აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ იბნ სალმანი თეთრ სახლში შეხვედრის დროს

რუსეთი შანტაჟის პირისპირ: რატომ „აწვებიან“ ერ-რიადი და ვაშინგტონი მოსკოვს

321
(განახლებულია 18:46 12.03.2020)
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების ამასწინანდელმა კორექციამ რუსეთზე ზეწოლის ახალი ტალღის პროვოცირება გამოიწვია.

ალექსეი მუხინი

საუდის არაბეთმა სასწრაფოდ განაცხადა, რომ ნავთობის მოპოვებების გაზრდას აპირებს (ამჯერად დღე-ღამეში 13 მლნ ბარელამდე), ხოლო აშშ იმის შესახებ ალაპარაკდა, რომ რუსულ კომპანიებზე ზეწოლის შესაძლებლობებს შეისწავლის. შედეგად – ნავთობზე ფასებმა და რუბლის კურსმა კვლავ დაიწია.

ერ-რიადი და ვაშინგტონი მიზანმიმართულად მანიპულირებენ ნავთობზე ფასებითა და ვალუტის კურსით, ცდილობენ რა, შანტაჟით განდევნონ მოსკოვი მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრიდან და არიონ პოლიტიკური ვითარება თავად რუსეთში.  

OPEC+-ის შეთანხმების ჩაშლა, შეგახსენებთ, დაიწყო ულტიმატუმით, რომელიც საუდის არაბეთმა რუსეთს წაუყენა. ეს იყო რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო მოთხოვნები ნავთობის მოპოვების დამატებითი შემცირების თაობაზე. არსით ეს შანტაჟი იყო: ან შეასრულებთ ჩვენს პირობებს, ან ჩამოვშლით ბაზარს.

რუსეთის უარის შემდეგ საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ დაუყოვნებლივ იწყებდა ნავთობის მოპოვების გაზრდას დღე-ღამეში 12,3 მლნ ბარელამდე, რამაც ჩამოშალა კიდეც ბაზარი.

რუსეთი მზად იყო პარტნიორებთან კომპრომისისთვის, ითვალისწინებდა რა, რომ არსებობდა საშუალოდ სასწრაფო ზეწოლა მოთხოვნაზე კორონავირუსის გამო. მაგრამ შანტაჟი რუსეთისთვის მიუღებელია. რუსეთი შანტაჟს არ წამოეგება. 

სამი წლის წინ რუსეთი წავიდა გარიგებაზე ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით. გარკვეულ მომენტში ამ გარიგებამ პოზიტიური როლი შეასრულა. მაგრამ შეთანხმების შემდგომ გახანგრძლივებას იქამდე მივყავდით, რომ მოსკოვი, საუდის არაბეთთან ერთად, ბაზრიდან აქრობდა იაფ ნავთობს, რომელსაც ძვირადღირებული ამერიკული ფიქალური ნავთობი ჩაანაცვლებდა. OPEC+-ის მოპოვებების ყველა შემცირება სრულად (და საკმაოდ სწრაფად) ნაზღაურდებოდა ამერიკული მოპოვებების ზრდით. თავის დროზე საუდის არაბეთმა რუსული მხარე (ენერგეტიკის სამინისტრო) გარიგების გახანგრძლივების აუცილებლობაში დაარწმუნა. მათთვის ეს აუცილებელი იყო იმისთვის, რათა ხელი შეეწყოთ ნავთობის სახელმწიფო კომპანია Saudi Aramco-ს აქციების განთავსებისთვის (IPO). შედეგად – გარიგება გახანგრძლივდა, ხოლო IPO წარმატებით შედგა.

ამასთან საუდის არაბეთმა უპროცენტო კრედიტები მისცა ინვესტორებს იმის გარანტიით, რომ მხარს დაუჭერდნენ Saudi Aramco-ს აქციების კურსს (შეგახსენებთ, რომ გარიგების ჩაშლის შედეგად აქციები 10%-ით დაეცა, რის შემდეგაც ვაჭრობა შეწყდა).

სანამ შეთანხმება მოქმედებდა, საუდის არაბეთის მთლიანი შიდა პროდუქტის საბიუჯეტო დეფიციტი 12,9%-დან 3,8%-მდე შემცირდა (IHS Markit-ის მონაცემები). ამოქმედდა სტრატეგიული პროგრამა „ნავთობდამოკიდებულების“ შესამცირებლად და ეკონომიკის დივერსიფიკაციისთვის ინფრასტრუქტურაში, ტურიზმსა და ადამიანურ კაპიტალში მასშტაბური ინვესტიციების ხარჯზე.

