ქართული საკონსტიტუციო ცვლილებები კავკასიის რეგიონულ დღის წესრიგში

© Sputnik / STRINGERსაპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის ევროატლანტიკური უსაფრთხოების ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელ სერგეი მარკედონოვს მიაჩნია, რომ  საქართველოში შიდაპოლიტიკური კრიზისის დაძლევა მთელი კავკასიისთვისაა მნიშვნელოვანი.

სერგეი მარკედონოვი

საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთობლივ ძალისხმევას მიმართეს შიდაპოლიტიკური კრიზისის დასაძლევად და ამჟამინდელი დე-ფაქტო წინასაპარლამენტო კამპანიის ცივილურ კალაპოტში გადასაყვანად. მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის შედეგად მმართველ პარტიასა და ოცი ოპოზიციური პარტიის გაერთიანებას შორის, შეთანხმება შედგა. 

რაშია მისი არსი და რატომაა ის ასე მნიშვნელოვანი არა მარტო შიდაქართული დინამიკის კონტექსტში არამედ კავკასიის რეგიონული დღის წესრიგისთვის?

არასრული პროპორციულობა 

ხელმოწერილი დოკუმენტის პათოსი ისაა, რომ ქართული პოლიტიკური კლასი, დამოუკიდებლად პარტიული კუთვნილებისა, ვალდებულია პატიოსანი და კონკურენტული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე ფოკუსირდეს.

მაგრამ გარდა საერთო დეკლარაციებისა, შეთანხმება მოიაზრებს კონკრეტულ პროცედურულ გადაწყვეტილებებსაც. და ისინი ქვეყნის ძირითად კანონში შესატან ცვლილებებს ეხება.  

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
როგორ გადანაწილდება 2020 წლის არჩევნებზე მაჟორიტარული ოლქები რეგიონების მიხედვით

მისი მნიშვნელობის გასააზრებლად გადავახვიოთ ფირი 2019 წლის ზაფხულზე. მასობრივი ანტისამთავრობო პროტესტების ფონზე მმართველი პარტია დათანხმდა ოპონენტებთან გარიგებას და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას — საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარებას.

მაგრამ მერე „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ჩააგდო. ამით მან თავის წინააღმდეგ განაწყო პრაქტიკულად მთელი პარტიულ-პოლიტიკური სპექტრი ქვეყანაში.

ხელისუფლების ოპონენტების რეზონები, რომლებმაც 2019 წლის ნოემბერში წამოაყენეს ლოზუნგი „ყველა ერთის წინააღმდეგ“, გასაგები იყო. მაჟორიტარული სისტემის ნებისმიერ ელემენტზე უარის თქმა, სადაც ფავორიტები არა იმდენად საზოგადო მოღვაწეები, არამედ „მტკიცე მეურნეები“ გახდებოდნენ, პარტიული კანდიდატები გადეპუტატების უფრო მეტ შანსს მიიღებდნენ. და გამორიცხული არ არის, რომ სამთავრობო კოალიციის წევრებად, ანუ მინისტრებად ან ვიცე-პრემიერებად ქცეულიყვნენ.

რით არ აწყობდა ოპოზიციას არსებული საარჩევნო სისტემა? ამ დრომდე საქართველოში საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ტარდებოდა. 150 მანდატიდან 77 პარტიულ სიებზე ნაწილდებოდა, ხოლო კიდევ 73 — მაჟორიტარულ ოლქებზე. ამომრჩევლები ხმის მიცემის დღეს ორ ბიულეტენს იღებდნენ. ასეთი სისტემისას , როგორც ოპოზიციის ლიდერები მიიჩნევდნენ, ხელისუფლებას საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებისა და ყბადაღებული ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მეტი შესაძლებლობა ჰქონდა.  

პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო
რაზე შეთანხმდნენ ხელისუფლება და ოპოზიცია

რა შეიცვლება, თუ 2020 წლის 8 მარტის შეთანხმება პრაქტიკაში განხორციელდება? მოხდება მანდატების მოპოვების არსებითი რეკონფიგურაცია. საპარლამენტო არჩევნები უპირატესად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს. ანუ პარტიული სიებით 120 დეპუტატი აირჩევა, ხოლო 30 — მაჟორიტარული სისტემით.

ხელისუფლება არსებით დათმობებზე წავიდა, როდესაც მომავალი სადეპუტატო კორპუსის პროპორციული ნაწილის მნიშვნელოვნად გაფართოებას დათანხმდა. თუმცა პარტია, რომელიც კამპანიაში გაიმარჯვებს, მაგრამ ვერ გადალახავს 40%-იან ზღვრებს, ვერ შეძლებს მთავრობის ფორმირებას.

ყველაფერი ეს შესაძლებლობას აძლევს მცირერიცხოვან  გაერთიანებებს, შევიდნენ პარლამენტში და შეცვალონ  ქართული არჩევნების უკვე ჩვეული ორფეროვანი სურათი, როდესაც „ქართული ოცნება“ ან მიხეილ სააკაშვილს ებრძვის, ან „კოლექტიურ მიშას“.

ქართული პოლიტიკის ამერიკელი დრამატურგი

ამაზე ალბათ შეიძლებოდა კიდეც, დაგვემთავრებინა მსჯელობა მიღწეულ შეთანხმებაზე, რომ არა პრინციპულად მნიშვნელოვანი ნიუანსი.

