აშშ-მა რუსეთი თურქი სამხედროების დაღუპვაში დაადანაშაულა - მსოფლიოსთვის კი სულ ერთია

© photo: AFP 2020 / BAKR ALKASEMიდლიბი
იდლიბი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ რუსეთი ათობით თურქი სამხედრო დაღუპვაში დაადანაშაულა.

ირინა ალქსნისი 

ამას გარდა, მან მხარდაჭერა გამოუცხადა „ნატოელ მოკავშირეს“ და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „თურქეთის მხარდასაჭერად და ძალადობისთვის წერტილის დასასმელად ახალ ზომებს განიხილავს“.

ეს ვაშინგტონის პირველი ესოდენ მკვეთრი განცხადებაა მას შემდეგ, რაც სირიის იდლიბში ცოტა ხნის წინ ვითარება კვლავ გამწვავდა. აქამდე შტატებს მოსკოვისთვის არასდროს დაუკისრებია პირდაპირი პასუხისმგებლობა თურქი ჯარისკაცების დაღუპვის გამო.

თუმცა შეუძლებელია არ შევნიშნოთ, რომ პომპეოს გამონათქვამი უკვე ძალიან უადგილოდ გამოიყურება, ვინაიდან „მატარებელმა ჩაიარა“ — თანაც, უკვე კარგა ხანია.

იდლიბში კრიზისი თებერვლის მეორე ნახევრიდან მარტის დასაწყისამდე გრძელდებოდა. 5 მარტს მოსკოვში ვლადიმირ პუტინისა და თაიიფ ერდოღანის შეხვედრის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტებმა შეთანხმებას მიაღწიეს, დაძა ბულობამ შენელება დაიწყო. 

პუტინი და ერდოღანი - Sputnik საქართველო
პუტინი და ერდოღანი სირიაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

ვითარება რეგიონში კვლავინდებურად რთულია. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტრასა М4–ის ერთობლივი რუსულ–თურქული პატრულირება სერიოზულ წინააღმდეგობას აწყდება ბოევიკებისგან. და მაინც, პროცესი მიდის.

ორმხრივი თანამშრომლობის სხვა მიმართულებებს კი —  „თურქული ნაკადიდან“ ატომურ ელექტროსადგურ „აკუიუს“ მშენებლობამდე — ცოტა ხნის წინანდელი გამწვავება არ შეეხო.

ამ დღეებში სამხედრო–ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის დირექტორმა  დმიტრი შუგაევმა განაცხადა, რომ ანკარა С-400–ის მეორე პარტიის შესყიდვას ამზადებს. უფრო მეტიც, ჩინოვნიკის თქმით, დამატებითი მიწოდება თურქეთის გარკვეულ მონაწილეობასაც კი მოიაზრებს საზენიტო–სარაკეტო სისტემების შექმნაში.  მიუხედავად იმისა, რომ დეტალები არ გაუსაჯაროვებია, შუგაევმა აღნიშნა, რომ ეს რუსეთის ეროვნულ ინტერესებს არანაირ რისკს არ შეუქმნის და არც ზარალს მიაყენებს.

მოკლედ, რუსეთ–თურქეთის ურთიერთობები წარმატებით გრძელდება შექმნილ ფორმატში. და ამ ფონზე აშშ–ის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის გამოსვლა მუშტების რიტუალურ ქნევას ჩამოჰგავს დიდი ხნის წინ არმომხდარი ჩხუბის შემდეგ.