მაგრამ OPEC+-ის შეთანხმების მოქმედების პერიოდში ამერიკული ფიქალური მოპოვება კვლავ პლუსისკენ წავიდა. დასრულდა საექსპორტო ინფრასტრუქტურის შექმნა. დასავლური სააგენტოების აზრით, OPEC+-ის მოპოვების შეზღუდვა არაერთხელ იქცა გადამრჩენელ ფაქტორად ამერიკელი ფიქალური ნავთობის მწარმოებლებისთვის, აძლევდა რა მათ დაცემის პერიოდში სიცოცხლის შენარჩუნებისა და შემდეგ კვლავ ზრდის დაწყების შესაძლებლობას.

Citigroup-ის ანალიტიკოსები ოპტიმისტურ პროგნოზებს იძლეოდნენ, რომ უკვე 2023 წლისთვის უმსხვილესი საბადო Permian-ის წარმოება 60%-ით გაიზრდებოდა, და მხოლოდ ეს აუზი გასცემდა იმაზე მეტ ნავთობს, ვიდრე OPEC-ის ყველა დანარჩენი წევრი — საუდის არაბეთის გარდა.

და აშშ-ის და საუდის არაბეთის ყველა ეს წარმატება ფაქტობრივად იმის წყალობით მოხდა, რომ რუსეთი OPEC+-ის შეთანხმებაში მონაწილეობდა. მაინცდამაინც ახლა რატომ წამოაყენეს ულტიმატუმი? საუდის არაბეთის მკვეთრად შეცვლილი ნაბიჯები არა მარტო შეთანხმებულია ვაშინგტონთან, არამედ ეს პირდაპირი დაკვეთაა. ამაზე არა მარტო ამერიკის ადმინისტრაციის ჩინოვნიკების უამრავი განცხადება მეტყველებს, არამედ ფინანსთა მინისტრ მნუჩინის მიერ რუსეთის ელჩის უპრეცედენტო გამოძახება და პირდაპირი მოთხოვნა, რომ რუსეთმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს ბაზრების სტაბილიზაციაზე პასუხისმგებლობა — ანუ, დაუბრუნდეს შეთანხმებას საუდის არაბეთის პირობებით. ამასთან, საუდის არაბეთის ელჩი ამერიკის ფინანსთა სამინისტროში რატომღაც არ დაუბარებიათ. 

აქ შეიძლება გავიხსენოთ ტრამპის განცხადებები, რომელიც ზომების მიღებით იმუქრებოდა და OPEC-სგან პასუხისმგებლობას მოითხოვდა. უფრო მეტიც, ამერიკის პრეზიდენტმა საკუთარ თავს NOPEC-ის კანონპროექტის მომხრეც უწოდა. ამასთან, მნუჩინთან გამოძახება – ეს, არსებითად, არის მცდელობა იმისა, რომ რუსეთი კარტელურ შეთანხმებას დაუბრუნონ.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საუდიტი ამხანაგები ულტიმატუმის წამოყენებისას დარწმუნებული იყვნენ, რომ რუსეთი უარის თქმას ვერ გაბედავდა. თანაც არა მარტო წმინდად საბაზრო/ეკონომიკური მიზეზებით. აშკარაა, რომ გათვლა იყო შემდეგზე: რუსეთის ხელისუფლება, მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების ფონზე, შეთანხმებაზე უარს ვერ იტყვის, რათა სოციალურ–პოლიტიკური დესტაბილიზაცია არ გამოიწვიოს, რაც ნავთობის ფასებისა და რუბლის კურსის დაწევამ შეიძლება გამოიწვიოს.

რა არის შანტაჟის აზრი? ან განაგრძობთ ამერიკული ფიქალის სუბსიდირებას, ან ჩვენ ჩამოვშლით ბაზარს — არა მარტო ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური შედეგებით. საუდის არაბეთი აქ ამერიკული ინტერესების პირდაპირ ლობისტად გამოდის, ხოლო აშშ ამ შემთხვევაში პრაქტიკულად ღიად ერევა რუსეთის შიდა პოლიტიკაში, იყენებს რა შიდაპოლიტიკურ პროცესებს ზეწოლის იარაღად.

