა. უამრავი აშკარა მინუსის პარალელურად ის ყველას შეთანხმების უნიკალურ შესაძლებლობას უქმნის.

დღევანდელი ვითარება დისკომფორტს ბაზრის ყველა მონაწილეს შეუქმნის. ფიქალური ნავთობი ზეწოლას განიცდის. უმსხვილესმა ნავთობმომპოვებლებმა უკვე დაკარგეს კაპიტალიზაციის ნახევარზე მეტი და ხელახლა იხილავენ თავიანთ საინვესტიციო პროგრამებს (და ყველა გრძელვადიან სტრატეგიას). ჯაჭვური რეაქციით საფრთხის ქვეშაა თხევადი ბუნებრივი აირის წარმოების სფეროც. ამ დღეებში Shell-მაც განაცხადა, რომ ტოვებს ამერიკული Lake Charles-ის თხევადი აირის წარმოების პროექტს (პროექტი მზადების ეტაპზეა).

კორონავირუსმა წერტილი დაუსვა ძველ დავებს „ოპეკი+“ ფარგლებში შემცირებების მასშტაბებზე. მაგრამ ძალაში დატოვა პრობლემა, რომ ნავთობმომპოვებლები, რომლებიც არ მონაწილეობენ გარიგებაში, მხოლოდ მაღალი ფასების უპირატესობით სარგებლობენ. და ახალ ვითარებაში პროგრამა მინიმუმი - ესაა „დიდი სამეულის“ - რუსეთი, ოპეკი, აშშ - შეთანხმება, სხვა მწარმოებლების მოზიდვა, შესაძლოა არა ქვეყნების, არამედ კონკრეტული კომპანიების სახით.

მაგრამ ნავთობის ფასების წინასწარ განსაზღვრა - უმადური საქმეა. სასიამოვნო და ადვილად აღსაქმელია მსჯელობა მოსალოდნელ ახალ გარიგებაზე. ნეგატიური სცენარის (ყველა თავისთვის, ნელი აღდგენა) დავიწყებაც არ ღირს. ნავთობი - არის თემა, რომლის განხილვისას საჭიროა მოვლენათა განვითარების მრავალი სცენარის, მათ შორის, როგორც პოზიტიურის, ისე ნეგატიურის გათვალისწინება. შავი ოქროს გაიაფება 90-იანი წლების დონემდე ერთი თვის წინ წარმოუდგენელი იყო.

49
საპროტესტო აქცია მინსკში

მოსაზრება: ბელარუსი ფერად რევოლუციას მარხავს

32
(განახლებულია 19:40 23.10.2020)
ბელარუსული ოპოზიცია იმდენად უიღბლოა, რომ „წლის უიღბლოს“ ნომინაციაში დამარცხების შანსებიც კი აქვს, მიაჩნია პოლიტიკურ მიმომხილველს.

ირინა ალქსნისი  

მის წინააღმდეგ თამაშობენ როგორც მისგან დამოუკიდებელი გარემოებები, ისე მისივე ლიდერები, რომლებიც ისეთ ფეერულ ინიციატივებს აყენებენ, რომ საერთოდ გაუგებარია, როგორ უნდა დაფარცხოს ისინი მძიმე რეპუტაციული და საიმიჯო დანაკარგების გარეშე.

კვირას ალექსანდრ ლუკაშენკოსთვის თითქმის ორი კვირის წინ სვეტლანა ტიხანოვსკაიას მიერ წაყენებელ ულტიმატუმს ვადა გასდის. გამომდინარე იქიდან, რომ ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან მისი მოთხოვნების შესასრულებლად იოტისოდენი მზადყოფნაც კი არ შეინიშნება, „პრეზიდენტ სვეტას“ დაპირების თანახმად, ბელარუსი საერთო ეროვნული ჯანყის ქაოსში უნდა ჩაიძიროს — გზების დაბლოკვითა და სახელმწიფო მაღაზიებში გაყიდვების ჩამოშლით.

მაგრამ მოვლენების ამგვარად განვითარება ყოველდღიურად სულ უფრო ფანტასტიკურად გამოიყურება.