შეიძლება ბევრი კომპლიმენტი აღვავლინოთ პროსამთავრობო პარტიისა და ოპოზიციის მიმართ, ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებისთვის  გამოჩენილი სიბრძნისა და დათმობაზე წასვლის გამო, მაჰგრამ არ შეიძლება არ შევნიშნოთ აშკარა. მარტის კომპრომისი შესაძლებელი ამერიკის საელჩოსა და პირადად ვაშინგტონის დიპლომატიური წარმომადგენლის, კელი დეგნანის გადამწყვეტი წვლილით გახდა. სიმბოლურია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შეთანხმებას ხელი საელჩოს რეზიდენციაში მოეწერა. 

აქცია - Sputnik საქართველო
მართლმსაჯულება პოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდა გამოიყენონ – ოპოზიცია

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორია კავკასიაში და მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცეში, 2018 წლის ზაფხულიდან 2019 წლის დეკემბრამდე ამ ქვეყანაში ამერიკის ელჩი არ ყოფილა. კელი დეგნანმა თავის დანიშვნა ახალი წლის წინ გააფორმა და ფიციუკვე 2020 წლის დასაწყისში დადო. მას ნამუშევარი აქვს თურქეთში, იტალიაში, ბალკანებზე. დეგნანი ენერგიულად შეუდგა დიალოგის დამყარებას საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. თუმცა, ამ საქმეში ის მარტო არ ყოფილა. ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორების ეპისტოლარულმა კამპანიამაც შესამჩნევი წვლილი შეიტანა საქართველოს შიდა პოლიტიკაში. 

მთელი ამ საჯარო და არაოფიციალური დიპლომატიური საქმიანობიდან გამოჩნდა, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ვაშინგტონის პოზიციაზე. აშშ-ს აზრს, როგორც ავტორიტეტს, მიმართავდნენ ისინი, ვინც სხვა საკითხებში ძნელად თუ მოძებნიდნენ საერთო ენას.

კომპრომისის მიღწევაში საკუთარი წვლილი შეიტანა ევროკავშირის დიპლომატურმა წარმოამდგენელმა კარლ ჰარცელმაც. მაგრამ, თუ რეჟისორებისა და მსახიობების ენით ვიტყვით, მან ამ სპექტაკლში მეორეხარისხოვანი როლი შეასრულა. კელი დეგნანი კი პრიმა იყო. დიდი ალბათობით, მისი მოდერაციის გარეშე, „ქართული ოცნება“ არ წავიდოდა ესოდენ სერიოზულ დათმობებზე. აშკარაა, რომ ვაშინგტონს არ სურს შიდაქართული კონფრონტაციის გაღრმავება, ვარაუდობს რა, რომ ასეთ შემთხვევაში მთავარი ბენეფიციარი მოსკოვი გახდება.

რამდენად საფუძვლიანია ეს მოსაზრება, ცალკე საკამათო თემაა, მაგრამ „ევროსკეპტიკოსების“ ჰიპოტეტურ გამარჯვებას, იქნება ეს ნინო ბურჯანაძე თუ დავით თარხან-მოურავი, აშშ თავისი ინტერესებისთვის გამოწვევად განიხილავს. 

არც „მეოცნებეები“ და არც მიშიკო

ამერიკელებს ესმით, რომ იმ რეგიონებსა და ქვეყნებში, რომლებსაც „განსაკუთრებული ინტერესის“ სფეროებად განიხილავენ, ნებისმიერი ჩავარდნა მათ საგარეო პოლიტიკურ რეიტინგს დაარტყამს.  აქედანაა მათი ყურადღებაც შორეული „ჯორჯიის“ საქმეებისადმიც.  

ვაშინგტონს არ სურს „ქართული ოცნებისა“ და ბიძნა ივანიშვილის მონოპოლიის განმტკიცება. დღეს მილიარდერს არ ხედავენ „რუსეთის აგენტად“ ან საგარეო პოლიტიკური „რევიზიონიზმის“ მომხრედ, რომელიც უარს იტყოდა ევრო-ატლანტიკურ სტრატეგიაზე. მაგრამ მის ხელში ყველა საკვანძო სახელისუფლებო რესურსის თავმოყრა წარმოჩინდება როგორც პოტენციური შესაძლებლობა იმისა, რომ ის უფრო დამოუკიდებელ ფიგურა დ ჩამოყალიბდეს. ვაშინგტონს კი ურჩევნია, ნებისმიერ ქართველ ლიდერს შეუზღუდოს მანევრირების სივრცე.  

თუმცა იმავდროულად  შტატები „მეოცნებეების“ ჩამოშლასაც უფრთხიან და სააკაშვილის შესაძლო რეინკარნაციასაც. თავის დროზე ბევრი ამერიკელი პოლიტიკოსი იყო კმაყოფილი მისი წასვლითა და უფრო წინასწარ განჭვრეტადი ადამიანების მოსვლით საქართველოს ხელისუფლებაში. „მიშიკოს რესტავრაციას“ ვაშინგტონი ბევრ რამეში იგივე მიზეზებით უფრთხის, რა მიზეზებითაც ივანიშვილის ცალმხრივად განმტკიცებას. ასეთ სცენარში შიდასტაბილურობის საფრთხე ჩანს. და ამიტომ ამერიკული დიპლომატია  სიტუაციის გაკონტროლებასა და კრიზისის მართვას ამჯობინებს.

თუმცა, არც კელი დეგნანია ჯადოქარი. მისი დახმარებით შემუშავდა რაღაც კომპრომისი, მაგრამ მისი რეალიზაცია არა დეგნანის ან მისი მრჩევლების საქმეა, არამედ საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციისა. მათ შორის ყველა პირადი და ზოგადპოლიტიკური წინააღმდეგობების გათვალისწინებით. ავიღოთ თუნდაც ისეთი ცნების ინტერპრეტაცია, როგორიცაა „პოლიტპატიმარი“.

P.S. რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

ყველა ახალი ამბავი
0