მნუჩინის რეაქცია ისტერიკას ჰგავს. დღეისათვის საუდის არაბეთიც და ამერიკული ფიქალური დარგიც უკიდურესად მოწყვლად მდგომარეობაშია. არადა მანამდე აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი დრაივერი და ტრამპის ერთ-ერთი კოზირი იყო წინასაარჩევნოდ. „ფიქალური რევოლუცია“ მათ ფიქალურ კატასტროფად გადაქცევით ემუქრება. როგორც Wall Street Journal-ი აღნიშნავს, „ათობით მოვალე კომპანია, მათ შორის, Chesapeake Energy Corp. და Whiting Petroleum Corp ფინანსურ პრობლემებს ნავთობზე ფასების დაცემამდეც განიცდიდნენ. ახლა კი მათი აქციები სწრაფად ეცემა, დარგის ლიდერების კაპიტალიზაცია 30-50 პროცენტით შემცირდა. გამოცემის აზრით, 2014 წლის ფასების ვარდნისგან განსხვავებით, ახლა ამერიკული საფინანსო სექტორი არ დაეხმარება მეფიქალეებს, ვინაიდან მათ ინტერესი დაკარგეს ამ დარგისადმი დაბალი დივიდენდების გამო. წვრილ კომპანიებს კი მასიური გაკოტრება ელოდებათ ჭარბი კრედიტების გამო.

ახლა აშშ-ის ადმინისტრაცია მეფიქალეების მხარდასაჭერ ზომებზე მსჯელობს. მაგრამ ასეთ ზომებს ძალიან სერიოზული წინააღდეგობით ხვდება ამერიკული ეკონომიკური და  პოლიტიკური ისტებლიშმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი. საუდის არაბეთი, თავის მხრივ, შესაძლოა ძალიან სერიოზულ საბიუჯეტო დეფიციტს შეეჯახოს, რაც ჯვარს დაუსვამს არა მხოლოდ პრინც მუჰამედის ამბიციურ რეფორმებს, არამედ ქვეყანაში პოლიტიკურ სტაბილურობასაც უქმნის საფრთხეს.

დასავლელი ექსპერტების დიდი ნაწილი იხრება აზრისკენ, რომ რუსეთს შედარებით მეტი შანსი აქვს, გამოვიდეს გამარჯვებული ვითარებიდან, ვიდრე საუდის არაბეთს. მაგრამ ეს არც რამდენიმე დღეში და არც რამდენიმე თვეში არ მოხდება, თუ საუდის არაბეთი კონსტრუქციულ დიალოგს არ დაუბრუნდება.

რუსეთი, თავის მხრივ, მზადაა დიალოგისთვის.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

321
მიეცი ხმა

„რეფორმერი“, ახალგაზრდული პოლიტიკა და საარჩევნო სტრატეგია

35
(განახლებულია 12:58 13.07.2020)
თუ ოპოზიცია ჯერჯერობით ვერ ჩამოყალობდა, ერთიანი სიით მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში თუ ერთმანეთს და „ქართულ ოცნებას“ გაუწიონ კონკურენცია, ხელისუფლება ნელ-ნელა საარჩევნო სტრატეგიაზე ყალიბდება.

მართალია, 30 ადამიანამდე მაჟორიტარების შემცირებამ კიდევ უფრო გაზარდა მათი ფასი და დაასრულა სპეკულაციები, მაგრამ ის, თუ როგორ გადანაწილდება ეს ადგილები, მართლაც საინტერესოა.

სახელისუფლებო გუნდში არსებული მაღალი კონკურენციის გამო, ჩვენი ინფორმაციით, შესაძლოა, კანდიდატურების დასახელებამ აგვისტოს შუა რიცხვებისთვისაც კი გადაიწიოს. ამ შემთხვევაში კანდიდატებს ცოტა დრო, ასე 2 თვე დარჩებათ მოსახლეობასთან შესახვედრად. ცნობილია, რომ ეს შეხვედრები კანონის დაცვით, ღია სივრცეებში უნდა ჩატარდეს.

მომავალი პარლამენტი კი საკმაოდ ჭრელი უნდა იყოს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ 1-პროცენტიანი ბარიერი ბევრ ძალას აძლევს საშუალებას, 20 ათასამდე ხმა მოიპოვოს და პარლამენტში საკუთარი ინტერესჯგუფის წარმომადგენელი ჰყავდეს.

