მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„ძალიან რთულია“: სამხედრო ექსპერტი იდლიბში არსებულ ვითარებაზე საუბრობს

© AP Photo / Rodrigo Abdსიტუაცია იდლიბში
სიტუაცია იდლიბში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამხედრო ექსპერტის აზრით, პუტინისა და ერდოღანის შეთანხმებებს პრინციპული მნიშვნელობა აქვს, თუმცა სხვა საქმეა მათი ტექნიკური რეალიზაცია — ეს ძალიან რთულია.

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები სირიაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმდნენ. პრობლემები კიდევ რჩება, მაგრამ მიღებულია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, აღნიშნა რადიო Sputnik-ის ეთერში სამხედრო ექსპერტმა ალექსეი პოდბერეზკინმა. 

რუსული სამხედრო პოლიცია ქალაქ სარაქებში - Sputnik საქართველო
შეთანხმების შედეგი: იდლიბში ღამით სროლა არ ყოფილა

ვლადიმირ პუტინმა და რეჯეფ ერდოღანმა ხუთშაბათს მოსკოვში გამართული ექვსსაათიანი განხილვების შემდეგ სირიის პროვინცია იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შეათანხმეს.

შეთანხმების პროექტი ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაახმოვანეს, რაც ასე გამოიყურება:

  • ყველა საბრძოლო მოქმედების შეწყვეტა შეხების ხაზის გასწვრივ 6 მარტის შუაღამიდან;
  • რუსეთი და თურქეთი ქმნიან უსაფრთხოების 6 კმ-იან დერეფანს ტრასა М4-დან ჩრდილოეთითა და სამხრეთით;
  • რუსეთი და თურქეთი 15 მარტიდან ერთობლივ პატრულირებას იწყებენ ტრასა М4-ის გასწვრივ.

ამასთან, ორივე ქვეყანამ დაადასტურეს მანამდე მიღწეული შეთანხმებების მხარდაჭერა. საუბარია 2017 წლის შეთანხმებაზე დეესკალაციის ზონების შექმნის შესახებ და ასევე სოჭის 2018 წლის მემორანდუმზე. 

პუტინი და ერდოღანი სირიაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ>>

გარდა ამისა, რუსეთიცა და თურქეთიც აპირებენ, მტკიცედ განაგრძონ ბრძოლა ტერორიზმის ყოველგვარ გამოვლინებასთან. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სირიის კონფლიქტს არ აქვს სამხედრო გადაჭრა და დაადასტურეს, რომ მხარს უჭერენ სირიის სუვერენიტეტს. 

სამხედრო ექსპერტმა ალექსეი პოდბერეზკინმა რადიო Sputnik-ის ეთერში ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ლიდერების მიერ მიღწეული შეთანხმების მნიშვნელობას.

„პუტინისა და ერდოღანის შეთანხმებებს პრინციპული მნიშვნელობა აქვს. სხვა საქმეა მათი ტექნიკური რეალიზაცია — ეს ძალიან რთულია. პუტინმა და ერდოღანმა საკუთარ თავზე აიღეს პასუხისმგებლობა კონფლიქტის ყველა მონაწილეზე... გარანტიის გაცემა, რომ სამხედრო კონფლიქტის სხვა მონაწილეები იდლიბში პუტინისა და ერდოღანის რჩევებს გაითვალისწინებენ, არ შეიძლება. მაგრამ ის, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები ერთად გააკონტროლებენ ვითარებას – კოლოსალური მნიშვნელობისაა. ეს არის დემონსტრაცია იმისა, რომ ყველაზე რთულ საკითხებზეც კი შეიძლება მოლაპარაკება, თუ სურვილი არსებობს... შეთანხმების მიღწევა — წარმატებული და უკიდურესად დროული გადაწყვეტილებაა. პუტინმა და ერდოღანმა დაამტკიცეს, რომ პოლიტიკური  მეთოდები ამოწურული არ არის“, — მიაჩნია პოდბერეზკინს. 

ვითარების გამწვავება იდლიბში 

„ჰაიათ თაჰრირ აშ-შამის“ ტერორისტებმა 27 თებერვალს სირიის არმიის პოზიციებზე ფართომასშტაბიანი შეტევა წამოიწყეს. სამთავრობო ჯარებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლის ქვეშ მოყვნენ თურქი სამხედროებიც, რომლებიც იმ ადგილზე არ უნდა ყოფილიყვნენ. შედეგად – დაიღუპა 36 თურქი სამხედრო. რუსულმა მხარემ ყველა ზომა მიიღო, რათა სირიის მხარეს ცეცხლი სრულად შეეწყვიტა და თურქეთს დაჭრილებისა და დაღუპულების ევაკუაცია მოეხერხებინა. უწყებაში ხაზგასმით განმარტეს, რომ რუსული არმია აღნიშნულ რაიონში არ გამოყენებულა. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: თურქეთისა და ტერორისტების პოსტები იდლიბში ერთმანეთს შეერწყა>>

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მანამდე განაცხადა, რომ ანკარა არ ასრულებდა იდლიბის შესახებ საკვანძო ვალდებულებებს. კერძოდ, ის არ აშორიშორებდა შეიარაღებულ ოპოზიციას (რომელიც მზად იყო მთავრობასთან დიალოგისთვის) ტერორისტებისგან.

რუსეთ-თურქეთის 2018 წლის 18 სექტემბრის მემორანდუმში, რომელიც ვლადიმირ პუტინისა და რეჯეფ თაიიფ ერდოღანის შეხვედრის შედეგად გაფორმდა, საუბარია თურქი სამხედროების ყოფნაზე სტატუს-კვოს შენარჩუნებაზე იმ პირობით, რომ იდლიბის დეესკალაციის ზონიდან ყველა რადიკალური ტერორისტული დაჯგუფება გაყვანილი იქნებოდა 2018 წლის 15 ოქტომბრამდე. ამ ზონის საზღვრებში ასევე შეთანხმებული იყო „ეფექტური ზომები საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის სტაბილური რეჟიმის უზრუნველსაყოფად“. მემორანდუმის მეშვიდე პუნქტი მოიაზრებდა ამ რაიონში ერთობლივ რუსულ-თურქულ პატრულირებასაც.

ყველა ახალი ამბავი
0