როგორც ჩანს, ამის ეჭვი ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოშიც გაუჩნდათ, რომელიც ახლა იმითაა შეწუხებული, როგორ დაუძვრეს ვითარებას მცირე დანაკარგებით. მისი ერთ-ერთი წევრი პაველ ლატუშკო აცხადებს, რომ ულტიმატუმის ვადის გასვლის კვალდაკვალ (რომელიც ხელის ერთი აქნევით გარდაიქმნება „სახალხოდ“) ისინი აქტიურობას გააძლიერებენ. ძალიან მოხერხებული ფორმულირებაა — ინტერპრეტაციისთვის ფართო შესაძლებლობებით და ამასთან არანაირი ვალდებულების მიმცემი.

მაგრამ ბელარუსში პროტესტების ყველაზე აშკარა ჩავარდნის მხოლოდ შიდა ფაქტორებთან მიბმა მაინც არ იქნებოდა სწორი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი, რა თქმა უნდა, უმთავრეს როლს ასრულებს.

ბელარუსის ოპოზიციას არ გაუმართლა ხელისუფლების დამხობაში ფერადი რევოლუციის ფენომენის მასშტაბური დისკრედიტაციის მომენტში.

თითქმის 15 წლის განმავლობაში ეს ფენომენი რეალური საფრთხე იყო ბევრი ქვეყნის ხელისუფლებისთვის და იმავდროულად ოპოზიციისთვის სულისჩამდგმელიც. ფერადი რევოლუციები სრულყოფილ და ყოვლისშემძლე იარაღად მიიჩნეოდა არასასურველი მთავრობების შესაცვლელად და რეჟიმების დასამხობად. ეს ცნება ადემორალიზებდა ერთს და სწრაფი გამარჯვების იმედს აძლევდა მეორეს.

მაგრამ ალბათ ყველაზე მთავარი ისაა, რომ ამ სახით ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის რეალურ შესაძლებლობაში უამრავი ისეთი ადამიანი იყო დარწმუნებული, რომლებსაც პოლიტიკასთან უშუალო შეხება არ ჰქონდათ.

ფერადი რევოლუცია ხომ უბრალოდ სახელმწიფო გადატრიალება არ არის. ის შეუძლებელია ჩვეულ სიტუაციაში აპოლიტიკური ხალხით სავსე ქუჩების გარეშე, რომლებმაც მკვეთრად დაიჯერეს ხელისუფლების დაუყოვნებლად შეცვლის აუცილებლობა ნათელი მომავლისთვის. სწორედ ამან უბიძგა ასობით ათას ადამიანს კაიროში ტაჰრირის მოედანზე გასვლისკენ 2011-ში და კიევის ევრომაიდანზე 2013-ში.

სხვათა შორის, ბელარუსულ პროტესტებსაც ასევე შეიძლებოდა თავიდან დაეტრაბახათ ფართო მასშტაბებით, მაგრამ ახლა აქციების რაოდენობა განუხრელად ეცემა კვირიდან კვირამდე.

საქმე მარტო ის კი არაა, რომ ადამიანები ამ ღონისძიებებში თავიანთი მონაწილეობის უშედეგობით დაიღალნენ და რომ ლოზუნგს „ლუკაშენკო, წადი“ სულაც არ აღმოაჩნდა მაგიური ძალა „არასწორი“ ეროვნული ლიდერის ძალით განსადევნად. ბელარუსული მოვლენების პარალელურად მსოფლიოს სხვა კუთხეებში მეტად ღირსშესანიშნავი პროცესები ხდება, რომლებიც რესპუბლიკის მოქალაქეებს აიძულებს, უფრო ფხიზლად შეაფასონ საკუთარ სახლში მომხდარი.

არსებობს ყირგიზეთი, რომელიც პირდაპირ ახლა ბოლო 15 წლის განმავლობაში მესამე კრიზისშია ჩაფლული, რომელსაც „ფერად რევოლუციად“ მოიხსენიებენ. ცოტას თუ გაუკეთებია ამ მოვლენის დისკრედიტაციისთვის იმდენი, რამდენიც ამ შუააზიურმა ქვეყანამ გააკეთა, ვინაიდან არც ერთ სახელმწიფო გადატრიალებას, რომელსაც თან ახლდა არეულობა და ანარქია, ყირგიზეთის მოსახლეობისთვის დადებითი შედეგი არ მოჰყოლია.

არსებობს სომხეთი. ნებისმიერი მაიდნისა და მათი სულ უფრო გახშირებული წარუმეტებლობისა, სწორედ 2018 წლის ერევნის მოვლენები გახდა ხავერდის რევოლუციების სანიმუშო მაგალითი. აჯანყებულმა ხალხმა დემოკრატიის, ევროპული მომავლისა და კორუფციასთან ბრძოლის სახელით წარმატებით განდევნა მობეზრებული ხელისუფლება და სახელმწიფოს სათავეში დააყენა ის, ვისიც დაიჯერა. და ახალ ლიდერს უკვე შეუძლია დაიტრაბახოს პირველ წლებში გაკეთებულით. ყოველ შემთხვევაში, უკრაინისა თუ ყირგიზეთის მსგავსი კატასტროფული შედეგების არარსებობა უკვე შეიძლება ჩაითვალოს მნიშვნელოვან მიღწევად ამ დროში.

ტერმინი „ფერადი რევოლუცია“ ქვეცნობიერად გვიჩენს აზრს, რომ მსოფლიო საოცარი, მზიანი, მეგობრული ადგილია, სადაც ადამიანები ძმები არიან და საკმარისია ცალკეული მავნე ძალები მოაშორო სახელმწიფოს სათავიდან, რომ ქვეყანაც ასეთივე აყვავებულ ბაღნარად იქცეს.

ყირგიზეთი და სომხეთი ბელარუსული საზოგადოებისთვის ხილული შეხსენებაა იმისა, რომ მსგავსი წარმოდგენა — ეს ილუზიაა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან არც საშინაო და არც საგარეო პოლიტიკის კუთხით.

არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ბელარუსში პროტესტები თანმიმდევრულად მოძრაობს გარდაუვალი ჩავარდნისკენ. და ამით რესპუბლიკა თავის ლურსმნებს დააჭედებს ფერადი რევოლუციების შესახებ მსოფლიო მითის კუბოს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

32
ტრამპისა და ბაიდენის ტელედებატები

მოსაზრება: ბაიდენის არჩევნებში დამარცხებას რუსეთს ვერ დააბრალებენ

26
(განახლებულია 19:50 22.10.2020)
წინასაარჩევნო კამპანია ამერიკაში ფინიშს უახლოვდება — დღეს დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი ბოლოჯერ შეხვდებიან ტელედებატებში.

პიოტრ აკოპოვი

ამასთან, ეს შეხვედრა, პრინციპში, შეიძლება უკანასკნელიც იყოს მათ ცხოვრებაში. აშშ-ში ახლა ვნებათაღელვა იმდენად მძაფრია, რომ ამ ორი ადამიანის კიდევ ოდესმე ერთად წარმოდგენა ძალიან ძნელია. საოცრებაც რომ მოხდეს და ბაიდენმა არჩევნები მოიგოს, ტრამპმა შეიძლება არც კი აღიაროს შედეგები, ან უბრალოდ, სულ ცოტა, ინაუგურაციაზე არ მივიდეს — ყველა ტრადიციის დარღვევით. აი, ბაიდენი კი არაფრის ფასად არ დაესწრება ტრამპის ინაუგურაციას. ასე რომ, ხუთშაბათს მათ ბოლო შესაძლებლობა ექნებათ, უთხრან ერთმანეთს ის, რაც სურთ. და ისინი ამ შესაძლებლობას სრულად გამოიყენებენ.

ტრამპი ბაიდენს მთავარი დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელს უწოდებს და ჯოს ჩასმას მოითხოვს ციხეში (ვაჟთან, ჰანტერთან ერთად). ჯო ციხეში არ ჩაჯდება, მაგრამ როცა არჩევნებს წააგებს, მედიასაშუალებები იტყვიან, რომ ის „ოქტომბრის სიურპრიზმა“ მოცელა — ჰანტერის კომპიუტერში ნაპოვნმა და ამ დღეებში გამოქვეყნებულმა კომპრომატმა, რომელიც ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს სიცრუესა და კორუფციაში ამხელს. მაგრამ ბაიდენი ამ მასალების გარეშეც წააგებდა არჩევნებს, უბრალოდ იმიტომ, რომ ტრამპი გამარჯვებისთვისაა განწირული. მაგრამ ეს როგორ, როცა ყველა გამოკითხვა ბაიდენის უპირატესობაზე მეტყველებს? ხომ არ შეიძლება, რომ შედეგები გამოგონილი იყოს?

შეიძლება. იმიტომ რომ ფსონები ისე მაღალია, როგორც არასდროს. და არ არსებობს ისეთი ტყუილი, რომელზეც ტრამპის წინააღმდეგ მოთამაშეები არ წავლენ.

„მე კენჭს ვიყრი არა მარტო მემარცხენე მედიასაშუალებების, არამედ დიდი ტექნოლოგიური კომპანია–გიგანტებისა („ფეისბუქი“, „ტვიტერი“, „გუგლი“) და „ვაშინგტონური ჭაობის“ წინააღმდეგ“, — განაცხადა ტრამპმა ცოტა ხნის წინ. და ამის საუკეთესო დასტურად იქცა ამ სამთავიანი მონსტრის რეაქცია ბაიდენის ოჯახის შესახებ გამოჩენილ კომპრომატზე. „ნიუ-იორკ პოსტის“ პუბლიკაცია უბრალოდ დაბლოკეს — ის არ ჩანდა „გუგლის“ საძიებელში, ხოლო „ფეისბუქმა“ და „ტვიტერმა“ მისი გაზიარების საშუალება მოსპეს. რაღა თქმა უნდა, მედიასაშუალებებიც ცდილობდნენ, უბრალოდ არ შეემჩნიათ სკანდალური პუბლიკაცია, ხოლო პოლიტიკოსების უმეტესობა ისეთ სახეს იღებდა, თითქოს არაფერი სერიოზული არ მომხდარა. ანუ სამივე ძალა სინქრონულად მოქმედებდა, რითიც ტრამპის სიმართლეს ამტკიცებდა. ამასთან მაშინვე გაჟღერდა ბრალდებებიც რუსეთის წინააღდეგ — ხომ გასაგებია, რომ მოსკოვი ისევ ჩაერია ამერიკულ არჩევნებში და ბაიდენზე კომპრომატი შემოაგდოო.

ამაზე საუბრობდნენ არა მარტო კომენტატორები და კონგრესმენები, არამედ სპეცსამსახურების თანამშრომლებიც. ყოფილი თანამშრომლები — ვინაიდან აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა განაცხადა, რომ ბაიდენის ნოუთბუქში ნაპოვნი ინფორმაცია „რუსეთის რაიმე დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი არ არის“. მაგრამ 50-მდე ყოფილმა მზვერავმა (რეტკლიფის წინამორბედ ჯიმ კლეპერის ჩათვლით, რომელიც სიცრუეში ამხილეს) ღია წერილი დაწერეს, გამოცდილება „გვაიძულებს, სერიოზულად დავეჭვდეთ, რომ ამ საქმეში მნიშვნელოვანი როლი რუსეთის მთავრობამ ითამაშაო“:

„აშშ-ში პოლიტიკურ არენაზე გამოჩენილი ელექტრონული წერილები, რომლებიც სავარაუდოდ ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის ვაჟს ეკუთვნის და რომელთა დიდი ნაწილი იმ პერიოდს განეკუთვნება, როდესაც ის უკრაინულ გაზის კომპანია Burisma-ს ხელმძღვანელობაში მუშაობდა, რუსეთის საინფორმაციო კამპანიის ყველა ნიშანს ატარებს“.

ანუ რუსეთს იმაში კი არ ადანაშუალებენ, რომ მან ბაიდენზე კომპრომატები გააყალბა, არამედ იმაში, რომ მან ისინი გაავრცელა. მაგრამ როგორ, როცა რუდი ჯულიანის (ტრამპის ყოფილი ადვოკატი) თქმით, ჰანტერ ბაიდენის კომპიუტერის მყარი დისკის შემადგენლობა უკვე შვიდი თვის წინ გადაეცა გამოძიების ფედერალურ ბიუროს? ანუ მოსკოვს ეს მასალები „ოქტომბრის სიურპრიზის“ სამზადისში დამალული ჰქონდა? თუ თავად ტრამპის შტაბმა და მისმა მრჩევლებმა გააკეთეს, იმავე ჯულიანის ჩათვლით? უი, არა, ჯულიანი ხომ პუტინზე მუშაობს... და ეს ხუმრობა არ არის: როგორც სენატორმა კრის მერფიმ განაცხადა, „ამჯერად რუსებმა ამერიკელების თავის აგენტებად დამუშავება გადაწყვიტეს. ისინი ცდილობენ განავრცონ თავიანთი პროპაგანდა მეინსტრიმულ მედიაში... და მათ წარმატებას მიაღწიეს. იცოდეთ, რუდი ჯულიანი ახლა არსებითად რუსეთის აგენტია“.