საოცრება მოიფიქრა სოციალური სამართლიანობისათვის მებრძოლმა მამუკა ტუსკაძემ. ის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაეხმარონ და მზადაა, საარჩევნო 4 წელი 6-6 თვიანი შუალედებით 8 დეპუტატზე გაყოს. ეს 6 თვით გარანტირებულ ხელფასსა და შემდეგ სამუდამო 560-ლარიან პენსიას ნიშნავს და სულაც არაა ცუდი შეთავაზება მოქალაქეებისათვის, ვისაც მინიმუმ 2-3 ათასი კარგი მეგობარი და ხმის მიმცემი აღმოაჩნდება.

დამოუკიდებლად საარჩევნო ბარიერის გადალახვის იმედი აქვს კახა კუკავას.

პარლამენტში მოხვდება ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა. როგორც ამბობენ, მისი ვაჟი ანზორ ბიწაძე პარტიული სიის პირველ სამეულშია.

საკმაოდ ნორმალური შედეგი ექნება ნაციონალურ მოძრაობას. პარლამენტში შევლენ პატრიოტები და შესაძლოა, მე-9 მოწვევაზე უკეთესი შედეგით.

ასევე საპარლამენტო პერსპექტივები აქვს „ლელოსა“ და ევროპულ საქართველოს.

გასულ კვირას კი კიდევ ერთი საინტერესო პარტია დაფუძნდა, რომელსაც ახალგაზრდული პოლიტიკის გატარების ამბიცია აქვს.

პარტია „რეფორმერის“ ლიდერი თორნიკე ჯანაშვილია. როგორც ქართული მედია იუწყება, უტა ივანიშვილის ახლო მეგობარი და კარგი განათლების მქონე ახალგაზრდა.

„ქართულ ოცნებას“ დიდი ხანია, დასავლეთში განათლებამიღებული ახალგაზრდების ნაკლებობისათვის აკრიტიკებდნენ.

სწორედ ამ დანაკლისს შეავსებს „რეფორმერი“, რომელიც, თუ წინასაარჩევნოდ არა, პარლამენტში მოხვედრის შემდეგ მაინც ითანამშრომლებს „ქართულ ოცნებასთან“.

ზოგადად, არჩევნებამდე 4 თვეც კი აღარ რჩება. შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნებზეც რაიმე დიდ სიურპრიზებს არ უნდა ველოდოთ, რადგან თუ ვინმეს პოლიტიკაში ყოფნა დასაკუთარი თავის გაპიარება სურდა, წესით, უკვე უნდა მუშაობდეს და მოსახლეობასთან მართავდეს შეხვედრებს.

 

35
Russia Today

მოსაზრება: დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ მუშაობას გადაეჩვია

189
(განახლებულია 10:06 13.07.2020)
ლიეტუვამ თავის ტერიტორიაზე RT-ს ხუთი ტელეარხის მაუწყებლობა აკრძალა. ანალოგიური ნაბიჯი ერთი კვირით ადრე ლატვიის ხელისუფლებამ გადადგა. ჯერი ესტონეთზეა, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრი არ გამორიცხავს მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას.

ირინა ალქსნისი

ამ საკითხში ტალინის განსაკუთრებულ პოზიციაზე შანსები არც ისე დიდია: სამი „ბალტიისპირული ვეფხვის“ ტრადიციული ანტირუსული კონსენსუსისა და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ ესტონეთის ხელისუფლებამ გამოიჩინა ყველაზე დიდი აქტიურობა და თანმიმდევრულობა რესპუბლიკაში სააგენტო Sputnik-ის საქმიანობისთვის წინაღობების შექმნაში.

თუმცა ყველაზე საინტერესო მთელ ამ ისტორიაში მაინც ვილნიუსის ოფიციალური საფუძველია – რომ RT-ს დმიტრი კისელიოვი აკონტროლებს, რომელზეც დასავლური სანქციები ვრცელდება, და რომ თითქოს ეს გახდა „მისი“ მედიარესურსის წინააღმდეგ ზომების დაწესების მიზეზი.