The Washington Post–ის ახალთახალი პუბლიკაცია სათაურით „როგორ დაკარდა თურქეთმა რუსეთი და დასავლეთი“ მნიშვნელოვანწილად  განმარტავს ლოგიკას, რომლითაც მოქმედებენ ამერიკელები თურქული მიმართულებით. მის თანახმად, ერდოღანი თავადაა დამნაშავე და თვითონვე უნდა იმტვრიოს კისერი გაკეთებული არჩევანის შედეგების გამო. პუტინთან შეთამაშებამ, რომელმაც წარმატებით აცდუნა თურქეთის პრეზიდენტი ანკარის გეოპოლიტიკური და დერჟავული გაძლიერების იმედებით, ის მოიტანა, რომ ერდოღანი საიმედო დასავლელ მოკავშირეებს წაეჩხუბა და ერთი ერთზე დარცა მოსკოვის პირიპირ. ეს უკანასკნელი კი, რა თქმა უნდა, შანსს არ უშვებს, სათავისოდ გამოიყენოს შექმნილი ვითარება. 

თუმცა საინტერესოა სტატიის ფინალი. ის არ შეიცავს პროგნოზს იმის შესახებ, რომ თურქეთის ლიდერი აუცილებლად გააცნობიერებს საკუთარ მცდარობას და  ბებერ კეთილ დასავლეთტან დახმარების სათხოვნელად მიხოხდება. პირიქით, ერდოღანს „მნიშვნელოვანი სადილის მენიუში პუნქტის ადგილს“ უწინასწარმეტყველებს.

თურქეთის ბლოკ-პოსტი სირიაში - Sputnik საქართველო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: თურქეთისა და ტერორისტების პოსტები იდლიბში ერთმანეთს შეერწყა

სხელმწიფო მდივნის მიერ გაჟღერებული პოზიცია ამ კონტექსტში თურქეთის პრეზიდენტისადმი დამცინავ ინტონაციას იძენს. ამერიკელებისთვის პრობლემა ისაა , რომ ეს დაცინვა ზედმეტად „ფაქიზია“.

საგარეო პოლიტიკურ არენაზე ხმამაღალი განცხადებები კარგიცაა და ეფექტურიც, როდესაც ისინი საყურადღებო არგუმენტების დამატების სახითაა წარმოდგენილი.

მსოფლიო ბევრად სერიოზულად ეკიდება რუსეთის საგარეო პოლიტიკურ რიტორიკას მას შემდეგ, რაც ყველამ დაინახა, რომ მოსკოვის სიტყვებს ყოველთვის მოჰყვება საქმე და რომ რუსეთი ახრერხებს, თავისი გაიტანოს მისთვის ყველაზე არახელსაყრელ პირობებშიც კი. მანამდე, არაერთი წლის განმავლობაში, ჩვეულებრივი რეაქცია იყო უგულებელლყოფა: რუსებმა რაც უნდა ის ილაპარაკონ, მაინც არაფრის თავი აქვთო. 

აშშ–ის საგარეო პოლიტიკა თვალდათვალ მიდის უკუტრანზიტზე: ვაშინგტონის სიტყვებს სულ უფრო მცირე მნიშვნელობა აქვს და ისე აღარ აღიქმება, როგორც ეს თეთრ სახლს სურს. ეს კი იმიტომ ხდება, რომ სულ უფრო ხშირად შიშვლდება შეერთებული შტატების უუნარობა, თავისი ჩანაფიქრის თანახმად მოახდინოს გავლენა მოვლენებზე.

აშშ–ს შეუძლია, ღრმა აზრი ჩადოს თავის სახელმწიფო მდივნის სიტყვებში — გამოიყენოს მწარე გაკვეთილად თურქეთისთვის, ან მკაცრ გაფრთხილებად რუსეთისთვის. მაგრამ შტატების წონის განუხრელი დაკარგვა ახლო აღმოსავლეთში, მაიკ პომპეოს სიტყვებს ძალიან დაგვიანებულ, ცარიელ განცხადებად წარმოაჩენს პოზიციების დამკარგავი „დერჟავის“ მხრიდან, რომელიც უკვე ვერც სიტყვითა და ვერც აქმით ვეღარ მოახდენს გავლენას პროცესებზე.

P.S. რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს! 

ყველა ახალი ამბავი
0