დიახ, რა თქმა უნდა. თუ თავად ტრამპი მუშაობს კრემლზე, მის თანამშრომლებსა და დაახლოებულ პირებზე რაღა ითქმის. სიცილი სიცილად, მაგრამ ვითარების სწორედ ასეთი არაადეკვატური შეფასება და ამერიკელებისთვის „რუსეთის ჩარევის“ მიყიდვის მცდელობა, ბაიდენების ოჯახზე კომპრომატების ისტორიაშიც კი, საუკეთესო დასტურია იმისა, რომ ტრამპმა უკვე გაიმარჯვა. იმიტომ რომ მისი მოწინააღმდეგეები სრულად გამოგონილ სამყაროში ცხოვრობენ, რომელშიც რუსები გავლენას ახდენენ აშშ-ის არჩევნების შედეგებზე, ხოლო ბაიდენისა და ტრამპის რეიტინგებს შორის სხვაობა ორნიშნა რიცხვებით განისაზღვრება. თანაც ეს ყველაფერი ერთდროულად ხდება და ერთმანეთს არანაირად არ ეწინააღმდეგება.

მაგრამ რეალურ სამყაროში ჩვენ სულ სხვა რამეს ვხედავთ: ტრამპის მომხრეთა უზარმაზარ რაოდენობას მის დაუსრულებელ მიტინგებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით, და ენთუზიაზმის არარსებობას ბაიდენის იშვიათ შეხვედრებზე მცირე რაოდენობის მომხრეებით; ტრამპის მხარდაჭერის ზრდას უმცირესობის (მაგალითად, ფერადკანიანებისა და მუსლიმების) წარმომადგენლებს შორის, რომლებიც საერთოდაც არ შეადგენენ ელექტორატს, ტრამპის რუსეთთან კავშირის დაუსაბუთებლობასა და ბაიდენის ოჯახის სიცრუისა და კორუფციონერობის სულ ახალ მტკიცებულებებს. და რაც ყველაზე მთავარია: რეალურ სამყაროში ამერიკელები დიდი ხნის წინ განიხიბლნენ პოლიტიკური ელიტისა და ზეპარტიული „ვაშინგტონური ჭაობისგან“ და სწორედ ამიტომ ტრამპის ერთადერთ სერიოზულ ალტერნატივად არასისტემური სენატორი სანდერსი შეიძლებოდა ყოფილიყო. მაგრამ სწორედ თავისი არასისტემურობის გამო არ დაუშვა ის არჩევნებზე „კოლექტიურმა ბაიდენმა“.

რიგითი ამერიკელები რეალურ სამყაროში ცხოვრობენ და არა პროპაგანდისა, ამიტომ 3 ნოემბრის არჩევნების შედეგი ბედისწერითაა განსაზღვრული. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭირო „მერყევ შტატებში“ ხმებს წაიმატებენ პასიური დემოკრატიული ელექტორატის ფოსტით ხმის მიცემაზე მობილიზაციის გზით, ეს იმიტომ, რომ იმ შტატებშიც შეინიშნება იმათი რაოდენობის ზრდა, ვინც რესპუბლიკელებს წინასწარ მისცა ხმა.

გამოგონილი სამყარო 3 ნოემბერს დამარცხდება, თუნდაც ქაოსი მოაწყოს და არ აღიაროს რეალობა. სამთავიან ჰიდრას რევანშის იმედი ექნება და ამაზე იმუშავებს როგორც ამერიკის, ისე გლობალური მასშტაბით. და, აი, იქ უკვე ექნება მას სრული უფლება, დაადანაშაულოს რუსები თავის წარუმატებლობაში.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

26
თემები:
რუსეთი დღეს
ასტრიდ ლინდგრენის პრემიით დაჯილდოების ცერემონია

ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე 2021 წელს ოთხი ქართველი საბავშვო მწერალია წარდგენილი

0
(განახლებულია 16:10 26.10.2020)
საბავშვო ლიტერატურის დარგში პრესტიჟული პრემიის პრეტენდენტი წელს სულ 69 ქვეყნის 263 წარმომადგენელია

თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. საქართველომ ცნობილი შვედი საბავშვო მწერლის ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემიაზე 2021 წლისთვის ხუთი ნომინანტი წარადგინა. ნომინანტების ვინაობა პრემიის ოფიციალურ ვებ–გვერდზეა განთავსებული.

ესენი არიან საბავშვო ავტორები: ირმა მალაციძე, მარიამ წიკლაური, ბონდო მაცაბერიძე, თეა თოფურია, ასევე წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ნიქოზის ხელოვნების სკოლა.

ასტრიდ ლინდგრენის ხსოვნის პრემია (Astrid Lindgren Memorial Award) არის შვედური პრემია მიღწევებისთვის საბავშვო ლიტერატურაში, რომელიც შვედეთის მთავრობამ 2002 წელს დააწესა. პრემია გაიცემა ყოველ წელს, საპრიზო ფონდი ხუთ მილიონ შვედურ კრონს (ნახევარ მილიონ დოლარზე მეტს) შეადგენს. 

პრემია გაიცემა არა მხოლოდ საბავშვო ლიტერატურის სფეროში მიღწევებისთვის, არამედ ასევე კითხვის პროპაგანდის საქმიანობისთვის.

პრესტიჟული პრემიისთვის 69 ქვეყნის 263 მონაწილეა წარდგენილი. ლაურეატებს 2021 წლის 13 აპრილს დაასახელებენ.

ნომინანტებს საქართველოდან, ტრადიციულად, ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული საპარლამენტო ბიბლიოთეკა წარადგენს.

მარიამ წიკლაური არაერთი საბავშვო წიგნის ავტორი და მთარგმნელია. არის რამდენიმე პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის მფლობელი, რომელთა შორისაა „შოთაობა“, „საგურამო“, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია და სხვ. მარიამ წიკლაურის პოეზია და თარგმანები ჩართულია ბევრ ქართულ და უცხოურ კრებულებსა და სახელმძღვანელოებში.

თეა თოფურია ქართველი მწერალი, პოეტი, ჟურნალისტი და რედაქტორია. დაიბადა 1977 წელს სოხუმში. 1998 წლიდან მუშაობს ჟურნალისტიკაში, აშუქებს ადამიანის უფლებებთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ თემებს. არის მრავალრიცხოვანი ლიტერატურული კონკურსის ლაურეატი. მისი საბავშვო წიგნის „წყალდიდობა ზოოპარკში" გერმანულმა თარგმანმა, რომელიც თბილისში მომნხდარი წყალდიდობის რეალურ მოვლენებს ეფუძნება, გერმანიაში ლიტერატურული ჯილდო მიიღო.

ბონდო მაცაბერიძე ცნობილი ქართველი საბავშვო მწერალია. წარმოშობით სამტრედიიდან არის. აქტიური ლიტერატურული მოღვაწეობა 1990-იანი წლებიდან დაიწყო. ის ავტორია ცნობილი ზღაპრებისა და კრებულებისა: „ზღაპრები ბექნა ბიჭზე", „ზღაპრები თეკლა გოგოზე", „ზადო და ბადო", „ზღაპარი თუსიზე და კიდევ ტუსიზე" და სხვა. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, გერმანულ, თურქულ, ირანულ და სხვა მრავალ ენაზე. მაცაბერიძე ლინდგრენის პრემიაზე 2018 წელსაც იყო ნომინირებული.

თბილისში საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულები გამოვლინდნენ>>

ირმა მალაციძე საბავშვო მწერალი, ჟურნალისტი და მთარგმნელია. დაიბადა 1968 წელს ხაშურში. ის საბავშვო ლიტერატურის ფონდის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. მუშაობდა ჟურნალისტად საზოგადოებრივ მაუწყებელსა და რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოსა და გაზეთში. პირველი გამარჯვებულია კონკურსის „ახალი სახეები ქართულ საბავშვო ლიტერატურაში“. არის კონკურსების – „პენ–მარათონისა“ და „ლუარსაბ თათქარიძის“ ფინალისტი, „საბას“ ნომინანტი.

2020 წელს ლინდგრენის პრემიის ლაურეატი გახდა მწერალი და მხატვარი სამხრეთ კორეიდან პეკ ხინა.

0
თემები:
საქართველო და კულტურა