საქმე ისიც კი არაა, რომ ეს მტკიცებულება სიმართლეს არ შეესაბამება, მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს ყველაფერი უკვე იყო: ზუსტად ერთი კვირის წინ, როდესაც ლატვიის ეროვნულმა საბჭომ RT-ს მაუწყებლობის აკრძალვა იმით ახსნა, რომ ტელეარხები დმიტრი კისელიოვის „ფაქტიური კონტროლისა და ერთპიროვნული მმართველობის ქვეშაა“. მაშინ მარგარიტა სიმონიანმა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლატვიის ოფიციალური სტრუქტურების გაუგონარი არაპროფესიონალიზმი გააკრიტიკეს, რომლებმაც თავისი გადაწყვეტილება ღია ბოდვით განმარტეს.

იმ მომენტში ჯერ კიდევ შეიძლებოდა მომხდარი კონკრეტული შემსრულებლების შეცდომით ან რაღაც შემთხვევითობით ახსნილიყო: ბოლოს და ბოლოს დილეტანტებისგან არც ერთი სისტემა არ არის დაზღვეული. სახელმწიფოსთვის კი უკან დახევა მსგავს სიტუაციაში კარგი ტონი არ არის, მაშინაც კი, თუ ჩინოვნიკები აშკარად დააღალატებენ.

მაგრამ ლიეტუვაში ვითარების ერთი ერთში გამეორება აშკარად მიუთითებს, რომ არანაირი შემთხვევითობა და შეცდომა არ ყოფილა. ეს ყველაფერი ლატვიისა და ლიეტუვის ხელისუფლებების გაცნობიერებული პოზიციაა.

გასაგებია, რომ RT-ს მაუწყებლობის აკრძალვა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მაგრამ ნუთუ არ შეიძლებოდა ამის იურიდიულად უფრო „წმინდა“ მოტივით ახსნა? რა თქმა უნდა, შეიძლება. მაგრამ ამისთვის პასუხისმგებელ უწყებებს დაძაბვა და დიდი ძალისხმევის გამოჩენა დასჭირდებოდათ, რათა კანონმდებლობაში ხვრელები ეპოვათ.

ოდესღაც სწორედ ეს თავისებურება — იურიდიული დახვეწილობა იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კოზირი დასავლური დემოკრატიისთვის. ეს მეტად მომგებიანად გამოიყურებოდა სხვა პოლიტიკური სისტემების ფონზე, რომლებსაც არ ახასიათებდათ ფორმალური პროცედურების დაცვაზე ბევრი ფიქრი.

მაგრამ მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. RT-ს მაუწყებლობის აკრძალვის საკითხში ბალტიისპირეთის რესპუბლიკები იმ გზით წავიდნენ, რომელიც ბოლო წლებში კარგად გათელეს სულ სხვა და თანაც უფრო მძლავრმა დერჟავებმა.

ამერიკელებისთვის უცნობი ფხვნილით სავსე სინჯარის ქნევამ რეალურად არსებული გარემოებების ძებნა ჩაანაცვლა, რითიც შეიძლებოდა აეხსნათ საერთაშორისო საზოგადოებისთვის ერაყში შეჭრა.  

ბრიტანელებმა გრანდიოზული შოუ მოაწყვეს სკრიპალების მოწამვლის ირგვლივ — და ისინი იოტისოდენ უხერხულობასაც კი არ გრძნობენ ამ სამეში არსებული „ხვრელების“ გამო.

ნიდერლანდები, რომელმაც მართლმსაჯულება ეროვნულ ბრენდად აქცია, ისეთ სამართლებრივ კულბიტებს აწყობს МН17-ის საქმეზე, რომ გაკვირვებაც კი შეუძლებელი ხდება.

ასეთი მაგალითები მრავლადაა არა მარტო რუსეთის, არამედ ჩინეთის, ირანის, ვენესუელისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. იმდენად მრავლად, რომ იშვიათი შემთხვევებიდან უკვე ჩვეულებრივ ამბად გადაიქცა. ამგვარ ფონზე ლიეტუვისა და ლატვიის ხელისუფლებების პოზიცია RT-ს მაუწყებლობის აკრძალვაზე აბსოლუტურად ორგანულად გამოიყურება: რა საჭიროა დაძაბვა, თუ ამის გაკეთება აშკარა სისულელის ოფიციალურ პოზიციად გასაღებით შეიძლება?

ამაში თავისებური ლოგიკაც კი არის: ანტირუსულად განწყობილი აუდიტორია თავისუფლად მიიღებს განმარტებას „კისელიოვის შესახებ, რომელიც RT-ს აკონტროლებს“.

თავდაპირველად ეს მიდგომა დასავლეთის საინფორმაციო, პოლიტიკურმა, იდეოლოგიურმა და მორალურმა მონოპოლიამ გააჩინა. სწორედ ამის გამო შეწყვიტა მან გამოწვლილვით და მაღალპროფესიულად დაემუშავებინა თავისი პოლიტიკა. შედეგად, თავადაც რომ ვერ შენიშნა, ისე გაუსხლტა ხელიდან ეს მონოპოლია, მათ შორის, კომპეტენციის დაკარგვისა და ასევე მოდუნებული თავდაჯერებულობის გამო.

ახლა კი იგივე ძალები ვერანაირ აზრს ვეღარ ხედავენ ხარისხიანად და კვალიფიციურად მუშაობაში უკვე იმის გამო, რომ მომხრეებს ეს არ სჭირდებათ, ხოლო მოწინააღმდეგებს მაინც ვერ დაარწმუნებ.

გასაოცრად აქ შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ისინი სეიოზულად ფიქრობენ, თითქოს მსგავსი არაპროფესიონალური მიდგომა მათ იდეოლოგიურ და გეოპოლიტიკურ გამარჯვებას მოუტანს რუსეთზე.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

 

189
MyWay Airlines

მორიგი სპეცრეისი! თანამემამულეები პოლონეთიდან დაბრუნდებიან

0
(განახლებულია 13:49 13.07.2020)
ივლისში თანამემამულეები სამშობლოში ბარსელონიდან, რომიდან, პარიზიდან და ათენიდან ჩარტერული რეისებით დაბრუნდებიან - ბილეთის ღირებულება 200 ევროა.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეები ვარშავიდან თბილისში მორიგი სპეცრეისით ორშაბათს დაბრუნდებიან - ავიარეისს კომპანია Myway Airlines განახორციელებს.

კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველომ 20 მარტიდან პრაქტიკულად მთლიანად შეწყვიტა ავიამიმოსვლა სხვა ქვეყნებთან. ვარშავა-თბილისის სპეცრეისით სამშობლოში 170 თანამემამულე დაბრუნდება. ამავე რეისით პოლონეთში გაემგზავრებიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი მოქალაქეები.

„თვითმფრინავი ვარშავაში 12:00 საათზე გაფრინდება. რეისს ქართული ავიაკომპანიის თვითმფრინავი Boeing 737-800 შეასრულებს. ხომალდი თბილისის აეროპორტში 20:05 საათზე დაბრუნდება", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირებას ავიაკომპანია Myway Airlines-ი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით განახორციელებს, ნათქვამია განცხადებაში. სამშობლოში დაბრუნებული თანამემამულეები კვლავინდებურად 14-დღიან კარანტინს გაივლიან.

ივლისში ასევე შესრულდება ოთხი სპეცრეისი ევროპის ქვეყნებიდან: 15 ივლისს – ბარსელონიდან, 17 ივლისს – რომიდან, 22 ივლისს – პარიზიდან, 28 ივლისს – ათენიდან. ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 200 ევროზე მეტი არ იქნება. ფრენებს ევროპის ქალაქებიდან შეასრულებენ ავიაკომპანიები Myway Airlines და Wizz Air.

საქართველოს მთავრობა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, დანიშნულ ჩარტერული რეისებს ნაწილობრივ, არაუმეტეს 261 ათასი ევროს ფარგლებში დაასუბსიდირებს.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრები სრულად ჩაკეტა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, და საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით შეწყვიტა. პანდემიის პერიოდში საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თანამშრომლობით, სპეცრეისებით თანამემამულეთა სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნება უზრუნველყო. ჩარტერულ რეისებს ავიაკომპანია Georgian Airways ახორციელებდა. ბილეთის ღირებულება, რომელიც რეისამდე ორი დღით ადრე ონლაინ იყიდებოდა, 199 ევრო იყო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, COVID-19–ის პანდემიის დროს სახელმწიფო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზებით სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმარა 12 720 თანამოქალაქეს, ხოლო ადგილზე დახმარება აღმოუჩინა 22 391 ადამიანს.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში